პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ ჯანელიძე - რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც გაგრძელდება
მიხეილ ჯანელიძე - რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც გაგრძელდება

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით, რუ­სეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­ჩე­რე­ბა ჩვენს ეკო­ნო­მი­კას გან­სა­კუთ­რე­ბულ პრობ­ლე­მებს არ შე­უქ­მნის და რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი კვლა­ვაც გაგ­რძელ­დე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ჯა­ნე­ლი­ძემ ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ში დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რუ­სეთ­თან სა­ვაჭ­რო და კულ­ტუ­რულ-ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ ბოლო წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ტენ­სი­უ­რად ვი­მუ­შა­ვეთ. ასე­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ჩვე­ნი ევ­რო­პუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი, ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის სივ­რცე ევ­რო­კავ­შირ­თან არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ არ არის მი­მარ­თუ­ლი და არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს სა­ვაჭ­რო- ეკო­ნო­მი­კურ პარტნი­ო­რებ­თან არ­სე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს, მათ შო­რის რუ­სეთ­თან. სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ჰქონ­დათ შეხ­ვედ­რა რუ­სე­თის ნხა­რეს­თან, სა­დაც იყოს ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის თა­ო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი. მათ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ გა­ნუ­მარ­ტა, რომ ღრმა და ყოვ­ლის­მოც­ვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბა ევ­რო­კავ­შირ­თან რუ­სე­თის­თვის საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს. რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექტს სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთს შო­რის თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის შე­ჩე­რე­ბის თა­ო­ბა­ზე, ეს ინ­ფორ­მა­ცია სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ შე­ი­ტყო პრე­სი­დან. არა­ნა­ი­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არ მო­სუ­ლა და არა­ნა­ი­რი კონ­სულ­ტა­ცია ამ სა­კი­თხზე არ ყო­ფი­ლა", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი რუ­სე­თის მთავ­რო­ბის მიერ და შე­ჩერ­დე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ვაჭ­რო რე­ჟი­მი ორ ქვე­ყა­ნას შო­რის, რა­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის მი­ხედ­ვით თა­ვი­სი პრო­ცე­დუ­რე­ბი აქვს, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი აიკ­რძა­ლე­ბა რუ­სეთ­ში.

"თუმ­ცა, ეს გა­მო­იწ­ვევს სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბულ რიგ პრო­დუქ­ცი­ა­ზე სა­ბა­ჟო გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბას, რო­მე­ლიც არ იქ­ნე­ბა 20%-ზე მეტი. ეს არის მაქ­სი­მა­ლუ­რი ტა­რი­ფი, რო­მე­ლიც შე­თან­ხმე­ბუ­ლი აქვს რუ­სეთს ვაჭ­რო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან. ეს ნიშ­ნავს, რომ ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის ექ­სპორ­ტი რუ­სე­თის ბა­ზარ­ზე კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა და არ შე­უქ­მნის გან­სა­კუთ­რე­ბულ პრობ­ლე­მებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კას", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ ჯა­ნე­ლი­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მიხეილ ჯანელიძე - რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც გაგრძელდება

მიხეილ ჯანელიძე - რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც გაგრძელდება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, რუსეთსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეჩერება ჩვენს ეკონომიკას განსაკუთრებულ პრობლემებს არ შეუქმნის და რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტი კვლავაც გაგრძელდება.

ამის შესახებ ჯანელიძემ ეკონომიკის სამინისტროში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია რუსეთთან სავაჭრო და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობების დარეგულირება. ამ მიმართულებით ჩვენ ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ინტენსიურად ვიმუშავეთ. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ღრმა და ყოვლისმომცველი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე ევროკავშირთან არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და არ ეწინააღმდეგება ჩვენს სავაჭრო- ეკონომიკურ პარტნიორებთან არსებულ ურთიერთობებს, მათ შორის რუსეთთან. საქართველოს შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს ჰქონდათ შეხვედრა რუსეთის ნხარესთან, სადაც იყოს ასოცირების შეთანხმების თაობაზე საუბარი. მათ საქართველოს მთავრობამ განუმარტა, რომ ღრმა და ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან რუსეთისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რაც შეეხება რუსეთის მთავრობის დადგენილების პროექტს საქართველოსა და რუსეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების შეჩერების თაობაზე, ეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობამ შეიტყო პრესიდან. არანაირი ოფიციალური შეტყობინება არ მოსულა და არანაირი კონსულტაცია ამ საკითხზე არ ყოფილა", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, თუ აღნიშნული პროექტი იქნება მიღებული რუსეთის მთავრობის მიერ და შეჩერდება თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის, რასაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით თავისი პროცედურები აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი აიკრძალება რუსეთში.

"თუმცა, ეს გამოიწვევს საქართველოში წარმოებულ რიგ პროდუქციაზე საბაჟო გადასახადის დაწესებას, რომელიც არ იქნება 20%-ზე მეტი. ეს არის მაქსიმალური ტარიფი, რომელიც შეთანხმებული აქვს რუსეთს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან. ეს ნიშნავს, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი რუსეთის ბაზარზე კვლავ გაგრძელდება და არ შეუქმნის განსაკუთრებულ პრობლემებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა