პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსხვერპლი ძალიან დიდი იქნებოდა, 40-მდე ავზი იყო საწვავით სავსე" - გლდანის მოსახლეობა უდიდეს ტრაგედიას გადაურჩა
"მსხვერპლი ძალიან დიდი იქნებოდა, 40-მდე ავზი იყო საწვავით სავსე" - გლდანის მოსახლეობა უდიდეს ტრაგედიას გადაურჩა

თბი­ლის­ში, წყალ­სა­დე­ნის ქუ­ჩა­ზე "გალ­ფის" ნავ­თო­ბ­ბა­ზა­ზე ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბუ­ლია. რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს მე­რი­ის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა თე­მურ გი­ორ­გა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ცე­ცხლი რე­ზერ­ვუ­ა­რებ­თან მი­ახ­ლო­ე­ბუ­ლი იყო. მი­სი­ვე თქმით, მე­ხან­ძრე-მაშ­ვე­ლებ­მა თა­ვი­ან­თი სი­ცო­ცხლის ფა­სად შეძ­ლეს ხან­ძრის ლო­კა­ლი­ზე­ბა, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, დიდი ალ­ბა­თო­ბით, მსხვერ­პლი ძა­ლი­ან დიდი იქ­ნე­ბო­და.

თე­მურ გი­ორ­გა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცე­ცხლი ავ­ტო­ფა­რეხ­სა და გა­სა­მართ სად­გურს ეკი­და. მი­სი­ვე თქმით, ნავ­თო­ბ­ბა­ზის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 12-მდე მან­ქა­ნა და­იწ­ვა.

"ძა­ლი­ან დიდ საფრ­თხეს გა­და­ვურ­ჩით. მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 40-მდე ავზი იყო საწ­ვა­ვით სავ­სე, ისი­ნი რომ აფეთ­ქე­ბუ­ლი­ყო გლ­და­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა ძა­ლი­ან და­ზა­რალ­დე­ბო­და, ხან­ძრის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია ერთი ადა­მი­ა­ნი, ისიც საკ­მა­ოდ მსუ­ბუ­ქად", – გა­ნა­ცხა­და თე­მურ გი­ორ­გა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მიმ­დე­ბა­რე ობი­ექ­ტებს, გი­ორ­გა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ზი­ა­ნე­ბა არ ყო­ფი­ლა და იქვე მდე­ბა­რე პრო­ფი­ლაქ­ტი­კა­ში 3-4 მან­ქა­ნა და­ზა­რალ­და.

ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამ დრომ­დე მუ­შა­ო­ბენ სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­დე­ბი. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბა რკი­ნიგ­ზის სა­ხან­ძრო სამ­სა­ხუ­რის მა­ტა­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც 100 ტონა წყლით არის დატ­ვირ­თუ­ლი და სა­ხან­ძრო მან­ქა­ნებს ამა­რა­გებს. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან კომ­პა­ნია "გალ­ფის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც.

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | რამ გა­მო­იწ­ვია უდი­დე­სი ხან­ძა­რი და აფეთ­ქე­ბა - "გალ­ფი" პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თებს

ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო სტა­ტია ამ თე­მა­ზე:

"მსხვერპლი ძალიან დიდი იქნებოდა, 40-მდე ავზი იყო საწვავით სავსე" - გლდანის მოსახლეობა უდიდეს ტრაგედიას გადაურჩა

"მსხვერპლი ძალიან დიდი იქნებოდა, 40-მდე ავზი იყო საწვავით სავსე" - გლდანის მოსახლეობა უდიდეს ტრაგედიას გადაურჩა

თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე "გალფის" ნავთობბაზაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს მერიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ცეცხლი რეზერვუარებთან მიახლოებული იყო. მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად შეძლეს ხანძრის ლოკალიზება, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მსხვერპლი ძალიან დიდი იქნებოდა.

თემურ გიორგაძის ინფორმაციით, ცეცხლი ავტოფარეხსა და გასამართ სადგურს ეკიდა. მისივე თქმით, ნავთობბაზის ტერიტორიაზე 12-მდე მანქანა დაიწვა.

"ძალიან დიდ საფრთხეს გადავურჩით. მიმდებარე ტერიტორიაზე 40-მდე ავზი იყო საწვავით სავსე, ისინი რომ აფეთქებულიყო გლდანის მოსახლეობა ძალიან დაზარალდებოდა, ხანძრის შედეგად დაზარალებულია ერთი ადამიანი, ისიც საკმაოდ მსუბუქად", – განაცხადა თემურ გიორგაძემ.

რაც შეეხება მიმდებარე ობიექტებს, გიორგაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი დაზიანება არ ყოფილა და იქვე მდებარე პროფილაქტიკაში 3-4 მანქანა დაზარალდა.

ტერიტორიაზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ადგილზე იმყოფება რკინიგზის სახანძრო სამსახურის მატარებელი, რომელიც 100 ტონა წყლით არის დატვირთული და სახანძრო მანქანებს ამარაგებს. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან კომპანია "გალფის" წარმომადგენლებიც.

ასევე დაგაინტერესებთ | რამ გამოიწვია უდიდესი ხანძარი და აფეთქება - "გალფი" პირველ კომენტარს აკეთებს

ყველა საინტერესო სტატია ამ თემაზე:

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია