სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ორგანოების გადანერგვა ხდება საქართველოში
რა ორგანოების გადანერგვა ხდება საქართველოში

ორ­გა­ნო­თა ტრან­სპლან­ტა­ცია დღეს მე­დი­ცი­ნის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დარ­გია. ის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ერთ ადა­მი­ანს მე­ო­რის ორ­გა­ნო გა­და­უ­ნერ­გო და სიკ­ვდი­ლის­თვის ან ხე­იბ­რო­ბის­თვის გან­წი­რულს ფაქ­ტობ­რი­ვად მე­ო­რე სი­ცო­ცხლე აჩუ­ქო. სწო­რედ მისი მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ორ­გა­ნო­თა ტრან­სპლან­ტა­ცია ია­ტაკ­ქვე­შა ბიზ­ნე­სის­თვის ძალ­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი დარ­გია. მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, მიმ­დი­ნა­რე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში, ორ­გა­ნო­ე­ბით არა­ლე­გა­ლუ­რი ვაჭ­რო­ბის მსოფ­ლიო ბაზ­რად იტა­ლია მი­იჩ­ნე­ო­და - იქ თირკმლე­ბის ყიდ­ვა 40 ათას დო­ლა­რად იყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, სა­ი­და­ნაც დო­ნორს 10 ათა­სი ხვდე­ბო­და, და­ნარ­ჩენს კი შუ­ა­მა­ვა­ლი იღებ­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით არა­ლე­გა­ლუ­რი ტრან­სპლან­ტა­ცი­ის მთა­ვარ ბაზ­რად თურ­ქე­თი იქცა - ქი­რურ­გი იუ­სუფ სონ­მე­ზი სტამ­ბო­ლის კლი­ნი­კებ­ში წე­ლი­წად­ში 500-მდე არა­ლე­გა­ლურ ტრან­სპლან­ტა­ცი­ას ატა­რებ­და...

გუ­ლის მწვა­ვე და­ა­ვა­დე­ბე­ბი, თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბა და ცი­რო­ზი სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბია და ბევ­რი პა­ცი­ენ­ტის­თვის ამ ორ­გა­ნო­ე­ბის გა­და­ნერგვა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ევ­რო­პა­ში წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით ორ­გა­ნოს გა­და­ნერგვის 100 ათას­ზე მეტი ოპე­რა­ცია ტარ­დე­ბა, მათ­გან 80% - გვა­მუ­რი დო­ნა­ცი­ით. სა­ქარ­თვე­ლო­ში კი მხო­ლოდ თირკმლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ე­ბი ტარ­დე­ბა და ისიც წე­ლი­წად­ში ორი-სამი ათე­უ­ლი.

მსოფ­ლი­ო­ში ტრან­სპლან­ტა­ცია ტარ­დე­ბა რო­გორც ცო­ცხა­ლი დო­ნო­რე­ბის­გან მი­ღე­ბუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბით, ასე­ვე გვა­მუ­რი დო­ნა­ცი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ორ­გა­ნო­თა ტრან­სპლან­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ 2000 წელს მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, გა­და­სა­ნერ­გად და­საშ­ვე­ბია გარ­დაც­ვლი­ლის ორ­გა­ნო­თა გა­მო­ყე­ნე­ბაც, თუმ­ცა დღემ­დე გვა­მი­დან არც ერთი გა­და­ნერგვა არ მომ­ხდა­რა. ამის მთა­ვა­რი მი­ზე­ზია მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­გა­ტი­უ­რი გან­წყო­ბა გვა­მის ორ­გა­ნო­თა დო­ნა­ცი­ის მი­მართ.

არ­ჩილ ჩხო­ტუა, პრო­ფე­სო­რი, თირკმლის გა­და­ნერგვის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "1973 წელს მოს­კო­ველ ქი­რურგთა დე­ლე­გა­ცი­ამ ჩა­მო­ი­ტა­ნა რამ­დე­ნი­მე თირკმე­ლი და ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებს გა­და­უ­ნერ­გეს. ამის შემ­დეგ მხო­ლოდ 1995 წელს, ურო­ლო­გი­ის ცენ­ტრში, ფრანგ ქი­რურ­გებ­თან ერ­თად ჩა­ტარ­და თირკმლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია.

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ხში­რად თირკმლის გა­და­ნერგვა ხდე­ბა. თირკმე­ლი წყვი­ლი ორ­გა­ნოა და მისი გა­და­ნერგვით დო­ნორს პრაქ­ტი­კუ­ლად არ ად­გე­ბა ზი­ა­ნი. შემ­დეგ, რა­ო­დე­ნობ­რი­ვად მო­დის ღვიძ­ლის, პანკრე­ა­სის, გუ­ლის, ძვლის ტვი­ნის, კა­ნის და რქო­ვა­ნა გარ­სის ტრან­სპლან­ტა­ცია. სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­ვე წარ­მო­ებს რქო­ვა­ნა გარ­სის ტრან­სპლან­ტა­ცია, მაგ­რამ მას სა­ზღვარ­გა­რეთ ყი­დუ­ლო­ბენ, რად­გან ამ შემ­თხვე­ვა­ში იმუ­ნო­ლო­გი­უ­რი კონ­ფლიქ­ტი არ არ­სე­ბობს და არ სა­ჭი­რო­ებს შე­თავ­სე­ბას დო­ნორ­სა და რე­ცი­პი­ენტს შო­რის.

ბოლო ორი-სამი წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში თირკმლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სა­ხელ­მწი­ფო და­ფი­ნან­სე­ბის ხარ­ჯზე გა­ი­ზარ­და. ადრე თუ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ათი ოპე­რა­ცია ფი­ნანსდე­ბო­და, შარ­შან 34-35 თირკმე­ლი გა­და­ი­ნერ­გა.

თუმ­ცა, ტრან­სპლან­ტო­ლო­გი­ის, რო­გორც დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია გარ­დაც­ვლი­ლი პი­რე­ბი­დან ორ­გა­ნო­ე­ბის აღე­ბის გა­რე­შე. დარ­გი ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა მხო­ლოდ ცო­ცხა­ლი დო­ნო­რე­ბის­გან აღე­ბუ­ლი ორ­გა­ნო­ე­ბით. კენ­ტი ორ­გა­ნო შე­უძ­ლე­ბე­ლია აიღო ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნის­გან, მა­გა­ლი­თად გული, პანკრე­ა­სი და ა.შ. ღვიძ­ლიც კენ­ტი ორ­გა­ნოა, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბე­ლია მისი ნა­წი­ლის აღე­ბა და გა­და­ნერგვა, თუმ­ცა ტექ­ნი­კუ­რად ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ოპე­რა­ცი­აა.

ალ­კოჰო­ლიზ­მი, ნარ­კო­მა­ნია, C ჰე­პა­ტი­ტი - ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოვ­ლე­ნის რი­ცხვი სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. თირკმლის უკ­მა­რი­სო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ თუ შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი თე­რა­პია - დი­ა­ლი­ზი, ღვიძ­ლის უკ­მა­რი­სო­ბი­სას ასე­თი თე­რა­პია არ არ­სე­ბობს და ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი ღვიძ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცი­აა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და მისი მკურ­ნა­ლო­ბის ყვე­ლა­ზე ეფექ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა პანკრე­ა­სის გა­და­ნერგვაა |- პა­ცი­ენტს, რო­მე­ლიც იყო ინ­სუ­ლინ­ზე, პანკრე­ა­სის გა­და­ნერგვის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად მე­ო­რე დღეს­ვე ინ­სუ­ლი­ნი აღარ სჭირ­დე­ბა.

გვა­მუ­რი გა­და­ნერგვის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ასა­მოქ­მე­დებ­ლად კა­ნონ­დებ­ლო­ბით სა­ჭი­როა გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის წევ­რე­ბის თან­ხმო­ბა ორ­გა­ნოს აღე­ბა­ზე. მაგ­რამ, არ­სე­ბობს მენ­ტა­ლუ­რი ბა­რი­ე­რი, რომ­ლის გა­და­ლახ­ვაც ვერ ხერ­ხდე­ბა. სა­ჭი­როა ეკ­ლე­სი­ის, სა­ხელ­მწი­ფოს, ექი­მე­ბის ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბა, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მოხ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა.

ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბა ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლო­შიც, აკ­რძა­ლუ­ლია და კა­ნო­ნით ის­ჯე­ბა. ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბა არის ისე­თი­ვე და­ნა­შა­უ­ლი, რო­გო­რიც ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბა და ით­ვა­ლის­წი­ნებს 8-დან 15 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბას, რო­გორც იმ პი­რის, ვინც ვაჭ­რობს ორ­გა­ნო­თი, ასე­ვე ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლი ექი­მი­სა. ადა­მი­ან­მა დო­ნო­რო­ბა შე­იძ­ლე­ბა გას­წი­ოს მხო­ლოდ ქველ­მოქ­მე­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და ამ შემ­თხვე­ვა­შიც გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი არ­სე­ბობს. კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრუ­ლია იმ პირ­თა სია, ვინც შე­იძ­ლე­ბა იყოს დო­ნო­რი. სტა­ტის­ტი­კუ­რად კი ყვე­ლა­ზე ხში­რად დო­ნო­რე­ბი პა­ცი­ენ­ტის მშობ­ლე­ბი არი­ან. მშობ­ლებს შო­რის კი ყვე­ლა­ზე ხში­რად დედა უნერ­გავს შვილს ორ­გა­ნოს.

მცდა­რია წარ­მოდ­გე­ნა, თით­ქოს ყვე­ლა გვა­მის დო­ნო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, დაშ­ვე­ბუ­ლია ორ­გა­ნოს აღე­ბა გვა­მი­დან ტვი­ნის სიკ­ვდი­ლის დროს და გუ­ლის გა­ჩე­რე­ბის, ანუ ასის­ტო­ლი­ის შემ­დეგ.

გარ­დაც­ვლი­ლი დო­ნო­რის შერ­ჩე­ვი­სას ძა­ლი­ან მკაც­რი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი არ­სე­ბობს. მისი ორ­გა­ნო უნდა იყოს "გა­მო­სა­დე­გი" რე­ცი­პი­ენ­ტის­თვის. მა­გა­ლი­თად, დო­ნო­რად არ გა­მოდ­გე­ბა ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბით, გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის და­ა­ვა­დე­ბით, ინ­ფექ­ცი­უ­რი პა­თო­ლო­გი­ით გარ­დაც­ვლი­ლე­ბი.

გვა­მუ­რი დო­ნა­ცი­ის­თვის "გა­მო­სა­დეგ" პირ­თა ნუს­ხა­ში ხვდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ვიწ­რო წრე, რომ­ლე­ბიც ჯან­მრთელ­ნი იყ­ვნენ და მა­გა­ლი­თად, სიკ­ვდი­ლი დად­გა სუ­ი­ცი­დის მცდე­ლო­ბი­სას, ავ­ტო­ა­ვა­რი­ის შე­დე­გად."

რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რამ" გა­არ­კვია, სა­ქარ­თვე­ლო­ში თირკმლის ტრან­სპლან­ტა­ცი­ის ოპე­რა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 20 ათა­სი ლარი ჯდე­ბა, ის­რა­ელ­ში - 40, თურ­ქეთ­ში - 50 ათა­სი, რუ­სეთ­ში კი 40-60 ათა­სი დო­ლა­რი.

ტრან­სპლან­ტა­ცი­ა­ში მსოფ­ლიო ლი­დე­რი

მსოფ­ლიო ლი­დე­რი ტრან­სპლან­ტა­ცი­ა­ში ამე­რი­კაა, სა­დაც ყო­ველ მე­მი­ლი­ო­ნე კაცს ყო­ველ­წლი­უ­რად უტარ­დე­ბა თირკმლის 52, ღვიძ­ლის 19 და გუ­ლის 8 გა­და­ნერგვა.

გუ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცია პირ­ველ­მა ალექ­სი კა­რელ­მა გა­ა­კე­თა - 1905 წელს ძაღლს კი­სერ­ზე გა­და­ნერ­გი­ლი გული მი­ა­კე­რა. 1967 წლის 3 დე­კემ­ბერს კე­იპ­ტა­უნ­ში ქი­რურ­გმა კრის­ტი­ან ბერ­ნარ­მა ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფა­ში გარ­დაც­ვლი­ლი 25 წლის ქა­ლის გული გა­და­უ­ნერ­გა 54 წლის მა­მა­კაცს. გულ-სის­ხლძარ­ღვთა შე­ძე­ნი­ლი თუ თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის სიმ­რავ­ლის მი­ხედ­ვით, დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ას მცი­რე­წლო­ვა­ნი და ზრდას­რუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის არ­ცთუ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა სა­ჭი­რო­ებს. თუმ­ცა, ჩვენ­თან არც ამ "ცენ­ტრა­ლუ­რი" ორ­გა­ნოს გა­და­ნერგვა ხდე­ბა. უცხო­ეთ­ში კი პა­ცი­ენ­ტთა დიდი ნა­წი­ლი ამ ოპე­რა­ცი­ის­თვის სა­ა­რა­კო სიძ­ვი­რის გამო ვერ მი­ემ­გზავ­რე­ბა. ევ­რო­პის წამ­ყვან კლი­ნი­კებ­ში გუ­ლის ტრან­სპლან­ტა­ცია 200-300 ათა­სი ევრო ღირს.

უახ­ლე­სი მიღ­წე­ვე­ბი

დღეს მსოფ­ლი­ო­ში წარ­მა­ტე­ბით ტარ­დე­ბა კა­ნის, თირკმლე­ბის, ღვიძ­ლის, გუ­ლის, ნაწ­ლა­ვე­ბის, ფილ­ტვე­ბის, ძვლის ტვი­ნის, კუ­ჭქვე­შა ჯირ­კვლის, ძვლე­ბის, სახ­სრე­ბის, ვე­ნე­ბის, გუ­ლის სარ­ქვლე­ბის, თვა­ლის რქო­ვა­ნას გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცი­ე­ბი. 1998 წელს პირ­ვე­ლად გა­და­ნერ­გეს წარ­მა­ტე­ბით ხე­ლის მტე­ვა­ნი. უახ­ლე­სი მიღ­წე­ვე­ბი: 2005 წელს საფ­რან­გეთ­ში სა­ხის ნა­წი­ლის გა­და­ნერგვა და 2006 წელს ჩი­ნეთ­ში მა­მა­კა­ცის სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს ტრან­სპლან­ტა­ცია.

ემა ტუ­ხი­აშ­ვი­ლი,

kvirispalitra.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

რა ორგანოების გადანერგვა ხდება საქართველოში

რა ორგანოების გადანერგვა ხდება საქართველოში

ორგანოთა ტრანსპლანტაცია დღეს მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგია. ის საშუალებას იძლევა, ერთ ადამიანს მეორის ორგანო გადაუნერგო და სიკვდილისთვის ან ხეიბრობისთვის განწირულს ფაქტობრივად მეორე სიცოცხლე აჩუქო. სწორედ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, ორგანოთა ტრანსპლანტაცია იატაკქვეშა ბიზნესისთვის ძალზე მომგებიანი დარგია. მონაცემების მიხედვით, მიმდინარე საუკუნის დასაწყისში, ორგანოებით არალეგალური ვაჭრობის მსოფლიო ბაზრად იტალია მიიჩნეოდა - იქ თირკმლების ყიდვა 40 ათას დოლარად იყო შესაძლებელი, საიდანაც დონორს 10 ათასი ხვდებოდა, დანარჩენს კი შუამავალი იღებდა. მოგვიანებით არალეგალური ტრანსპლანტაციის მთავარ ბაზრად თურქეთი იქცა - ქირურგი იუსუფ სონმეზი სტამბოლის კლინიკებში წელიწადში 500-მდე არალეგალურ ტრანსპლანტაციას ატარებდა...

გულის მწვავე დაავადებები, თირკმლის უკმარისობა და ციროზი საქართველოში ყველაზე გავრცელებული დაავადებებია და ბევრი პაციენტისთვის ამ ორგანოების გადანერგვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ევროპაში წელიწადში დაახლოებით ორგანოს გადანერგვის 100 ათასზე მეტი ოპერაცია ტარდება, მათგან 80% - გვამური დონაციით. საქართველოში კი მხოლოდ თირკმლის გადანერგვის ოპერაციები ტარდება და ისიც წელიწადში ორი-სამი ათეული.

მსოფლიოში ტრანსპლანტაცია ტარდება როგორც ცოცხალი დონორებისგან მიღებული ორგანოებით, ასევე გვამური დონაციის გამოყენებით. საქართველოში ორგანოთა ტრანსპლანტაციის შესახებ 2000 წელს მიღებული კანონის თანახმად, გადასანერგად დასაშვებია გარდაცვლილის ორგანოთა გამოყენებაც, თუმცა დღემდე გვამიდან არც ერთი გადანერგვა არ მომხდარა. ამის მთავარი მიზეზია მოსახლეობის ნეგატიური განწყობა გვამის ორგანოთა დონაციის მიმართ.

არჩილ ჩხოტუა, პროფესორი, თირკმლის გადანერგვის პროგრამის ხელმძღვანელი: "1973 წელს მოსკოველ ქირურგთა დელეგაციამ ჩამოიტანა რამდენიმე თირკმელი და ქართველ პაციენტებს გადაუნერგეს. ამის შემდეგ მხოლოდ 1995 წელს, უროლოგიის ცენტრში, ფრანგ ქირურგებთან ერთად ჩატარდა თირკმლის გადანერგვის ოპერაცია.

მსოფლიოში ყველაზე ხშირად თირკმლის გადანერგვა ხდება. თირკმელი წყვილი ორგანოა და მისი გადანერგვით დონორს პრაქტიკულად არ ადგება ზიანი. შემდეგ, რაოდენობრივად მოდის ღვიძლის, პანკრეასის, გულის, ძვლის ტვინის, კანის და რქოვანა გარსის ტრანსპლანტაცია. საქართველოში ასევე წარმოებს რქოვანა გარსის ტრანსპლანტაცია, მაგრამ მას საზღვარგარეთ ყიდულობენ, რადგან ამ შემთხვევაში იმუნოლოგიური კონფლიქტი არ არსებობს და არ საჭიროებს შეთავსებას დონორსა და რეციპიენტს შორის.

ბოლო ორი-სამი წელია, საქართველოში თირკმლის გადანერგვის ოპერაციების რაოდენობა სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზე გაიზარდა. ადრე თუ წლის განმავლობაში ათი ოპერაცია ფინანსდებოდა, შარშან 34-35 თირკმელი გადაინერგა.

თუმცა, ტრანსპლანტოლოგიის, როგორც დარგის განვითარებაზე ლაპარაკი ზედმეტია გარდაცვლილი პირებიდან ორგანოების აღების გარეშე. დარგი ვერ განვითარდება მხოლოდ ცოცხალი დონორებისგან აღებული ორგანოებით. კენტი ორგანო შეუძლებელია აიღო ცოცხალი ადამიანისგან, მაგალითად გული, პანკრეასი და ა.შ. ღვიძლიც კენტი ორგანოა, მაგრამ შესაძლებელია მისი ნაწილის აღება და გადანერგვა, თუმცა ტექნიკურად ეს ყველაზე რთული ოპერაციაა.

ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, C ჰეპატიტი - ბოლო წლების განმავლობაში ამ დაავადებების გამოვლენის რიცხვი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. თირკმლის უკმარისობის შემთხვევაში ჩვენ თუ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩანაცვლებითი თერაპია - დიალიზი, ღვიძლის უკმარისობისას ასეთი თერაპია არ არსებობს და ერთადერთი გამოსავალი ღვიძლის ტრანსპლანტაციაა. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია შაქრიანი დიაბეტით დაავადების მაჩვენებელი და მისი მკურნალობის ყველაზე ეფექტიანი საშუალება პანკრეასის გადანერგვაა |- პაციენტს, რომელიც იყო ინსულინზე, პანკრეასის გადანერგვის შემდეგ, ფაქტობრივად მეორე დღესვე ინსულინი აღარ სჭირდება.

გვამური გადანერგვის ტრანსპლანტაციის ასამოქმედებლად კანონდებლობით საჭიროა გარდაცვლილის ოჯახის წევრების თანხმობა ორგანოს აღებაზე. მაგრამ, არსებობს მენტალური ბარიერი, რომლის გადალახვაც ვერ ხერხდება. საჭიროა ეკლესიის, სახელმწიფოს, ექიმების ერთობლივი მუშაობა, რომ ამ მიმართულებით მოხდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

ორგანოებით ვაჭრობა ყველა ქვეყანაში და, მათ შორის საქართველოშიც, აკრძალულია და კანონით ისჯება. ორგანოებით ვაჭრობა არის ისეთივე დანაშაული, როგორიც იარაღით ვაჭრობა, ადამიანებით ვაჭრობა და ითვალისწინებს 8-დან 15 წლამდე პატიმრობას, როგორც იმ პირის, ვინც ვაჭრობს ორგანოთი, ასევე ამ პროცესში ჩართული ექიმისა. ადამიანმა დონორობა შეიძლება გასწიოს მხოლოდ ქველმოქმედების საფუძველზე და ამ შემთხვევაშიც გარკვეული შეზღუდვები არსებობს. კანონით განსაზღვრულია იმ პირთა სია, ვინც შეიძლება იყოს დონორი. სტატისტიკურად კი ყველაზე ხშირად დონორები პაციენტის მშობლები არიან. მშობლებს შორის კი ყველაზე ხშირად დედა უნერგავს შვილს ორგანოს.

მცდარია წარმოდგენა, თითქოს ყველა გვამის დონორად გამოყენება შეიძლება. საქართველოს კანონმდებლობით, დაშვებულია ორგანოს აღება გვამიდან ტვინის სიკვდილის დროს და გულის გაჩერების, ანუ ასისტოლიის შემდეგ.

გარდაცვლილი დონორის შერჩევისას ძალიან მკაცრი კრიტერიუმები არსებობს. მისი ორგანო უნდა იყოს "გამოსადეგი" რეციპიენტისთვის. მაგალითად, დონორად არ გამოდგება ონკოლოგიური დაავადებებით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით, ინფექციური პათოლოგიით გარდაცვლილები.

გვამური დონაციისთვის "გამოსადეგ" პირთა ნუსხაში ხვდება ადამიანების ვიწრო წრე, რომლებიც ჯანმრთელნი იყვნენ და მაგალითად, სიკვდილი დადგა სუიციდის მცდელობისას, ავტოავარიის შედეგად."

როგორც "კვირის პალიტრამ" გაარკვია, საქართველოში თირკმლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დაახლოებით 20 ათასი ლარი ჯდება, ისრაელში - 40, თურქეთში - 50 ათასი, რუსეთში კი 40-60 ათასი დოლარი.

ტრანსპლანტაციაში მსოფლიო ლიდერი

მსოფლიო ლიდერი ტრანსპლანტაციაში ამერიკაა, სადაც ყოველ მემილიონე კაცს ყოველწლიურად უტარდება თირკმლის 52, ღვიძლის 19 და გულის 8 გადანერგვა.

გულის ტრანსპლანტაცია პირველმა ალექსი კარელმა გააკეთა - 1905 წელს ძაღლს კისერზე გადანერგილი გული მიაკერა. 1967 წლის 3 დეკემბერს კეიპტაუნში ქირურგმა კრისტიან ბერნარმა ავტოკატასტროფაში გარდაცვლილი 25 წლის ქალის გული გადაუნერგა 54 წლის მამაკაცს. გულ-სისხლძარღვთა შეძენილი თუ თანდაყოლილი პათოლოგიების სიმრავლის მიხედვით, დღეს საქართველოში გულის გადანერგვის ოპერაციას მცირეწლოვანი და ზრდასრული პაციენტების არცთუ მცირე რაოდენობა საჭიროებს. თუმცა, ჩვენთან არც ამ "ცენტრალური" ორგანოს გადანერგვა ხდება. უცხოეთში კი პაციენტთა დიდი ნაწილი ამ ოპერაციისთვის საარაკო სიძვირის გამო ვერ მიემგზავრება. ევროპის წამყვან კლინიკებში გულის ტრანსპლანტაცია 200-300 ათასი ევრო ღირს.

უახლესი მიღწევები

დღეს მსოფლიოში წარმატებით ტარდება კანის, თირკმლების, ღვიძლის, გულის, ნაწლავების, ფილტვების, ძვლის ტვინის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ძვლების, სახსრების, ვენების, გულის სარქვლების, თვალის რქოვანას გადანერგვის ოპერაციები. 1998 წელს პირველად გადანერგეს წარმატებით ხელის მტევანი. უახლესი მიღწევები: 2005 წელს საფრანგეთში სახის ნაწილის გადანერგვა და 2006 წელს ჩინეთში მამაკაცის სასქესო ორგანოს ტრანსპლანტაცია.

ემა ტუხიაშვილი,

kvirispalitra.ge