საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დამიტოვე ატირებული ნუცა... არ გეპატიება, ცუდი საქციელია" - გმირულად გარდაცვლილ 21 წლის რუსთაველ პოეტს მეგობარი გოგო ემშვიდობება
"დამიტოვე ატირებული ნუცა... არ გეპატიება, ცუდი საქციელია" - გმირულად გარდაცვლილ 21 წლის რუსთაველ პოეტს მეგობარი გოგო ემშვიდობება

"ერ­თნა­ი­რად შო­კი­რე­ბუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ იმი­ტომ, რომ აღარ მე­ყო­ლე­ბი და იმი­ტომ, რომ პი­რო­ბა და­არ­ღვიე - წახ­ვე­დი!", - წერს სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ-გვერ­დზე 21 წლის რუს­თა­ვე­ლი პო­ე­ტის, ოთო გურ­გე­ნიშ­ვი­ლის მე­გო­ბა­რი გოგო, ნუცა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

ოთო გურ­გე­ნიშ­ვი­ლი წუ­ხელ გვი­ან სა­ღა­მოს რუს­თავ­ში ლე­ო­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან ოთო მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად გზა­ზე გა­და­დი­ო­და, მათ გვერ­დით გზის გა­დავ­ლას ცდი­ლობ­და ბავ­შვი, ამ დროს გზა­ზე გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი სიჩ­ქა­რით მი­მა­ვა­ლი მე­რე­სე­დე­სის მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნა გა­მოჩ­ნდა. ოთომ ბავ­შვის გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით, მას ხელი ჰკრა და მან­ქა­ნა თა­ვად და­ე­ჯა­ხა. მსუ­ბუ­ქად და­შავ­და ოთოს მე­გო­ბა­რი გო­გო­ნა.

"არ მახ­სოვს და­ნა­პი­რე­ბი არ შე­გეს­რუ­ლე­ბი­ნოს... ერ­თნა­ი­რად შო­კი­რე­ბუ­ლი და გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვარ იმი­ტომ, რომ აღარ მე­ყო­ლე­ბი და იმი­ტომ, რომ პი­რო­ბა და­არ­ღვიე- წახ­ვე­დი! მე­ში­ნია ჩვე­ნი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის გა­და­კი­თხვის.. ამ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ათას­ჯერ შე­მო­ვე­დი შენს თა­იმ­ლა­ინ­ზე და ორი­ა­თას­ჯერ ვცა­დე მე­პო­ვა შენი არარ­სე­ბო­ბის სულ მცი­რე ფაქ­ტიც კი... ჯერ ისევ მგო­ნია, რომ ცუდ სიზ­მარ­ში ვარ, რომ მალე გა­მეღ­ვი­ძე­ბა და აუ­ცი­ლებ­ლად დამ­ხვდე­ბა შენი შე­ტყო­ბი­ნე­ბა... რა და­მი­ტო­ვე.. და­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი, მო­წყე­ნი­ლი, ატი­რე­ბუ­ლი ნუცა... არ გე­პა­ტი­ე­ბა, ცუდი საქ­ცი­ე­ლია... რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ იყო აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი რომ მიყ­ვე­ბო­დი შენს გეგ­მებ­ზე და ახლა უცებ ყვე­ლა­ფე­რი უაზ­როდ შე­მა­ტო­ვე ხელ­ში... მე­ცა­მე­ტე თვე ჩვე­ნი თვე იქ­ნე­ბა! სა­დღაც მა­ინც დად­გე­ბა ეს მე­ცა­მე­ტე თვე... — ოთო გურ­გე­ნიშ­ვილ­თან ერ­თად", - წერს ნუცა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

გუ­შინ სა­ღა­მოს, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ოთო გურ­გე­ნიშ­ვილს სა­კუ­თარ ფე­ის­ბუქ გვერ­დზე ბოლო პოს­ტი გა­მო­უქ­ვეყ­ნე­ბია: "ბი­ჭე­ბო (მა­მა­კა­ცე­ბო), უთხა­რით თქვენს გო­გო­ნებს (ქა­ლებს), რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზე­ბი არი­ან. მხო­ლოდ სამი სი­ტყვაა სათ­ქმე­ლი და სა­მა­გი­ე­როდ მათი სა­ხე­ე­ბის და­ნახ­ვა უნდა გი­ღირ­დეთ ყვე­ლაფ­რად. იყა­ვით უფრო მე­ტად ხა­ლი­სი­ა­ნე­ბი და ლა­ღე­ბი. გა­ი­ლა­მა­ზეთ ცხოვ­რე­ბა და ყო­ველ­თვის და ყველ­გან გახ­სოვ­დეთ, რომ ბედ­ნი­ე­რე­ბა ნამ­დვი­ლად წვრილ­მა­ნებ­შია. "

ნა­ხეთ | 21 წლის რუს­თა­ვე­ლი გმი­რი, რო­მელ­მაც ბავ­შვი სიკ­ვდი­ლის­გან იხ­სნა, თა­ვად კი გარ­და­იც­ვა­ლა

"დამიტოვე ატირებული ნუცა... არ გეპატიება, ცუდი საქციელია" - გმირულად გარდაცვლილ 21 წლის რუსთაველ პოეტს მეგობარი გოგო ემშვიდობება

"დამიტოვე ატირებული ნუცა... არ გეპატიება, ცუდი საქციელია" - გმირულად გარდაცვლილ 21 წლის რუსთაველ პოეტს მეგობარი გოგო ემშვიდობება

"ერთნაირად შოკირებული და გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ აღარ მეყოლები და იმიტომ, რომ პირობა დაარღვიე - წახვედი!", - წერს საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე 21 წლის რუსთაველი პოეტის, ოთო გურგენიშვილის მეგობარი გოგო, ნუცა ბასილაშვილი.

ოთო გურგენიშვილი წუხელ გვიან საღამოს რუსთავში ლეონიძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ყვებიან ოთო მეგობარ გოგონასთან ერთად გზაზე გადადიოდა, მათ გვერდით გზის გადავლას ცდილობდა ბავშვი, ამ დროს გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი მერესედესის მარკის ავტომანქანა გამოჩნდა. ოთომ ბავშვის გადარჩენის მიზნით, მას ხელი ჰკრა და მანქანა თავად დაეჯახა. მსუბუქად დაშავდა ოთოს მეგობარი გოგონა.

"არ მახსოვს დანაპირები არ შეგესრულებინოს... ერთნაირად შოკირებული და გაბრაზებული ვარ იმიტომ, რომ აღარ მეყოლები და იმიტომ, რომ პირობა დაარღვიე- წახვედი! მეშინია ჩვენი შეტყობინებების გადაკითხვის.. ამ რამდენიმე საათში ათასჯერ შემოვედი შენს თაიმლაინზე და ორიათასჯერ ვცადე მეპოვა შენი არარსებობის სულ მცირე ფაქტიც კი... ჯერ ისევ მგონია, რომ ცუდ სიზმარში ვარ, რომ მალე გამეღვიძება და აუცილებლად დამხვდება შენი შეტყობინება... რა დამიტოვე.. დაცარიელებული, მოწყენილი, ატირებული ნუცა... არ გეპატიება, ცუდი საქციელია... რამდენიმე საათის წინ იყო აღფრთოვანებული რომ მიყვებოდი შენს გეგმებზე და ახლა უცებ ყველაფერი უაზროდ შემატოვე ხელში... მეცამეტე თვე ჩვენი თვე იქნება! სადღაც მაინც დადგება ეს მეცამეტე თვე... — ოთო გურგენიშვილთან ერთად", - წერს ნუცა ბასილაშვილი.

გუშინ საღამოს, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ოთო გურგენიშვილს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ბოლო პოსტი გამოუქვეყნებია: "ბიჭებო (მამაკაცებო), უთხარით თქვენს გოგონებს (ქალებს), რომ ძალიან ლამაზები არიან. მხოლოდ სამი სიტყვაა სათქმელი და სამაგიეროდ მათი სახეების დანახვა უნდა გიღირდეთ ყველაფრად. იყავით უფრო მეტად ხალისიანები და ლაღები. გაილამაზეთ ცხოვრება და ყოველთვის და ყველგან გახსოვდეთ, რომ ბედნიერება ნამდვილად წვრილმანებშია. "

ნახეთ | 21 წლის რუსთაველი გმირი, რომელმაც ბავშვი სიკვდილისგან იხსნა, თავად კი გარდაიცვალა

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია