პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 პროდუქტი, რომლებიც ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს
10 პროდუქტი, რომლებიც ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს

თუ გინ­დათ, თქვე­ნი შვი­ლი ჭკვი­ა­ნი და გო­ნი­ე­რი იყოს, ამას კვე­ბი­თაც უნდა შე­უ­წყოთ ხელი. არის პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც გან­სა­კუთ­რე­ბით და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ტვინ­ზე, გო­ნე­ბა­ზე, მეხ­სი­ე­რე­ბა­ზე.

1. ორა­გუ­ლი. ეს თევ­ზი ბევრ სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბას შე­ი­ცავს, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ომე­გა-3-ს, რო­მე­ლიც ტვი­ნის ფუნ­ქცი­ის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით აუ­ცი­ლე­ბე­ლია. ბავ­შვს შე­გიძ­ლი­ათ მის­ცეთ ბოსტნე­ულ­თან, გარ­ნირ­თან, შემ­წვა­რი ან მო­ხარ­შუ­ლი.

2. კვერ­ცხი. გული შე­ი­ცავს ქო­ლინს, ელე­მენტს, რო­მე­ლიც მეხ­სი­ე­რე­ბას აუმ­ჯო­ბე­სებს. სკო­ლის მოს­წავ­ლეს შე­გიძ­ლი­ათ სა­დილ­ზე აჭა­მოთ მო­ხარ­შუ­ლი, შემ­წვა­რი ან ომ­ლე­ტე­ბის სა­ხით.

3. არა­ქი­სის კა­რა­ქი და არა­ქი­სი (არა მა­რი­ლი­ა­ნი). არა­ქი­სი E ვი­ტა­მი­ნის წყა­როა, ან­ტი­ოქ­სი­დან­ტის, რო­მე­ლიც ტვინ­ში ნერ­ვულ მემ­ბრა­ნებს იცავს. არა­მა­რი­ლი­ა­ნი არა­ქი­სი შე­გიძ­ლი­ათ და­ა­მა­ტოთ სა­ლა­თებ­ში, არა­ქი­სის კა­რა­ქი კი ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ახალ პურს. ასე­ვე ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლოა თხი­ლი, ნი­გო­ზი, ნუში.

4. ხორ­ბა­ლი. ადა­მი­ა­ნის ტვინს ნორ­მა­ლუ­რი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გლუ­კო­ზა სჭირ­დე­ბა. ხორ­ბა­ლი შე­ი­ცავს გლუ­კო­ზა­საც და უჯრე­დის­საც (რო­მე­ლიც ჰლუ­კო­ზის სის­ხლში მოხ­ვედ­რას არე­გუ­ლი­რებს), ასე­ვე B ჯგუ­ფის ვი­ტა­მი­ნებს, რომ­ლე­ბიც ნერ­ვულ სის­ტე­მას კვე­ბა­ვენ. იყი­დეთ თქვენ­თვი­საც და ბავ­შვე­ბის­თვის მსხვილ­მარ­ცვლი­ა­ნი პური ან სუ­ლაც სახ­ლში აცხვეთ.

5. შვრია. შვრია სა­უ­კე­თე­სო სა­უზ­მეა ბავ­შვის­თვის, რად­გან შე­ი­ცავს E, B ვი­ტა­მი­ნებს, თუ­თი­ას. ეს ყო­ვე­ლი­ვე ბავ­შვს ეხ­მა­რე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ა­ლის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში. შვრია შე­გიძ­ლი­ათ, ღვე­ზელ­ში, ოლა­დებ­შიც კი გა­უ­რი­ოთ, ფა­ფე­ბად და­ამ­ზა­დოთ, თხი­ლე­ულ­თან ერ­თად უბ­რა­ლოდ მო­შუ­შოთ მშრალ ტა­ფა­ზე და იო­გურ­ტით ან რძით მი­ირ­თვას პა­ტა­რამ.

6. კენკრა. მარ­წყვი, მოც­ვი, ალუ­ბა­ლი, ჟოლო, მაყ­ვა­ლი, მო­ცხა­რი და ა.შ. შე­ი­ცავს ან­ტი­ოქ­სი­დან­ტებს, რომ­ლე­ბიც სიმ­სივ­ნურ და­ა­ვა­დე­ბებს აღუდ­გე­ბი­ან წინ. კვლე­ვებ,ა უჩ­ვე­ნა, რომ მარ­წყვი და მოც­ვი მეხ­სი­ე­რე­ბას აუმ­ჯო­ბე­სებს, ხოლო ჟო­ლოს, მარ­წყვის მაყ­ვლის თეს­ლე­ბი მდი­და­რია ომე­გა-3-ით. ცო­ცხა­ლი კენკრა შე­გიძ­ლი­ათ და­ა­მა­ტოთ სა­ლა­თებ­ში, ბოსტნე­უ­ლის კერ­ძებ­ში, უმად მი­ირ­თვათ, წვე­ნი და­ამ­ზა­დოთ ან მუ­რა­ბე­უ­ლი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

10 პროდუქტი, რომლებიც ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს

10 პროდუქტი, რომლებიც ბავშვის ტვინზე დადებითად მოქმედებს

თუ გინდათ, თქვენი შვილი ჭკვიანი და გონიერი იყოს, ამას კვებითაც უნდა შეუწყოთ ხელი. არის პროდუქტები, რომლებიც განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს ტვინზე, გონებაზე, მეხსიერებაზე.

1. ორაგული. ეს თევზი ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, განსაკუთრებით კი ომეგა-3-ს, რომელიც ტვინის ფუნქციისთვის განსაკუთრებით აუცილებელია. ბავშვს შეგიძლიათ მისცეთ ბოსტნეულთან, გარნირთან, შემწვარი ან მოხარშული.

2. კვერცხი. გული შეიცავს ქოლინს, ელემენტს, რომელიც მეხსიერებას აუმჯობესებს. სკოლის მოსწავლეს შეგიძლიათ სადილზე აჭამოთ მოხარშული, შემწვარი ან ომლეტების სახით.

3. არაქისის კარაქი და არაქისი (არა მარილიანი). არაქისი E ვიტამინის წყაროა, ანტიოქსიდანტის, რომელიც ტვინში ნერვულ მემბრანებს იცავს. არამარილიანი არაქისი შეგიძლიათ დაამატოთ სალათებში, არაქისის კარაქი კი ძალიან უხდება ახალ პურს. ასევე ძალიან სასარგებლოა თხილი, ნიგოზი, ნუში.

4. ხორბალი. ადამიანის ტვინს ნორმალური ფუნქციონირებისთვის გარკვეული რაოდენობის გლუკოზა სჭირდება. ხორბალი შეიცავს გლუკოზასაც და უჯრედისსაც (რომელიც ჰლუკოზის სისხლში მოხვედრას არეგულირებს), ასევე B ჯგუფის ვიტამინებს, რომლებიც ნერვულ სისტემას კვებავენ. იყიდეთ თქვენთვისაც და ბავშვებისთვის მსხვილმარცვლიანი პური ან სულაც სახლში აცხვეთ.

5. შვრია. შვრია საუკეთესო საუზმეა ბავშვისთვის, რადგან შეიცავს E, B ვიტამინებს, თუთიას. ეს ყოველივე ბავშვს ეხმარება ინტელექტუალური პოტენციალის რეალიზებაში. შვრია შეგიძლიათ, ღვეზელში, ოლადებშიც კი გაურიოთ, ფაფებად დაამზადოთ, თხილეულთან ერთად უბრალოდ მოშუშოთ მშრალ ტაფაზე და იოგურტით ან რძით მიირთვას პატარამ.

6. კენკრა. მარწყვი, მოცვი, ალუბალი, ჟოლო, მაყვალი, მოცხარი და ა.შ. შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც სიმსივნურ დაავადებებს აღუდგებიან წინ. კვლევებ,ა უჩვენა, რომ მარწყვი და მოცვი მეხსიერებას აუმჯობესებს, ხოლო ჟოლოს, მარწყვის მაყვლის თესლები მდიდარია ომეგა-3-ით. ცოცხალი კენკრა შეგიძლიათ დაამატოთ სალათებში, ბოსტნეულის კერძებში, უმად მიირთვათ, წვენი დაამზადოთ ან მურაბეული.

გაგრძელება

როგორი იქნება ევრობასკეტის არენა თბილისში, რომელიც მაღლივ კორპუსთან შენდება

როგორ გამოიყურება კერძო სახლი ბათუმში, რომელიც 10 მლნ ლარამდე ღირს - ნახეთ ფოტოები

5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით