ლევან ბერძენიშვილი - უნგრეთის პრემიერი და სააკაშვილი დიდი ხნის მეგობრები არიან და ერთად მიუძღვით ბრალი ბევრ რამეში

ლევან ბერძენიშვილი - უნგრეთის პრემიერი და სააკაშვილი დიდი ხნის მეგობრები არიან და ერთად მიუძღვით ბრალი ბევრ რამეში

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ფიგურიდან ბრალდებულის სტატუსში ისე გადადის, თვითონ ამას ვერ ხვდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, მისთვის გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ სააკაშვილი უნგრეთში იყოფება, რადგან უნგრეთის პრემიერი და ყოფილი პრეზიდენტი მეგობრები არიან.

"მე კიდევაც ვთქვი, როდესაც ბრალი წაუყენეს, ვიცოდი, სადაც იქნებოდა სააკაშვილი. ის იმ ქვეყანაში იქნებოდა, რომელმაც ზურაბ ადეიშვილს პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. უნგრეთის პრემიერი და ყოფილი პრეზიდენტი დიდი ხნის მეგობრები არიან და ერთად მიუძღვით ბრალი ბევრ რამეშიც", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა, რომლის აზრითაც, სააკაშვილს აუცილებლად დაჭირდება პოლიტიკური თავშესაფარი, რათა არ მოხდვდეს განსასჯელის სკამზე.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა