სასწრაფო დახმარების სამსახურში ადასტურებენ ინფორმაციას, რომ თბილისში, წყალსადენის ქუჩაზე, "გალფის" ტერმინალზე მომხდარი ხანძრის შედეგად სერიოზულად არავინ დაშავებულა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იყო ერთი ძალიან მსუბუქი შემთხვევა, თუმცა იმ პირს ადგილზე გაეწია დახმარება და მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გახდა.
როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში აცხადებენ, მიუხედავად ამისა, ადგილზე სასწრაფოს ბრიგადები ამ დრომდე მობილიზებული არიან.