სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმები კლინიკა "ახალ სიცოცხლეს" ტოვებენ - "მენეჯმენტი პაციენტების უსაფრთხოების დაცვის საშუალებას არ გვაძლევს"
ექიმები კლინიკა "ახალ სიცოცხლეს" ტოვებენ - "მენეჯმენტი პაციენტების უსაფრთხოების დაცვის საშუალებას არ გვაძლევს"

11 აგ­ვის­ტო­დან ექი­მე­ბის 80% კლი­ნი­კა "ახალ სი­ცო­ცხლის" და­ტო­ვე­ბას აპი­რებს, - ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge-ს კლი­ნი­კის უკვე ყო­ფი­ლი დი­რექ­ტორ­მა, ზაზა სი­ნა­უ­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, და­ნიშ­ნუ­ლია ახა­ლი დი­რექ­ტო­რიც - გი­ორ­გი ბე­რიშ­ვი­ლი.

ზაზა სი­ნა­უ­რი­ძემ და კლი­ნი­კის 50-მდე ექიმ­მა სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბი ორ­შა­ბათს და­წე­რეს. თუმ­ცა 11 აგ­ვის­ტომ­დე ისი­ნი ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში იმუ­შა­ვე­ბენ. სი­ნა­უ­რი­ძე ამ­ბობს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალ­სა და მე­ნე­ჯემნტს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ხედ­ვა აქვთ, რის გა­მოც ექი­მე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ შე­საძ­ლოა, პა­ცი­ენ­ტე­ბის უსაფრხთო­ე­ბა უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ვე­ღარ იყოს.

"ის მე­ნე­ჯმენ­ტი, რაც ხორ­ცი­ელ­დე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს არ გვაძ­ლევს სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ და­ვიც­ვათ პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ხა­რის­ხი ვუზ­რუნ­ველ­ყოთ. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ეს მივა იქამ­დე, რამე რომ გარ­თულ­დეს, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა დად­გე­ბა. არა­ვინ არ იკი­თხავს, ვინ არის მმარ­თვე­ლი, იკი­თხა­ვენ, ვინ გა­ა­კე­თა ოპე­რა­ცია. აქ არის ხედ­ვებ­ში სხვა­ო­ბა. სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის პრო­ცე­სი ძა­ლი­ან ბევ­რი რგო­ლის­გან შედ­გე­ბა, მათ შო­რი­საა - ლო­ჯის­ტი­კა, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სუ­რე­სე­ბის მარ­თვა, ამას კრავს ფი­ნან­სუ­რი სამ­სა­ხუ­რე­ბი. ამას და­მა­ტე­ბუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჩა­რე­ვე­ბი გვაძ­ლევს სა­მე­დი­ცი­ნო პრო­ე­ცესს, რომ­ლის ხა­რის­ხი და­მო­კი­დე­ბუ­ლია ყვე­ლა რგოლ­ზე. რო­დე­საც ეს რგო­ლე­ბი ჩა­ვარ­დნი­ლია, ცხა­დია, რომ მარ­ტო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა ხა­რისხს ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს. არის სი­ტუ­ა­ცია, რომ დღე­ში მშო­ბი­ა­რობს 5 ქალი და არის სი­ტუ­ა­ცია, როცა დღე­ში 25 ქალი მშო­ბი­ა­რობს. ხომ არ შე­იძ­ლე­ბა, რომ ერთი და იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის პერ­სო­ნა­ლი დას­ჭირ­დეს. ცხა­დია, პერ­სო­ნა­ლი უნდა და­ე­მა­ტოს. ერთ ექთან­ზე მო­დის 25-27 მე­ლო­გი­ნე. ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ას­წრებს ის ყვე­ლას­თვის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას",-ამ­ბობს სი­ნა­უ­რი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექი­მებ­მა სა­კუ­თა­რი ხედ­ვა მე­ნე­ჯმენტს გა­აც­ნეს, მე­ნე­ჯმენ­ტმა სა­თა­ნა­დოდ ვერ გა­ი­თა­ვი­სა აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს პა­სუ­ხი პრაქ­ტი­კუ­ლად არ მი­უ­ღია. სი­ნა­უ­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ექი­მე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია შრო­მით­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებ­მაც, სა­დაც მათ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი რამ­დე­ნი­მე პუნ­ქტია.

"ყვე­ლა­ზე გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბე­ლი პუნ­ქტი იყო ის, რომ სხვა სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა შე­ზღუ­დუ­ლია, მე­ო­რე მო­მენ­ტი იყო ის, რომ სამ­სა­ხუ­რი­დან როცა გა­გიშ­ვე­ბენ ან თა­ვად წახ­ვალ, ექვი თვე სხვა­გან ვერ იმუ­შა­ვებ. თუმ­ცა ეს არ არის ის ფაქ­ტი, რის გა­მოც მი­ვი­ღეთ ასე­თი მკვეთ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ეს არის ბოლო წვე­თი, თო­რემ ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი წუ­ხი­ლი არის პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბა",-აცხა­დებს სი­ნა­უ­რი­ძე.

ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ას იზი­ა­რებს კლი­ნი­კის მთა­ვა­რი ექი­მი ნო­დარ ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლიც. მისი თქმით, არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის ფონ­ზე ის კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ო­ბას ვერ გა­აგ­რძე­ლებს.

"ძი­რი­თა­დად არის მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი პრობ­ლე­მე­ბი და სა­ბო­ლო­ოდ ძა­ლი­ან ლა­მა­ზად შე­ფუ­თუ­ლი მი­უ­ღე­ბე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა. ეს არის ექ­ვსთვი­ა­ნი შე­ზღუდ­ვა პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე სხვა მო­მიჯ­ნა­ვე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი არის მო­უგ­ვა­რე­ბე­ლი, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ და­ა­ყე­ნოს კლი­ნი­კა­ში სა­მე­დი­ცი­ნო ხა­რის­ხი. აქ მარ­ტო ექი­მის და პა­ცი­ენ­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა არ არის - აქ არის ლო­ჯის­ტი­კა, მმარ­თვე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი, ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვა",-ამ­ბობს ზალ­დას­ტა­ნიშ­ვი­ლი.

კლი­ნი­კა "ახა­ლი სი­ცო­ცხლის" მე­ნე­ჯმენ­ტთან კი­თხვე­ბი აქვს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრსაც. კლი­ნი­კა­ში არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას და­ვით სერ­გე­ენ­კო დღეს გა­მარ­თულ პრე­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა. და­ვით სერ­გე­ენ­კოს თქმით, კარ­გმა მე­ნე­ჯერ­მა საქ­მე იქამ­დე არ უნდა მი­იყ­ვა­ნოს, რომ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­დეს და ღია პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვას.

"ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვარ. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მოგ­ვმარ­თა კლი­ნი­კის ხელმღვა­ნელ­მა, შეხ­ვდა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს ზაზა სოფ­რო­მა­ძეს, გა­ნი­ხი­ლეს ყვე­ლა სა­კი­თხი. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს აქვს ორი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ასე­თი ტი­პის კონ­ფლიქ­ტებ­ში ჩა­ე­რი­ოს: პირ­ვე­ლი – საფრ­თხე უნდა შე­ექ­მნას სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის უწყვე­ტო­ბას, პა­ცი­ენტს, და ვალ­დე­ბუ­ლი ვართ, რომ ამი­სი პრე­ვენ­ცი­აც გა­ვა­კე­თოთ და მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბაც მო­ვახ­დი­ნოთ. მე­ო­რე - თუ აღიძ­რა კო­ლექ­ტი­უ­რი შრო­მი­თი დავა, ესეც ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრე­რო­გა­ტი­ვა გახ­და, სამმხრი­ვი კო­მი­სი­ის მიერ დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი მე­დი­ა­ტო­რი იწყებს ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბას კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ფარ­გლებ­ში. სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ეს არის კერ­ძო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და დამ­ქი­რა­ვე­ბელ­სა და და­ქი­რა­ვე­ბულს შო­რის მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­გა­ნი. ეს არის ფორ­მა­ლუ­რი მხა­რე. თუმ­ცა, რა თქმა უნდა, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო აქ­ტი­ვო­ბა, პა­ცი­ენ­ტთან ურ­თი­ერ­თო­ბა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით არის ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. მე ნამ­დვი­ლად ვერ ვიქ­ნე­ბი ბედ­ნი­ე­რი, რო­დე­საც ასე­თი კლა­სის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში თა­ნამ­შრო­მელ­თა პრაქ­ტი­კუ­ლად 100 პრო­ცენ­ტი აცხა­დებს, რომ უნდა წა­ვი­დეს სხვა­გან. მე რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ისი­ნი უაღ­რე­სად კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ხალ­ხია და არ გა­უ­ჭირ­დე­ბათ სამ­სა­ხუ­რის მო­ძებ­ნა. მაგ­რამ მე გა­მიჩ­ნდა ლე­გი­ტი­მუ­რი კი­თხვე­ბი ამ ქსე­ლუ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მმარ­თველ კომ­პა­ნი­ას­თან. არ უნდა მი­იყ­ვა­ნოს კარ­გმა მე­ნე­ჯერ­მა საქ­მე იქამ­დე, რომ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ქუ­ჩა­ში გა­მო­ვი­დეს და ღია პრო­ტეს­ტი გა­მოთ­ქვას",-გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

კლი­ნი­კა "ახა­ლი სი­ცო­ცხლის" მმარ­თველ კომ­პა­ნი­ას სა­მე­დი­ცი­ნო კორ­პო­რა­ცია "ევექ­სი" წარ­მო­ად­გენს, რო­მე­ლიც კლი­ნი­კის მარ­თვას თე­ბერ­ვლი­დან ახორ­ცი­ე­ლებს. "ევექ­სის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში ამ­ბო­ბენ, რომ "კლი­ნი­კა "ახა­ლი სი­ცო­ცხლე" ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას ყო­ველ­გვა­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე. რაც შე­ე­ხე­ბა ორ­შა­ბათს მომ­ხდარ ფაქტს, კომ­პა­ნი­ა­ში აცხა­დე­ბენ რომ იგი და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის კერ­ძო ინ­ტე­რე­სებ­თან, რომ­ლებ­მაც თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­ა­წი­ლი შე­იყ­ვა­ნეს შეც­დო­მა­ში, რაც მიზ­ნად ისა­ხავ­და კლი­ნი­კის რე­პუ­ტა­ცი­ის შე­ლახ­ვას", -ამ­ბო­ბენ კომ­პა­ნი­ა­ში და გან­მარ­ტა­ვენ, რომ კლი­ნი­კის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა არა თა­ნამ­შრო­მელ­თა 80%-მა, არა­მედ ბევ­რად ნაკ­ლებ­მა და­წე­რა - "კლი­ნი­კა­ში 170-მდე თა­ნამ­შრო­მე­ლია, და სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა­ზე ხელი მხო­ლოდ 45 აქვს მო­წე­რი­ლი".

კომ­პა­ნია "ევექ­სი" აღ­ნიშ­ნულ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით შიდა მოკ­ვლე­ვას აწარ­მო­ებს, რის შემ­დე­გაც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა შე­ეძ­ლე­ბათ.

ნა­თია ლეშ­კა­შე­ლი, Ambebi.ge

ექიმები კლინიკა "ახალ სიცოცხლეს" ტოვებენ - "მენეჯმენტი პაციენტების უსაფრთხოების დაცვის საშუალებას არ გვაძლევს"

ექიმები კლინიკა "ახალ სიცოცხლეს" ტოვებენ - "მენეჯმენტი პაციენტების უსაფრთხოების დაცვის საშუალებას არ გვაძლევს"

11 აგვისტოდან ექიმების 80% კლინიკა "ახალ სიცოცხლის" დატოვებას აპირებს, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს კლინიკის უკვე ყოფილი დირექტორმა, ზაზა სინაურიძემ განუცხადა, დანიშნულია ახალი დირექტორიც - გიორგი ბერიშვილი.

ზაზა სინაურიძემ და კლინიკის 50-მდე ექიმმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები ორშაბათს დაწერეს. თუმცა 11 აგვისტომდე ისინი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ. სინაურიძე ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალსა და მენეჯემნტს განსხვავებული ხედვა აქვთ, რის გამოც ექიმები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, პაციენტების უსაფრხთოება უზრუნველყოფილი ვეღარ იყოს.

"ის მენეჯმენტი, რაც ხორციელდება, სამედიცინო პერსონალს არ გვაძლევს საშუალებას, რომ დავიცვათ პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო დახმარების ხარისხი ვუზრუნველყოთ. საბოლოო ჯამში, ეს მივა იქამდე, რამე რომ გართულდეს, სამედიცინო პერსონალის პასუხისმგებლობა დადგება. არავინ არ იკითხავს, ვინ არის მმართველი, იკითხავენ, ვინ გააკეთა ოპერაცია. აქ არის ხედვებში სხვაობა. სამედიცინო დახმარების პროცესი ძალიან ბევრი რგოლისგან შედგება, მათ შორისაა - ლოჯისტიკა, ადამიანური რესურესების მართვა, ამას კრავს ფინანსური სამსახურები. ამას დამატებული სამედიცინო ჩარევები გვაძლევს სამედიცინო პროეცესს, რომლის ხარისხი დამოკიდებულია ყველა რგოლზე. როდესაც ეს რგოლები ჩავარდნილია, ცხადია, რომ მარტო სამედიცინო დახმარება ხარისხს ვერ უზრუნველყოფს. არის სიტუაცია, რომ დღეში მშობიარობს 5 ქალი და არის სიტუაცია, როცა დღეში 25 ქალი მშობიარობს. ხომ არ შეიძლება, რომ ერთი და იგივე რაოდენობის პერსონალი დასჭირდეს. ცხადია, პერსონალი უნდა დაემატოს. ერთ ექთანზე მოდის 25-27 მელოგინე. ფიზიკურად ვერ მოასწრებს ის ყველასთვის ყურადღების მიქცევას",-ამბობს სინაურიძე.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა საკუთარი ხედვა მენეჯმენტს გააცნეს, მენეჯმენტმა სათანადოდ ვერ გაითავისა აღნიშნული პრობლემები და სამედიცინო პერსონალს პასუხი პრაქტიკულად არ მიუღია. სინაურიძის ინფორმაციით, ექიმების გაღიზიანება გამოიწვია შრომითმა ხელშეკრულებებმაც, სადაც მათთვის მიუღებელი რამდენიმე პუნქტია.

"ყველაზე გამაღიზიანებელი პუნქტი იყო ის, რომ სხვა სამსახურში მუშაობის უფლება შეზღუდულია, მეორე მომენტი იყო ის, რომ სამსახურიდან როცა გაგიშვებენ ან თავად წახვალ, ექვი თვე სხვაგან ვერ იმუშავებ. თუმცა ეს არ არის ის ფაქტი, რის გამოც მივიღეთ ასეთი მკვეთრი გადაწყვეტილება, ეს არის ბოლო წვეთი, თორემ ჩვენი ძირითადი წუხილი არის პაციენტის უსაფრთხოება",-აცხადებს სინაურიძე.

ყოფილი დირექტორის პოზიციას იზიარებს კლინიკის მთავარი ექიმი ნოდარ ზალდასტანიშვილიც. მისი თქმით, არსებული პრობლემების ფონზე ის კლინიკაში მუშაობას ვერ გააგრძელებს.

"ძირითადად არის მოუგვარებელი პრობლემები და საბოლოოდ ძალიან ლამაზად შეფუთული მიუღებელი ხელშეკრულება. ეს არის ექვსთვიანი შეზღუდვა პროფესიული საქმიანობის გაგრძელებაზე სხვა მომიჯნავე დაწესებულებაში. გარკვეული პრობლემები არის მოუგვარებელი, რამაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს კლინიკაში სამედიცინო ხარისხი. აქ მარტო ექიმის და პაციენტის ურთიერთობა არ არის - აქ არის ლოჯისტიკა, მმართველობის პრობლემები, ადამიანური რესურსების მართვა",-ამბობს ზალდასტანიშვილი.

კლინიკა "ახალი სიცოცხლის" მენეჯმენტთან კითხვები აქვს ჯანდაცვის მინისტრსაც. კლინიკაში არსებულ სიტუაციას დავით სერგეენკო დღეს გამართულ პრეკონფერენციაზე გამოეხმაურა. დავით სერგეენკოს თქმით, კარგმა მენეჯერმა საქმე იქამდე არ უნდა მიიყვანოს, რომ სამედიცინო პერსონალი ქუჩაში გამოვიდეს და ღია პროტესტი გამოთქვას.

"ამის შესახებ ინფორმირებული ვარ. რამდენიმე დღის წინ მოგვმართა კლინიკის ხელმღვანელმა, შეხვდა მინისტრის მოადგილეს ზაზა სოფრომაძეს, განიხილეს ყველა საკითხი. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ორი შესაძლებლობა, რომ ასეთი ტიპის კონფლიქტებში ჩაერიოს: პირველი – საფრთხე უნდა შეექმნას სამედიცინო დახმარების უწყვეტობას, პაციენტს, და ვალდებული ვართ, რომ ამისი პრევენციაც გავაკეთოთ და მყისიერი რეაგირებაც მოვახდინოთ. მეორე - თუ აღიძრა კოლექტიური შრომითი დავა, ესეც ჯანდაცვის სამინისტროს პრეროგატივა გახდა, სამმხრივი კომისიის მიერ დამტკიცებული მედიატორი იწყებს ამ საკითხის მოგვარებას კანონით დადგენილ ფარგლებში. სხვა შემთხვევაში, ეს არის კერძო დაწესებულება და დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის მოლაპარაკების საგანი. ეს არის ფორმალური მხარე. თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი სახის სამედიცინო აქტივობა, პაციენტთან ურთიერთობა მთელი საქართველოს მასშტაბით არის ჩვენი პასუხისმგებლობა. მე ნამდვილად ვერ ვიქნები ბედნიერი, როდესაც ასეთი კლასის დაწესებულებაში თანამშრომელთა პრაქტიკულად 100 პროცენტი აცხადებს, რომ უნდა წავიდეს სხვაგან. მე რამდენადაც ვიცი, ისინი უაღრესად კვალიფიციური ხალხია და არ გაუჭირდებათ სამსახურის მოძებნა. მაგრამ მე გამიჩნდა ლეგიტიმური კითხვები ამ ქსელური დაწესებულების მმართველ კომპანიასთან. არ უნდა მიიყვანოს კარგმა მენეჯერმა საქმე იქამდე, რომ სამედიცინო პერსონალი ქუჩაში გამოვიდეს და ღია პროტესტი გამოთქვას",-განაცხადა მინისტრმა.

კლინიკა "ახალი სიცოცხლის" მმართველ კომპანიას სამედიცინო კორპორაცია "ევექსი" წარმოადგენს, რომელიც კლინიკის მართვას თებერვლიდან ახორციელებს. "ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ "კლინიკა "ახალი სიცოცხლე" ფუნქციონირებს და მომავალშიც გააგრძელებს ფუნქციონირებას ყოველგვარი შეფერხებების გარეშე. რაც შეეხება ორშაბათს მომხდარ ფაქტს, კომპანიაში აცხადებენ რომ იგი დაკავშირებული იყო კონკრეტული პიროვნებების კერძო ინტერესებთან, რომლებმაც თანამშრომლების გარკვეული ნააწილი შეიყვანეს შეცდომაში, რაც მიზნად ისახავდა კლინიკის რეპუტაციის შელახვას", -ამბობენ კომპანიაში და განმარტავენ, რომ კლინიკის დატოვების შესახებ განცხადება არა თანამშრომელთა 80%-მა, არამედ ბევრად ნაკლებმა დაწერა - "კლინიკაში 170-მდე თანამშრომელია, და სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებაზე ხელი მხოლოდ 45 აქვს მოწერილი".

კომპანია "ევექსი" აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შიდა მოკვლევას აწარმოებს, რის შემდეგაც დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეეძლებათ.

ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია