თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში 55 წლის პედაგოგმა თავი ჩამოიხრჩო. როგორც ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება, ელისო ხუციშვილი მეზობელმა საკუთარ ეზოში ხეზე თოკით დაკიდებული ნახა. გარდაცვლილის ახლობლები ვარაუდობენ, რომ თვითმკვლელობა ჯანმრთელობის პრობლემას უკავშირდება. მათივე თქმით, ხუციშვილმა რამდენიმე თვის წინ შეიტყო, რომ მძიმე სენით იყო დაავადებული.
ის სახლში მარტო ცხოვრობდა და რუისპირის სკოლაში რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.
მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მოკვლევას, შს თელავის პოლიცია აწარმოებს.