პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იჩხუბეს თუ არა რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ - დუეტი "ჯორჯია" შემოქმედებით პაუზას იღებს
იჩხუბეს თუ არა რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ - დუეტი "ჯორჯია" შემოქმედებით პაუზას იღებს

2008 წელს იურ­მა­ლის კონ­კურ­სზე - "ახა­ლი ტალ­ღა" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი დუ­ე­ტი "ჯორ­ჯია" გახ­და. ჯგუფ­მა იქ უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­და­დე­ბა მი­ი­ღო, მაგ­რამ 2008 წლის ომმა ამ ყვე­ლა­ფერს ხელი შე­უ­შა­ლა... ამი­ტომ, რატი დურ­გლიშ­ვი­ლი და მაკა ზამ­ბა­ხი­ძე ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ვერ გან­ვი­თარ­დნენ. სა­მა­გი­ე­როდ, მათ აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ჩა­ღეს.

წელს ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის გა­მარ­ჯვე­ბამ ყვე­ლას 6 წლის წი­ნან­დე­ლი "ჯორ­ჯი­ას" გა­მარ­ჯვე­ბა გა­ახ­სე­ნა. თუმ­ცა ცოტა ხნის წინ დუ­ე­ტის შე­სა­ხებ ხმა გავ­რცელ­და, - და­ი­შა­ლაო.

Ambebi.ge რა­ტის და მა­კას და­უ­კავ­შირ­და და არა მარ­ტო ამ თე­მა­ზე, უმ­ცროს კო­ლე­გა, ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე­ზეც გა­ე­სა­უბ­რა, რო­მელ­მაც, რამ­დე­ნი­მე დღის წინ სა­ო­ცარ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია.

მაკა ზამ­ბა­ხი­ძე:

- ამ კონ­კურ­სზე გულ­შე­მატ­კივ­რის როლ­შიც სა­სი­ა­მოვ­ნო ყო­ფი­ლა ყოფ­ნა. ნუ­ცას გა­მოს­ვლას ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ა­დე­ბი­თად შე­ვა­ფა­სებ და სა­ა­მა­ყოა ხოლ­მე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო ასე წარ­დგე­ბა სა­ზღვრებს გა­რეთ.

- რო­გორ "ახა­ლი ტალ­ღა 2008-"ის გა­მარ­ჯვე­ბულ­მა დუ­ეტ­მა ბევ­რი წი­ნა­და­დე­ბა მი­ი­ღეთ, მაგ­რამ იმის გამო, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ომი და­ი­წყო, გა­სა­ქა­ნი ვე­ღარ მო­გე­ცათ. აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­კურ­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ნუ­ცას რომ მი­ე­ცეს უცხო­ეთ­ში კა­რი­ე­რის გაგ­რძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ამა­ზე რას იტყვი?

- კარ­გი იქ­ნე­ბა, გაჩ­ნია იქ რა კონ­ტაქ­ტე­ბი და­ამ­ყა­რა და ვის რო­გორ მო­ა­წო­ნა თავი. ცუდი ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბა, თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად გაგ­რძელ­დე­ბა...

- მაკა, ხმა გავ­რცელ­და, თით­ქოს დუ­ე­ტი "ჯორ­ჯია" და­ი­შა­ლა, რომ შენ და რა­ტის რა­ღაც უთან­ხმო­ე­ბა მო­გი­ვი­დათ, იჩხუ­ბეთ...

- არა, რა ვი­ჩხუ­ბეთ, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია... ისე, ამ სა­კი­თხზე რა­ტის რომ და­ე­ლა­პა­რა­კოთ, ჯო­ბია.

რა­ტის მარ­თლაც და­ვუ­კავ­შირ­დით:

- ახლა ალ­ბომ­ზე მუ­შა­ო­ბით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი და გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ეს არის ის, რა­ზეც ბავ­შვო­ბი­დან მი­ოც­ნე­ბია. ცოტა ხან­ში მექ­ნე­ბა ჩემი სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რე­ბის ალ­ბო­მი. ეს საქ­მე ბო­ლო­ში მიმ­ყავს. ამი­ტომ დუ­ეტ­მა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა ავი­ღეთ. შემ­დეგ რა იქ­ნე­ბა, ამ კი­თხვის­თვის ჯერ მზად არ ვარ. დიდი შან­სია, რომ ჩემი ალ­ბო­მი გა­სა­ყი­დად სა­ზღვარ­გა­რეთ მოხ­ვდეს.

- ალ­ბო­მი შენი სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რე­ბით კეთ­დე­ბა?

- კი, მას­ში ჩემი სიმ­ღე­რე­ბი იქ­ნე­ბა, რო­მელ­თაც მევე ვას­რუ­ლებ. ვარ ავ­ტორ-შემ­სრუ­ლე­ბე­ლი. ამის­კენ დიდი ხა­ნია მოვ­დი­ო­დი. სულ ხელი მეშ­ლე­ბო­და, კარ­გა ხანს ვერ ვა­კე­თებ­დი. მოკ­ლედ, ახლა თავი ყვე­ლა­ფერს მო­ვუ­ყა­რე. 14 სიმ­ღე­რა მაქვს, მაგ­რამ ალ­ბა­ომ­ში 9 შევა. ჩემი ორი ნა­მუ­შე­ვა­რი უკვე სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ი­ყი­და. 7 სიმ­ღე­რა კი დას­რუ­ლე­ბუ­ლია. ვმუ­შა­ობ "სა­ნოს­ტუ­დი­ა­შიც" და ჩემ­თან, სახ­ლშიც, სა­კუ­თა­რი სტუ­დია მაქვს. სწრა­ფი ტემ­პით მივ­დი­ვარ. ამ ნა­მუ­შევ­რებ­ში რა­ღაც სა­კუ­თა­რი სტი­ლი მაქვს.

- რა ჟან­რია?

- პოპ­რო­კია, მაგ­რამ ალ­ბომ­ში შე­სას­ვლე­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი ცხრა­ვე ნა­მუ­შე­ვა­რი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბა. მალე ერთი ვი­დე­ორ­გო­ლიც გა­მო­ვა, სა­უნ­დტრე­კი გა­კეთ­და. მხო­ლოდ მუ­სი­კა­ლუ­რი ნა­წარ­მო­ე­ბია და იმ­დე­ნად ძლი­ე­რია, რომ დღეს მა­მა­ჩემ­მა რომ მო­ის­მი­ნა, მი­თხრა, - ვა­მა­ყობ შე­ნი­თო. პირ­ვე­ლად შე­მა­ქო. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი ვარ, ვერ წარ­მო­იდ­გენთ. სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე რომ ასე გე­ტყვი­ან, ძა­ლი­ან მა­გა­რია. ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი­ვით არის... ჰო, მე­ო­რე ვი­დე­ორ­გოლ­ზეც ვმუ­შა­ობ... ქარ­თულ საკ­რა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით იქ­ნე­ბა კომ­პო­ზი­ცია გა­კე­თე­ბუ­ლი.

- რო­დის­თვის გინ­და, რომ ალ­ბო­მი და­ას­რუ­ლო?

- ალ­ბო­მის ყდა და­სა­ბეჭ­დად უკვე ჩაშ­ვე­ბუ­ლია. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ალ­ბო­მი იქ­ნე­ბა და ასე­თი არა­ვის ექ­ნე­ბა. მოკ­ლედ, ამ პრო­ექ­ტის და­სას­რუ­ლებ­ლად სამი თვე დამ­ჭირ­დე­ბა.

- დუეტ "ჯორ­ჯი­ას", ანუ შენ და მა­კას გან­ხეთ­ქი­ლე­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბა არ მოგ­სვლი­ათ?

- არა, რას ამ­ბობთ? ასე­თი რა­ღა­ცე­ბის­თვის უკვე გა­ვი­ზარ­დეთ, პა­ტა­რე­ბი აღარ ვართ. უბ­რა­ლოდ, ამ ეტაპ­ზე ასე გა­დავ­წყვი­ტე, რომ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზა ამე­ღო. თან, რა­ღაც ხომ უნდა შე­იც­ვა­ლოს?

- ამ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პა­უ­ზის დროს თქვენს დუ­ეტს ვინ­მემ რა­ი­მე სიმ­ღე­რის ჩა­წე­რა რომ შე­მოგ­თა­ვა­ზოთ, რას იზამთ?

- ჩავ­წერთ, რა პრობ­ლე­მაა. უარს არ ვი­ტყვით. უცხეთ­ში სულ მი­წევს სი­ა­რუ­ლი, ეს ვი­ზი­ტე­ბი ჩემი სიმ­ღე­რე­ბის გა­ყიდ­ვას უკავ­შირ­დე­ბა, მაგ­რამ ისე არ არის, რომ ავ­დგე და სულ წა­ვი­დე, სა­დღაც სხვა­გან დავმკვიდ­რდე. ეს რთუ­ლი ამ­ბა­ვია. ისე, რა­ი­მე სე­რი­ო­ზუ­ლი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა თუ იქ­ნე­ბა, მა­გა­ზე და­ფიქ­რე­ბა კი ღირს.

- რატი, დუ­ე­ტი "ჯორ­ჯი­ას" შემ­დეგ "ახა­ლი ტალ­ღის" კონ­კურ­სზე პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძემ და­ი­კა­ვა... რას გვე­ტყვი ამა­ზე?

- ნუ­ცი­კო­თი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი დავ­რჩი. ასე­თი თვით­და­ჯე­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი იშ­ვი­ა­თად მი­ნა­ხავს. პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ პირ­ვე­ლი ად­გი­ლით დაბ­რუნ­დე­ბო­და. სა­ოც­რად ნი­ჭი­ე­რი მო­ზარ­დი გვყავს. მი­ხა­რია, რომ ასე­თი ახალ­გაზ­რდო­ბა მო­დის. მან აჩ­ვე­ნა, რომ ღირს ბრძო­ლა და ღირს სიმ­ღე­რის სიყ­ვა­რუ­ლი. სავ­სე ვარ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ნის წარ­მა­ტე­ბა მი­ხა­რია, მით უმე­ტეს ქარ­თვე­ლის. ამას­თან, ისიც მი­ხა­რია, რომ ჩემი ახ­ლობ­ლის, ნა­თე­სა­ვის და­წე­რილ­მა სიმ­ღე­რამ ასე­თი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. მა­ი­კო კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იურ­მა­ლის კონ­კურ­სი არ არ­სე­ბობს. ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის მუ­სი­კა­ლურ ნო­მერ­ში რა­ღაც წვლი­ლი შე­აქვს ხოლ­მე. ან მისი მუ­სი­კაა, ან ბექ­ვო­კალ­ში აქვს ნამ­ღე­რი. ყვე­ლას გვერ­დში გვიდ­გას. გუ­შინ ვე­უბ­ნე­ბო­დი, - იურ­მა­ლის სცე­ნა­ზე ნამ­ღე­რი გაქვს-მეთ­ქი. ისიც ფაქ­ტია, რომ ნუ­ცას სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან კარ­გი იყო.

- იურ­მა­ლა­ზე გა­მარ­ჯვე­ბა კარ­გია, მაგ­რამ შემ­დგომ თუ არ გან­ვი­თარ­და მომ­ღე­რა­ლი, არ იმუ­შა­ვა, ეს გა­მარ­ჯვე­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს...

- "ახა­ლი ტალ­ღა" მომ­ღერ­ლის­თვის დიდი სკო­ლაა. რო­გორც ბავ­შვი ამ­თავ­რებს სკო­ლას და მერე გა­მოც­დებს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში აბა­რებს, ასე ჩა­ვა­ბა­რეთ ჩვენც ჟი­უ­რის წი­ნა­შე გა­მოც­დე­ბი, მაგ­რამ მერე უნდა გაგ­რძელ­დეს სწავ­ლა, გა­მოც­დი­ლე­ბის მი­ღე­ბა, რის­თვი­საც მომ­ღე­რა­ლი არ უნდა გა­ჩერ­დეს. იურ­მა­ლა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში გეხ­მა­რე­ბა, იქ ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს და მათი რჩე­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა და ათ­ვი­სე­ბა გი­წევს. "ახა­ლი ტალ­ღით" ვარ­სკვლა­ვი არა­ვინ გამ­ხდა­რა, თუ თა­ვად მომ­ღე­რალ­მა არ გა­ნა­ვი­თა­რა თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა.

უმ­ცრო­სი, ნი­ჭი­ე­რი კო­ლე­გე­ბი, დამ­წყე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბი მე­კი­თხე­ბი­ან, - რა ვქნათ, ჩა­ვერ­თოთ ამა თუ იმ კონ­კურ­სშიო? ყო­ველ­თვის და­დე­ბით რჩე­ვას ვაძ­ლევ. სა­ნამ იქ სა­ბუ­თებს შე­ი­ტან, მი­ნი­მუმ ორი სიმ­ღე­რა მა­ინც უნდა გქონ­დეს მზად. რათა შემ­დეგ გა­მოც­და ჩა­ბა­რო "უნი­ვერ­სი­ტეტ­ში," რად­გა­ნაც კონ­კურსს მორ­ჩე­ბი, ხალ­ხმა და­გი­ნა­ხოს და სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა მო­ახ­დი­ნო. თუმ­ცა არი­ან ვარ­სკვლა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სში არც ჩარ­თუ­ლან არას­დროს და ისე გამ­ხდა­რან ვარ­სკვლა­ვე­ბი. არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც კონ­კურ­სში ვერ გა­ი­მარ­ჯვე­ბენ... მოკ­ლედ, მუ­შა­ო­ბაა სა­ჭი­რო, არ უნდა გა­ჩერ­დე...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

იჩხუბეს თუ არა რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ - დუეტი "ჯორჯია" შემოქმედებით პაუზას იღებს

იჩხუბეს თუ არა რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ - დუეტი "ჯორჯია" შემოქმედებით პაუზას იღებს

2008 წელს იურმალის კონკურსზე - "ახალი ტალღა" გამარჯვებული დუეტი "ჯორჯია" გახდა. ჯგუფმა იქ უამრავი საინტერესო წინადადება მიიღო, მაგრამ 2008 წლის ომმა ამ ყველაფერს ხელი შეუშალა... ამიტომ, რატი დურგლიშვილი და მაკა ზამბახიძე ამ მიმართულებით ვერ განვითარდნენ. სამაგიეროდ, მათ აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა საქართველოში გააჩაღეს.

წელს ნუცა ბუზალაძის გამარჯვებამ ყველას 6 წლის წინანდელი "ჯორჯიას" გამარჯვება გაახსენა. თუმცა ცოტა ხნის წინ დუეტის შესახებ ხმა გავრცელდა, - დაიშალაო.

Ambebi.ge რატის და მაკას დაუკავშირდა და არა მარტო ამ თემაზე, უმცროს კოლეგა, ნუცა ბუზალაძეზეც გაესაუბრა, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ საოცარ წარმატებას მიაღწია.

მაკა ზამბახიძე:

- ამ კონკურსზე გულშემატკივრის როლშიც სასიამოვნო ყოფილა ყოფნა. ნუცას გამოსვლას ყველანაირად დაადებითად შევაფასებ და საამაყოა ხოლმე, როდესაც საქართველო ასე წარდგება საზღვრებს გარეთ.

- როგორ "ახალი ტალღა 2008-"ის გამარჯვებულმა დუეტმა ბევრი წინადადება მიიღეთ, მაგრამ იმის გამო, რომ რამდენიმე დღეში საქართველოში ომი დაიწყო, გასაქანი ვეღარ მოგეცათ. აღნიშნული კონკურსიდან გამომდინარე, ნუცას რომ მიეცეს უცხოეთში კარიერის გაგრძელების საშუალება, ამაზე რას იტყვი?

- კარგი იქნება, გაჩნია იქ რა კონტაქტები დაამყარა და ვის როგორ მოაწონა თავი. ცუდი ნამდვილად არ იქნება, თუ ყველაფერი კარგად გაგრძელდება...

- მაკა, ხმა გავრცელდა, თითქოს დუეტი "ჯორჯია" დაიშალა, რომ შენ და რატის რაღაც უთანხმოება მოგივიდათ, იჩხუბეთ...

- არა, რა ვიჩხუბეთ, ეს გამორიცხულია... ისე, ამ საკითხზე რატის რომ დაელაპარაკოთ, ჯობია.

რატის მართლაც დავუკავშირდით:

- ახლა ალბომზე მუშაობით ვარ დაკავებული და გატაცებული. ეს არის ის, რაზეც ბავშვობიდან მიოცნებია. ცოტა ხანში მექნება ჩემი საკუთარი სიმღერების ალბომი. ეს საქმე ბოლოში მიმყავს. ამიტომ დუეტმა შემოქმედებითი პაუზა ავიღეთ. შემდეგ რა იქნება, ამ კითხვისთვის ჯერ მზად არ ვარ. დიდი შანსია, რომ ჩემი ალბომი გასაყიდად საზღვარგარეთ მოხვდეს.

- ალბომი შენი საკუთარი სიმღერებით კეთდება?

- კი, მასში ჩემი სიმღერები იქნება, რომელთაც მევე ვასრულებ. ვარ ავტორ-შემსრულებელი. ამისკენ დიდი ხანია მოვდიოდი. სულ ხელი მეშლებოდა, კარგა ხანს ვერ ვაკეთებდი. მოკლედ, ახლა თავი ყველაფერს მოვუყარე. 14 სიმღერა მაქვს, მაგრამ ალბაომში 9 შევა. ჩემი ორი ნამუშევარი უკვე საზღვარგარეთ გაიყიდა. 7 სიმღერა კი დასრულებულია. ვმუშაობ "სანოსტუდიაშიც" და ჩემთან, სახლშიც, საკუთარი სტუდია მაქვს. სწრაფი ტემპით მივდივარ. ამ ნამუშევრებში რაღაც საკუთარი სტილი მაქვს.

- რა ჟანრია?

- პოპროკია, მაგრამ ალბომში შესასვლელად გამზადებული ცხრავე ნამუშევარი ერთმანეთისგან განსხვავდება. მალე ერთი ვიდეორგოლიც გამოვა, საუნდტრეკი გაკეთდა. მხოლოდ მუსიკალური ნაწარმოებია და იმდენად ძლიერია, რომ დღეს მამაჩემმა რომ მოისმინა, მითხრა, - ვამაყობ შენითო. პირველად შემაქო. ისეთი ბედნიერი ვარ, ვერ წარმოიდგენთ. საკუთარ შემოქმედებაზე რომ ასე გეტყვიან, ძალიან მაგარია. ჩემი ნამუშევრები საკუთარი შვილებივით არის... ჰო, მეორე ვიდეორგოლზეც ვმუშაობ... ქართულ საკრავების გამოყენებით იქნება კომპოზიცია გაკეთებული.

- როდისთვის გინდა, რომ ალბომი დაასრულო?

- ალბომის ყდა დასაბეჭდად უკვე ჩაშვებულია. განსხვავებული ალბომი იქნება და ასეთი არავის ექნება. მოკლედ, ამ პროექტის დასასრულებლად სამი თვე დამჭირდება.

- დუეტ "ჯორჯიას", ანუ შენ და მაკას განხეთქილება, დაპირისპირება არ მოგსვლიათ?

- არა, რას ამბობთ? ასეთი რაღაცებისთვის უკვე გავიზარდეთ, პატარები აღარ ვართ. უბრალოდ, ამ ეტაპზე ასე გადავწყვიტე, რომ შემოქმედებითი პაუზა ამეღო. თან, რაღაც ხომ უნდა შეიცვალოს?

- ამ შემოქმედებითი პაუზის დროს თქვენს დუეტს ვინმემ რაიმე სიმღერის ჩაწერა რომ შემოგთავაზოთ, რას იზამთ?

- ჩავწერთ, რა პრობლემაა. უარს არ ვიტყვით. უცხეთში სულ მიწევს სიარული, ეს ვიზიტები ჩემი სიმღერების გაყიდვას უკავშირდება, მაგრამ ისე არ არის, რომ ავდგე და სულ წავიდე, სადღაც სხვაგან დავმკვიდრდე. ეს რთული ამბავია. ისე, რაიმე სერიოზული შემოთავაზება თუ იქნება, მაგაზე დაფიქრება კი ღირს.

- რატი, დუეტი "ჯორჯიას" შემდეგ "ახალი ტალღის" კონკურსზე პირველი ადგილი ნუცა ბუზალაძემ დაიკავა... რას გვეტყვი ამაზე?

- ნუციკოთი აღფრთოვანებული დავრჩი. ასეთი თვითდაჯერებული ადამიანი იშვიათად მინახავს. პირველი სიმღერის შემდეგ მივხვდი, რომ პირველი ადგილით დაბრუნდებოდა. საოცრად ნიჭიერი მოზარდი გვყავს. მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდობა მოდის. მან აჩვენა, რომ ღირს ბრძოლა და ღირს სიმღერის სიყვარული. სავსე ვარ დადებითი ემოციებით. წარმატებას ვუსურვებ. ნებისმიერი ადამინის წარმატება მიხარია, მით უმეტეს ქართველის. ამასთან, ისიც მიხარია, რომ ჩემი ახლობლის, ნათესავის დაწერილმა სიმღერამ ასეთი წარმატება მოუტანა. მაიკო კაჭკაჭიშვილის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ იურმალის კონკურსი არ არსებობს. ნებისმიერი ქართველი მომღერლის მუსიკალურ ნომერში რაღაც წვლილი შეაქვს ხოლმე. ან მისი მუსიკაა, ან ბექვოკალში აქვს ნამღერი. ყველას გვერდში გვიდგას. გუშინ ვეუბნებოდი, - იურმალის სცენაზე ნამღერი გაქვს-მეთქი. ისიც ფაქტია, რომ ნუცას სიმღერა ძალიან კარგი იყო.

- იურმალაზე გამარჯვება კარგია, მაგრამ შემდგომ თუ არ განვითარდა მომღერალი, არ იმუშავა, ეს გამარჯვება არაფერს ნიშნავს...

- "ახალი ტალღა" მომღერლისთვის დიდი სკოლაა. როგორც ბავშვი ამთავრებს სკოლას და მერე გამოცდებს უმაღლეს სასწავლებელში აბარებს, ასე ჩავაბარეთ ჩვენც ჟიურის წინაშე გამოცდები, მაგრამ მერე უნდა გაგრძელდეს სწავლა, გამოცდილების მიღება, რისთვისაც მომღერალი არ უნდა გაჩერდეს. იურმალა პოპულარიზაციაში გეხმარება, იქ ბევრი პროფესიონალი ადამიანი მუშაობს და მათი რჩევის გათვალისწინება და ათვისება გიწევს. "ახალი ტალღით" ვარსკვლავი არავინ გამხდარა, თუ თავად მომღერალმა არ განავითარა თავისი შემოქმედება.

უმცროსი, ნიჭიერი კოლეგები, დამწყები ახალგაზრდები მეკითხებიან, - რა ვქნათ, ჩავერთოთ ამა თუ იმ კონკურსშიო? ყოველთვის დადებით რჩევას ვაძლევ. სანამ იქ საბუთებს შეიტან, მინიმუმ ორი სიმღერა მაინც უნდა გქონდეს მზად. რათა შემდეგ გამოცდა ჩაბარო "უნივერსიტეტში," რადგანაც კონკურსს მორჩები, ხალხმა დაგინახოს და საკუთარი თავის რეალიზება მოახდინო. თუმცა არიან ვარსკვლავები, რომლებიც კონკურსში არც ჩართულან არასდროს და ისე გამხდარან ვარსკვლავები. არიან ისეთები, რომლებიც კონკურსში ვერ გაიმარჯვებენ... მოკლედ, მუშაობაა საჭირო, არ უნდა გაჩერდე...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება