პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი კაცები, რომელთა ცხოვრება საყვარელმა ქალებმა "გაქაჩეს"
ქართველი კაცები, რომელთა ცხოვრება საყვარელმა ქალებმა "გაქაჩეს"

გო­გო­ნე­ბი ხში­რად თხოვ­დე­ბი­ან წარ­მა­ტე­ბულ და შეძ­ლე­ბულ ბი­ჭებ­ზე, რის გა­მოც მათ მკაც­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ, მაგ­რამ ამ მხრივ არც ბი­ჭე­ბი არი­ან გა­მო­ნაკ­ლი­სი... უც­ნა­უ­რი ამა­ში არა­ფე­რია, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და მდი­და­რი ადა­მი­ა­ნი ხში­რად ანე­ბივ­რებს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბით და კა­რი­ე­რის აწყო­ბა­შიც ეხ­მა­რე­ბა. Ambebi.ge იმ ქარ­თველ მა­მა­კა­ცებს წარ­მო­გიდ­გენთ, ვისი ცხოვ­რე­ბაც საყ­ვა­რელ­მა ქალ­მა რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვა­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის უმ­ტე­სო­ბა უკვე დან­გრე­უ­ლია.

გუ­რამ ბაბ­ლიშ­ვი­ლი

გუ­რამ ბაბ­ლიშ­ვი­ლი რუ­სულ შოუ-ბიზ­ნეს­ში უკვე კარ­გად არის ცნო­ბი­ლი. ეს კი მისი მე­უღ­ლის, ტე­ლე­წამ­ყვან ან­ფი­სა ჩე­ხო­ვას დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სა­ნამ მსა­ხი­ო­ბი სკან­და­ლურ ვარ­სკვლავ­ზე იქორ­წი­ნებ­და, მის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­შიც არა­ფე­რი ვი­ცო­დით. გუ­რამ­მა და ან­ფი­სამ ერ­თმა­ნე­თი ფილ­მის გა­და­ღე­ბის დროს გა­იც­ნეს. რო­გორც ბაბ­ლიშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს, ერთხელ ან­ფი­სას სახ­ლში გა­უ­ა­რა, ძა­ლი­ან მში­ე­რი იყო, ტე­ლე­წამ­ყვან­მა კი მას წვნი­ა­ნი მო­უმ­ზა­და, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და იმ დღი­დან გრძნო­ბე­ბი გა­უჩ­ნდა ან­ფი­სას მი­მართ. შემ­დეგ წყვილ­მა იქორ­წი­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­შიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, ვაჟი სო­ლო­მო­ნიც შე­ე­ძი­ნათ. გუ­რა­მის ცხოვ­რე­ბა ან­ფი­სას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა, ის მუდ­მი­ვად ექ­ცე­ვა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში, ის­ვე­ნებს მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო კუ­რორ­ტებ­ზე. ცოტა ხნის წინ კი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სახ­ლი შე­ი­ძი­ნეს მოს­კო­ვის ცენ­ტრში. რო­გორც ან­ფი­სა აცხა­დებს, სახ­ლი დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში გუ­რა­მის კა­რი­ე­რის გამო შე­ი­ძი­ნა. თუმ­ცა რა­ტომ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გუ­რა­მის­თვის მოს­კო­ვის ცენ­ტრში ცხოვ­რე­ბა, უც­ნო­ბია.

ბექა ჩხა­ი­ძე

ან­სამ­ბლ "ალი­ლოს" წევ­რი ბექა ჩხა­ი­ძე ბევრ გო­გო­ნას მოს­წონს, მაგ­რამ თა­ვად რა­ტომ­ღაც მხო­ლოდ წარ­მა­ტე­ბულ ან შეძ­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის შვი­ლებს ეტ­რფის. ბიზ­ნეს­მენ ვანო ჩხარ­ტიშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლის, ნა­თი­ას მო­ტა­ცე­ბის გამო ბექა და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლიც იყო. მათ ერ­თმა­ნე­თი ბავ­შვო­ბა­ში, ოზურ­გეთ­ში გა­იც­ნეს, შემ­დეგ ორი­ვემ ცალ-ცალ­კე შექ­მნა ოჯა­ხი, მაგ­რამ ეს ქორ­წი­ნე­ბე­ბი და­ინ­გრა. ბე­ქამ და ნა­თი­ამ გა­პარ­ვა გა­და­წყვი­ტეს, ისი­ნი ტაქ­სით ცა­გერ­ში გა­ი­პარ­ნენ. მე­ო­რე დღეს კი პო­ლი­ცი­ამ ბექა და­ა­კა­ვა, თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნოდ აღ­კვე­თის ბრალ­დე­ბით, ნა­თია კი სა­ცხოვ­რებ­ლად სა­ზღვარ­გა­რეთ გა­უშ­ვეს.

ბექა ჩხა­ი­ძის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი იყო მო­დე­ლი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ეკო ფან­გა­ნი. ეკო ან­სამ­ბლ "ალი­ლოს" პრო­დუ­სე­რიც გახ­ლდათ, ამ­ბობ­დნენ, რომ ის მუ­დამ ანე­ბივ­რებ­და ბე­ქას სი­ურპრი­ზე­ბით, ხელს უწყობ­და, კარ­გად აწყო­ბი­ლი­ყო მისი კა­რი­ე­რა, მუ­დამ მის გვერ­დით იდგა, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­შორ­დნენ. ამ­ბო­ბენ, რომ და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ეკომ მი­ი­ღო, თუმ­ცა ხმა­მაღ­ლა ამ დე­ტა­ლებ­ზე არ­ცერ­თი სა­უბ­რობს.

გიგა კვე­ნე­ტა­ძე

წლე­ბის წინ მომ­ღე­რალ კვე­ნე­ტა­ძეს ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლა. მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ქალი, რო­მელ­მაც მისი კა­რი­ე­რა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა. პრო­დუ­სერ ნინო წიკ­ლა­ურ­თან გი­გას 6 წლი­ა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­შირ­დებ­და, რო­მე­ლიც ქორ­წი­ნე­ბით დას­რულ­და. გი­გას და ნი­ნოს შო­რის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბაა, ნინო მას­ზე რამ­დე­ნი­მე წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ. მაგ­რამ ამას მათი სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ხელი არ შე­უშ­ლია. ნი­ნოს დახ­მა­რე­ბით გი­გამ სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რა მოს­კოვ­ში გა­აგ­რძე­ლა, სა­დაც ნი­ნოს მა­ნამ­დეც კარ­გად იც­ნობ­დნენ. გიგა მუ­სი­კას წერ­და სხვა­დას­ხვა შემ­სრუ­ლებ­ლე­ბის­თვის, ნინო კი ტექ­სტებს, რუ­სულ­მა შოუ-ბიზ­ნეს­მა წიკ­ლა­უ­რის ქარ­თვე­ლი ქმა­რი კარ­გად მი­ი­ღო. მაგ­რამ სწო­რედ მა­შინ, როცა გი­გას კა­რი­ე­რა რუ­სეთ­ში აღ­მავ­ლო­ბის გზა­ზე დად­გა, ნი­ნოს გა­შორ­და. ამ­ბო­ბენ, რომ წყვილს შო­რის პრობ­ლე­მე­ბი რუ­სეთ­ში წას­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო, რა­საც კვე­ნე­ტა­ძის მე­უღ­ლე მტკივ­ნე­უ­ლად გა­ნიც­დი­და, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ნი­ნომ მას­თან და­შო­რე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. გიგა მოს­კოვ­ში დარ­ჩა სა­მუ­შა­ოდ, მაგ­რამ მისი კა­რი­ე­რა წინ არ წა­წე­უ­ლა. ნინო კი ერთ-ერთი ნავ­თო­ბკომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორ­ზე გა­თხოვ­და.

გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძე

გი­ორ­გი ნა­ზღა­ი­ძის გარ­შე­მო უამ­რა­ვი ჭორ-მარ­თა­ლი და­დის. ამ­ბო­ბენ, რომ მას ბევ­რი ფული იმი­ტომ აქვს, რომ ყო­ველ­თვის მდი­და­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­სო. იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ ერთ-ერთი მი­ნის­ტრის ცოლს უყ­ვარ­და, რო­მე­ლიც ნა­ზღა­ი­ძეს შეხ­ვედ­რას ევ­რო­პა­ში უნიშ­ნავ­დაო. ერთი წლის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ის ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ მა­რი­ამ ქინ­ქლა­ძე­ზე იყო შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც ერთ-ერთი საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია. გი­ორ­გი და მა­რი­ა­მი თავ­და­პირ­ვე­ლად ფრან­გულ რეს­ტო­რან­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს. სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა მი­წე­რა - "მე შენ მიყ­ვარ­ხარ", შეხ­ვედ­რა ისევ ფრან­გულ რეს­ტო­რან­ში და­უთ­ქვა, სა­დაც 3 სა­ა­თის დაგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ვი­და, ზღაპ­რე­ბის წიგ­ნი აჩუ­ქა, რო­მელ­შიც ბე­ჭე­დი იდო. მა­რი­ა­მი და გი­ორ­გი და­სას­ვე­ნებ­ლად მალ­დი­ვებ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. შემ­დეგ დუ­ბა­ი­ში. მოგ­ზა­უ­რობ­დნენ მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო, ნა­ზღა­ი­ძე ამე­რი­კა­ში აპი­რებ­და სა­მუ­და­მოდ წას­ვლას, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­შორ­დნენ.

თე­ო­ნა დვა­ლი, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ქართველი კაცები, რომელთა ცხოვრება საყვარელმა ქალებმა "გაქაჩეს"

ქართველი კაცები, რომელთა ცხოვრება საყვარელმა ქალებმა "გაქაჩეს"

გოგონები ხშირად თხოვდებიან წარმატებულ და შეძლებულ ბიჭებზე, რის გამოც მათ მკაცრად აკრიტიკებენ, მაგრამ ამ მხრივ არც ბიჭები არიან გამონაკლისი... უცნაური ამაში არაფერია, წარმატებული და მდიდარი ადამიანი ხშირად ანებივრებს საყვარელ ადამიანს ძვირადღირებული საჩუქრებით და კარიერის აწყობაშიც ეხმარება. Ambebi.ge იმ ქართველ მამაკაცებს წარმოგიდგენთ, ვისი ცხოვრებაც საყვარელმა ქალმა რადიკალურად შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ურთიერთობების უმტესობა უკვე დანგრეულია.

გურამ ბაბლიშვილი

გურამ ბაბლიშვილი რუსულ შოუ-ბიზნესში უკვე კარგად არის ცნობილი. ეს კი მისი მეუღლის, ტელეწამყვან ანფისა ჩეხოვას დამსახურებაა. სანამ მსახიობი სკანდალურ ვარსკვლავზე იქორწინებდა, მის შესახებ საქართველოშიც არაფერი ვიცოდით. გურამმა და ანფისამ ერთმანეთი ფილმის გადაღების დროს გაიცნეს. როგორც ბაბლიშვილი იხსენებს, ერთხელ ანფისას სახლში გაუარა, ძალიან მშიერი იყო, ტელეწამყვანმა კი მას წვნიანი მოუმზადა, რომელიც ძალიან მოეწონა და იმ დღიდან გრძნობები გაუჩნდა ანფისას მიმართ. შემდეგ წყვილმა იქორწინა, საქართველოშიც იმყოფებოდნენ, ვაჟი სოლომონიც შეეძინათ. გურამის ცხოვრება ანფისასთან ურთიერთობის შემდეგ ძალიან შეიცვალა, ის მუდმივად ექცევა ყურადღების ცენტრში, ისვენებს მსოფლიოს საუკეთესო კურორტებზე. ცოტა ხნის წინ კი ფეშენებელური სახლი შეიძინეს მოსკოვის ცენტრში. როგორც ანფისა აცხადებს, სახლი დედაქალაქის ცენტრში გურამის კარიერის გამო შეიძინა. თუმცა რატომ არის მნიშვნელოვანი გურამისთვის მოსკოვის ცენტრში ცხოვრება, უცნობია.

ბექა ჩხაიძე

ანსამბლ "ალილოს" წევრი ბექა ჩხაიძე ბევრ გოგონას მოსწონს, მაგრამ თავად რატომღაც მხოლოდ წარმატებულ ან შეძლებული ოჯახის შვილებს ეტრფის. ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ქალიშვილის, ნათიას მოტაცების გამო ბექა დაპატიმრებულიც იყო. მათ ერთმანეთი ბავშვობაში, ოზურგეთში გაიცნეს, შემდეგ ორივემ ცალ-ცალკე შექმნა ოჯახი, მაგრამ ეს ქორწინებები დაინგრა. ბექამ და ნათიამ გაპარვა გადაწყვიტეს, ისინი ტაქსით ცაგერში გაიპარნენ. მეორე დღეს კი პოლიციამ ბექა დააკავა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ბრალდებით, ნათია კი საცხოვრებლად საზღვარგარეთ გაუშვეს.

ბექა ჩხაიძის დიდი სიყვარული იყო მოდელი და ტელეწამყვანი ეკო ფანგანი. ეკო ანსამბლ "ალილოს" პროდუსერიც გახლდათ, ამბობდნენ, რომ ის მუდამ ანებივრებდა ბექას სიურპრიზებით, ხელს უწყობდა, კარგად აწყობილიყო მისი კარიერა, მუდამ მის გვერდით იდგა, მაგრამ მოულოდნელად დაშორდნენ. ამბობენ, რომ დაშორების გადაწყვეტილება ეკომ მიიღო, თუმცა ხმამაღლა ამ დეტალებზე არცერთი საუბრობს.

გიგა კვენეტაძე

წლების წინ მომღერალ კვენეტაძეს ძალიან გაუმართლა. მის ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელმაც მისი კარიერა და სამომავლო გეგმები მნიშვნელოვნად შეცვალა. პროდუსერ ნინო წიკლაურთან გიგას 6 წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირდებდა, რომელიც ქორწინებით დასრულდა. გიგას და ნინოს შორის მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობაა, ნინო მასზე რამდენიმე წლით უფროსი გახლდათ. მაგრამ ამას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია. ნინოს დახმარებით გიგამ საკუთარი კარიერა მოსკოვში გააგრძელა, სადაც ნინოს მანამდეც კარგად იცნობდნენ. გიგა მუსიკას წერდა სხვადასხვა შემსრულებლებისთვის, ნინო კი ტექსტებს, რუსულმა შოუ-ბიზნესმა წიკლაურის ქართველი ქმარი კარგად მიიღო. მაგრამ სწორედ მაშინ, როცა გიგას კარიერა რუსეთში აღმავლობის გზაზე დადგა, ნინოს გაშორდა. ამბობენ, რომ წყვილს შორის პრობლემები რუსეთში წასვლის შემდეგ დაიწყო, რასაც კვენეტაძის მეუღლე მტკივნეულად განიცდიდა, მაგრამ საბოლოოდ ნინომ მასთან დაშორების გადაწყვეტილება მიიღო. გიგა მოსკოვში დარჩა სამუშაოდ, მაგრამ მისი კარიერა წინ არ წაწეულა. ნინო კი ერთ-ერთი ნავთობკომპანიის დირექტორზე გათხოვდა.

გიორგი ნაზღაიძე

გიორგი ნაზღაიძის გარშემო უამრავი ჭორ-მართალი დადის. ამბობენ, რომ მას ბევრი ფული იმიტომ აქვს, რომ ყოველთვის მდიდარი შეყვარებული ჰყავსო. იმასაც ამბობენ, რომ ერთ-ერთი მინისტრის ცოლს უყვარდა, რომელიც ნაზღაიძეს შეხვედრას ევროპაში უნიშნავდაო. ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ ის ამერიკაში მცხოვრებ მარიამ ქინქლაძეზე იყო შეყვარებული, რომელიც ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელია. გიორგი და მარიამი თავდაპირველად ფრანგულ რესტორანში შეხვდნენ ერთმანეთს. სახლში დაბრუნებულმა მიწერა - "მე შენ მიყვარხარ", შეხვედრა ისევ ფრანგულ რესტორანში დაუთქვა, სადაც 3 საათის დაგვიანებით მივიდა, ზღაპრების წიგნი აჩუქა, რომელშიც ბეჭედი იდო. მარიამი და გიორგი დასასვენებლად მალდივებზე იმყოფებოდნენ. შემდეგ დუბაიში. მოგზაურობდნენ მსოფლიოს გარშემო, ნაზღაიძე ამერიკაში აპირებდა სამუდამოდ წასვლას, მაგრამ მოულოდნელად დაშორდნენ.

თეონა დვალი, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება