1. გენეტიკა
დაბალი მეტაბოლიზმის პირველი და უმთავრესი მიზეზი არის გენეტიკა. ზოგი ადამიანი დაბადებიდან დაჯილდოებულია სწრაფი მეტაბოლიზმით, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გენეტიკა ბედის საჩუქარია. რეგულარული სავარჯიშო პროგრამა, რომელიც აერობიკას და ვარჯიშებს გულისხმობს, ახერხებს მეტაბოლიზმის აჩქარებას.
2. ასაკი
ცნობილია, რომ გამომშრალი კუნთი უფრო მეტ კალორიას წვავს, ვიდრე ცხიმოვანი ქსოვილი. როდესაც დიდი კუნთოვანი მასის შემადგენლობა გაქვს, შენი მეტაბოლიზმიც უფრო სწრაფია. ასაკის მატებასთან ერთად, ბუნებრივად არსებული მშრალი კუნთის მასა კლებულობს, რაც მეტაბოლიზმს ანელებს. ვარჯიში ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით ადამიანებისთვის 25 წელს ზევით.
3. ცხოვრების წესი
ის, თუ როგორი ცხოვრების წესი გაქვთ, დიდ გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე. ზოგი მედიკამენტი, რომელიც დეპრესიის მკურნალობისას გამოიყენება, მეტაბოლიზმის შესუსტებას უწყობს ხელს. იგივე შედეგი აქვს საკვების დროულად არმიღებას. ასეთ დროს სხეული ანელებს მეტაბოლიზმს, რათა კალორიების დანაკლისი შეივსოს. შედეგად ვიღებთ წონაში მატებას. ამიტომ ყოველ ორ-სამ საათში პატარა ულუფები უნდა მიიღოთ.
4. საჭიროზე მეტი კალორიის მიღება
როდესდაც ადამიანი იმაზე მეტ კალორიას იღებს, ვიდრე წვავს, ეს იწვევს სისხლში შაქრის რაოდენობის ზრდას. გლუკოზა ასიმილირდება უჯრედებში და ხელს უწყობს მეტაბოლიზმის შენელებას.
5. დიაბეტი
ჯერ კიდევ არ არის გარკვეული, რატომ იწვევს დიაბეტი მეტაბოლიზმის შენელებას, მაგრამ ფაქტია, რომ დიაბეტის მქონე ადამიანებს უფრო მეტად უჭირთ წონის კლება, ვიდრე მათ, ვისაც დიაბეტი არ აქვს. ეს შეიძლება იმის ბრალი იყოს, რომ მათ სისხლში შაქრის მაღალი შემცველობაა, რაც სხეულს ატყუებს, რომ ენერგიით არის სავსე და ამის გამო ხდება მეტაბოლიზმის შენელება.
მომზადებულია fitnea.com-ს მიხედვით.