იაპონიაში 15 წლის მოზარდი, კლასელი გოგონას მკვლელობისა და დანაწევრებისთვის დააკავეს. ფაქტი ქალაქ სასებოში მოხდა. მოკლული გოგონა ეჭვმიტანილის ლოგინში იპოვეს.
გამოძიების მიხედვით, მსხვერპლს ჯერ სცემეს, შემდეგ გაგუდეს, მკვლელობის შემდეგ კი ხელი და თავი მოკვეთეს. თუმცა, ეჭვმიტანილი ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. მკვლელობის მოტივი ჯერ უცნობია.