პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თინა ხიდაშელის პასუხი მათ, ვინც ნანუკა ჟორჟოლიანს სიძულვილის შემცველი პოსტებით ეხმაურება
თინა ხიდაშელის პასუხი მათ, ვინც ნანუკა ჟორჟოლიანს სიძულვილის შემცველი პოსტებით ეხმაურება

"ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შოუს" მო­რი­გი სე­ზო­ნი დას­რულ­და. გა­და­ცე­მის შემ­დგო­მი რე­აქ­ცი­ე­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­ზო­ნის ბოლო გა­და­ცე­მა, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის ყო­ფილ მერს, გიგი უგუ­ლა­ვას მი­ე­ძღვნა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში მისი გან­ხილ­ვა გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბის­თა­ნა­ვე და­ი­წყეს და მა­ყუ­რებ­ლის ემო­ცი­ე­ბი ამ დრომ­დე არ ცხრე­ბა...

ცნო­ბილ ადა­მი­ან­თა შო­რის, ვინც უკი­დუ­რე­სად მწვა­ვედ შე­ა­ფა­სა გა­და­ცე­მა, რეზო ამა­შუ­კე­ლი იყო, რო­მელ­მაც ნა­ნუ­კას მი­სა­მარ­თით კრი­ტი­კა, "რუს­თა­ვი 2"-სა და ნიკა რუ­რუ­ას მი­სა­მარ­თით კი უხამ­სი სი­ტყვე­ბი არ და­ი­შუ­რა (იხ. სტა­ტია - "ნა­ნუ­კა, არა გყავს დე­დუ­კა?" - გაბ­რა­ზე­ბუ­ლი რეზო ამა­შუ­კე­ლის უხამ­სი მი­მარ­თვა).

გა­და­ცე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა თინა ხი­და­შე­ლიც, რო­მე­ლიც ამ­ბობს, რომ არ ეს­მის ადა­მი­ა­ნე­ბის, რომ­ლე­ბიც უყუ­რე­ბენ გა­და­ცე­მას და შემ­დეგ სი­ძულ­ვი­ლის შემ­ცველ კო­მენ­ტა­რებს აკე­თე­ბენ. "არ მოგ­წონთ ამ გა­და­ცე­მის სტი­ლი, ეს­თე­ტი­კა, წამ­ყვა­ნი, ში­ნა­არ­სი, სტუმ­რე­ბი? - გა­დარ­თეთ. ნუ უყუ­რებთ, ვინ გა­ძა­ლებთ", - წერს ხი­და­შე­ლი Facebook-ზე.

Facebook/ თინა ხი­და­შე­ლი:

"არ მი­ნა­ხავს გუ­შინ­დე­ლი ნა­ნუ­კას შოუ. ისე­ვე რო­გორც ბევ­რი სხვა შოუ და გა­და­ცე­მა, სამ­წუ­ხა­როდ ტე­ლე­ვი­ზო­რი ჩემი ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი აღარ არის. მაგ­რამ იცით ფბ-ზე ხში­რად ვი­ყუ­რე­ბი.

დი­ლი­დან ვფიქ­რობ დავ­წე­რო თუ არა.

რო­გორც ჩანს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბამ კო­რექ­ტი­ვე­ბი შე­ი­ტა­ნა ჩემს ყო­ველ­დღი­უ­ლო­ბა­ში. ადრე შე­საძ­ლოა არა­სო­დეს რომ არ მე­ფიქ­რა დღეს ისე­თი ფიქ­რე­ბი მო­მე­ძა­ლა, მაგ­რამ იმის მი­უ­ხე­და­ვად რა რე­აქ­ცია მოყ­ვე­ბა ჩემს პოსტს, ზუს­ტად ვიცი რომ არ დავ­წე­რო გული გა­მის­კდე­ბა.

რაც დღეს დი­ლით აქ წა­ვი­კი­თხე და გა­ვი­გე, მისი უდი­დე­სი ნა­წი­ლი მთრგუ­ნავს და მა­ნად­გუ­რებს.

ვი­საც გინ­დათ გა­გე­ჯიბ­რე­ბით გი­გის­თან ბრძო­ლა­ში, მისი პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­ბი­ჯე­ბის, მე­რი­ა­ში სქე­მე­ბის, უკა­ნო­ნო ტენ­დერე­ბის, უკა­ნო­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მხი­ლე­ბა­ში, გა­მო­ძი­ე­ბა­ში, საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მებ­ზე თუ სხვამ­ხრივ სა­ჯა­როდ კა­მათ­სა და კრი­ტი­კა­ში.

ვერ და არ მი­ვი­ღებ არა­ვის­გან არც ერთ თი­თის გა­მოშ­ვე­რას ჩემი მი­სა­მარ­თით. კი­დევ ერთხელ, ვი­საც გინ­დათ იმას გა­გე­ჯიბ­რე­ბით, თა­ვად გი­გის და კო­ლექ­ტი­უ­რი გი­გის მხი­ლე­ბა­ში, ნა­ცებ­თან ბრძო­ლა­ში, და ამ ბრძო­ლის არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლად, ლო­გი­კუ­რად, დო­კუ­მენ­ტუ­რად და სა­მარ­თლებ­რი­ვად და­სა­ბუ­თე­ბის­თვის შრო­მა­ში.

მაგ­რამ ეს რა უბე­დუ­რე­ბაა.

არ მოგ­წონთ ამ გა­და­ცე­მის სტი­ლი, ეს­თე­ტი­კა, წამ­ყვა­ნი, ში­ნა­არ­სი, სტუმ­რე­ბი გა­დარ­თეთ. ნუ უყუ­რებთ. ვინ გა­ძა­ლებთ.

სტუმ­რის და თე­მის მი­უ­ხე­და­ვად მე არ მომ­წონს ასე­თი გა­და­ცე­მე­ბი, არ ვარ მათი მა­ყუ­რე­ბე­ლი და არა­სო­დეს მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ ეს ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, ქი­ლი­კი, შენ რომ სხვის შვი­ლებს აუ­ბე­დუ­რებ­დი ძა­ხი­ლი რა არის ადა­მი­ა­ნე­ბო.

არა­ფერ­ში დამ­ნა­შა­ვე ბავ­შვებ­ზე ლა­პა­რა­კობთ, მათ რა­ტომ ეხე­ბით, სულ­ში უძ­ვრე­ბით, შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებთ :(((

რითი გან­სხვავ­დე­ბით იმათ­გან ვი­საც სი­ძულ­ვი­ლის და­თეს­ვის გამო ებ­რძვით და ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბით

არ მეს­მის და ღმერ­თო ნუ­რა­სო­დეს შე­მაძ­ლე­ბი­ნებ რომ ეს გა­ვი­გო.

ბო­დიშს ვიხ­დი ასე­თი გუ­ლახ­დი­ლო­ბის­თვის, მაგ­რამ რომ წარ­მო­ვიდ­გენ ჩემი ან სხვი­სი შვი­ლე­ბი, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის შვი­ლე­ბი მათი მშობ­ლე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი თუ და­უმ­სა­ხუ­რე­ბე­ლი ზი­ზღის თუ სიყ­ვა­რუ­ლის გამო პა­სუხს აგე­ბენ, მზა­რავს და მა­გი­ჟებს.

მე მო­რა­ლის­ტი არ ვარ და არა­ვის უკი­თხავ მო­რალს, ყვე­ლა სა­კუ­თა­რი მო­რა­ლის და ზნე­ო­ბის მი­ხედ­ვით იქ­ცე­ვა, მაგ­რამ მე ჩემი სათ­ქმე­ლი ვთქვი. არც მო­წო­ნე­ბის­თვის, არც უარ­ყო­ფის­თვის, არც დაგ­მო­ბის­თვის და არც თინა რო­გო­რი მა­გა­რი ხარ ძა­ხი­ლის­თვის.

დავ­წე­რე მხო­ლოდ ჩემ­თვის და ჩემი და თქვე­ნი შვი­ლე­ბის­თვის.

გა­ვუფრ­თხილ­დეთ მათ", - წერს ხი­და­შე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

თინა ხიდაშელის პასუხი მათ, ვინც ნანუკა ჟორჟოლიანს სიძულვილის შემცველი პოსტებით ეხმაურება

თინა ხიდაშელის პასუხი მათ, ვინც ნანუკა ჟორჟოლიანს სიძულვილის შემცველი პოსტებით ეხმაურება

"ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" მორიგი სეზონი დასრულდა. გადაცემის შემდგომი რეაქციებით თუ ვიმსჯელებთ, აღნიშნული სეზონის ბოლო გადაცემა, რომელიც ქალაქის ყოფილ მერს, გიგი უგულავას მიეძღვნა, წარმატებული აღმოჩნდა, რადგან სოციალურ ქსელებში მისი განხილვა გადაცემის მსვლელობისთანავე დაიწყეს და მაყურებლის ემოციები ამ დრომდე არ ცხრება...

ცნობილ ადამიანთა შორის, ვინც უკიდურესად მწვავედ შეაფასა გადაცემა, რეზო ამაშუკელი იყო, რომელმაც ნანუკას მისამართით კრიტიკა, "რუსთავი 2"-სა და ნიკა რურუას მისამართით კი უხამსი სიტყვები არ დაიშურა (იხ. სტატია - "ნანუკა, არა გყავს დედუკა?" - გაბრაზებული რეზო ამაშუკელის უხამსი მიმართვა).

გადაცემას ეხმაურება თინა ხიდაშელიც, რომელიც ამბობს, რომ არ ესმის ადამიანების, რომლებიც უყურებენ გადაცემას და შემდეგ სიძულვილის შემცველ კომენტარებს აკეთებენ. "არ მოგწონთ ამ გადაცემის სტილი, ესთეტიკა, წამყვანი, შინაარსი, სტუმრები? - გადართეთ. ნუ უყურებთ, ვინ გაძალებთ", - წერს ხიდაშელი Facebook-ზე.

Facebook/ თინა ხიდაშელი:

"არ მინახავს გუშინდელი ნანუკას შოუ. ისევე როგორც ბევრი სხვა შოუ და გადაცემა, სამწუხაროდ ტელევიზორი ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი აღარ არის. მაგრამ იცით ფბ-ზე ხშირად ვიყურები.

დილიდან ვფიქრობ დავწერო თუ არა.

როგორც ჩანს პარლამენტის წევრობამ კორექტივები შეიტანა ჩემს ყოველდღიულობაში. ადრე შესაძლოა არასოდეს რომ არ მეფიქრა დღეს ისეთი ფიქრები მომეძალა, მაგრამ იმის მიუხედავად რა რეაქცია მოყვება ჩემს პოსტს, ზუსტად ვიცი რომ არ დავწერო გული გამისკდება.

რაც დღეს დილით აქ წავიკითხე და გავიგე, მისი უდიდესი ნაწილი მთრგუნავს და მანადგურებს.

ვისაც გინდათ გაგეჯიბრებით გიგისთან ბრძოლაში, მისი პოლიტიკური ნაბიჯების, მერიაში სქემების, უკანონო ტენდერების, უკანონო გადაწყვეტილებების მხილებაში, გამოძიებაში, საკრებულოს სხდომებზე თუ სხვამხრივ საჯაროდ კამათსა და კრიტიკაში.

ვერ და არ მივიღებ არავისგან არც ერთ თითის გამოშვერას ჩემი მისამართით. კიდევ ერთხელ, ვისაც გინდათ იმას გაგეჯიბრებით, თავად გიგის და კოლექტიური გიგის მხილებაში, ნაცებთან ბრძოლაში, და ამ ბრძოლის არგუმენტირებულად, ლოგიკურად, დოკუმენტურად და სამართლებრივად დასაბუთებისთვის შრომაში.

მაგრამ ეს რა უბედურებაა.

არ მოგწონთ ამ გადაცემის სტილი, ესთეტიკა, წამყვანი, შინაარსი, სტუმრები გადართეთ. ნუ უყურებთ. ვინ გაძალებთ.

სტუმრის და თემის მიუხედავად მე არ მომწონს ასეთი გადაცემები, არ ვარ მათი მაყურებელი და არასოდეს მაინტერესებს, მაგრამ ეს ლანძღვა-გინება, ქილიკი, შენ რომ სხვის შვილებს აუბედურებდი ძახილი რა არის ადამიანებო.

არაფერში დამნაშავე ბავშვებზე ლაპარაკობთ, მათ რატომ ეხებით, სულში უძვრებით, შეურაცხყოფას აყენებთ :(((

რითი განსხვავდებით იმათგან ვისაც სიძულვილის დათესვის გამო ებრძვით და ეწინააღმდეგებით

არ მესმის და ღმერთო ნურასოდეს შემაძლებინებ რომ ეს გავიგო.

ბოდიშს ვიხდი ასეთი გულახდილობისთვის, მაგრამ რომ წარმოვიდგენ ჩემი ან სხვისი შვილები, ნებისმიერი ადამიანის შვილები მათი მშობლების მიმართ საზოგადოებაში არსებული დამსახურებული თუ დაუმსახურებელი ზიზღის თუ სიყვარულის გამო პასუხს აგებენ, მზარავს და მაგიჟებს.

მე მორალისტი არ ვარ და არავის უკითხავ მორალს, ყველა საკუთარი მორალის და ზნეობის მიხედვით იქცევა, მაგრამ მე ჩემი სათქმელი ვთქვი. არც მოწონებისთვის, არც უარყოფისთვის, არც დაგმობისთვის და არც თინა როგორი მაგარი ხარ ძახილისთვის.

დავწერე მხოლოდ ჩემთვის და ჩემი და თქვენი შვილებისთვის.

გავუფრთხილდეთ მათ", - წერს ხიდაშელი.

"აღმოჩნდა, რომ კოვიდი გადამიტანია. არც სიმპტომები, არც სიცხე... სამაგიეროდ, ახლა დაიწყო პოსტკოვიდური დარტყმები. ეს ყოფილა საშინელება..." - რას წერს მაკა რაზმაძე

"სამწუხაროდ, ნაკლებად დაცული აღმოჩნდნენ 65 წელს გადაცილებულნი..." - რას წერს ნანა გეგეჭკორით კოვიდით რეინფიცირებაზე?

"მე და ჩემი ბიძაშვილები, ჩემი ოჯახის პატრიარქთან ერთად... 40 წლის წინ და გუშინწინ..." - რა ფოტოს აქვეყნებს მიხეილ სააკაშვილი