პოლიტიკა
მსოფლიო

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკური გარჩევები თბილისის ცნობილ ბორდელში
პოლიტიკური გარჩევები თბილისის ცნობილ ბორდელში

"პო­ლი­ტი­კუ­რი გარ­ჩე­ვე­ბი თბი­ლი­სის ცნო­ბილ ბორ­დელ­ში - რას ეუბ­ნე­ბო­და ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ა­კაშ­ვილს პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­ზე" - ამ სა­ხელ­წო­დე­ბით სტა­ტია გა­ზეთ­მა "პრე­მი­ერ­მა" გა­მო­აქ­ვეყ­ნა. გა­მო­ცე­მა ინ­კოგ­ნი­ტო წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლი-ივა­ნიშ­ვი­ლი-პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე წერს.

"პრე­მი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ტო­რის მო­ნახთ­რო­ბის მი­ხედ­ვით, ივა­ნიშ­ვილ­სა და პა­ტარ­კა­ციშ­ვილს ცუდი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ. თვითმხილ­ვე­ლე­ბი იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის პა­ნაშ­ვიდ­ზე რუ­სეთ­ში ორი გამ­დიდ­რე­ბუ­ლი ოლი­გარ­ქი ერ­თმა­ნეთს შემ­თხვვით შეხ­ვდა. ბად­რიმ, თურ­მე, ბი­ძი­ნას ხელი გა­უ­წო­და ჩა­მო­სარ­თმე­ვად, მაგ­რამ ამ უკა­ნას­კნელს თავი შორს და­უ­ჭე­რია და ჩა­უ­ლა­პა­რა­კე­ბია, ეს რო­გორ გა­მი­ბე­დაო.

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს სტა­ტი­ი­დან:

"პო­ლი­ტი­კურ კუ­ლუ­ა­რებ­ში იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ივა­ნიშ­ვი­ლი მისი ქო­ნე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბის შე­სა­ხე­ბაც ყო­ფი­ლა საქ­მის კურ­სში.

პა­ტარ­კა­ციშ­ვილ­ზე სა­უბ­რი­სას "პრე­მი­ე­რის" ინ­ფორ­მა­ტო­რი თბი­ლი­სის ერთ-ერთ ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რულ სა­როს­კი­პო­ში 2008 წლის გა­ზა­ფხულ­ზე მომ­ხდარ პო­ლი­ტი­კურ გარ­ჩე­ვა­საც ახ­სე­ნებს. წყა­როს თქმით, კონ­ფლიქ­ტი ერთ-ერთი ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის თა­ნამ­შრო­მელ­მა ბა­ნა­ლუ­რად, ანუ მე­ძა­ვის გამო და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც ბორ­დე­ლის დაც­ვას უთ­ქვამს, რომ პო­ლი­ცი­ას გა­მო­ი­ძა­ხებ­და, მაგ­რამ მო­ჩხუ­ბარ ძა­ლო­ვანს უყ­ვი­რია, პო­ლი­ცი­ამ რა ფე­ხე­ბი უნდა მომ­ჭა­მოს, ბად­რი ისე "გა­ვა­სუ­ხა­რე", იმა­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამ­თო. ამის მერე, სი­ტუ­ა­ცია ისე გარ­თუ­ლე­ბუ­ლა, რომ ბორ­დელ­ში მარ­ტო პატ­რუ­ლის რამ­დე­ნი­მე ეკი­პა­ჟი კი არა, პო­ლი­ცი­ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბიც მი­სუ­ლან. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, "გამ­სუ­ხა­რე­ბე­ლი" ძა­ლო­ვა­ნი სამ­სა­ხუ­რი­დან და­უ­თხო­ვი­ათ.

"იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მიშა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ჩაჰ­ბარ­დე­ბა, ან და­ი­ჭე­რენ, მან შე­იძ­ლე­ბა სა­ჯა­რო და­კი­თხვა მო­ი­თხო­ვოს და ყვე­ლა­ფე­რი მოყ­ვეს რაც 9 ნო­ემ­ბერ­სა და "იმედს" უკავ­შირ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, რა­ღა­ცე­ბი მო­ი­ტყუ­ოს კი­დეც, მაგ­რამ მი­შას სა­ჯა­რო ალა­პა­რა­კე­ბა, ვის-ვის და, სწო­რედ ივა­ნიშ­ვილს არ აწყობს. ამი­ტომ, რა­ტომ­ღაც მგო­ნია, რომ საქ­მის აღ­ძვრით სა­ა­კაშ­ვილს, უბ­რა­ლოდ, აში­ნე­ბენ და მისი და­ჭე­რა აზ­რა­დაც არ აქვთ", - ამ­ბობს "პრე­მი­ერ­თან" პრი­ვა­ტუ­ლი სა­უბ­რი­სას წყა­რო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს

პოლიტიკური გარჩევები თბილისის ცნობილ ბორდელში

პოლიტიკური გარჩევები თბილისის ცნობილ ბორდელში

"პოლიტიკური გარჩევები თბილისის ცნობილ ბორდელში - რას ეუბნებოდა ივანიშვილი სააკაშვილს პატარკაციშვილზე" - ამ სახელწოდებით სტატია გაზეთმა "პრემიერმა" გამოაქვეყნა. გამოცემა ინკოგნიტო წყაროზე დაყრდნობით სააკაშვილი-ივანიშვილი-პატარკაციშვილის ურთიერთობებზე წერს.

"პრემიერის" ინფორმატორის მონახთრობის მიხედვით, ივანიშვილსა და პატარკაციშვილს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ ერთ-ერთი ცნობილი ადამიანის პანაშვიდზე რუსეთში ორი გამდიდრებული ოლიგარქი ერთმანეთს შემთხვვით შეხვდა. ბადრიმ, თურმე, ბიძინას ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად, მაგრამ ამ უკანასკნელს თავი შორს დაუჭერია და ჩაულაპარაკებია, ეს როგორ გამიბედაო.

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

"პოლიტიკურ კულუარებში იმასაც ამბობენ, რომ პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, ივანიშვილი მისი ქონების განაწილების შესახებაც ყოფილა საქმის კურსში.

პატარკაციშვილზე საუბრისას "პრემიერის" ინფორმატორი თბილისის ერთ-ერთ ძალიან პოპულარულ საროსკიპოში 2008 წლის გაზაფხულზე მომხდარ პოლიტიკურ გარჩევასაც ახსენებს. წყაროს თქმით, კონფლიქტი ერთ-ერთი ძალოვანი უწყების თანამშრომელმა ბანალურად, ანუ მეძავის გამო დაიწყო, რის შემდეგაც ბორდელის დაცვას უთქვამს, რომ პოლიციას გამოიძახებდა, მაგრამ მოჩხუბარ ძალოვანს უყვირია, პოლიციამ რა ფეხები უნდა მომჭამოს, ბადრი ისე "გავასუხარე", იმაზე არაფერი უთქვამთო. ამის მერე, სიტუაცია ისე გართულებულა, რომ ბორდელში მარტო პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი კი არა, პოლიციის მაღალჩინოსნებიც მისულან. მოგვიანებით, "გამსუხარებელი" ძალოვანი სამსახურიდან დაუთხოვიათ.

"იმ შემთხვევაში, თუ მიშა სამართალდამცავებს ჩაჰბარდება, ან დაიჭერენ, მან შეიძლება საჯარო დაკითხვა მოითხოვოს და ყველაფერი მოყვეს რაც 9 ნოემბერსა და "იმედს" უკავშირდება. შეიძლება, რაღაცები მოიტყუოს კიდეც, მაგრამ მიშას საჯარო ალაპარაკება, ვის-ვის და, სწორედ ივანიშვილს არ აწყობს. ამიტომ, რატომღაც მგონია, რომ საქმის აღძვრით სააკაშვილს, უბრალოდ, აშინებენ და მისი დაჭერა აზრადაც არ აქვთ", - ამბობს "პრემიერთან" პრივატული საუბრისას წყარო.

"შენ დახოცე ისინიო. გავგიჟდი, - ამას როგორ მეუბნებით - მეთქი?"

"მოვითხოვ, მეტი დრო გამონახოს" - რა აღიზიანებს მეუღლეში გვანცა დარასელიას

პროსტიტუციის სკანდალი: ვის და რა მიზნით მიჰყვს ქართველი გოგონები ჩინეთში?