პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკა ხერხეულიძე: "მაღლაფერიძე აიძულეს თეთრ თაბახზე "ყვითლად" ეწერა გარდასულ მოგონებებზე"
ეკა ხერხეულიძე: "მაღლაფერიძე აიძულეს თეთრ თაბახზე "ყვითლად" ეწერა გარდასულ მოგონებებზე"

"მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ საკ­მა­ოდ ვრცე­ლი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 2007 წლის ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე ხალ­ხის და­ტე­რო­რე­ბა, სა­დამ­სჯე­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის კა­ბი­ნეტ­ში და­ი­გეგ­მა. ამა­ვე დროს მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის ყო­ფილ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ თათ­ბი­რის დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და.

ამ უკა­ნას­კნე­ლის ჩვე­ნე­ბის არ სჯე­რა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელს, ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძეს, რო­მელ­მაც ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე სა­კუ­თა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბი ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბა.

"და­უშ­ვათ ვა­სი­კო მაღ­ლა­ფე­რი­ძე პი­რად დღი­უ­რებ­ში სრუ­ლი გულ­წრფე­ლო­ბით აღ­წერს 2007 წლის მოვ­ლე­ნებს.ისიც და­უშ­ვათ,რომ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს დღი­უ­რე­ბი თვალს მი­ე­ფა­რა და ოთა­ხის და­ლა­გე­ბი­სას სულ ახ­ლა­ხანს შემ­თხვე­ვით გა­და­ა­წყდა.მერე პა­სუ­ხიმ­გებ­ლო­ბით სავ­სე მო­ქა­ლა­ქემ მყი­სი­ე­რად მი­მარ­თა პრო­კუ­რა­ტუ­რას ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­სად­გე­ნად და შემ­თხვე­ვით სულ­ზე მი­უს­წრო პუ­ტი­ნის და­უ­ო­კე­ბელ ჟინს -დრო­ზე შე­ა­ჩე­როს სა­ა­კაშ­ვი­ლი.... თუმ­ცა, თუ ამ ყვე­ლაფ­რის სან­დო­ო­ბას ვი­წა­მებ და ხე­ლებს ვიფ­შვნეტ სე­ირს მო­წყუ­რე­ბუ­ლი, მა­ინც რჩე­ბა ერთი "მაგ­რამ", რაც თავ­და­ყი­რა აყე­ნებს დღი­უ­რე­ბის ავ­ტო­რის სან­დო­ო­ბას და პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა­საც. რად­გან მთხრო­ბე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, მას­თან ერ­თად თათ­ბირს ეს­წრე­ბო­და კი­დევ 7 ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა და­კი­თხვაც აზ­რად არ მოს­ვლია პრო­კუ­რა­ტუ­რას ისე "გა­მო­უ­ცხვეს" ყო­ფილ პრე­ზი­დენტს ბრა­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მიხ­ვდნენ,რომ საქ­მე მთლად და­მა­ჯე­რებ­ლად არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და და უკვე წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლის გა­სამ­ყა­რებ­ლად საქ­მეს და­უ­მა­ტეს პუ­ტი­ნის სი­ბე­რის მე­გობ­რის, ბურ­ჯა­ნა­ძის ჩვე­ნე­ბა. რაც ლე­გი­ტი­მურ ეჭვს მიმ­ყა­რებს და­ვი­ჯე­რო, რომ პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრა­ლი მაღ­ლა­ფე­რი­ძის გაყ­ვით­ლე­ბულ დღი­უ­რებს კი არ ეფუძ­ნე­ბა, პი­რი­ქით ,მაღ­ლა­ფე­რი­ძე აი­ძუ­ლეს თეთრ თა­ბახ­ზე "ყვით­ლად "ეწე­რა გარ­და­სულ მო­გო­ნე­ბებ­ზე." - წერს ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ეკა ხერხეულიძე: "მაღლაფერიძე აიძულეს თეთრ თაბახზე "ყვითლად" ეწერა გარდასულ მოგონებებზე"

ეკა ხერხეულიძე: "მაღლაფერიძე აიძულეს თეთრ თაბახზე "ყვითლად" ეწერა გარდასულ მოგონებებზე"

"მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, მთავარმა პროკურატურამ საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2007 წლის ნოემბრის აქციებში მონაწილე ხალხის დატერორება, სადამსჯელო ღონისძიებათა განხორციელება ვანო მერაბიშვილის კაბინეტში დაიგეგმა. ამავე დროს მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემ თათბირის დეტალების შესახებ საჯაროდ განაცხადა.

ამ უკანასკნელის ჩვენების არ სჯერა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს, ეკა ხერხეულიძეს, რომელმაც ფეისბუქის გვერდზე საკუთარი არგუმენტები ჩამოაყალიბა.

"დაუშვათ ვასიკო მაღლაფერიძე პირად დღიურებში სრული გულწრფელობით აღწერს 2007 წლის მოვლენებს.ისიც დაუშვათ,რომ 7 წლის განმავლობაში ეს დღიურები თვალს მიეფარა და ოთახის დალაგებისას სულ ახლახანს შემთხვევით გადააწყდა.მერე პასუხიმგებლობით სავსე მოქალაქემ მყისიერად მიმართა პროკურატურას ჭეშმარიტების დასადგენად და შემთხვევით სულზე მიუსწრო პუტინის დაუოკებელ ჟინს -დროზე შეაჩეროს სააკაშვილი.... თუმცა, თუ ამ ყველაფრის სანდოობას ვიწამებ და ხელებს ვიფშვნეტ სეირს მოწყურებული, მაინც რჩება ერთი "მაგრამ", რაც თავდაყირა აყენებს დღიურების ავტორის სანდოობას და პროკურატურის სამართლიანობასაც. რადგან მთხრობელის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მასთან ერთად თათბირს ესწრებოდა კიდევ 7 ადამიანი, რომელთა დაკითხვაც აზრად არ მოსვლია პროკურატურას ისე "გამოუცხვეს" ყოფილ პრეზიდენტს ბრალი. მოგვიანებით მიხვდნენ,რომ საქმე მთლად დამაჯერებლად არ გამოიყურებოდა და უკვე წაყენებული ბრალის გასამყარებლად საქმეს დაუმატეს პუტინის სიბერის მეგობრის, ბურჯანაძის ჩვენება. რაც ლეგიტიმურ ეჭვს მიმყარებს დავიჯერო, რომ პროკურატურის ბრალი მაღლაფერიძის გაყვითლებულ დღიურებს კი არ ეფუძნება, პირიქით ,მაღლაფერიძე აიძულეს თეთრ თაბახზე "ყვითლად "ეწერა გარდასულ მოგონებებზე." - წერს ეკა ხერხეულიძე.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა