პოლიტიკა
სამართალი
სპორტი

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუცა ბუზალაძე სიმღერას, რომელმაც გამარჯვება მოუტანა, 3 წელი ინახავდა - რა იწინასწარმეტყველა მომღერლის დეიდამ
ნუცა ბუზალაძე სიმღერას, რომელმაც გამარჯვება მოუტანა, 3 წელი ინახავდა - რა იწინასწარმეტყველა მომღერლის დეიდამ

კომ­პო­ზი­ტო­რი მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვი­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძის იმ სიმ­ღე­რის ავ­ტო­რი გახ­ლავთ, რო­მელ­მაც "ახა­ლი ტალ­ღა 2014"-ის კონ­კურ­სზე ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­წო­ნე­ბა და მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ამ კომ­პო­ზი­ცი­ამ პრაქ­ტი­კუ­ლად ჩვე­ნი კონ­კურ­სან­ტის ბე­დიც გა­და­წყვი­ტა, - ნუ­ცამ პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და წელს "ახა­ლი ტალ­ღის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. ასე რომ, "In my dream" გა­მარ­ჯვე­ბის სიმ­ღე­რად შე­იძ­ლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ! სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­დის და რო­გორ და­ი­წე­რა ის.

Ambebi.ge მაია კა­ჭ­კა­ჭიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- ეს სიმ­ღე­რა რომ ჩა­ი­წე­რა, თუ არ ვცდე­ბი, ნუცა 14-15 წლის იყო... ჩემ­თან მო­ვიდ­ნენ ნუცა, დე­და­მი­სი და დე­ი­და­მი­სი, მთხო­ვეს, მათი გო­გო­ნას­თვის სიმ­ღე­რა და­მე­წე­რა. ბავ­შვმა რომ იმ­ღე­რა, მივ­ხვდი, მის­თვის რო­გო­რი ნა­მუ­შე­ვა­რი უნდა შე­მექ­მნა. სა­ერ­თოდ, ასეა ხოლ­მე, რო­მე­ლი მომ­ღე­რა­ლიც (თა­ვი­სი მო­ნა­ცე­მე­ბით) რო­გორ სიმ­ღე­რას იმ­სა­ხუ­რებს, ისე­თი გა­მომ­დის. ეს ჩემ­ზე არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ნუ­ცას­თვის ასე­თი კომ­პო­ზი­ცია და­ვი­ნა­ხე და და­ვუ­წე­რე. მისი დე­ი­და ჩემი მე­გო­ბა­რია, ხში­რი კონ­ტაქ­ტი მაქვს, გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი და დახ­ვე­წი­ლი ადა­მი­ა­ნია. ეს სიმ­ღე­რა რომ მო­ის­მი­ნა, მოს­წო­ნე­ბია და უთ­ქვამს, დად­გე­ბა დრო, თა­ვის სი­ტყვას იტყვი­სო, - მისი ამ ნათ­ქვა­მის შე­სა­ხებ მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­ვი­ტყვე...

- ანუ სიმ­ღე­რის­თვის წლე­ბის წინ გა­მარ­ჯვე­ბა უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბი­ათ...

- კი და ეს მე არ ვი­ცო­დი...

- და­უ­წე­რე სიმ­ღე­რა, მაგ­რამ ის მგო­ნი, არ­სად, არას­დროს გაჟ­ღე­რე­ბუ­ლა.

- ამ სიმ­ღე­რას ნუცა არ­სად ას­რუ­ლებ­და, არც რა­დი­ო­ში მი­უ­ტა­ნია, ასე დადო და რო­გორც ჩანს, სჯე­რო­და, რომ ისეთ დროს უნდა გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო, როცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბო­და...

დღეს უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, რომ ჩემი ეს ნა­მუ­შე­ვა­რი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ე­წო­ნა. ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ ხალ­ხის რა­ო­დე­ნო­ბას, ვინც მო­მი­ლო­ცა და კვლა­ვაც მი­ლო­ცავს, იმ­დე­ნია. პირ­ვე­ლად არის, რომ კონ­კურ­სზე სიმ­ღე­რა ყვე­ლამ 11 ქუ­ლით შე­ა­ფა­სა. მოკ­ლედ, ვერ აღვწერ იმ ემო­ცი­ას, რაც მე და­მე­მარ­თა, - ეს ამ­ბა­ვი რომ გა­ვი­გე, ბა­თუმ­ში, ჯა­ზ­ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვი. ჩემი ყვი­რი­ლი მგო­ნი, მთელ ბა­თუმს ეს­მო­და... "ფე­ის­ბუქ­ზე" ადა­მი­ა­ნე­ბის­გან იმ­დე­ნად და­დე­ბი­თი ენერ­გია მო­დის, რომ ვე­ღარ ვუძ­ლებ... მო­მი­ლო­ცა ლელა წურ­წუ­მი­ა­მაც, იურ­მა­ლი­დან ესე­მე­სი გა­მო­მიგ­ზავ­ნა: უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ და გი­ლო­ცა­ვო. მეც მი­ვუ­ლო­ცე, და­დე­ბი­თი ენერ­გი­ე­ბი გავცვა­ლეთ...

ეს სიმ­ღე­რა თავ­სი დრო­ზე "სა­ნოს­ტუ­დი­ა­ში" გა­კეთ­და, არან­ჟი­რე­ბა პე­კემ გა­ა­კე­თა... ტექ­სტის ავ­ტო­რი ბიბი კვა­ჭა­ძეა. დიდი მად­ლო­ბა მას ამის­თვის...

- როცა წერ­დი, თუ იფიქ­რებ­დი, რომ ასე­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და?

- არა, მე ამ შემ­თხვე­ვა­ში "დე­დის" პო­ზი­ცი­ი­დან ვლა­პა­რა­კობ: სხვა "დე­დე­ბის­გან" გან­სხვა­ვე­ბით, ჩემი სიმ­ღე­რე­ბის, ანუ "შვი­ლე­ბის" მი­მართ კრი­ტი­კუ­ლი ვარ. ვე­რას­დროს ვა­კე­თებ ფსონს იმა­ზე, რომ ჩემი ნა­მუ­შე­ვა­რი სა­უ­ცხო­ოა. მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა ხოლ­მე. მერე ვფიქ­რდე­ბი იმა­ზე, ნე­ტავ, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ყა­ვი მა­შინ, რო­დე­საც ვწერ­დი?

ეს სევ­დი­ა­ნი სიმ­ღე­რაა. ჩემი ნამ­ღე­რი ბევ­რად სევ­დი­ა­ნი იქ­ნე­ბა, ნუცა ხა­ლა­სი ბავ­შვია და გა­ა­ხა­ლი­სა. ჩემს შეს­რუ­ლე­ბულ­ზე ყვე­ლას უტი­რია. მოკ­ლედ, გა­აჩ­ნია ადა­მი­ანს, ამ ბავ­შვმა მას ბედ­ნი­ე­რე­ბა შეჰ­მა­ტა.

- მაია, ნუ­ცას მიერ შე­სა­რუ­ლე­ბულ ორ და­ნარ­ჩენ სიმ­ღერაზე რას იტყვი?

- პირ­ვე­ლი ჯესი ჯეის რე­პერ­ტუ­ა­რი­დან იყო, რო­მე­ლიც უნი­კა­ლუ­რად შე­ას­რუ­ლა. არ ვა­ჭარ­ბებ, მგო­ნი, ჯე­სი­ზე უკე­თაც...

"ყვა­ვი­ლე­ბის ქვე­ყა­ნა­ზე" კი რა გი­თხრათ? არ ვარ კმა­ყო­ფი­ლი. მან უკან დაგ­ვწია, მაგ­რამ მერე ჩემ­მა სიმ­ღე­რამ ამოგვქა­ჩა. დიდი პა­ტივს ვცემ ყვე­ლა მუ­სი­კოსს, ვინც მის ახალ ვერ­სი­ა­ზე იმუ­შა­ვა, მაგ­რამ ეს არ იყო ის, რაც უნდა ყო­ფი­ლი­ყო. აი, ახლა სა­ნოც მე­უბ­ნე­ბა, ცუდი არ­ჩე­ვა­ნი იყოო და მეც ვე­თან­ხმე­ბი. მაგ­რამ იურ­მა­ლის სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტე­ტის დაკ­ვე­თა იყო, თუმ­ცა უკეთ და სხვა­ნა­ი­რად უნდა გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად ambebi.ge-სთვის

იხი­ლეთ სიმ­ღე­რა

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shoubiznesi/48327-nuca-buzaladzis-dajildoeba-iurmalashi-50-000-evro-da-samadlobeli-inglisur-enaze.html

ნუცა ბუზალაძე სიმღერას, რომელმაც გამარჯვება მოუტანა, 3 წელი ინახავდა - რა იწინასწარმეტყველა მომღერლის დეიდამ

ნუცა ბუზალაძე სიმღერას, რომელმაც გამარჯვება მოუტანა, 3 წელი ინახავდა - რა იწინასწარმეტყველა მომღერლის დეიდამ

კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი ნუცა ბუზალაძის იმ სიმღერის ავტორი გახლავთ, რომელმაც "ახალი ტალღა 2014"-ის კონკურსზე ფართო საზოგადოების მოწონება და მაღალი შეფასება დაიმსახურა. ამ კომპოზიციამ პრაქტიკულად ჩვენი კონკურსანტის ბედიც გადაწყვიტა, - ნუცამ პირველი ადგილი დაიკავა და წელს "ახალი ტალღის" გამარჯვებული გახდა. ასე რომ, "In my dream" გამარჯვების სიმღერად შეიძლება მივიჩნიოთ! საინტერესოა, როდის და როგორ დაიწერა ის.

Ambebi.ge მაია კაჭკაჭიშვილს დაუკავშირდა.

- ეს სიმღერა რომ ჩაიწერა, თუ არ ვცდები, ნუცა 14-15 წლის იყო... ჩემთან მოვიდნენ ნუცა, დედამისი და დეიდამისი, მთხოვეს, მათი გოგონასთვის სიმღერა დამეწერა. ბავშვმა რომ იმღერა, მივხვდი, მისთვის როგორი ნამუშევარი უნდა შემექმნა. საერთოდ, ასეა ხოლმე, რომელი მომღერალიც (თავისი მონაცემებით) როგორ სიმღერას იმსახურებს, ისეთი გამომდის. ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ნუცასთვის ასეთი კომპოზიცია დავინახე და დავუწერე. მისი დეიდა ჩემი მეგობარია, ხშირი კონტაქტი მაქვს, გემოვნებიანი და დახვეწილი ადამიანია. ეს სიმღერა რომ მოისმინა, მოსწონებია და უთქვამს, დადგება დრო, თავის სიტყვას იტყვისო, - მისი ამ ნათქვამის შესახებ მოგვიანებით შევიტყვე...

- ანუ სიმღერისთვის წლების წინ გამარჯვება უწინასწარმეტყველებიათ...

- კი და ეს მე არ ვიცოდი...

- დაუწერე სიმღერა, მაგრამ ის მგონი, არსად, არასდროს გაჟღერებულა.

- ამ სიმღერას ნუცა არსად ასრულებდა, არც რადიოში მიუტანია, ასე დადო და როგორც ჩანს, სჯეროდა, რომ ისეთ დროს უნდა გაჟღერებულიყო, როცა ამის საჭიროება იქნებოდა...

დღეს უბედნიერესი ვარ, რომ ჩემი ეს ნამუშევარი ფართო საზოგადოებას მოეწონა. ვერ დავასახელებ ხალხის რაოდენობას, ვინც მომილოცა და კვლავაც მილოცავს, იმდენია. პირველად არის, რომ კონკურსზე სიმღერა ყველამ 11 ქულით შეაფასა. მოკლედ, ვერ აღვწერ იმ ემოციას, რაც მე დამემართა, - ეს ამბავი რომ გავიგე, ბათუმში, ჯაზფესტივალზე ვიყავი. ჩემი ყვირილი მგონი, მთელ ბათუმს ესმოდა... "ფეისბუქზე" ადამიანებისგან იმდენად დადებითი ენერგია მოდის, რომ ვეღარ ვუძლებ... მომილოცა ლელა წურწუმიამაც, იურმალიდან ესემესი გამომიგზავნა: უბედნიერესი ვარ და გილოცავო. მეც მივულოცე, დადებითი ენერგიები გავცვალეთ...

ეს სიმღერა თავსი დროზე "სანოსტუდიაში" გაკეთდა, არანჟირება პეკემ გააკეთა... ტექსტის ავტორი ბიბი კვაჭაძეა. დიდი მადლობა მას ამისთვის...

- როცა წერდი, თუ იფიქრებდი, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა?

- არა, მე ამ შემთხვევაში ''დედის'' პოზიციიდან ვლაპარაკობ: სხვა "დედებისგან" განსხვავებით, ჩემი სიმღერების, ანუ ''შვილების'' მიმართ კრიტიკული ვარ. ვერასდროს ვაკეთებ ფსონს იმაზე, რომ ჩემი ნამუშევარი საუცხოოა. მაგრამ წარმატებული აღმოჩნდება ხოლმე. მერე ვფიქრდები იმაზე, ნეტავ, რა მდგომარეობაში ვიყავი მაშინ, როდესაც ვწერდი?

ეს სევდიანი სიმღერაა. ჩემი ნამღერი ბევრად სევდიანი იქნება, ნუცა ხალასი ბავშვია და გაახალისა. ჩემს შესრულებულზე ყველას უტირია. მოკლედ, გააჩნია ადამიანს, ამ ბავშვმა მას ბედნიერება შეჰმატა.

- მაია, ნუცას მიერ შესარულებულ ორ დანარჩენ სიმღერაზე რას იტყვი?

- პირველი ჯესი ჯეის რეპერტუარიდან იყო, რომელიც უნიკალურად შეასრულა. არ ვაჭარბებ, მგონი, ჯესიზე უკეთაც...

"ყვავილების ქვეყანაზე" კი რა გითხრათ? არ ვარ კმაყოფილი. მან უკან დაგვწია, მაგრამ მერე ჩემმა სიმღერამ ამოგვქაჩა. დიდი პატივს ვცემ ყველა მუსიკოსს, ვინც მის ახალ ვერსიაზე იმუშავა, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო. აი, ახლა სანოც მეუბნება, ცუდი არჩევანი იყოო და მეც ვეთანხმები. მაგრამ იურმალის საორგანიზაციო კომიტეტის დაკვეთა იყო, თუმცა უკეთ და სხვანაირად უნდა გაკეთებულიყო.

ლალი ფაცია

სპეციალურად ambebi.ge-სთვის

იხილეთ სიმღერა

http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/shoubiznesi/48327-nuca-buzaladzis-dajildoeba-iurmalashi-50-000-evro-da-samadlobeli-inglisur-enaze.html

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება