პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ანა ჩემი უმცროსი მეგობარია" - რას ამბობს TL სკანდალური იმიჯის მქონე პრეზიდენტის ქალიშვილზე
"ანა ჩემი უმცროსი მეგობარია" - რას ამბობს TL სკანდალური იმიჯის მქონე პრეზიდენტის ქალიშვილზე

"მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი ბევ­რს შრო­მო­ბენ, მათ­თვის შე­იძ­ლე­ბა ცეკ­ვა ად­ვი­ლია, რად­გა­ნაც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჩვენ ხომ გვეხ­მა­რე­ბი­ან? ენერ­გი­ას ხომ ხარ­ჯა­ვენ. მოკ­ლედ, კარგ სა­ჩუ­ქარ­სა და პრიზს იმ­სა­ხუ­რე­ბენ იმ ხელ­ფა­სის პა­რა­ლე­ლუ­რად, რა­საც ისი­ნი ამ საქ­მე­ში იღე­ბენ," - ამ­ბობს მუ­სი­კო­სი ლე­ვან ჩი­ჩუა, იგი­ვე TL, რო­მელ­მაც პრო­ექ­ტში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და თა­ვის პარტნი­ორს სა­ო­ცა­რი სი­ურპრი­ზი გა­უ­კე­თა - თა­ვი­სი სახ­სრე­ბით ავ­ტო­მან­ქა­ნა აჩუ­ქა. ეს უპ­რე­ცე­დენ­ტო საქ­ცი­ე­ლი გახ­ლდათ ამ შოუს არ­სე­ბო­ბის ის­ტო­რი­ა­ში.

"ამ­ბე­ბი.გე" ლე­ვან ჩი­ჩუ­ას და­უ­კავ­შირ­და.

- ლე­ვან, თუ და­დი­ხარ იმ პრი­ზით, ანუ ავ­ტო­მან­ქა­ნით, რაც სა­ჩუქ­რად გად­მოგ­ცეს?

- მან­ქა­ნა მა­მა­ჩემს ვა­ჩუ­ქე. სა­დღაც და­წე­რეს, რომ თით­ქოს მივ­ყი­დე. ეს არას­წო­რია. მას მან­ქა­ნის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­ო­თხე­დი თან­ხა გა­მო­ვარ­თვი, რომ აპა­რა­ტუ­რა მე­ყი­და, რაც მუ­სი­კის გა­სა­კე­თებ­ლად მჭირ­დე­ბა და სა­ნაც­ვლოდ მი­ვე­ცი მან­ქა­ნა. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ჩუ­ქა­რი გა­მო­ვი­და...

- ახლა იმის შე­სა­ხებ გვი­თხა­რი, რას საქ­მი­ა­ნობ? რო­გორ ცხოვ­რობ მას შემ­დეგ, რაც კონ­კურ­სში "ცეკ­ვა­ვენ ვარ­კვალ­ვე­ბი" მე­ო­რე ად­გი­ლი და­ი­კა­ვე?

- ისევ "სა­ნოს­ტუ­დი­ა­ში" ვმუ­შა­ობ. ვამ­ზა­დებ ჩემს პირ­ველ ალ­ბომს. ამას­თან, იქვე ვარ მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რიც.

- მუ­სი­კა­ლურ არან­ჟი­რე­ბებს ხომ ისევ აკე­თებ?

- კი და ახლა ლიზა ყე­ნი­ას პრო­დი­უ­სე­რი გახ­ლა­ვართ, ასე­ვე იმ ალ­ბო­მის, პრო­დი­უ­სე­რიც, რო­მელ­შიც ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღერ­ბის რე­მიქ­სე­ბი იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი (სიმ­ღე­რე­ბი ფილ­მე­ბი­დან, მუ­ტფილ­მე­ბი­დან).

- შენს პირ­ველ ალ­ბომ­ში რა ნა­მუ­შევ­რე­ბი უნდა შე­ი­ტა­ნო?

- რამ­დე­ნი­მე ძვე­ლი სიმ­ღე­რა იქ­ნე­ბა და ახა­ლიც. სხვა­თა შო­რის ბევ­რი ახა­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი მაქვს, რომ­ლიც ჯერ არ ჩა­მი­წე­რია და არც და­მიმ­თავ­რე­ბია. ბო­ლომ­დე არც ერთი არ მიმ­ყავს ხოლ­მე. ცეკ­ვე­ბის დროს ამ საქ­მეს მთლი­ა­ნად ჩა­მო­ცი­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ახლა და­ვუბ­რუნ­დი.

- არ გა­გი­ჭირ­და? ვიცი, რომ ცეკ­ვებ­მა თავი ძა­ლი­ან შე­გაყ­ვა­რა...

- არ გამ­ჭირ­ვე­ბია, რად­გა­ნაც მო­ნატ­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ჩემს საქ­მეს. მუ­სი­კის კე­თე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ დრო არ მქონ­და. თუ დრო მქონ­და, თავი არ მქონ­და. ახლა კი საქ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად შე­ვუ­დე­ქი.

- ცეკ­ვის მო­თხოვ­ნა არ გაქვს?

- კი, ცეკ­ვა მინ­და, მაგ­რამ ახლა ამის დრო აღარ მაქვს. მაგ ცეკ­ვის გამო იმ­დე­ნი ხანი ვი­ყა­ვი ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას მო­წყვე­ტი­ლი, რომ ბევ­რი პრო­ექ­ტი და­მიგ­როვ­და.

- გა­ვი­გე, რომ ბა­თუმ­ში რა­ღაც კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბას აპი­რებ. რას გვე­ტყვი ამა­ზე?

- ბა­თუმ­ში არის კლუ­ბი "სექ­ტო­რი", ჰოდა, მე და ჩემი ძმა იქ და­ვუკ­რავთ.

- შენი ძა­მაც უკ­რავს?

- კი, დი­ჯე­ია. მოვა ხალ­ხი, მოვ­ლენ მე­გობ­რე­ბი, ნაც­ნო­ბე­ბი და გა­ერ­თო­ბი­ან...

- გარ­თო­ბა ახ­სე­ნე და მე "კა­ზან­ტი­პის" ფეს­ტი­ვა­ლი გა­მახ­სენ­და. ხომ არ მი­დი­ხარ იქ?

- კი, ვი­ფიქ­რე, წა­ვი­დე-მეთ­ქი. მოკ­ლედ, თუ მაგ დრო­ის­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი ვიქ­ნე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად წა­ვალ.

- შენ­თვის რამ­დნად მი­სა­ღე­ბია ამ ფეს­ტი­ვა­ლის სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბა? ამ სა­კი­თხზე ადა­მი­ა­ნე­ბის აზრი იყო­ფა...

- ყვე­ლას აქვს თავ­სი შე­ხე­დუ­ლე­ბა. ადა­მი­ან­მა უნდა თქვას და გა­მო­ხა­ტოს სათ­ქმე­ლი, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი ცუ­დია და სხვა იქ არ უნდა წა­ვი­დეს. თუ ვინ­მეს არ მოს­წონს და არ სი­ა­მოვ­ნებს, ნუ წავა და იმის ხაზ­გას­მა, რომ ერი გა­ირ­ყვნე­ბა, გა­დავგვარ­დე­ბა და გა­და­ჯიშ­დე­ბა, სი­სუ­ლე­ლეა... აქამ­დე არა­ფე­რი მოგ­ვსვლია და 10-დღი­ა­ნი გარ­თო­ბით რა დაგ­ვე­მარ­თე­ბა?! ისე­დაც ამ პო­ლი­ტი­კამ უკვე მაგ­რად შეგ­ვა­წუ­ხა. ამი­ტომ, კარ­გია, ახალ­გაზ­რდე­ბი ცო­ტას გა­ერ­თო­ბი­ან.

- რო­გორც ჩანს, მე­გობ­რებ­ში გარ­თო­ბა გიყ­ვარს...

- კი მიყ­ვარს, მაგ­რამ იშ­ვი­ა­თად ვერ­თო­ბი, ამას ხან­და­ხან ვა­ხერ­ხებ.

- ცოტა ხნის წინ, "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ანა მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო ატ­ვირ­თე. ინ­ტერ­ვი­უც მაქვს წა­კი­თხუ­ლი, სა­დაც ამ­ბობ, რომ ის შენი მე­გო­ბა­რია. სა­ი­დან იც­ნობ მას?

- დიახ, ანა ჩემი უმ­ცრო­სი მე­გო­ბა­რია, რო­მელ­საც ალ­ბათ 8-9 წე­ლია ვიც­ნობ. ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, რომ გა­ვი­ცა­ნი. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, არ დაგ­ვი­კარ­გავს ერ­თმა­ნე­თი და ვმე­გობ­რობთ.

- შარ­შან ანამ ახა­ლი სტა­ტუ­სი შე­ი­ძი­ნა, - პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი გახ­და. რო­გორ ფიქ­რობ, ამის შემ­დეგ არ შეც­ვლი­ლა? ამ ფაქტს მას­ზე არ უმოქ­მე­დია?

- არა, ისე­თი­ვეა, რო­გო­რიც იყო. უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნია, სა­ერ­თოდ, მათი ოჯა­ხი მომ­წონს, კარ­გე­ბი არი­ან... ანას არა­ფე­რი შეც­ვლის, ის იქ­ნე­ბა ისე­თი­ვე, რო­გო­რიც იყო.

- ეს გო­გო­ნა ბევ­რს მოს­წონს, მაგ­რამ ზოგი საქ­ცი­ელს უწუ­ნებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უწე­რენ, რომ ძა­ლი­ან თა­მა­მია, არ აქ­ცევს იმას ყუ­რა­დღე­ბას, რომ პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლია და თავ­შე­კა­ვე­ბის უნა­რი არ აქვს... ურ­ჩე­ვენ, შე­იგ­ნოს, რომ პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლია. ხან­და­ხან "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე რა­ღაც ფო­ტო­ებ­სა, თუ ვი­დე­ოს ტვირ­თავს, რი­თაც სკან­და­ლებ­შიც ეხ­ვე­ვა... რო­გორც მისი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი, რას იტყვი ამ ყვე­ლა­ფერ­ზე?

- იმას ვი­ტყვი, რომ პა­ტა­რაა და ეგ არის! ზოგს პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლო­ბა ისე ეს­მის, რომ ადა­მი­ა­ნი სახ­ლში ჩა­ი­კე­ტოს, მაგ­რამ ზოგი უბ­რა­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია და ცხოვ­რე­ბას ისე­ვე აგ­რძე­ლებს, რო­გორც ცხოვ­რობ­და. დრო გავა და ალ­ბათ, მორ­ჩე­ბი­ან ვი­ღა­ცე­ბი მას­ზე ჭო­რა­ო­ბას. მაგ­რამ ჩვენ­თან ხომ ასეა, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ცუდი უნდა ვთქვათ. ჩა­ვე­რი­ოთ სხვე­ბის საქ­მე­ში, რა­ღა­ცე­ბი მო­ვუ­გო­ნოთ, რა­ღა­ცე­ბი ავუკ­რძა­ლოთ. მი­მაჩ­ნია, რომ მას არ­ჩე­ვა­ნის უფ­ლე­ბა აქვს, რაც უნდა, ის აკე­თოს და ვი­ღაც ყო­ველ­თვის ილა­პა­რა­კებს და ილა­პა­რა­კონ. ყვე­ლა პო­ზი­ტი­უ­რად ვერ იქ­ნე­ბა შენ მი­მართ გან­წყო­ბი­ლი.

- რო­გორც მუ­სი­კო­სი, მის მუ­სი­კა­ლურ მო­ნა­ცე­მებს რო­გორ შე­ა­ფა­სებ. შენ ხომ პრო­ფე­სი­ით ვო­კა­ლის პე­და­გო­გი ხარ? ანა ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში რა­ღაც სიმ­ღე­რას მღე­რის, ამის მი­ხედ­ვით შე­მიძ­ლია არა­მუ­სი­კოს­მა ვთქვა, რომ სმე­ნა არ აქვს...

- უნდა გი­თხრათ, რომ ის კარ­გად რე­პავს და ეს საქ­მე მშვე­ნივ­რად გა­მოს­დის, ბავ­შვი თა­ვის­თვის ერ­თო­ბა... მისი სიმ­ღე­რა არ ვიცი, არ მო­მის­მე­ნია.

- მე მო­ვის­მი­ნე და მო­მეჩ­ვე­ნა, რომ არც ხმა აქვს და არაც სმე­ნა.

- ხომ ვამ­ბობ, არ მო­მის­მე­ნია და არც იმა­ში ჩა­მით­ვა­ლოთ, რომ ვა­მარ­თლებ: ასე­თი რა­მეც ხდე­ბა ხოლ­მე, ერთხელ ჩემს მუ­სი­კოს მე­გო­ბარს და­ე­მარ­თა, - ისე ამო­ვარ­და ტო­ნა­ლო­ბი­დან, რომ ნა­ხე­ვა­რი სიმ­ღე­რა სა­ერ­თოდ სხვა ტო­ნა­ლო­ბა­ში იმ­ღე­რა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ სმე­ნა და ხმა არ აქვს. მეც დამ­მარ­თნია ასე­თი რამ, არა­და, მა­გა­რი სმე­ნა მაქვს და არც ხმას ვუ­ჩი­ვი. ის, კია არა, ასე­თი რამ ვარ­სკვლა­ვებ­საც ემარ­თე­ბათ.

მოკ­ლედ, ბევ­რი რა­ღაც ხდე­ბა. არ ვი­ტყვი, რომ ანა პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მომ­ღე­რა­ლია და ამი­ტომ მო­უ­ვი­და ეს შეც­დო­მა. სმე­ნი­სა და ხმის გან­ვი­თა­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თად, მი­მუ­შა­ვია ადა­მი­ან­თან, რო­მელ­საც სმე­ნი­სა და ხმის სა­ში­ნე­ლი პრობ­ლე­მა ჰქო­ნია, მაგ­რამ ერთ კვი­რა­ში რა­ღაც სიმ­ღე­რის მი­სამ­ღე­რი გა­ვა­კე­თე­ბი­ნე. კარ­გი სიმ­ღე­რა მხო­ლოდ ხმა­მა­ღა­ლი ნოტი არ არის, მას ძლი­ე­რი ხმა სჭირ­დე­ბა.

- თქვე­ნი თავ­შეყ­რის ად­გი­ლი სად არის. სად ხვდე­ბით შენ და ანა ერ­თმა­ნეთს?

- ბევ­რი მე­გო­ბა­რი და ნა­ცო­ბი მყავს და ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას შე­იძ­ლე­ბა შე­ვიკ­რი­ბოთ და შევ­ხვდეთ... ანას თუ და­ვუ­რე­კავ და სად­მე მო­ვიწ­ვევ, ერ­თმა­ნეთს ასე შევ­ხვდე­ბით. მე არ ვა­კონ­ტრო­ლებ მის ნა­ბი­ჯებს. ისე, ხში­რა­დაც არ და­დის კლუბ­ში. ჩვენ­თან თუ მოვა და მე და ჩემი ძმა თუ და­ვუკ­რავთ... ასე რომ, სა­გან­გა­შო ნამ­დვი­ლად რა­ფე­რია (სი­ცი­ლით ამ­ბობს).

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ასე­ვე: პრე­ზი­დენ­ტის მე­ამ­ბო­ხე ქა­ლიშ­ვი­ლი ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სკან­და­ლე­ბი და პი­კან­ტუ­რი ამ­ბე­ბი

ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გამო მომ­ხდა­რი სის­ხლი­ა­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა

გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად (+ფოტო)

ბიჭი, რო­მე­ლიც ანა მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან ერ­თად Желанная Моя-ს მღე­რის, მე­გო­ბარ გო­გო­ნას საჯ­დომს "უს­ტეპ­ლე­რებ­და"

"ანა ჩემი უმცროსი მეგობარია" - რას ამბობს TL სკანდალური იმიჯის მქონე პრეზიდენტის ქალიშვილზე

"ანა ჩემი უმცროსი მეგობარია" - რას ამბობს TL სკანდალური იმიჯის მქონე პრეზიდენტის ქალიშვილზე

"მოცეკვავეები ბევრს შრომობენ, მათთვის შეიძლება ცეკვა ადვილია, რადგანაც პროფესიონალები არიან, მაგრამ ჩვენ ხომ გვეხმარებიან? ენერგიას ხომ ხარჯავენ. მოკლედ, კარგ საჩუქარსა და პრიზს იმსახურებენ იმ ხელფასის პარალელურად, რასაც ისინი ამ საქმეში იღებენ," - ამბობს მუსიკოსი ლევან ჩიჩუა, იგივე TL, რომელმაც პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მეორე ადგილი დაიკავა და თავის პარტნიორს საოცარი სიურპრიზი გაუკეთა - თავისი სახსრებით ავტომანქანა აჩუქა. ეს უპრეცედენტო საქციელი გახლდათ ამ შოუს არსებობის ისტორიაში.

"ამბები.გე" ლევან ჩიჩუას დაუკავშირდა.

- ლევან, თუ დადიხარ იმ პრიზით, ანუ ავტომანქანით, რაც საჩუქრად გადმოგცეს?

- მანქანა მამაჩემს ვაჩუქე. სადღაც დაწერეს, რომ თითქოს მივყიდე. ეს არასწორია. მას მანქანის ღირებულების მეოთხედი თანხა გამოვართვი, რომ აპარატურა მეყიდა, რაც მუსიკის გასაკეთებლად მჭირდება და სანაცვლოდ მივეცი მანქანა. ფაქტობრივად, საჩუქარი გამოვიდა...

- ახლა იმის შესახებ გვითხარი, რას საქმიანობ? როგორ ცხოვრობ მას შემდეგ, რაც კონკურსში "ცეკვავენ ვარკვალვები" მეორე ადგილი დაიკავე?

- ისევ "სანოსტუდიაში" ვმუშაობ. ვამზადებ ჩემს პირველ ალბომს. ამასთან, იქვე ვარ მუსიკალური პროდიუსერიც.

- მუსიკალურ არანჟირებებს ხომ ისევ აკეთებ?

- კი და ახლა ლიზა ყენიას პროდიუსერი გახლავართ, ასევე იმ ალბომის, პროდიუსერიც, რომელშიც ძველი ქართული სიმღერბის რემიქსები იქნება თავმოყრილი (სიმღერები ფილმებიდან, მუტფილმებიდან).

- შენს პირველ ალბომში რა ნამუშევრები უნდა შეიტანო?

- რამდენიმე ძველი სიმღერა იქნება და ახალიც. სხვათა შორის ბევრი ახალი ნამუშევარი მაქვს, რომლიც ჯერ არ ჩამიწერია და არც დამიმთავრებია. ბოლომდე არც ერთი არ მიმყავს ხოლმე. ცეკვების დროს ამ საქმეს მთლიანად ჩამოცილებული ვიყავი და ახლა დავუბრუნდი.

- არ გაგიჭირდა? ვიცი, რომ ცეკვებმა თავი ძალიან შეგაყვარა...

- არ გამჭირვებია, რადგანაც მონატრებული ვიყავი ჩემს საქმეს. მუსიკის კეთება მინდოდა, მაგრამ დრო არ მქონდა. თუ დრო მქონდა, თავი არ მქონდა. ახლა კი საქმეს სერიოზულად შევუდექი.

- ცეკვის მოთხოვნა არ გაქვს?

- კი, ცეკვა მინდა, მაგრამ ახლა ამის დრო აღარ მაქვს. მაგ ცეკვის გამო იმდენი ხანი ვიყავი ჩემს საქმიანობას მოწყვეტილი, რომ ბევრი პროექტი დამიგროვდა.

- გავიგე, რომ ბათუმში რაღაც კონცერტის ჩატარებას აპირებ. რას გვეტყვი ამაზე?

- ბათუმში არის კლუბი "სექტორი", ჰოდა, მე და ჩემი ძმა იქ დავუკრავთ.

- შენი ძამაც უკრავს?

- კი, დიჯეია. მოვა ხალხი, მოვლენ მეგობრები, ნაცნობები და გაერთობიან...

- გართობა ახსენე და მე "კაზანტიპის" ფესტივალი გამახსენდა. ხომ არ მიდიხარ იქ?

- კი, ვიფიქრე, წავიდე-მეთქი. მოკლედ, თუ მაგ დროისთვის თავისუფალი ვიქნები, აუცილებლად წავალ.

- შენთვის რამდნად მისაღებია ამ ფესტივალის საქართველოში ჩატარება? ამ საკითხზე ადამიანების აზრი იყოფა...

- ყველას აქვს თავსი შეხედულება. ადამიანმა უნდა თქვას და გამოხატოს სათქმელი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ფესტივალი ცუდია და სხვა იქ არ უნდა წავიდეს. თუ ვინმეს არ მოსწონს და არ სიამოვნებს, ნუ წავა და იმის ხაზგასმა, რომ ერი გაირყვნება, გადავგვარდება და გადაჯიშდება, სისულელეა... აქამდე არაფერი მოგვსვლია და 10-დღიანი გართობით რა დაგვემართება?! ისედაც ამ პოლიტიკამ უკვე მაგრად შეგვაწუხა. ამიტომ, კარგია, ახალგაზრდები ცოტას გაერთობიან.

- როგორც ჩანს, მეგობრებში გართობა გიყვარს...

- კი მიყვარს, მაგრამ იშვიათად ვერთობი, ამას ხანდახან ვახერხებ.

- ცოტა ხნის წინ, "ფეისბუქის" პირად გვერდზე ანა მარგველაშვილთან ერთად გადაღებული ფოტო ატვირთე. ინტერვიუც მაქვს წაკითხული, სადაც ამბობ, რომ ის შენი მეგობარია. საიდან იცნობ მას?

- დიახ, ანა ჩემი უმცროსი მეგობარია, რომელსაც ალბათ 8-9 წელია ვიცნობ. ძალიან პატარა იყო, რომ გავიცანი. იქიდან მოყოლებული, არ დაგვიკარგავს ერთმანეთი და ვმეგობრობთ.

- შარშან ანამ ახალი სტატუსი შეიძინა, - პრეზიდენტის შვილი გახდა. როგორ ფიქრობ, ამის შემდეგ არ შეცვლილა? ამ ფაქტს მასზე არ უმოქმედია?

- არა, ისეთივეა, როგორიც იყო. უბრალო ადამიანია, საერთოდ, მათი ოჯახი მომწონს, კარგები არიან... ანას არაფერი შეცვლის, ის იქნება ისეთივე, როგორიც იყო.

- ეს გოგონა ბევრს მოსწონს, მაგრამ ზოგი საქციელს უწუნებს. სოციალურ ქსელში უწერენ, რომ ძალიან თამამია, არ აქცევს იმას ყურადღებას, რომ პრეზიდენტის შვილია და თავშეკავების უნარი არ აქვს... ურჩევენ, შეიგნოს, რომ პრეზიდენტის შვილია. ხანდახან "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე რაღაც ფოტოებსა, თუ ვიდეოს ტვირთავს, რითაც სკანდალებშიც ეხვევა... როგორც მისი უფროსი მეგობარი, რას იტყვი ამ ყველაფერზე?

- იმას ვიტყვი, რომ პატარაა და ეგ არის! ზოგს პრეზიდენტის შვილობა ისე ესმის, რომ ადამიანი სახლში ჩაიკეტოს, მაგრამ ზოგი უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანია და ცხოვრებას ისევე აგრძელებს, როგორც ცხოვრობდა. დრო გავა და ალბათ, მორჩებიან ვიღაცები მასზე ჭორაობას. მაგრამ ჩვენთან ხომ ასეა, რაც შეიძლება მეტი ცუდი უნდა ვთქვათ. ჩავერიოთ სხვების საქმეში, რაღაცები მოვუგონოთ, რაღაცები ავუკრძალოთ. მიმაჩნია, რომ მას არჩევანის უფლება აქვს, რაც უნდა, ის აკეთოს და ვიღაც ყოველთვის ილაპარაკებს და ილაპარაკონ. ყველა პოზიტიურად ვერ იქნება შენ მიმართ განწყობილი.

- როგორც მუსიკოსი, მის მუსიკალურ მონაცემებს როგორ შეაფასებ. შენ ხომ პროფესიით ვოკალის პედაგოგი ხარ? ანა ერთ-ერთ ვიდეოში რაღაც სიმღერას  მღერის, ამის მიხედვით შემიძლია არამუსიკოსმა ვთქვა, რომ სმენა არ აქვს...

- უნდა გითხრათ, რომ ის კარგად რეპავს და ეს საქმე მშვენივრად გამოსდის, ბავშვი თავისთვის ერთობა... მისი სიმღერა არ ვიცი, არ მომისმენია.

- მე მოვისმინე და მომეჩვენა, რომ არც ხმა აქვს და არაც სმენა.

- ხომ ვამბობ, არ მომისმენია და არც იმაში ჩამითვალოთ, რომ ვამართლებ: ასეთი რამეც ხდება ხოლმე, ერთხელ ჩემს მუსიკოს მეგობარს დაემართა, - ისე ამოვარდა ტონალობიდან, რომ ნახევარი სიმღერა საერთოდ სხვა ტონალობაში იმღერა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სმენა და ხმა არ აქვს. მეც დამმართნია ასეთი რამ, არადა, მაგარი სმენა მაქვს და არც ხმას ვუჩივი. ის, კია არა, ასეთი რამ ვარსკვლავებსაც ემართებათ.

მოკლედ, ბევრი რაღაც ხდება. არ ვიტყვი, რომ ანა პროფესიონალი მომღერალია და ამიტომ მოუვიდა ეს შეცდომა. სმენისა და ხმის განვითარება შესაძლებელია. მაგალითად, მიმუშავია ადამიანთან, რომელსაც სმენისა და ხმის საშინელი პრობლემა ჰქონია, მაგრამ ერთ კვირაში რაღაც სიმღერის მისამღერი გავაკეთებინე. კარგი სიმღერა მხოლოდ ხმამაღალი ნოტი არ არის, მას ძლიერი ხმა სჭირდება.

- თქვენი თავშეყრის ადგილი სად არის. სად ხვდებით შენ და ანა ერთმანეთს?

- ბევრი მეგობარი და ნაცობი მყავს და ნებისმიერ ადგილას შეიძლება შევიკრიბოთ და შევხვდეთ... ანას თუ დავურეკავ და სადმე მოვიწვევ, ერთმანეთს ასე შევხვდებით. მე არ ვაკონტროლებ მის ნაბიჯებს. ისე, ხშირადაც არ დადის კლუბში. ჩვენთან თუ მოვა და მე და ჩემი ძმა თუ დავუკრავთ... ასე რომ, საგანგაშო ნამდვილად რაფერია (სიცილით ამბობს).

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ასევე: პრეზიდენტის მეამბოხე ქალიშვილი ანა მარგველაშვილის სკანდალები და პიკანტური ამბები

ანა მარგველაშვილის გამო მომხდარი სისხლიანი დაპირისპირება

გიორგი მარგველაშვილის ქალიშვილი შეყვარებულთან ერთად (+ფოტო)

ბიჭი, რომელიც ანა მარგველაშვილთან ერთად Желанная Моя-ს მღერის, მეგობარ გოგონას საჯდომს "უსტეპლერებდა"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება