სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კატო ჯავახიშვილი: ''მაქვს არეული ჩანთა და გაჩეჩილი თმა...''
კატო ჯავახიშვილი: ''მაქვს არეული ჩანთა და გაჩეჩილი თმა...''

"ოჰ, რო­გორ არ მიყ­ვარს ეს მშრა­ლი, ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბი, თა­ვის თავ­ში ცხოვ­რე­ბას რომ ვე­რაფ­რით იტევს... - ამ სი­ტყვე­ბით იწყებს კატო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი "მწერ­ლის ან­კე­ტის"შევ­სე­ბას და იქვე აგ­რძე­ლებს, - მაგ­რამ, ვცა­დოთ: კატო, ანუ ეკა­ტე­რი­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1979 წლის 3 მა­ისს თბი­ლი­სის ერთ-ერთ ცენ­ტრა­ლურ სამ­შო­ბი­ა­რო­ში. პრო­ფე­სი­ის მხრივ სრუ­ლი აბ­სურ­დია, სა­მე­დი­ცი­ნო ინ­სტი­ტუ­ტის სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი ფა­კულ­ტე­ტი; იუ­რი­დი­უ­ლი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ო­ბა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მარ­თვა და მე­ნე­ჯმენ­ტი. აი, ასე­თი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ფე­რა­დო­ვა­ნი პა­ლიტ­რა მაქვს, ვი­თომ შავ-თეთ­რს სჯობს? რას გა­ი­გებ... დღემ­დე არ მაქვს ამა­ზე პა­სუ­ხი.

სამი პრო­ფე­სია...

ჩემი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პა­ლიტ­რის და მრა­ვალ­გვერ­დი­ა­ნი ცხოვ­რე­ბის არ იყოს, ამ მხრი­ვაც ყვე­ლა­ფე­რი ჭრე­ლია. მი­მუ­შა­ვია ექიმ-სტო­მა­ტო­ლო­გად, ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლად, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლად, რე­დაქ­ტო­რად, ჟურ­ნა­ლის­ტად და ა.შ. მოკ­ლედ, ნამ­დვი­ლი აჯაფ­სან­და­ლია და ეს ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მუდ­მი­ვად ვე­ძებ, ვე­ძებ სი­ახ­ლე­ებს, ადა­მი­ა­ნებს, სა­კუ­თარ თავ­საც.

ოჯა­ხი

დიდ ოჯახს თუ არ ჩავ­თვლით, ჩემი ოჯა­ხი შედ­გე­ბა ჩემი 15 წლის შვი­ლის­გან, გი­ორ­გის­გან, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ისე გა­ვი­ზარ­დე, ზუს­ტად არ ვიცი, რო­მელ­მა - რო­მე­ლი გავ­ზარ­დეთ. არც ის ვიცი, ვინ უფ­რო­სია ჩვენ შო­რის. ესეც ხომ ისე­თი­ვე პი­რო­ბი­თი რა­მაა, რო­გო­რიც "კე­თი­ლი" და "ბო­რო­ტი" ადა­მი­ა­ნე­ბი სამ­ყა­რო­ში, რო­მელ­შიც ყო­ველ­დღი­უ­რად ვტრანსფორ­მირ­დე­ბით და ვიზ­რდე­ბით. ასე დავ­რჩი "პა­ტა­რა" დი­დად და ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­ღაც­ნა­ი­რად მომ­წონს კი­დეც.

წერა და­ვი­წყე, როცა...

ვე­რაფ­რით და­ვარ­ქმევ ლექსს იმას, რაც ხუთი წლის ასაკ­ში მი­სა­ლოც ბა­რათ­ზე დავ­წე­რე და დე­დას მი­ვუ­ძღვე­ნი. არც ის იყო ლექ­სი, დი­ლის რე­დაქ­ცი­ა­ში რომ მი­ვარ­ბე­ნი­ნებ­დი და თვა­ლებ­გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი, გუ­ლის­ფან­ცქა­ლით ვე­ლო­დე­ბო­დი ჟურ­ნა­ლის გა­მოს­ვლას, ვერც იმას, თა­ვი­სუ­ფალ თე­მა­ში რომ ჩა­ვურ­თავ­დი ხოლ­მე და მერე ყვე­ლა მე­კი­თხე­ბო­და, ვისი ლექ­სი­აო... წერა და­ვი­წყე, როცა ცხოვ­რე­ბა ვის­წავ­ლე და თა­ვად გავ­ხდი სა­კუ­თარ თავ­ში და­კარ­გუ­ლი სი­ტყვა.

ჩემი პირ­ვე­ლი ლექ­სი იყო სარ­ვა­მარ­ტო მი­სა­ლოც ბა­რათ­ზე და­წე­რი­ლი "ლექ­სი-მცდე­ლო­ბა" დე­და­ზე, რო­მე­ლიც არ მახ­სოვს.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

კატო ჯავახიშვილი: ''მაქვს არეული ჩანთა და გაჩეჩილი თმა...''

კატო ჯავახიშვილი: ''მაქვს არეული ჩანთა და გაჩეჩილი თმა...''

''ოჰ, როგორ არ მიყვარს ეს მშრალი, ბიოგრაფიული ცნობები, თავის თავში ცხოვრებას რომ ვერაფრით იტევს... - ამ სიტყვებით იწყებს კატო ჯავახიშვილი ''მწერლის ანკეტის''შევსებას და იქვე აგრძელებს, - მაგრამ, ვცადოთ: კატო, ანუ ეკატერინე ჯავახიშვილი დაიბადა 1979 წლის 3 მაისს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ სამშობიაროში. პროფესიის მხრივ სრული აბსურდია, სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი; იურიდიული, ხელოვნებათმცოდნეობა და საზოგადოებრივი მართვა და მენეჯმენტი. აი, ასეთი სრულიად განსხვავებული და ფერადოვანი პალიტრა მაქვს, ვითომ შავ-თეთრს სჯობს? რას გაიგებ... დღემდე არ მაქვს ამაზე პასუხი.

სამი პროფესია...

ჩემი მრავალფეროვანი პალიტრის და მრავალგვერდიანი ცხოვრების არ იყოს, ამ მხრივაც ყველაფერი ჭრელია. მიმუშავია ექიმ-სტომატოლოგად, ბანკის თანამშრომლად, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლად, რედაქტორად, ჟურნალისტად და ა.შ. მოკლედ, ნამდვილი აჯაფსანდალია და ეს ალბათ იმიტომ, რომ მუდმივად ვეძებ, ვეძებ სიახლეებს, ადამიანებს, საკუთარ თავსაც.

ოჯახი

დიდ ოჯახს თუ არ ჩავთვლით, ჩემი ოჯახი შედგება ჩემი 15 წლის შვილისგან, გიორგისგან, რომელთან ერთადაც ისე გავიზარდე, ზუსტად არ ვიცი, რომელმა - რომელი გავზარდეთ. არც ის ვიცი, ვინ უფროსია ჩვენ შორის. ესეც ხომ ისეთივე პირობითი რამაა, როგორიც "კეთილი" და "ბოროტი" ადამიანები სამყაროში, რომელშიც ყოველდღიურად ვტრანსფორმირდებით და ვიზრდებით. ასე დავრჩი "პატარა" დიდად და ეს ყველაფერი რაღაცნაირად მომწონს კიდეც.

წერა დავიწყე, როცა...

ვერაფრით დავარქმევ ლექსს იმას, რაც ხუთი წლის ასაკში მისალოც ბარათზე დავწერე და დედას მივუძღვენი. არც ის იყო ლექსი, დილის რედაქციაში რომ მივარბენინებდი და თვალებგაფართოებული, გულისფანცქალით ველოდებოდი ჟურნალის გამოსვლას, ვერც იმას, თავისუფალ თემაში რომ ჩავურთავდი ხოლმე და მერე ყველა მეკითხებოდა, ვისი ლექსიაო... წერა დავიწყე, როცა ცხოვრება ვისწავლე და თავად გავხდი საკუთარ თავში დაკარგული სიტყვა.

ჩემი პირველი ლექსი იყო სარვამარტო მისალოც ბარათზე დაწერილი "ლექსი-მცდელობა" დედაზე, რომელიც არ მახსოვს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება