პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გოგონას, რომელსაც უკანალი დაუსტეპლერეს, ოპერაცია სჭირდება!..
გოგონას, რომელსაც უკანალი დაუსტეპლერეს, ოპერაცია სჭირდება!..

ია ბე­რუ­ლაშ­ვი­ლი არის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია "ჯი-დი-ეს"- ზე გა­და­ცე­მა "მზე­ებ­ში" მუ­შა­ობ­და. ერ­თა­დერ­თი გო­გო­ნა იყო შო­უ­ში და ჰქონ­და პრე­ტენ­ზია, რომ იმა­ვე ტკი­ვი­ლებს აი­ტან­და, იმა­ვე ტრი­უ­კებს შე­ას­რუ­ლებ­და, რა­საც ბი­ჭე­ბი.

თით­ქმის ერთი წე­ლია, გა­და­ცე­მა და­ი­ხუ­რა, სკან­და­ლი კი იას­თან და­კავ­ში­რე­ბით სწო­რედ ახლა აგორ­და. ამის მი­ზე­ზია ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი შოუს ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, დი­მიტ­რი ჯა­ნუ­აშ­ვი­ლი, მეტ­სა­ხე­ლად "ძიკი". ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ატ­ვირ­თულ ერთ-ერთ ვი­დე­ო­ში ის პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა. სწო­რედ ძი­კიმ და­უს­ტეპ­ლე­რა ერთ-ერთ გა­და­ცე­მა­ში ია ბე­რუ­ლაშ­ვილს უკა­ნა­ლი (ნა­ხეთ ვი­დეო). ჩვენ ია ჩი­ნეთ­ში ვი­პო­ვეთ და მას­თან ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რა ინ­ტერ­ნე­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით მო­ვა­ხერ­ხეთ.

- ია, პირ­ველ რიგ­ში, შენ შე­სა­ხებ გვი­ამ­ბე, რამ­დე­ნი წლის ხარ, რა პრო­ფე­სი­ის და რას საქ­მი­ა­ნობ?

- 25 წლის ვარ, პრო­ფე­სი­ით ეკო­ნო­მის­ტი, მაგ­რამ ამ პრო­ფე­სი­ით არ მი­მუ­შა­ვია, თუ არ ჩავ­თვლით ერთ-ერთი ბან­კის პრო­მო­აქ­ცი­ას. 7 წე­ლია ვმუ­შა­ობ სხვა­დას­ხვა პრო­მო­აქ­ცი­ა­ში და სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ. ვმუ­შა­ობ­დი ტე­ლე­კომ­პა­ნია "ჯი-დი-ეს"-ის რე­ა­ლურ შო­უ­ში "მზე­ე­ბი". ექ­ვსი თვის წინ დავ­ტო­ვე სა­ქარ­თვე­ლო, რად­გან გა­და­ცე­მა და­ი­ხუ­რა და სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დავ­რჩი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში იმ­დე­ნად და­ბა­ლი ხელ­ფა­სე­ბია, რომ ვერ მო­ვა­ხერ­ხებ ჩემი ოჯა­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. დე­დაც და ჩემი პა­ტა­რა დაც უმუ­შევ­რე­ბი არი­ან.

- მა­მა­ზე არა­ფე­რი გით­ქვამს...

- მა­მა­ზე ლა­პა­რა­კი არ მინ­და.

- რა­ტომ?

- ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი თე­მაა ჩემ­თვის.

- იქ­ნებ, ორი სი­ტყვით მა­ინც გვი­ამ­ბო რა მოხ­და, სად არის მამა?

- მას თა­ვი­სი ოჯა­ხი აქვს, შვი­დი წე­ლია, ერ­თად აღარ ვცხოვ­რობთ. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი სურ­ვი­ლი­სა, მეც არ მაქვს მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა. მეტს ნუ­რა­ფერს მკი­თხავთ, ეს ჩემი მშობ­ლე­ბის პი­რა­დუ­ლია.

- კარ­გი... "მზე­ებ­ში" საკ­მა­ოდ თა­მა­მი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმამ მო­გი­წია. ამ­ბობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ხელ­ფა­სი და­ბა­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რის ფა­სად მო­გიხ­და უკა­ნა­ლის დას­ტეპ­ლე­რე­ბა?

- თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მი­ზე­რულ ხელ­ფას­ზე ვმუ­შა­ობ­დი. მხო­ლოდ სტეპ­ლე­რის გამო არ ვი­ღებ­დი ხელ­ფასს. უფრო რთუ­ლი და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბაც მო­მიხ­და, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მხო­ლოდ სტეპ­ლე­რი აი­ტა­ცა ქარ­თველ­მა ხალ­ხმა. ეს იყო შოუ, მე ამ შო­უ­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ხელი მქონ­და მო­წე­რი­ლი კონ­ტრაქ­ტზე, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი სურ­ვი­ლით ხდე­ბო­და. ასე­თი ვარ, მიყ­ვარს რის­კზე წას­ვლა. მა­შინ ჩემ­თვის თან­ხა არ იყო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, ასე­თი შოუ პირ­ვე­ლი იყო და არ ვნა­ნობ, რაც გა­ვა­კე­თე.

გა­და­ცე­მის და­ხურ­ვი­დან თით­ქმის ერთი წელი გა­ვი­და და რა­ტომ­ღაც ახლა ატყდა ერთი ამ­ბა­ვი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ამ ხალ­ხს, უბ­რა­ლოდ, ოთხი ადა­მი­ა­ნის გარ­თო­ბა ჰგო­ნია, ტე­ლე­ვი­ზორს არ რთა­ვენ, არ იცი­ან, რომ ეს იყო გა­და­ცე­მა. მე არც პირ­ვე­ლი ვარ და არც უკა­ნას­კნე­ლი, ვინც ქარ­თვე­ლი ხალ­ხის სა­ლან­ძღავ ობი­ექ­ტად იქცა. შე­უ­რა­ცხყო­ფას მა­ყე­ნე­ბენ კო­მენ­ტა­რე­ბით, მაგ­რამ ამით დიდს ვე­რა­ფერს და­მი­შა­ვე­ბენ. ეს ნა­ბი­ჯი გა­დავ­დგი და ვი­მე­ო­რებ, არ ვნა­ნობ!

- დი­მიტ­რი ჯა­ნუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც შენ უკა­ნა­ლი და­გის­ტეპ­ლე­რა, ახ­ლა­ხან სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. ის პრე­ზი­დენ­ტის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდა ვი­დე­ო­ში... შენ თუ ნახე ეს ვი­დეო?

- სამ­წუ­ხა­როდ, არ მი­ნა­ხავს, არც მაგ სკან­და­ლის შე­სა­ხებ ვიცი რამე. დი­მიტ­რი ჩემი ახლო მე­გო­ბა­რია, ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ, მიყ­ვარს და კარ­გის მეტს მას­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

გოგონას, რომელსაც უკანალი დაუსტეპლერეს, ოპერაცია სჭირდება!..

გოგონას, რომელსაც უკანალი დაუსტეპლერეს, ოპერაცია სჭირდება!..

ია ბერულაშვილი არის გოგონა, რომელიც ტელეკომპანია ''ჯი-დი-ეს''- ზე გადაცემა ''მზეებში'' მუშაობდა. ერთადერთი გოგონა იყო შოუში და ჰქონდა პრეტენზია, რომ იმავე ტკივილებს აიტანდა, იმავე ტრიუკებს შეასრულებდა, რასაც ბიჭები.

თითქმის ერთი წელია, გადაცემა დაიხურა, სკანდალი კი იასთან დაკავშირებით სწორედ ახლა აგორდა. ამის მიზეზია ზემოხსენებული რეალური შოუს ერთ-ერთი მონაწილე, დიმიტრი ჯანუაშვილი, მეტსახელად ''ძიკი''. ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში ატვირთულ ერთ-ერთ ვიდეოში ის პრეზიდენტის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა. სწორედ ძიკიმ დაუსტეპლერა ერთ-ერთ გადაცემაში ია ბერულაშვილს უკანალი (ნახეთ ვიდეო). ჩვენ ია ჩინეთში ვიპოვეთ და მასთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერა ინტერნეტის საშუალებით მოვახერხეთ.

- ია, პირველ რიგში, შენ შესახებ გვიამბე, რამდენი წლის ხარ, რა პროფესიის და რას საქმიანობ?

- 25 წლის ვარ, პროფესიით ეკონომისტი, მაგრამ ამ პროფესიით არ მიმუშავია, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთი ბანკის პრომოაქციას. 7 წელია ვმუშაობ სხვადასხვა პრომოაქციაში და სხვადასხვა კომპანიასთან ვთანამშრომლობ. ვმუშაობდი ტელეკომპანია ''ჯი-დი-ეს''-ის რეალურ შოუში ''მზეები''. ექვსი თვის წინ დავტოვე საქართველო, რადგან გადაცემა დაიხურა და სამსახურის გარეშე დავრჩი.

საქართველოში იმდენად დაბალი ხელფასებია, რომ ვერ მოვახერხებ ჩემი ოჯახის უზრუნველყოფას. დედაც და ჩემი პატარა დაც უმუშევრები არიან.

- მამაზე არაფერი გითქვამს...

- მამაზე ლაპარაკი არ მინდა.

- რატომ?

- ძალიან მტკივნეული თემაა ჩემთვის.

- იქნებ, ორი სიტყვით მაინც გვიამბო რა მოხდა, სად არის მამა?

- მას თავისი ოჯახი აქვს, შვიდი წელია, ერთად აღარ ვცხოვრობთ. მიუხედავად ჩემი სურვილისა, მეც არ მაქვს მასთან ურთიერთობა. მეტს ნურაფერს მკითხავთ, ეს ჩემი მშობლების პირადულია.

- კარგი... ''მზეებში'' საკმაოდ თამამი ნაბიჯის გადადგმამ მოგიწია. ამბობ, რომ საქართველოში ხელფასი დაბალია. საინტერესოა, რის ფასად მოგიხდა უკანალის დასტეპლერება?

- თქვენ წარმოიდგინეთ, მიზერულ ხელფასზე ვმუშაობდი. მხოლოდ სტეპლერის გამო არ ვიღებდი ხელფასს. უფრო რთული დავალებების შესრულებაც მომიხდა, მაგრამ რატომღაც მხოლოდ სტეპლერი აიტაცა ქართველმა ხალხმა. ეს იყო შოუ, მე ამ შოუში ვმონაწილეობდი, ხელი მქონდა მოწერილი კონტრაქტზე, ყველაფერი ჩემი სურვილით ხდებოდა. ასეთი ვარ, მიყვარს რისკზე წასვლა. მაშინ ჩემთვის თანხა არ იყო მნიშვნელოვანი, ასეთი შოუ პირველი იყო და არ ვნანობ, რაც გავაკეთე.

გადაცემის დახურვიდან თითქმის ერთი წელი გავიდა და რატომღაც ახლა ატყდა ერთი ამბავი. ეს ყველაფერი ამ ხალხს, უბრალოდ, ოთხი ადამიანის გართობა ჰგონია, ტელევიზორს არ რთავენ, არ იციან, რომ ეს იყო გადაცემა. მე არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, ვინც ქართველი ხალხის სალანძღავ ობიექტად იქცა. შეურაცხყოფას მაყენებენ კომენტარებით, მაგრამ ამით დიდს ვერაფერს დამიშავებენ. ეს ნაბიჯი გადავდგი და ვიმეორებ, არ ვნანობ!

- დიმიტრი ჯანუაშვილი, რომელმაც შენ უკანალი დაგისტეპლერა, ახლახან სკანდალში გაეხვა. ის პრეზიდენტის ქალიშვილთან ერთად გამოჩნდა ვიდეოში... შენ თუ ნახე ეს ვიდეო?

- სამწუხაროდ, არ მინახავს, არც მაგ სკანდალის შესახებ ვიცი რამე. დიმიტრი ჩემი ახლო მეგობარია, ძალიან დიდ პატივს ვცემ, მიყვარს და კარგის მეტს მასზე ვერაფერს ვიტყვი.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება