მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკაში ქართული კინოს ყველაზე მასშტაბური რეტროსპექტივა გაიმართება
ამერიკაში ქართული კინოს ყველაზე მასშტაბური რეტროსპექტივა გაიმართება

ბერკლის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მი და წყნა­რო­კე­ა­ნუ­ლი ფილ­მის არ­ქი­ვი უერ­თდე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მის კი­ნოს გან­ყო­ფი­ლე­ბას და წარ­მო­ად­გენს ქარ­თუ­ლი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბურ რეტ­როს­პექ­ტი­ვას ამე­რი­კა­ში. პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მზად­დე­ბო­და, თავს უყ­რის 45 პროგ­რა­მას, რო­მე­ლიც ევ­რო­პა­ში, ამე­რი­კა­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და რუ­სეთ­ში მო­ი­ძი­ეს და ასა­ხავს ქარ­თუ­ლი კი­ნოს ის­ტო­რი­ას 1907 წლი­დან 2014 წლამ­დე. გა­მო­ფე­ნა­ზე გა­მო­ტა­ნი­ლი იქ­ნე­ბა მუნ­ჯუ­რი პე­რი­ო­დის კლა­სი­კი­დან და­წყე­ბუ­ლი, საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის და პოსტსაბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან დღემ­დე მო­ყო­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქარ­თუ­ლი სუ­რა­თი.

 

"ბოლო სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში ქარ­თუ­ლი კინო იყო იდენ­ტო­ბის ძი­ე­ბა­ში, მას­ში აღი­ნიშ­ნე­ბო­და სუ­ლი­ე­რე­ბა, სიმ­კვრი­ვე და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის იუ­მო­რი. რე­ჟი­სო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მრა­ვალ­ფე­რო­ვან ჟან­რებ­ში და სტილ­ში მუ­შა­ობ­დნენ, ეხე­ბოდ­ნენ მნიშ­ვნე­ლო­ვან თე­მებს და ქმნიდ­ნენ ყვე­ლა­ფერს, და­წყე­ბუ­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ან­ტი­ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი სა­ტი­რი­დან, ადა­მი­ა­ნუ­რი ტრა­დი­ცი­ე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ურ შეს­წავ­ლამ­დე. ქარ­თუ­ლი კინო სავ­სეა ლი­რი­კუ­ლი, რე­გი­ო­ნის შთამ­ბეჭ­და­ვი ლან­დშაფ­ტე­ბის პო­ე­ტუ­რი აღ­წე­რე­ბით", - წერს უცხო­უ­რი სა­ი­ტი moma.org, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს აშუ­ქებს.

სა­ი­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რეტ­როს­პექ­ტი­ვის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლი აქ­ცენტს გა­ა­კე­თებს ქარ­თუ­ლი კი­ნოს გან­სა­კუთ­რე­ბულ ხა­სი­ათ­ზე: ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ ხა­ზებ­ზე, რო­მე­ლიც იქ­სო­ვე­ბა და აკავ­ში­რებს ქარ­თულ კი­ნოპ­რო­დუქ­ცი­ას 1920 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე.

"შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნოთ რამ­დე­ნი­მე მე­სა­მე თა­ო­ბის რე­ჟი­სო­რი, რომ­ლე­ბიც დღემ­დე მუ­შა­ო­ბენ. მე­ო­რე ნა­წი­ლი "ცის­ფე­რი მთე­ბი და მის მიღ­მა" იწყე­ბა 22 ნო­ემ­ბერს და გრძელ­დე­ბა 21 დე­კემ­ბრამ­დე. ფაქ­ტე­ბი ფილ­მე­ბის შე­სა­ხებ ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია კვლე­ვე­ბი­სა და ბერკლის ხე­ლოვ­ნე­ბის მუ­ზე­უმ­ში არ­სე­ბუ­ლი ტექ­სტე­ბის მი­ხედ­ვით. ფილ­მე­ბის სა­თა­უ­რე­ბი ითარ­გმნე­ბა ჯერ ინ­გლი­სუ­რად, შემ­დეგ ქარ­თუ­ლად და თუ სა­ჭი­რო გახ­და, რუ­სუ­ლა­დაც", - წერს სა­ი­ტი.

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

ამერიკაში ქართული კინოს ყველაზე მასშტაბური რეტროსპექტივა გაიმართება

ამერიკაში ქართული კინოს ყველაზე მასშტაბური რეტროსპექტივა გაიმართება

ბერკლის ხელოვნების მუზეუმი და წყნაროკეანული ფილმის არქივი უერთდება თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის კინოს განყოფილებას და წარმოადგენს ქართული კინემატოგრაფის ყველაზე მასშტაბურ რეტროსპექტივას ამერიკაში. პროექტი, რომელიც 20 წლის განმავლობაში მზადდებოდა, თავს უყრის 45 პროგრამას, რომელიც ევროპაში, ამერიკაში, საქართველოსა და რუსეთში მოიძიეს და ასახავს ქართული კინოს ისტორიას 1907 წლიდან 2014 წლამდე. გამოფენაზე გამოტანილი იქნება მუნჯური პერიოდის კლასიკიდან დაწყებული, საბჭოთა პერიოდის და პოსტსაბჭოთა პერიოდიდან დღემდე მოყოლებული ყველა მნიშვნელოვანი ქართული სურათი.

 

”ბოლო საუკუნის განმავლობაში ქართული კინო იყო იდენტობის ძიებაში, მასში აღინიშნებოდა სულიერება, სიმკვრივე და ქართველი ხალხის იუმორი. რეჟისორები, რომლებიც მრავალფეროვან ჟანრებში და სტილში მუშაობდნენ, ეხებოდნენ მნიშვნელოვან თემებს და ქმნიდნენ ყველაფერს, დაწყებული საბჭოთა კავშირის ანტიბიუროკრატიული სატირიდან, ადამიანური ტრადიციების ფილოსოფიურ შესწავლამდე. ქართული კინო სავსეა ლირიკული, რეგიონის შთამბეჭდავი ლანდშაფტების პოეტური აღწერებით”, - წერს უცხოური საიტი moma.org, რომელიც კულტურულ ღონისძიებებს აშუქებს.

საიტის ინფორმაციით, რეტროსპექტივის პირველი ნაწილი აქცენტს გააკეთებს ქართული კინოს განსაკუთრებულ ხასიათზე: ოჯახური ურთიერთობების შესანიშნავ ხაზებზე, რომელიც იქსოვება და აკავშირებს ქართულ კინოპროდუქციას 1920 წლიდან მოყოლებული დღემდე.

”შესაძლებელი იქნება აღმოაჩინოთ რამდენიმე მესამე თაობის რეჟისორი, რომლებიც დღემდე მუშაობენ. მეორე ნაწილი ”ცისფერი მთები და მის მიღმა” იწყება 22 ნოემბერს და გრძელდება 21 დეკემბრამდე. ფაქტები ფილმების შესახებ ადაპტირებულია კვლევებისა და ბერკლის ხელოვნების მუზეუმში არსებული ტექსტების მიხედვით. ფილმების სათაურები ითარგმნება ჯერ ინგლისურად, შემდეგ ქართულად და თუ საჭირო გახდა, რუსულადაც”, - წერს საიტი.

 

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება