პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შოულობს თბილისში დიდ ფულს სააფთიაქო ნარკომანიის გაძლიერებით - კვლევის საგანგაშო შედეგები
ვინ შოულობს თბილისში დიდ ფულს სააფთიაქო ნარკომანიის გაძლიერებით - კვლევის საგანგაშო შედეგები

"ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ამ" ჩა­ა­ტა­რა კვლე­ვა და გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ქვე­ყა­ნა­ში ე.წ. სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ის პრობ­ლე­მა კვლავ მწვა­ვედ დგას. ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის იაფი მე­დი­კა­მენ­ტე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბის პრაქ­ტი­კა საკ­მა­ოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლია და სწო­რედ ეს იყო ერთ-ერთი მი­ზე­ზი იმი­სა, რომ გა­სუ­ლი წლის მი­წუ­რულს ში­ნა­გან საქ­მე­თა და შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნიტ­რო­ებ­მა, ერ­თობ­ლი­ვი კა­ნონპ­რო­ექ­ტი შე­ი­მუ­შა­ვეს, რო­მე­ლიც სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლას ისა­ხავ­და მიზ­ნად.

კა­ნონპ­რო­ექ­ტი 2014 წლის 24 იან­ვრი­დან შე­ვი­და ძა­ლა­ში და მის თა­ნახ­მად, აფ­თი­ა­ქებ­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის და ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის შემ­ცვე­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რე­ცეპ­ტის წარ­დგე­ნის გა­რე­შე გა­ყიდ­ვა აიკ­რძა­ლა. ასე­ვე გა­ფარ­თოვ­და ამ ტი­პის მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ნუს­ხა. თუმ­ცა, რო­გორც ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტე­ბი აცხა­დე­ბენ, მი­უ­ხე­და­ვად სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბე­ბი­სა, სა­აფ­თი­ა­ქო ნარ­კო­მა­ნია კვლავ სწრა­ფი ტემ­პით გა­ნაგ­რძობს ზრდას. ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად მათი ურე­ცეპ­ტოდ გა­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვი­სა, კვლავ თა­ვი­სუფ­ლად და ყო­ველ­გვა­რი ბა­რი­ე­რე­ბის გა­რე­შე იყი­დე­ბა. ამას მოწ­მობს "ახალ­გაზ­რდა ფი­ნან­სის­ტთა და ბიზ­ნეს­მენ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტი, რო­მე­ლიც ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უკონ­ტრო­ლო რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ფაქტს ადას­ტუ­რებს.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა თბი­ლი­სის მას­შტა­ბით 15-მდე სა­აფ­თი­ა­ქო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში სცა­დეს იაფი ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი 6 და­სა­ხე­ლე­ბის ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტის (გა­ბა­პენ­ტი­ნი, ბაკ­ლო­ფე­ნი, ზო­ლო­მაქ­სი, ქსა­ნაქ­სი, დი­ა­ზე­პა­მი, ტრო­პი­კა­მი­დი) შე­ძე­ნა, რაც ყო­ველ­გვა­რი რე­ცეპ­ტის მო­თხოვ­ნის და ბა­რი­ე­რის გა­რე­შე თა­ვი­სუფ­ლად შეძ­ლებს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რებ­მა, კი­დევ ერთხელ გა­და­ა­მოწ­მეს ხსე­ნე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის რე­ცეპტს დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბის სა­კი­თხი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ცხელ ხაზ­ზე და­უ­დას­ტუ­რეს, რომ თი­თო­ე­უ­ლი ამ პრე­პა­რა­ტის რე­ცეპ­ტის გა­რე­შე რე­ა­ლი­ზა­ცია წარ­მო­ად­გენს კა­ნონ­დარ­ღვე­ვას.

"რიგ შემ­თხვე­ვებ­ში, სხვა­დას­ხვა სა­აფ­თი­ა­ქო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია რე­ცეპ­ტის გა­რე­შე ხდე­ბო­და არა და­უ­დევ­რო­ბით, არა­მედ აბ­სო­ლუ­ტუ­რად შეგ­ნე­ბუ­ლად და გამ­ყიდ­ვე­ლი გარ­კვე­ულ "რე­კო­მენ­და­ცი­ებ­საც" იძ­ლე­ო­და სხვა­დას­ხვა პრე­პა­რა­ტე­ბის მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე ნარ­კო­ტი­კუ­ლი თრო­ბის თვალ­საზ­რი­სით. რო­გორც ჩანს, იაფ ნარ­კო­ტი­კულ თრო­ბა­ზე მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა და სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ამ სფე­როს სუს­ტი კონ­ტრო­ლი გარ­კვე­უ­ლი ბიზ­ნესჯ­გუ­ფე­ბე­ბის­თვის მომ­გე­ბი­ან საქ­მედ იქცა...

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ვინ შოულობს თბილისში დიდ ფულს სააფთიაქო ნარკომანიის გაძლიერებით - კვლევის საგანგაშო შედეგები

ვინ შოულობს თბილისში დიდ ფულს სააფთიაქო ნარკომანიის გაძლიერებით - კვლევის საგანგაშო შედეგები

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ" ჩაატარა კვლევა და გამოავლინა, რომ ქვეყანაში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. ძვირადღირებული ნარკოტიკული საშუალებების იაფი მედიკამენტებით ჩანაცვლების პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია და სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გასული წლის მიწურულს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროებმა, ერთობლივი კანონპროექტი შეიმუშავეს, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლას ისახავდა მიზნად.

კანონპროექტი 2014 წლის 24 იანვრიდან შევიდა ძალაში და მის თანახმად, აფთიაქებში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების რეცეპტის წარდგენის გარეშე გაყიდვა აიკრძალა. ასევე გაფართოვდა ამ ტიპის მედიკამენტების ნუსხა. თუმცა, როგორც ახალგაზრდა ფინანსისტები აცხადებენ, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, სააფთიაქო ნარკომანია კვლავ სწრაფი ტემპით განაგრძობს ზრდას. ფსიქოტროპული მედიკამენტები, მიუხედავად მათი ურეცეპტოდ გაყიდვის აკრძალვისა, კვლავ თავისუფლად და ყოველგვარი ბარიერების გარეშე იყიდება. ამას მოწმობს "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების უკონტროლო რეალიზაციის ფაქტს ადასტურებს.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის მასშტაბით 15-მდე სააფთიაქო დაწესებულებაში სცადეს იაფი ნარკოტიკული თრობისთვის ყველაზე პოპულარული 6 დასახელების ფსიქოტროპული პრეპარატის (გაბაპენტინი, ბაკლოფენი, ზოლომაქსი, ქსანაქსი, დიაზეპამი, ტროპიკამიდი) შეძენა, რაც ყოველგვარი რეცეპტის მოთხოვნის და ბარიერის გარეშე თავისუფლად შეძლებს. ორგანიზაციის წევრებმა, კიდევ ერთხელ გადაამოწმეს ხსენებული პრეპარატების რეცეპტს დაქვემდებარების საკითხი და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დაუდასტურეს, რომ თითოეული ამ პრეპარატის რეცეპტის გარეშე რეალიზაცია წარმოადგენს კანონდარღვევას.

"რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა სააფთიაქო დაწესებულებებში ფსიქოტროპული პრეპარატების რეალიზაცია რეცეპტის გარეშე ხდებოდა არა დაუდევრობით, არამედ აბსოლუტურად შეგნებულად და გამყიდველი გარკვეულ "რეკომენდაციებსაც" იძლეოდა სხვადასხვა პრეპარატების მახასიათებლებზე ნარკოტიკული თრობის თვალსაზრისით. როგორც ჩანს, იაფ ნარკოტიკულ თრობაზე მაღალი მოთხოვნა და სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს სუსტი კონტროლი გარკვეული ბიზნესჯგუფებებისთვის მომგებიან საქმედ იქცა...

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია