პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

4

აგვისტო

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:03-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 21:01-ზე – კარგი დღეა ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. თანამშრომლების დაქირავება. საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია. კარგია პურის გამოცხობა და ჭამა.
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრა რულოვსის დეკლარირებული ქონება
სანდრა რულოვსის დეკლარირებული ქონება

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პირ­ვე­ლი ლედი სან­დრა ელი­სა­ბედ რუ­ლოვ­სი ნი­დერ­ლან­დებ­ში და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა ბრი­უ­სე­ლის უცხო ენა­თა ინ­სტი­ტუ­ტი. 1993 წელს კი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ექს-პრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და­უ­კავ­ში­რა. წყვი­ლი იმა­ვე წელს ნიუ-იორკში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად. 1996 წელს კი თბი­ლის­ში დაბ­რუნ­და სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად. ჯერ წი­თე­ლი ჯვრის სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტეტ­ში, შემ­დეგ კი ნი­დერ­ლან­დის სა­მე­ფოს სა­კონ­სუ­ლო­ში მუ­შა­ობ­და.

1999-2003 წლებ­ში თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი იყო, სა­დაც ის ასე­ვე მუ­შა­ობ­და სა­კუ­თარ სა­დოქ­ტო­რო თე­ზის­ზე - ბელ­გი­ა­ში ფრან­გუ­ლი ენის ლინგვის­ტურ ას­პექ­ტებ­ზე.

სან­დრა რუ­ლოვ­სის და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ, ათა­სი ჭორ-მარ­თა­ლი და­დის. ამ­ბო­ბენ, რომ მათი ქო­ნე­ბა საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რია. რო­გორც სან­დრას დეკ­ლა­რა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, რუ­ლოვ­სის მფლო­ბე­ლო­ბა­შია 220 000 ლა­რად შე­ფა­სე­ბუ­ლი სახ­ლი ვე­რა­ზე, სან­დრა რუ­ლოვ­სის სახ­ლი 154 კვ/მეტ­რია, 164 კვ/მ მან­სარ­დით. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, მა­შინ როცა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი უკვე პრე­ზი­დენ­ტი იყო, სან­დრა რუ­ლოვ­სი ვა­ჟიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად ხში­რად სე­ირ­ნობ­და ბარ­ნოვ­ზე. ზოგ­ჯერ ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი სკო­ლა­ში და გი­ტა­რის მას­წავ­ლე­ბელ­თან ფე­ხით მიჰ­ყავ­და. მათ უსაფრ­თხო­ე­ბას კი დაც­ვა ახორ­ცი­ე­ლებ­და. იყო შემ­თხვე­ვე­ბი, როცა თა­ვად და­დი­ო­და ბოსტნე­უ­ლის შე­სა­ძე­ნად. ამ­ბობ­დნენ, რომ ბოლო წლებ­ში სან­დრა რუ­ლოვ­სი ვე­რა­ზე აღარ ცხოვ­რობ­და, ის დიღ­მის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, რო­მე­ლიც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა და ისევ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში მდე­ბა­რე სახ­ლს და­უბ­რუნ­და. სან­დრა რუ­ლოვ­სის სა­კუთ­რე­ბა­შია ასე­ვე 6820 მი­წის ნაკ­ვე­თი ყვა­რელ­ში.

პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტია, 2005 წელს სა­კუ­თა­რი წიგ­ნი გა­მოს­ცა "იდე­ა­ლის­ტის ნა­ამ­ბო­ბი", მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი წიგ­ნი პო­ლო­ნურ ენა­ზეც გა­მო­ი­ცა. სან­დრა რუ­ლოვ­სის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი არ არის, რამ­დე­ნია წიგ­ნის გა­ყიდ­ვი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი.

სან­დრა რუ­ლოვ­სი 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გლო­ბა­ლუ­რი ფონ­დის ეროვ­ნუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ცი­ის მე­ქა­ნიზ­მის, ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა საბ­ჭოს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­მჯდო­მა­რის რან­გში ებ­რძო­და შიდსს, ტუ­ბერ­კუ­ლოზს და მა­ლა­რი­ას. მისი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბი­სას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ გლო­ბა­ლუ­რი ფონ­დის­გან 101 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი მი­ი­ღო დახ­მა­რე­ბის სა­ხით. 10 წე­ლია, ის მკერ­დი­სა და საშ­ვი­ლოს­ნოს კი­ბოს ებ­რძვის წი­ნას­წა­რი სკრი­ნინ­გის ხელ­შე­წყო­ბით და მხარს უჭერს რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. ეს უკა­ნას­კნე­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით რთუ­ლი სა­კი­თხია – რე­ლი­გი­უ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო. სან­დრა მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კე­თი­ლი ნე­ბის ელჩი იყო და 1998 წელს და­არ­სა საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი SOCO. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ სან­დრა რუ­ლოვსს საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გან­ზა­ცია "სო­კო­დან" მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მხო­ლოდ 2013 წლის დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აქვს მი­თი­თე­ბუ­ლი და ეს თან­ხა 11550 ლარს შე­ად­გენს.

რაც შე­ე­ხე­ბა სან­დრა რუ­ლოვ­სის სა­ბან­კო ან­გა­რი­შებს: მას ანა­ბა­რი აქვს გახ­სნი­ლი "თი­ბი­სი ბან­კში" 21000 დო­ლა­რი, ING BANK ტერ­ნე­უ­ზე­ნი 85000 ევრო, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის მიმ­დი­ნა­რე ან­გარ­შზე კი გა­სულ წელს მხო­ლოდ 2000 ლარი ერი­ცხე­ბო­და.

არ ჰყავს ავ­ტო­მო­ბი­ლი და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ნივ­თე­ბი არ გა­აჩ­ნია. რო­გორც თა­ვად იხ­სე­ნებს, არა­ერ­თხელ შე­უ­თა­ვა­ზე­ბი­ათ მის­თვის პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლა, მაგ­რამ სა­კუ­თარ თავს ამ სფე­რო­ში ვერ ხე­დავს.

სან­დრა რუ­ლოვ­სი ახლა შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, სტუ­დენ­ტია, 2012 წელს გლო­ბა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის პო­ლი­ტი­კის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის ათ­ვი­სე­ბა და­ი­წყო ლონ­დო­ნის ჰი­გი­ე­ნი­სა და ტრო­პი­კუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სკო­ლა­ში, რო­მელ­საც 2015 წელს და­ას­რუ­ლებს. სა­მა­გის­ტრო ნაშ­რო­მი გლო­ბა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის დიპ­ლო­მა­ტი­ას ეხე­ბა. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, "ეს ლო­გი­კუ­რი გაგ­რძე­ლე­ბაა იმ პრაქ­ტი­კუ­ლი მუ­შა­ო­ბის, რა­საც 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­წე­ო­დი, ყო­ველ­თვის ხელთ მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი მა­გა­ლი­თე­ბი",- გა­ნა­ცხა­და სან­დრამ The Daily Beast-თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რაზე ისაუბრა მზია ამაღლობელმა სასამართლოზე და რა მოლოდინები აქვთ მის უფლებადამცველებს

სანდრა რულოვსის დეკლარირებული ქონება

სანდრა რულოვსის დეკლარირებული ქონება

საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა ელისაბედ რულოვსი ნიდერლანდებში დაიბადა. დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი. 1993 წელს კი საკუთარი ცხოვრება საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დაუკავშირა. წყვილი იმავე წელს ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. 1996 წელს კი თბილისში დაბრუნდა სააკაშვილთან ერთად. ჯერ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში, შემდეგ კი ნიდერლანდის სამეფოს საკონსულოში მუშაობდა.

1999-2003 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი იყო, სადაც ის ასევე მუშაობდა საკუთარ სადოქტორო თეზისზე - ბელგიაში ფრანგული ენის ლინგვისტურ ასპექტებზე.

სანდრა რულოვსის და მიხეილ სააკაშვილის ქონების შესახებ, ათასი ჭორ-მართალი დადის. ამბობენ, რომ მათი ქონება საკმაოდ სოლიდურია. როგორც სანდრას დეკლარაციიდან ირკვევა, რულოვსის მფლობელობაშია 220 000 ლარად შეფასებული სახლი ვერაზე, სანდრა რულოვსის სახლი 154 კვ/მეტრია, 164 კვ/მ მანსარდით. რამდენიმე წლის წინ, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილი უკვე პრეზიდენტი იყო, სანდრა რულოვსი ვაჟიშვილებთან ერთად ხშირად სეირნობდა ბარნოვზე. ზოგჯერ ედუარდ სააკაშვილი სკოლაში და გიტარის მასწავლებელთან ფეხით მიჰყავდა. მათ უსაფრთხოებას კი დაცვა ახორციელებდა. იყო შემთხვევები, როცა თავად დადიოდა ბოსტნეულის შესაძენად. ამბობდნენ, რომ ბოლო წლებში სანდრა რულოვსი ვერაზე აღარ ცხოვრობდა, ის დიღმის რეზიდენციაში გადავიდა საცხოვრებლად, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დატოვა და ისევ ქალაქის ცენტრში მდებარე სახლს დაუბრუნდა. სანდრა რულოვსის საკუთრებაშია ასევე 6820 მიწის ნაკვეთი ყვარელში.

პროფესიით იურისტია, 2005 წელს საკუთარი წიგნი გამოსცა "იდეალისტის ნაამბობი", მოგვიანებით მისი წიგნი პოლონურ ენაზეც გამოიცა. სანდრა რულოვსის დეკლარაციაში მითითებული არ არის, რამდენია წიგნის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი.

სანდრა რულოვსი 10 წლის განმავლობაში გლობალური ფონდის ეროვნული კოორდინაციის მექანიზმის, ინფექციურ დაავადებათა საბჭოს საქართველოს თავმჯდომარის რანგში ებრძოდა შიდსს, ტუბერკულოზს და მალარიას. მისი ზედამხედველობისას ჯანდაცვის სამინისტრომ გლობალური ფონდისგან 101 მილიონი დოლარი მიიღო დახმარების სახით. 10 წელია, ის მკერდისა და საშვილოსნოს კიბოს ებრძვის წინასწარი სკრინინგის ხელშეწყობით და მხარს უჭერს რეპროდუქციული განაყოფიერების განვითარებას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით რთული საკითხია – რელიგიური მოსაზრებების გამო. სანდრა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კეთილი ნების ელჩი იყო და 1998 წელს დაარსა საქველმოქმედო ფონდი SOCO. უცნაურია, მაგრამ სანდრა რულოვსს საქველმოქმედო ორგანზაცია "სოკოდან" მიღებული შემოსავალი მხოლოდ 2013 წლის დეკლარაციაში აქვს მითითებული და ეს თანხა 11550 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება სანდრა რულოვსის საბანკო ანგარიშებს: მას ანაბარი აქვს გახსნილი "თიბისი ბანკში" 21000 დოლარი, ING BANK ტერნეუზენი 85000 ევრო, საქართველოს ბანკის მიმდინარე ანგარშზე კი გასულ წელს მხოლოდ 2000 ლარი ერიცხებოდა.

არ ჰყავს ავტომობილი და ძვირადღირებული ნივთები არ გააჩნია. როგორც თავად იხსენებს, არაერთხელ შეუთავაზებიათ მისთვის პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ საკუთარ თავს ამ სფეროში ვერ ხედავს.

სანდრა რულოვსი ახლა შეიძლება ითქვას, სტუდენტია, 2012 წელს გლობალური ჯანდაცვის პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის ათვისება დაიწყო ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიკამენტების სკოლაში, რომელსაც 2015 წელს დაასრულებს. სამაგისტრო ნაშრომი გლობალური ჯანდაცვის დიპლომატიას ეხება. როგორც თავად ამბობს, "ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ პრაქტიკული მუშაობის, რასაც 10 წლის განმავლობაში ვეწეოდი, ყოველთვის ხელთ მაქვს კონკრეტული მაგალითები",-  განაცხადა სანდრამ  The Daily Beast-თვის მიცემულ ინტერვიუში.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია