მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰოლივუდის 3 სასურველი სასიძო და მათი ქონება
ჰოლივუდის 3 სასურველი სასიძო და მათი ქონება

ეს ვარ­სკვლა­ვე­ბი ქა­ლებს მხო­ლოდ სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბით არ ხიბ­ლა­ვენ, მათ ყვე­ლა­ფე­რი აქვთ, რაც გო­გო­ნებს მა­მა­კაც­ში მოს­წონთ: გავ­ლე­ნა, პო­პუ­ლა­რო­ბა, ნიჭი, სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბა, მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბა, ფული. ქალ­ბა­ტო­ნე­ბო, ეს მა­მა­კა­ცე­ბი დღემ­დე უცო­ლო­ე­ბი არი­ან:

1. ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო: სა­სურ­ვე­ლი სა­სი­ძო­ე­ბის რე­ი­ტინ­გში ლე­ო­ნარ­დო დი­კაპ­რიო ლი­დე­რობს. მას ხიბლს ისიც მა­ტებს, რომ და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა. ვარ­სკვლა­ვი, რო­მელ­მაც გულ­შე­მატ­კივ­რებს არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ფილ­მი და კი­ნო­რო­ლი შეს­თა­ვა­ზა, შე­სა­შუ­რი გა­რეგ­ნო­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა.

მარ­თა­ლია მისი ყო­ფი­ლი საყ­ვარ­ლე­ბის სია მო­დე­ლე­ბის­გან და სუ­პერ­მო­დე­ლე­ბის­გან შედ­გე­ბა, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ცო­ლის მოყ­ვა­ნას არ აპი­რებს. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ პა­ტი­ო­სან გო­გო­ნას ეძებს და მხო­ლოდ ასეთ ქალს მო­იყ­ვანს ცო­ლად. აფა­სებს გო­გო­ნებს, რო­მელ­თაც კარ­გი იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვთ. თუ მისი საყ­ვარ­ლე­ბის სიას გა­დავ­ხე­დავთ, დავ­რწმუნ­დე­ბით, რომ ამ კაცს მხო­ლოდ გა­რეგ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით ვერ მო­ხიბ­ლავთ.

რაც შე­ე­ხე­ბა მის შე­მო­სა­ვალს - არა­ვის­თვის წარ­მო­ად­გენს სა­ი­დუმ­ლოს, რომ დი­კაპ­რი­ოს ყო­ველ­თვის ისეთ სცე­ნა­რებს სთა­ვა­ზო­ბენ, რო­მე­ლიც კო­ლო­სა­ლუ­რად მა­ღალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნია. 2011 წელს ჟურ­ნალ Forbes-ის ყო­ველ­წლი­ურ რე­ი­ტინ­გში, ლე­ო­ნარ­დო ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლა­ნა­ზღა­უ­რე­ბა­დი მსა­ხი­ო­ბე­ბის სიას ლი­დე­რობ­და, მა­შინ მისი მო­გე­ბა 77 მი­ლი­ონ დო­ლარს შე­ად­გენ­და. bornrich.com-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლე­ო­ნარ­დო 4 მდიდ­რულ სახ­ლსა და მა­მულს ფლობს. ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლია მა­ლი­ბუ­ში მდე­ბა­რე აგა­რა­კი, რო­მელ­საც ყო­ველ­თვი­უ­რად 150 000 დო­ლა­რად აქი­რა­ვებს. აგა­რა­კი დი­კაპ­რი­ომ 2002 წელს 6 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. მის ავ­ტო­მო­ბი­ლებს შო­რის გა­მორ­ჩე­უ­ლია Toyota Prius.

ცნო­ბი­ლია, რომ დი­კაპ­რი­ოს იახ­ტით სე­ირ­ნო­ბა უყ­ვარს და კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის დროს იახ­ტა­ზე გრან­დი­ო­ზულ წვე­უ­ლე­ბებს აწყობს; ფო­ტოგ­რა­ფებს იახ­ტა­ზე არა­ერ­თი ლა­მაზ­მა­ნი გა­მო­უ­ჭე­რი­ათ, მათ შო­რის სუ­პერ­მო­დე­ლი ნა­ო­მი კემ­პბე­ლიც. დი­კაპ­რიო ცნო­ბილ ბრენ­დებს ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას, უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი და ბევ­რჯერ გა­და­რი­ცხა თან­ხა სხვა­დას­ხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში

2. ბრედ­ლი კუ­პე­რი: 39 წლის ბრედ­ლი კუ­პერ­მა დე­დის თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ცოლი მო­იყ­ვა­ნოს და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი აჩუ­ქოს, მე­ო­რედ და­ქორ­წი­ნე­ბა დღემ­დე ვერ გა­და­წყვი­ტა. ის მხო­ლოდ ერთხელ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი და უიღ­ბლო ურ­თი­ერ­თო­ბამ მხო­ლოდ 1 წელს გას­ტა­ნა.

კუ­პე­რი ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სით ცხოვ­რობს და ამა­ყობს, რომ 29 წლის შემ­დეგ აღარ და­უ­ლე­ვია. მარ­ტო შარ­შან, სა­კუ­თარ ბი­უ­ჯეტს 46 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რი შე­მა­ტა. ჟურ­ნალ­მა People 2011 წელს ბრედ­ლი ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ მა­მა­კა­ცად და­ა­სა­ხე­ლა. ბრედ­ლი ვე­ნე­ცი­ა­ში მდიდ­რულ სახ­ლს ფლობს. ბა­ზარ­ზე სახ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 1 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რია. არა­ნაკ­ლებ თვა­ლის­მომჭრე­ლია ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მდე­ბა­რე აგა­რა­კი. სახ­ლი 4 მი­ლი­ონ დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა. ბრედ­ლი 5 ავ­ტო­მო­ბილს ფლობს და მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბის კო­ლექ­ცი­ა­საც აგ­რო­ვებს. დას­ვე­ნე­ბას მა­ლი­ბუ­ში ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას.

3. ჯო მან­გა­ნე­ლო: 37 წლის ჯო მან­გა­ნე­ლო ქა­ლებ­მა ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლურ მარ­ტო­ხე­ლა მა­მა­კა­ცად და­ა­სა­ხე­ლეს. მას პარტნი­ო­რი არ ჰყავს, სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფა­ლია და თა­ვის ერ­თა­დერთ ქალს ეძებს. მისი გა­რეგ­ნო­ბით თუ ვიმ­სჯე­ლებთ, სა­სურ­ვე­ლი პარტნი­ო­რის შერ­ჩე­ვი­სას ხან­გრძლი­ვი კას­ტინ­გია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მსა­ხი­ო­ბი, რო­მელ­საც მა­მის მხრი­დან იტა­ლი­უ­რი ფეს­ვე­ბი აქვს, ამ­ბობს, რომ ქა­ლებს სწო­რედ იმ ტემ­პე­რა­მენ­ტი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რო­ბის გამო მოს­წონთ, რაც იტა­ლი­ელ კა­ცებს ახა­სი­ა­თებთ.

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში მდე­ბა­რე მისი ბინა 1,806,000 დო­ლა­რა­დაა შე­ფა­სე­ბუ­ლი. ჯო 14-მდე ფილმში გა­და­ი­ღეს და არა­ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლის ეპი­ზოდ­ში გა­მოჩ­ნდა. ფილ­მე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი მო­გე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, ფუ­ფუ­ნე­ბა­ში იცხოვ­როს.

ჰოლივუდის 3 სასურველი სასიძო და მათი ქონება

ჰოლივუდის 3 სასურველი სასიძო და მათი ქონება

ეს ვარსკვლავები ქალებს მხოლოდ სამსახიობო ოსტატობით არ ხიბლავენ, მათ ყველაფერი აქვთ, რაც გოგონებს მამაკაცში მოსწონთ: გავლენა, პოპულარობა, ნიჭი, სექსუალურობა, მიმზიდველობა, ფული. ქალბატონებო, ეს მამაკაცები დღემდე უცოლოები არიან:

1. ლეონარდო დიკაპრიო: სასურველი სასიძოების რეიტინგში ლეონარდო დიკაპრიო ლიდერობს. მას ხიბლს ისიც მატებს, რომ დაქორწინებული არასდროს ყოფილა. ვარსკვლავი, რომელმაც გულშემატკივრებს არაერთი საინტერესო ფილმი და კინოროლი შესთავაზა, შესაშური გარეგნობითაც გამოირჩევა.

მართალია მისი ყოფილი საყვარლების სია მოდელებისგან და სუპერმოდელებისგან შედგება, მაგრამ ჯერჯერობით ცოლის მოყვანას არ აპირებს. ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პატიოსან გოგონას ეძებს და მხოლოდ ასეთ ქალს მოიყვანს ცოლად. აფასებს გოგონებს, რომელთაც კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. თუ მისი საყვარლების სიას გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ ამ კაცს მხოლოდ გარეგნული მონაცემებით ვერ მოხიბლავთ.

რაც შეეხება მის შემოსავალს - არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ დიკაპრიოს ყოველთვის ისეთ სცენარებს სთავაზობენ, რომელიც კოლოსალურად მაღალშემოსავლიანია. 2011 წელს ჟურნალ Forbes-ის ყოველწლიურ რეიტინგში, ლეონარდო ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობების სიას ლიდერობდა, მაშინ მისი მოგება 77 მილიონ დოლარს შეადგენდა. bornrich.com-ის ინფორმაციით, ლეონარდო 4 მდიდრულ სახლსა და მამულს ფლობს. ერთ-ერთი გამორჩეულია მალიბუში მდებარე აგარაკი, რომელსაც ყოველთვიურად 150 000 დოლარად აქირავებს. აგარაკი დიკაპრიომ 2002 წელს 6 მილიონ დოლარად შეიძინა. მის ავტომობილებს შორის გამორჩეულია Toyota Prius.

ცნობილია, რომ დიკაპრიოს იახტით სეირნობა უყვარს და კანის კინოფესტივალის დროს იახტაზე გრანდიოზულ წვეულებებს აწყობს; ფოტოგრაფებს იახტაზე არაერთი ლამაზმანი გამოუჭერიათ, მათ შორის სუპერმოდელი ნაომი კემპბელიც. დიკაპრიო ცნობილ ბრენდებს ანიჭებს უპირატესობას, უყვარს ცხოველები და ბევრჯერ გადარიცხა თანხა სხვადასხვა საქველმოქმედო ორგანიზაციაში

2. ბრედლი კუპერი: 39 წლის ბრედლი კუპერმა დედის თხოვნის მიუხედავად, რომ ცოლი მოიყვანოს და შვილიშვილები აჩუქოს, მეორედ დაქორწინება დღემდე ვერ გადაწყვიტა. ის მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული და უიღბლო ურთიერთობამ მხოლოდ 1 წელს გასტანა.

კუპერი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს და ამაყობს, რომ 29 წლის შემდეგ აღარ დაულევია. მარტო შარშან, საკუთარ ბიუჯეტს 46 მილიონი დოლარი შემატა. ჟურნალმა People 2011 წელს ბრედლი ყველაზე სექსუალურ მამაკაცად დაასახელა. ბრედლი ვენეციაში მდიდრულ სახლს ფლობს. ბაზარზე სახლის ღირებულება 1 მილიონი დოლარია. არანაკლებ თვალისმომჭრელია ლოს-ანჯელესში მდებარე აგარაკი. სახლი 4 მილიონ დოლარად შეიძინა. ბრედლი 5 ავტომობილს ფლობს და მოტოციკლეტების კოლექციასაც აგროვებს. დასვენებას მალიბუში ანიჭებს უპირატესობას.

3. ჯო მანგანელო: 37 წლის ჯო მანგანელო ქალებმა ყველაზე სექსუალურ მარტოხელა მამაკაცად დაასახელეს. მას პარტნიორი არ ჰყავს, სრულიად თავისუფალია და თავის ერთადერთ ქალს ეძებს. მისი გარეგნობით თუ ვიმსჯელებთ, სასურველი პარტნიორის შერჩევისას ხანგრძლივი კასტინგია მოსალოდნელი. მსახიობი, რომელსაც მამის მხრიდან იტალიური ფესვები აქვს, ამბობს, რომ ქალებს სწორედ იმ ტემპერამენტისა და სექსუალურობის გამო მოსწონთ, რაც იტალიელ კაცებს ახასიათებთ.

ლოს-ანჯელესში მდებარე მისი ბინა 1,806,000 დოლარადაა შეფასებული. ჯო 14-მდე ფილმში გადაიღეს და არაერთი პოპულარული ტელესერიალის ეპიზოდში გამოჩნდა. ფილმებიდან მიღებული მოგება საშუალებას აძლევს, ფუფუნებაში იცხოვროს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება