სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
განაჩენი ხურჩის ტერაქტის საქმეზე - რას იხსენებს აფეთქებული ავტობუსის მგზავრი
განაჩენი ხურჩის ტერაქტის საქმეზე - რას იხსენებს აფეთქებული ავტობუსის მგზავრი

აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი რო­მან შა­მა­თა­ვა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ხურ­ჩის ტე­რაქ­ტის საქ­მე­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ სცნო, თუმ­ცა 4 წლით და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და, ამა­ვე საქ­მის სხვა ეპი­ზო­დის - სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მი­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის­თვის.

ზუგ­დი­დის სო­ფელ ხურ­ჩა­ში, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ ნა­ბა­კევს ესა­ზღვრე­ბა, ტე­რაქ­ტი 2008 წლის 21 მა­ისს გან­ხორ­ცი­ელ­და. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის მო­სა­ზღვრე სო­ფელ­ში მცხოვ­რებ­ლებს ტე­რაქ­ტზე სა­უ­ბა­რი არ სურთ. "ლა­ივპ­რეს­თან" სა­უ­ბარს მხო­ლოდ ზოია შო­ნია და­თან­ხმდა და მისი თქმით, ტე­რაქ­ტის შე­სა­ხებ სა­ჯა­როდ დღეს პირ­ვე­ლად ყვე­ბა. ის ერთ-ერთ იმ ავ­ტო­ბუს­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რომ­ლის აფეთ­ქე­ბაც მოხ­და.

"იქ ვუც­დი­დით სტა­დი­ონ­ზე. ნა­ბა­კე­ვი­დან უნდა გად­მო­სუ­ლი­ყო ხალ­ხი. მოგ­ვეს­მა სრო­ლის ხმა, იქ მდი­ნა­რე გა­დის, ხურ­ჩა და იქე­დან, აფხა­ზე­თის მხრიდნ. ვა­ი­მე, აფხა­ზე­ბიო და გად­მოვ­ცვივ­დით იქე­დან. ძლივს გა­ვე­დით მე­ზობ­ლის თხილ­ნა­რით", - იხ­სე­ნებს ზოია შო­ნია.

მისი თქმით, სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი მა­შინ ად­გი­ლობ­რივ­მა გამ­გე­ო­ბამ მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად და­ა­ყე­ნა, რად­გან მო­ქა­ლა­ქე­თა ნა­წილს კენ­ჭისყრა მე­ზო­ბელ სო­ფელ დარ­ჩელ­ში უწევს.

ხურ­ჩა­ში მომ­ხდარ ფაქ­ტზე გას­ხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია უამ­ბეს რეს­პო­დენ­ტებ­მა ჟურ­ნა­ლისტ გე­რონ­ტი ყა­ლი­ჩა­ვას, ავ­ტო­ბუ­სის აფეთ­ქე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში. "ლა­ივპ­რე­სის" რე­დაქ­ტო­რი მა­შინ რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­რეს­პონ­დენ­ტი იყო და შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მუ­შა­ობ­და. ყა­ლი­ჩა­ვას თქმით, ხურ­ჩე­ლებ­მა მა­შინ უთხრეს, რომ გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი იყ­ვნენ მო­სა­ლოდ­ნე­ლი სრო­ლის შე­სა­ხებ.

იხი­ლეთ ვრცლად

livepress.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

განაჩენი ხურჩის ტერაქტის საქმეზე - რას იხსენებს აფეთქებული ავტობუსის მგზავრი

განაჩენი ხურჩის ტერაქტის საქმეზე - რას იხსენებს აფეთქებული ავტობუსის მგზავრი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი რომან შამათავა თბილისის საქალაქო სასამართლომ ხურჩის ტერაქტის საქმეში უდანაშაულოდ სცნო, თუმცა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ამავე საქმის სხვა ეპიზოდის - სამსახურებრივი უფლებამისილების გადამეტებისთვის.

ზუგდიდის სოფელ ხურჩაში, რომელიც ოკუპირებულ ნაბაკევს ესაზღვრება, ტერაქტი 2008 წლის 21 მაისს განხორციელდა. ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრე სოფელში მცხოვრებლებს ტერაქტზე საუბარი არ სურთ. "ლაივპრესთან" საუბარს მხოლოდ ზოია შონია დათანხმდა და მისი თქმით,  ტერაქტის შესახებ საჯაროდ დღეს პირველად ყვება. ის ერთ-ერთ იმ ავტობუსში იმყოფებოდა, რომლის აფეთქებაც მოხდა.

"იქ ვუცდიდით სტადიონზე. ნაბაკევიდან უნდა გადმოსულიყო ხალხი. მოგვესმა სროლის ხმა, იქ მდინარე გადის, ხურჩა და იქედან, აფხაზეთის მხრიდნ. ვაიმე, აფხაზებიო და გადმოვცვივდით იქედან. ძლივს გავედით მეზობლის თხილნარით", - იხსენებს ზოია შონია.

მისი თქმით, სამგზავრო ავტობუსი მაშინ ადგილობრივმა გამგეობამ მოსახლეობისთვის არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად დააყენა, რადგან მოქალაქეთა ნაწილს კენჭისყრა მეზობელ სოფელ დარჩელში უწევს.

ხურჩაში მომხდარ ფაქტზე გასხვავებული ვერსია უამბეს რესპოდენტებმა ჟურნალისტ გერონტი ყალიჩავას, ავტობუსის აფეთქებიდან რამდენიმე წუთში. "ლაივპრესის" რედაქტორი მაშინ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იყო და შემთხვევის ადგილზე მუშაობდა. ყალიჩავას თქმით, ხურჩელებმა მაშინ უთხრეს, რომ გაფრთხილებული იყვნენ მოსალოდნელი სროლის შესახებ.

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა