პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცების 5 კატეგორია, რომლებიც საუკეთესო ქმრები იქნებიან
მამაკაცების 5 კატეგორია, რომლებიც საუკეთესო ქმრები იქნებიან

რო­გორც წესი, ქორ­წი­ნე­ბა­ში მა­მა­კა­ცე­ბი ისე­თე­ბი აღარ არი­ან, რო­გორც შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბი­სას. ოჯა­ხი, ბავ­შვე­ბი, გა­და­სა­ხა­დე­ბი - ეს მხო­ლოდ მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია იმ სა­კი­თხე­ბი­სა, რო­მე­ლიც ვნე­ბას აქ­რობს და ურ­თი­ერ­თო­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბად იქ­ცე­ვა. მაგ­რამ ქალ­ბა­ტო­ნე­ბო, არ­სე­ბობს მა­მა­კა­ცე­ბის კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც სა­უ­კე­თე­სო ქმრო­ბას გა­გი­წე­ვენ.

1. მომ­მა­რა­გე­ბე­ლი: ის ოჯახს ყო­ველ­თვის პირ­ველ ად­გილ­ზე აყე­ნებს. ის თავ­და­უ­ზო­გა­ვად მუ­შა­ობს ქა­ლის­თვის, რო­მე­ლიც მოს­წონს/უყ­ვარს და გა­მუდ­მე­ბით მას­ზე ზრუ­ნავს. მსგავ­სი ტი­პის ადა­მი­ა­ნი რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობს, გა­მო­მუ­შა­ვე­ბულ თან­ხას ინა­ხავს და მშვი­დად მხო­ლოდ მა­შინ გრძნობს თავს, როცა იცის, რომ მის გვერ­დით მყოფ ქალს არა­ფე­რი აწუ­ხებს. ეს კაცი ის­წრაფ­ვის სრულ­ყო­ფი­ლე­ბის­კენ და ოფის­ში სა­მუ­შაო მა­გი­დაც კი იდე­ა­ლუ­რად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი აქვს.

2. კლდე: რო­დე­საც თავს სუს­ტად გრძნობთ, მისი ძლი­ე­რი ხა­სი­ა­თი გა­ი­ძუ­ლებთ, რომ ლო­გი­ნი­დან წა­მოდ­გეთ. ეს არის მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც თქვენს ზარს ყო­ველ­თვის პა­სუ­ხობს, რო­გო­რი და­კა­ვე­ბუ­ლიც არ უნდა იყოს, ფოს­ტა­ზე მისი შე­ტყო­ბი­ნე­ბა ხში­რად მოგ­დით. ზოგ­ჯერ ქალს ისე­თი შეგ­რძნე­ბა აქვს, რომ ამ კა­ცის წყა­ლო­ბით შეყ­ვა­რე­ბუ­ლიც ჰყავს და მე­გო­ბა­რიც. ის ერ­თგვა­რი ფსი­ქო­ლო­გი­ცაა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ რჩე­ვე­ბით არ შე­გა­წუ­ხებთ და ყვე­ლა­ზე უაზ­რო ინ­ფორ­მა­ცი­ა­საც დიდი გუ­ლის­ყუ­რით მო­ის­მენს.

3. კრი­ტი­კუ­ლად მო­აზ­როვ­ნე: მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, პრობ­ლე­მა დი­დია, თუ პა­ტა­რა - ეს კაცი მი­ე­კუთ­ვნე­ბა კა­ტე­გო­რი­ას, რო­მე­ლიც ყვე­ლა ხერ­ხით ცდი­ლობს პრობ­ლე­მა გა­დაჭ­რას. ამ კა­ტე­გო­რი­ის მა­მა­კაცს სძულს კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც კუ­თხე­ში იმა­ლე­ბი­ან, ან ინი­ცი­ა­ტი­ვას არ იჩე­ნენ. ეს მა­მა­კა­ცი შე­უ­პო­ვა­რია და იშ­ვი­ა­თად, რომ ასე­თი ძლი­ე­რი მა­მა­კა­ცით ქალი არ მო­ი­ხიბ­ლოს.

4. მორ­წმუ­ნე: ნე­ბის­მი­ერ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რწმე­ნა მისი სა­ძირ­კვე­ლია. ამ მა­მა­კაც­შია იმე­დი, მო­რა­ლი, გულ­კე­თი­ლო­ბა - მას­თან სტუმ­რო­ბა, მის კამ­პა­ნი­ა­ში ყოფ­ნა ყვე­ლას სი­ა­მოვ­ნებს. ღვთი­მო­ში­შია და ამ რწმე­ნით ამა­ყობს. ყო­ველ­თვის მზა­დაა სხვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, არ არ­ჩევს ნა­თე­სა­ვებ­სა და მე­გობ­რებს - მე­უღ­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­საც ისე­თი­ვე გულ­კე­თი­ლო­ბით ექ­ცე­ვა, რო­გორც სა­კუ­თარ მშობ­ლებს. ის მებ­რძო­ლია; თქვენ­თვის და ქორ­წი­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად ბო­ლომ­დე იბ­რძო­ლებს.

5. თა­ვი­სუ­ფა­ლი სული: ამ კა­ცის გვერ­დზე არას­დროს და­ბერ­დე­ბით. მას ცხოვ­რე­ბა უხა­რია და მის გვერ­დით მყოფ ადა­მი­ან­საც ეს პო­ზი­ტი­ვი მაგ­ნი­ტი­ვით იზი­დავს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ ტი­პის მა­მა­კაც­საც აქვს ცუდი დღე­ე­ბი, სტრე­სი, მაგ­რამ პრობ­ლე­მე­ბის გამო სი­ცო­ცხლეს ნამ­დვი­ლად არ გა­იმ­წა­რებს. ის ცხოვ­რე­ბით ტკბე­ბა. ყვე­ლა­ზე მე­ტად მოგ­ზა­უ­რო­ბა უყ­ვარს. სა­ერ­თოდ არ ადარ­დებს, ხვალ რა იქ­ნე­ბა. მსგავ­სი ტი­პის მა­მა­კაც­თან მო­წყე­ნი­ლო­ბა არას­დროს და­გე­უფ­ლე­ბათ. თავს ისევ შეყ­ვა­რე­ბულ გო­გო­ნად იგ­რძნობთ და არა­ერ­თხელ იხი­ლავთ და­ქა­ლე­ბის შუ­რით სავ­სე თვა­ლებს, რო­დე­საც სრუ­ლი­ად სპონ­ტა­ნუ­რად ვარ­დე­ბის თა­ი­გუ­ლით, ან პიკ­ნი­კით გა­გა­ხა­რებთ.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია manwifeanddog.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

მამაკაცების 5 კატეგორია, რომლებიც საუკეთესო ქმრები იქნებიან

მამაკაცების 5 კატეგორია, რომლებიც საუკეთესო ქმრები იქნებიან

როგორც წესი, ქორწინებაში მამაკაცები ისეთები აღარ არიან, როგორც შეყვარებულობისას. ოჯახი, ბავშვები, გადასახადები - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ საკითხებისა, რომელიც ვნებას აქრობს და ურთიერთობა ვალდებულებად იქცევა. მაგრამ ქალბატონებო, არსებობს მამაკაცების კატეგორია, რომლებიც საუკეთესო ქმრობას გაგიწევენ.

1. მომმარაგებელი: ის ოჯახს ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს. ის თავდაუზოგავად მუშაობს ქალისთვის, რომელიც მოსწონს/უყვარს და გამუდმებით მასზე ზრუნავს. მსგავსი ტიპის ადამიანი რამდენიმე სამსახურში მუშაობს, გამომუშავებულ თანხას ინახავს და მშვიდად მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს, როცა იცის, რომ მის გვერდით მყოფ ქალს არაფერი აწუხებს. ეს კაცი ისწრაფვის სრულყოფილებისკენ და ოფისში სამუშაო მაგიდაც კი იდეალურად მოწესრიგებული აქვს.

2. კლდე: როდესაც თავს სუსტად გრძნობთ, მისი ძლიერი ხასიათი გაიძულებთ, რომ ლოგინიდან წამოდგეთ. ეს არის მამაკაცი, რომელიც თქვენს ზარს ყოველთვის პასუხობს, როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოს, ფოსტაზე მისი შეტყობინება ხშირად მოგდით. ზოგჯერ ქალს ისეთი შეგრძნება აქვს, რომ ამ კაცის წყალობით შეყვარებულიც ჰყავს და მეგობარიც. ის ერთგვარი ფსიქოლოგიცაა, რომელიც მხოლოდ რჩევებით არ შეგაწუხებთ და ყველაზე უაზრო ინფორმაციასაც დიდი გულისყურით მოისმენს.

3. კრიტიკულად მოაზროვნე: მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, პრობლემა დიდია, თუ პატარა - ეს კაცი მიეკუთვნება კატეგორიას, რომელიც ყველა ხერხით ცდილობს პრობლემა გადაჭრას. ამ კატეგორიის მამაკაცს სძულს კაცები, რომლებიც კუთხეში იმალებიან, ან ინიციატივას არ იჩენენ. ეს მამაკაცი შეუპოვარია და იშვიათად, რომ ასეთი ძლიერი მამაკაცით ქალი არ მოიხიბლოს.

4. მორწმუნე: ნებისმიერ სიტუაციაში რწმენა მისი საძირკველია. ამ მამაკაცშია იმედი, მორალი, გულკეთილობა - მასთან სტუმრობა, მის კამპანიაში ყოფნა ყველას სიამოვნებს. ღვთიმოშიშია და ამ რწმენით ამაყობს. ყოველთვის მზადაა სხვების დასახმარებლად, არ არჩევს ნათესავებსა და მეგობრებს - მეუღლის ოჯახის წევრებსაც ისეთივე გულკეთილობით ექცევა, როგორც საკუთარ მშობლებს. ის მებრძოლია; თქვენთვის და ქორწინების გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლებს.

5. თავისუფალი სული: ამ კაცის გვერდზე არასდროს დაბერდებით. მას ცხოვრება უხარია და მის გვერდით მყოფ ადამიანსაც ეს პოზიტივი მაგნიტივით იზიდავს. რასაკვირველია, ამ ტიპის მამაკაცსაც აქვს ცუდი დღეები, სტრესი, მაგრამ პრობლემების გამო სიცოცხლეს ნამდვილად არ გაიმწარებს. ის ცხოვრებით ტკბება. ყველაზე მეტად მოგზაურობა უყვარს. საერთოდ არ ადარდებს, ხვალ რა იქნება. მსგავსი ტიპის მამაკაცთან მოწყენილობა არასდროს დაგეუფლებათ. თავს ისევ შეყვარებულ გოგონად იგრძნობთ და არაერთხელ იხილავთ დაქალების შურით სავსე თვალებს, როდესაც სრულიად სპონტანურად ვარდების თაიგულით, ან პიკნიკით გაგახარებთ.

მომზადებულია manwifeanddog.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს