პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მანქანაში ჩაგვტენეს, ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ" - რას ყვება ბაქოში ფანების თავდასხმასა და დაკავებაზე "იმედის" ჟურნალისტი
"მანქანაში ჩაგვტენეს, ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ" - რას ყვება ბაქოში ფანების თავდასხმასა და დაკავებაზე "იმედის" ჟურნალისტი

ბა­ქოს "ნეფ­თჩი­სა" და სა­ჩხე­რის "ჩი­ხუ­რას" მატ­ჩის შემ­დეგ მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბი­სას ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტი სან­დრო გო­ჩაშ­ვი­ლი და ოპე­რა­ტო­რი გი­ორ­გი ცხე­ლიშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სან­დრო გო­ჩაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, ოპე­რა­ტორს აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი ერთ-ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰყავ­დათ გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

"ჩვენ, რო­დე­საც თა­მა­ში დამ­თავ­რდა, მე და ჩემი ოპე­რა­ტო­რი გა­მო­ვე­დით სტა­დი­ო­ნის გა­რეთ, სა­დაც გვინ­დო­და, რომ ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჩაგ­ვე­წე­რა. ამ დროს და­ვი­ნა­ხეთ, რომ მათ აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ფი­ზი­კუ­რად უს­წორ­დე­ბოდ­ნენ, არ­თმევ­დნენ დრო­შებს და ტე­ნიდ­ნენ პო­ლი­ცი­ის დიდ ავ­ტო­ბუს­ში. რო­დე­საც ჩვენ ამ კად­რებს ვი­ღებ­დით ერთ-ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა გას­ცა ბრძა­ნე­ბა ჩვე­ნი და­კა­ვე­ბის, მოც­ვივ­დნენ, ჩაგვტე­ნეს მან­ქა­ნა­ში, ჩემს ოპე­რა­ტორს ფი­ზი­კუ­რა­დაც გა­უს­წორ­დნენ. წაგ­ვარ­თვეს კა­მე­რა და წაგ­ვიყ­ვა­ნეს გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. იქ კი გვე­კი­თხე­ბოდ­ნენ მხო­ლოდ ერთ რა­მეს, ვინ ყვი­რო­და "არ­მე­ნი­ას". ამა­ზე ჩვენ, რა თქმა უნდა, პა­სუ­ხი არ გვქონ­და და იქით ვე­კი­თხე­ბო­დით თუ რატო დაგ­ვა­კა­ვეს და რა­ტომ და­ა­კა­ვეს ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი. ჩვენს და­კა­ვე­ბა­ზე მათ პა­სუ­ხი არ ქონ­დათ და გულ­შე­მატ­კივ­რებ­ზე ამ­ბობ­დნენ, რომ "არ­მე­ნი­ას" ყვი­როდ­ნენ და ხო იცით, რომ ჩვენ ამას ვერ ავი­ტან­დი­თო. გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი დავ­ყა­ვით", - გა­ნა­ცხა­და გო­ჩაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მათ ყვე­ლა მა­სა­ლა წა­უ­შა­ლეს, რაც სტა­დი­ო­ნის გა­რეთ ჰქონ­დათ გა­და­ღე­ბუ­ლი.

ბა­ქოს "ნეფ­თჩი­სა" და სა­ჩხე­რის "ჩი­ხუ­რას" გულ­შე­მატ­კივ­რებს შო­რის, გუ­შინ­დე­ლი მატ­ჩი­სას, ჩხუ­ბი მოხ­და. "აზერ­სპორ­ტის" ცნო­ბით, მი­ზე­ზი "ჩი­ხუ­რას" ფა­ნე­ბის მიერ სტა­დი­ონ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის ჩა­მო­კი­დე­ბა გახ­და, სა­დაც ზა­ქა­თა­ლა და კახი სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ად იყო აღ­ბეჭ­დი­ლი. და­ა­კა­ვეს რამ­დე­ნი­მე ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, რომ­ლებ­საც შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან კონ­ფლი­ქი მო­უ­ვი­დათ. ისი­ნი გუ­შინ­ვე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

"ჩი­ხუ­რას" მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, სოსო ფრუ­ი­ძის თქმით, ვინც ეს რუკა ჩა­მო­კი­და, "ჩი­ხუ­რას" ნამ­დვი­ლი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი არ არის.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"მანქანაში ჩაგვტენეს, ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ" - რას ყვება ბაქოში ფანების თავდასხმასა და დაკავებაზე "იმედის" ჟურნალისტი

"მანქანაში ჩაგვტენეს, ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ" - რას ყვება ბაქოში ფანების თავდასხმასა და დაკავებაზე "იმედის" ჟურნალისტი

ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" მატჩის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტი სანდრო გოჩაშვილი და ოპერატორი გიორგი ცხელიშვილი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სანდრო გოჩაშვილმა განუცხადა, ოპერატორს აზერბაიჯანელი სამართალდამცველები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ქართველი ჟურნალისტები ერთ-ერთ განყოფილებაში ნახევარი საათის განმავლობაში ჰყავდათ გადაყვანილი.

"ჩვენ, როდესაც თამაში დამთავრდა, მე და ჩემი ოპერატორი გამოვედით სტადიონის გარეთ, სადაც გვინდოდა, რომ ქართველი გულშემატკივრები ჩაგვეწერა. ამ დროს დავინახეთ, რომ მათ აზერბაიჯანელი სამართალდამცავები ფიზიკურად უსწორდებოდნენ, ართმევდნენ დროშებს და ტენიდნენ პოლიციის დიდ ავტობუსში. როდესაც ჩვენ ამ კადრებს ვიღებდით ერთ-ერთმა პოლიციელმა გასცა ბრძანება ჩვენი დაკავების, მოცვივდნენ, ჩაგვტენეს მანქანაში, ჩემს ოპერატორს ფიზიკურადაც გაუსწორდნენ. წაგვართვეს კამერა და წაგვიყვანეს განყოფილებაში. იქ კი გვეკითხებოდნენ მხოლოდ ერთ რამეს, ვინ ყვიროდა "არმენიას". ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, პასუხი არ გვქონდა და იქით ვეკითხებოდით თუ რატო დაგვაკავეს და რატომ დააკავეს ქართველი გულშემატკივარი. ჩვენს დაკავებაზე მათ პასუხი არ ქონდათ და გულშემატკივრებზე ამბობდნენ, რომ "არმენიას" ყვიროდნენ და ხო იცით, რომ ჩვენ ამას ვერ ავიტანდითო. განყოფილებაში დაახლოებით ნახევარი საათი დავყავით", - განაცხადა გოჩაშვილმა.

მისივე თქმით, სამართალდამცველებმა მათ ყველა მასალა წაუშალეს, რაც სტადიონის გარეთ ჰქონდათ გადაღებული.

ბაქოს "ნეფთჩისა" და საჩხერის "ჩიხურას" გულშემატკივრებს შორის, გუშინდელი მატჩისას, ჩხუბი მოხდა. "აზერსპორტის" ცნობით, მიზეზი "ჩიხურას" ფანების მიერ სტადიონზე საქართველოს რუკის ჩამოკიდება გახდა, სადაც ზაქათალა და კახი საქართველოს ტერიტორიად იყო აღბეჭდილი. დააკავეს რამდენიმე ქართველი გულშემატკივარი, რომლებსაც შეხვედრის დასრულების შემდეგ სამართალდამცველებთან კონფლიქი მოუვიდათ. ისინი გუშინვე გაათავისუფლეს.

"ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის თქმით, ვინც ეს რუკა ჩამოკიდა, "ჩიხურას" ნამდვილი გულშემატკივარი არ არის.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია