მსოფლიო
სამართალი

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საფლავში მაინც დაასვენეთ ის კაცი" - ცოტნე გამსახურდიას მწვავე პასუხი მათ, ვინც სააკაშვილსა და ზვიად გამსახურდიას შორის განსხვავებას ვერ ხვდება
"საფლავში მაინც დაასვენეთ ის კაცი" - ცოტნე გამსახურდიას მწვავე პასუხი მათ, ვინც სააკაშვილსა და ზვიად გამსახურდიას შორის განსხვავებას ვერ ხვდება

სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის ვაჟი, ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ წა­ყე­ნე­ბულ ბრალ­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და მის იმ მხარ­დამ­ჭე­რებს პა­სუ­ხობს, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სა და სა­ა­კაშ­ვი­ლის დევ­ნას შო­რის პა­რა­ლე­ლებს ავ­ლე­ბენ.

"ეს უკვე სა­სა­ცი­ლოც აღარ არის...

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სათ­ვის და­უს­წრებ­ლად ბრა­ლის წა­ყე­ნე­ბის შემ­დეგ მე­დი­ა­სივ­რცე­ში აქა-იქ ვხვდე­ბი მისი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის გან­ცხა­დე­ბებს - თქვენ უკვე დევ­ნეთ და მო­კა­ლი­თო ერთი პრე­ზი­დენ­ტი... რა თქმა უნდა, აქ ალუ­ზია კეთ­დე­ბა ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას, თა­ნამ­დე­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს პირ­ვე­ლი მე­თა­უ­რის და ფაქ­ტი­უ­რი ფუ­ძემ­დებ­ლის ტრა­გი­კულ ბედ­ზე. მათ, ვინც ჯე­რაც ვერ, ან არ ხვდე­ბა გან­სხვა­ვე­ბას ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შო­რის, მინ­და მივ­მარ­თო და იმ ეპო­ქის რა­მო­დე­ნი­მე პრინ­ცი­პუ­ლი მო­მენ­ტი გა­ვახ­სე­ნო:

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას არ გა­უს­ხვი­სე­ბია და არ და­უ­კა­ნო­ნე­ბია აგ­რე­სო­რი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია. პი­რი­ქით, მან 1991 წელს დაბა ყაზ­ბეგ­ში მი­აღ­წია რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­უ­რის, ელ­ცი­ნის მიერ ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფელ ნა­წი­ლად აღი­ა­რე­ბას; სე­რი­ო­ზუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი მცდე­ლო­ბის და დათ­მო­ბის ფა­სად შე­ა­ჩე­რა და გა­ა­ნე­ლა სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ტენ­დენ­ცი­ე­ბი აფხა­ზეთ­ში - ვლა­დის­ლავ არ­ძინ­ბას იმ­ჟა­მინ­დელ თბი­ლის­თან ალ­ბათ ყვე­ლა რე­გი­ო­ნის მე­თა­ურ­ზე თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და უაღ­რე­სად შე­ზღუ­დუ­ლი სა­გა­რე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი, ფი­ნან­სურ-ეკო­ნო­მი­უ­რი, სო­ცი­ა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის ფონ­ზე, რო­დე­საც ფაქ­ტობ­რი­ვად ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ეკო­ნო­მი­კა, ძა­ლო­ვა­ნი ბლო­კი, აქ­ტი­უ­რი იყო მე­ხუ­თე კო­ლო­ნა, დესტრუქ­ცი­უ­ლი ძა­ლე­ბი...

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას არ შე­უქ­მნია მა­ფი­ო­ზურ-კლა­ნუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, შეზ­რდი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, არ და­უ­ნერ­გავს ნო­მენკლა­ტუ­რუ­ლი კა­პი­ტა­ლიზ­მი და არ მო­უხ­ვე­ჭია პი­რა­დი ქო­ნე­ბა არც თა­ვად და არც მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბი­სათ­ვის მი­უ­ცია ამის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ქვეყ­ნის დოვ­ლა­თის ხარ­ჯზე (რაც, ალ­ბათ მისი და­მარ­ცხე­ბის ერ­თერ­თი მი­ზე­ზიც გახ­და: სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თვე­ლე­ბი სა­კუ­თა­რი მერ­კან­ტი­ლუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის ერ­თგუ­ლი უფრო იყ­ვნენ, ვიდ­რე სა­ხელ­წი­ფო­ებ­რი­ვი იდე­ა­ლე­ბი­სა). არ აუ­შე­ნე­ბია მი­ლი­არ­დი­ა­ნი რე­ზი­დენ­ცია და სა­სახ­ლე­ე­ბი ქვე­ყა­ნა­ში გა­მე­ფე­ბუ­ლი სი­ღა­რი­ბის ფონ­ზე და, ასე გა­სინ­ჯეთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევრთათ­ვის პრე­მი­ე­ბიც კი არ და­უ­რი­გე­ბია - ჭეშ­მა­რი­ტად სა­ო­ცა­რი მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში!

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ამ არ გა­ავ­სო ქარ­თუ­ლი ცი­ხე­ე­ბი უდა­ნა­შა­უ­ლოდ დას­ჯი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბით და არ და­ნერ­გა მო­ქა­ლა­ქე­თა მძევ­ლად აყ­ვა­ნის პრაქ­ტი­კა, როცა მთე­ლი რეპ­რე­სი­უ­ლი სის­ტე­მა სა­სა­მარ­თლოს­თან ერ­თად ოჯა­ხე­ბი­ა­ნად ანად­გუ­რებ­და ადა­მი­ა­ნებ­სა და მათ ჯან­მრთე­ლო­ბას.

და­სას­რულ, აქვე გა­გახ­სე­ნებთ, რომ ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას "თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა" სა­ა­კაშ­ვილ­მა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი უბო­ძა 90-ია­ნე­ბის არა­ერთ ჯა­ლათს და ოდი­ო­ზურ ფი­გუ­რას: რად ღირს თუნ­დაც გიგა ბო­კე­რი­ას, ძმე­ბი რუ­რუ­ე­ბის და გი­ორ­გი ბა­რა­მი­ძის გახ­სე­ნე­ბა. მან ფორ­მა­ლუ­რად, ჯერ კი­დევ 2004 წელს და­ი­წყო პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მკვლე­ლო­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც არა­ვი­თა­რი ხელ­შე­სა­ხე­ბი შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე და მცი­რე ხნის უკან, ე. შე­ვარ­დნა­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე გა­ნა­ცხა­და: მე შეგ­ნე­ბუ­ლად ავა­რი­დეო შე­ვარ­დნა­ძეს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბი­სათ­ვის. (იგუ­ლის­ხმე მშვი­დო­ბი­ან მი­ტინ­გებ­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­ვრე­ტა, სა­მეგ­რე­ლოს არა­ერ­თხელ დარ­ბე­ვა, ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას მკვლე­ლო­ბა, არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის გა­ძარ­ცვა, წა­მე­ბა, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა, უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა, ფი­ზი­კუ­რად გა­ნად­გუ­რე­ბა)

ასე რომ, დიდი თხოვ­ნა და მო­თხოვ­ნაა: საფ­ლავ­ში მა­ინც და­ას­ვე­ნეთ ის კაცი და ახლა მა­ინც შე­ეშ­ვით მისი სა­ხე­ლით სპე­კუ­ლა­ცი­ას!", - წერს გამ­სა­ხურ­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და­უს­წრებ­ლად ბრა­ლი უკვე წა­უ­ყე­ნეს. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ეხე­ბა 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს მო­მი­ტინ­გე­თა მა­სობ­რი­ვად დარ­ბე­ვას, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შეჭ­რას და არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. ყო­ფილ პრე­ზი­დენტს 5-დან 8 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"საფლავში მაინც დაასვენეთ ის კაცი" - ცოტნე გამსახურდიას მწვავე პასუხი მათ, ვინც სააკაშვილსა და ზვიად გამსახურდიას შორის განსხვავებას ვერ ხვდება

"საფლავში მაინც დაასვენეთ ის კაცი" - ცოტნე გამსახურდიას მწვავე პასუხი მათ, ვინც სააკაშვილსა და ზვიად გამსახურდიას შორის განსხვავებას ვერ ხვდება

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას ეხმაურება და მის იმ მხარდამჭერებს პასუხობს, რომლებიც პირველი პრეზიდენტისა და სააკაშვილის დევნას შორის პარალელებს ავლებენ.

"ეს უკვე სასაცილოც აღარ არის...

მიხეილ სააკაშვილისათვის დაუსწრებლად ბრალის წაყენების შემდეგ მედიასივრცეში აქა-იქ ვხვდები მისი მხარდამჭერების განცხადებებს - თქვენ უკვე დევნეთ და მოკალითო ერთი პრეზიდენტი... რა თქმა უნდა, აქ ალუზია კეთდება ზვიად გამსახურდიას, თანამდეროვე ქართული სახელმწიფოს პირველი მეთაურის და ფაქტიური ფუძემდებლის ტრაგიკულ ბედზე. მათ, ვინც ჯერაც ვერ, ან არ ხვდება განსხვავებას ზვიად გამსახურდიას და მიხეილ სააკაშვილს შორის, მინდა მივმართო და იმ ეპოქის რამოდენიმე პრინციპული მომენტი გავახსენო:

ზვიად გამსახურდიას არ გაუსხვისებია და არ დაუკანონებია აგრესორისათვის საქართველოს ტერიტორია. პირიქით, მან 1991 წელს დაბა ყაზბეგში მიაღწია რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის, ელცინის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარებას; სერიოზული დიპლომატიური მცდელობის და დათმობის ფასად შეაჩერა და გაანელა სეპარატისტული ტენდენციები აფხაზეთში - ვლადისლავ არძინბას იმჟამინდელ თბილისთან ალბათ ყველა რეგიონის მეთაურზე თბილი ურთიერთობა ჰქონდა. ეს ყველაფერი ხორციელდებოდა უაღრესად შეზღუდული საგარეოპოლიტიკური, ფინანსურ-ეკონომიური, სოციალური რესურსების ფონზე, როდესაც ფაქტობრივად ქვეყანაში არ არსებობდა დამოუკიდებელი ეკონომიკა, ძალოვანი ბლოკი, აქტიური იყო მეხუთე კოლონა, დესტრუქციული ძალები...

ზვიად გამსახურდიას არ შეუქმნია მაფიოზურ-კლანური მმართველობა, შეზრდილი ხელისუფლებასთან, არ დაუნერგავს ნომენკლატურული კაპიტალიზმი და არ მოუხვეჭია პირადი ქონება არც თავად და არც მისი ხელისუფლების წევრებისათვის მიუცია ამის გაკეთების საშუალება ქვეყნის დოვლათის ხარჯზე (რაც, ალბათ მისი დამარცხების ერთერთი მიზეზიც გახდა: სამწუხაროდ, ქართველები საკუთარი მერკანტილური ინტერესების ერთგული უფრო იყვნენ, ვიდრე სახელწიფოებრივი იდეალებისა). არ აუშენებია მილიარდიანი რეზიდენცია და სასახლეები ქვეყანაში გამეფებული სიღარიბის ფონზე და, ასე გასინჯეთ, ხელისუფლების წევრთათვის პრემიებიც კი არ დაურიგებია - ჭეშმარიტად საოცარი მოვლენა საქართველოში!

ზვიად გამსახურდიამ არ გაავსო ქართული ციხეები უდანაშაულოდ დასჯილი ადამიანებით და არ დანერგა მოქალაქეთა მძევლად აყვანის პრაქტიკა, როცა მთელი რეპრესიული სისტემა სასამართლოსთან ერთად ოჯახებიანად ანადგურებდა ადამიანებსა და მათ ჯანმრთელობას.

დასასრულ, აქვე გაგახსენებთ, რომ ზვიად გამსახურდიას "თაყვანისმცემელმა" სააკაშვილმა მაღალი თანამდებობები უბოძა 90-იანების არაერთ ჯალათს და ოდიოზურ ფიგურას: რად ღირს თუნდაც გიგა ბოკერიას, ძმები რურუების და გიორგი ბარამიძის გახსენება. მან ფორმალურად, ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის გამოძიება, რომელსაც არავითარი ხელშესახები შედეგი არ მოჰყოლია ამ წლების მანძილზე და მცირე ხნის უკან, ე. შევარდნაძის გარდაცვალების ფაქტზე განაცხადა: მე შეგნებულად ავარიდეო შევარდნაძეს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებისათვის. (იგულისხმე მშვიდობიან მიტინგებზე ადამიანების დახვრეტა, სამეგრელოს არაერთხელ დარბევა, ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, არაერთი ადამიანის გაძარცვა, წამება, გაუპატიურება, უკანონო პატიმრობა, ფიზიკურად განადგურება)

ასე რომ, დიდი თხოვნა და მოთხოვნაა: საფლავში მაინც დაასვენეთ ის კაცი და ახლა მაინც შეეშვით მისი სახელით სპეკულაციას!", - წერს გამსახურდია.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დაუსწრებლად ბრალი უკვე წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. ყოფილ პრეზიდენტს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს