პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2007 წლის 4 ნოემბრის თათბირის დეტალები - რას იხსენებს ვასილ მაღლაფერიძე
2007 წლის 4 ნოემბრის თათბირის დეტალები - რას იხსენებს ვასილ მაღლაფერიძე

მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე 2007 წლის 4 ნო­ემ­ბერს, მა­შინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრის ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით გა­მარ­თუ­ლი თათ­ბი­რის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს.

რო­გორც ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ "პა­ლიტ­რა TV"-ის გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და, თათ­ბირს მარ­თავ­და იმ­დრო­ინ­დე­ლი შს მი­ნის­ტრი ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, მის პირ­და­პირ იჯდა ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, თათ­ბირს ასე­ვე ეს­წრე­ბოდ­ნენ დათა ახა­ლა­ია, რო­მე­ლიც მაღ­ლა­ფე­რი­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ დრო­ის­თვის ოფი­ცი­ა­ლუ­რად თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და, თუმ­ცა არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად "კუდ-ის თუ სოდ-ის შეფი იყო", და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი გოკა გა­ბაშ­ვი­ლი, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი გოგა ხა­ჩი­ძე და გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი. მი­სი­ვე თქმით, გიგი უგუ­ლა­ვა თათ­ბირ­ზე შე­დი­ო­და და გა­დი­ო­და და სა­უ­ბარს ფორ­მა­ლუ­რად არ დას­წრე­ბია. მაღ­ლა­ფე­რი­ძის თქმით, ტექ­სტი 5 ნო­ემ­ბერს, თათ­ბი­რი­დან მე­ო­რე დღეს და­წე­რა და იმ დრო­ინ­დელ სა­ხალ­ხო დამ­ცველს, სო­ზარ სუ­ბარს გა­დას­ცა, რად­გან ჩათ­ვა­ლა, რომ სა­ხელ­მწი­ფო­ში ეს ერ­თა­დერ­თი ინ­სტი­ტუ­ტი იყო დარ­ჩე­ნი­ლი, ვის­თა­ნაც შე­იძ­ლე­ბო­და ამ სა­კი­თხის­თვის სა­მარ­თლებ­რი­ვი მსვლე­ლო­ბის მი­ცე­მა.

"ეს იყო 4 ნო­ემ­ბრის თათ­ბი­რი. მაგ დრო­ის­თვის მი­ტინ­გე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თათ­ბირ­ზე სა­უ­ბა­რი იყო, რომ რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი და თბი­ლი­სე­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის მი­მართ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა და და­ში­ნე­ბა, რათა, შემ­დგომ­ში, სა­მო­მავ­ლოდ, მათ პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა აღარ გა­მო­ემ­ჟღავ­ნე­ბი­ნათ და ყო­ფი­ლიყ­ვნენ "წე­სი­ე­რად", - აღ­ნიშ­ნა ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ.

წამ­ყვა­ნის შე­კი­თხვა­ზე, რომ გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან და­ი­ბა­რეს რათა, მა­თაც მი­ე­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რე­გი­ო­ნე­ბი­დან ჩა­მო­სუ­ლი მო­მი­ტინ­გე­ე­ბის ცე­მა­ში, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ და­უ­დას­ტუ­რა, რომ სწო­რედ ამა­ზეა სა­უ­ბა­რი.

მი­სი­ვე თქმით, ტექ­სტი მე­ო­რე დღეს სა­ხალ­ხო დამ­ცველს გა­დას­ცა. ასე­ვე ტექ­სტი ინ­გლი­სუ­რად ითარ­გმნა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს თო­მას ჰა­მარ­ბერ­გსა და პი­ტერ სემ­ნებს გა­და­ე­ცა.

რო­გორც ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ აღ­ნიშ­ნა, იმე­დი ჰქონ­და, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია შე­იქ­მნე­ბო­და და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის მხრი­დან მეტი აქ­ტი­ვო­ბა იქ­ნე­ბო­და.

2007 წლის 4 ნო­ემ­ბრის თათ­ბირ­თან და­კავ­ში­რე­ბით, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძის მხრი­დან მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა მა­შინ­დელ­მა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა სო­ზარ სუ­ბარ­მა. რო­გორც მან გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და, "ეს ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­და იმ დღეს, რო­დე­საც ეს ამ­ბა­ვი მოხ­და".

"4 ნო­ემ­ბერს, ღამე, 5-ში გამ­თე­ნი­ას მივფრი­ნავ­დი ვილ­ნი­უს­ში. შეხ­ვედ­რა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი იყო UNICEF-ის მიერ. მა­ღა­ლი დო­ნის შეხ­ვედ­რე­ბი იყო გა­ე­რო-ს მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. უცებ მი­რე­კავს ვა­სი­კო და მიყ­ვე­ბა. თქვა, რომ რა­ღაც სას­წრა­ფო საქ­მე აქვს და უნდა მნა­ხოს. მი­ვე­დი და მო­მიყ­ვა სი­ტყვა-სი­ტყვით, რაც ეწე­რა. ბუ­ნებ­რი­ვია ჩემი რე­აქ­ცია, მე ჩავ­თვა­ლე, რომ წას­ვლა არაფ­რით არ შე­იძ­ლე­ბო­და. მე­ო­რე დღეს ვა­სი­კოს და­წე­რი­ლი ჰქონ­და ის წე­რი­ლი, რო­მე­ლიც დღეს გა­მოქ­ვეყ­ნდა. ეს წე­რი­ლი იმა­ვე დღეს მი­ვე­ცი სა­თარ­გმნად. ეს იყო თემა, რო­მე­ლიც იმ დღეს ბევ­რმა მოწ­მემ იცო­და. იცო­და ჩემ­მა მო­ად­გი­ლემ სოფო ხორ­გუ­ან­მა, დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა გიგა გი­ორ­გა­ძემ. იცო­და ვა­სი­კოს მო­ად­გი­ლემ, თარ­ჯი­მან­მა. ხოლო 8-ში ეს დო­კუ­მენ­ტი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი დო­ნის უცხო­ელ დიპ­ლო­მა­ტებს გა­და­ვე­ცი", - აღ­ნიშ­ნა სო­ზარ სუ­ბარ­მა.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბა მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის ყო­ფილ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძე­მაც მის­ცა.

ნა­ხეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

2007 წლის 4 ნოემბრის თათბირის დეტალები - რას იხსენებს ვასილ მაღლაფერიძე

2007 წლის 4 ნოემბრის თათბირის დეტალები - რას იხსენებს ვასილ მაღლაფერიძე

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე 2007 წლის 4 ნოემბერს, მაშინდელი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით გამართული თათბირის დეტალებს იხსენებს.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ "პალიტრა TV"-ის გადაცემა "რეზიუმეში" სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, თათბირს მართავდა იმდროინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მის პირდაპირ იჯდა ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თათბირს ასევე ესწრებოდნენ დათა ახალაია, რომელიც მაღლაფერიძის ინფორმაციით, იმ დროისთვის ოფიციალურად თანამდებობაზე არ იმყოფებოდა, თუმცა არაოფიციალურად "კუდ-ის თუ სოდ-ის შეფი იყო", დავით კეზერაშვილი, კულტურის ყოფილი მინისტრი გოკა გაბაშვილი, სამცხე-ჯავახეთის ყოფილი გუბერნატორი გოგა ხაჩიძე და გუბერნატორები. მისივე თქმით, გიგი უგულავა თათბირზე შედიოდა და გადიოდა და საუბარს ფორმალურად არ დასწრებია. მაღლაფერიძის თქმით, ტექსტი 5 ნოემბერს, თათბირიდან მეორე დღეს დაწერა და იმ დროინდელ სახალხო დამცველს, სოზარ სუბარს გადასცა, რადგან ჩათვალა, რომ სახელმწიფოში ეს ერთადერთი ინსტიტუტი იყო დარჩენილი, ვისთანაც შეიძლებოდა ამ საკითხისთვის სამართლებრივი მსვლელობის მიცემა.

"ეს იყო 4 ნოემბრის თათბირი. მაგ დროისთვის მიტინგები მიმდინარეობდა. თათბირზე საუბარი იყო, რომ რეგიონებიდან ჩამოსული და თბილისელი მომიტინგეების მიმართ უნდა ყოფილიყო ფიზიკური ანგარიშსწორება და დაშინება, რათა, შემდგომში, სამომავლოდ, მათ პოლიტიკური აქტივობა აღარ გამოემჟღავნებინათ და ყოფილიყვნენ "წესიერად", - აღნიშნა ვასილ მაღლაფერიძემ.

წამყვანის შეკითხვაზე, რომ გუბერნატორები ვანო მერაბიშვილთან დაიბარეს რათა, მათაც მიეღოთ მონაწილეობა რეგიონებიდან ჩამოსული მომიტინგეების ცემაში, ვასილ მაღლაფერიძემ დაუდასტურა, რომ სწორედ ამაზეა საუბარი.

მისივე თქმით, ტექსტი მეორე დღეს სახალხო დამცველს გადასცა. ასევე ტექსტი ინგლისურად ითარგმნა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს თომას ჰამარბერგსა და პიტერ სემნებს გადაეცა.

როგორც ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, იმედი ჰქონდა, რომ სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ, საგამოძიებო კომისია შეიქმნებოდა და ჟურნალისტების მხრიდან მეტი აქტივობა იქნებოდა.

2007 წლის 4 ნოემბრის თათბირთან დაკავშირებით, ვასილ მაღლაფერიძის მხრიდან მიწოდებული ინფორმაციის შესახებ ისაუბრა მაშინდელმა სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა. როგორც მან გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას განაცხადა, "ეს ინფორმაცია ჰქონდა იმ დღეს, როდესაც ეს ამბავი მოხდა".

"4 ნოემბერს, ღამე, 5-ში გამთენიას მივფრინავდი ვილნიუსში. შეხვედრა ორგანიზებული იყო UNICEF-ის მიერ. მაღალი დონის შეხვედრები იყო გაერო-ს მიერ ორგანიზებული. უცებ მირეკავს ვასიკო და მიყვება. თქვა, რომ რაღაც სასწრაფო საქმე აქვს და უნდა მნახოს. მივედი და მომიყვა სიტყვა-სიტყვით, რაც ეწერა. ბუნებრივია ჩემი რეაქცია, მე ჩავთვალე, რომ წასვლა არაფრით არ შეიძლებოდა. მეორე დღეს ვასიკოს დაწერილი ჰქონდა ის წერილი, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. ეს წერილი იმავე დღეს მივეცი სათარგმნად. ეს იყო თემა, რომელიც იმ დღეს ბევრმა მოწმემ იცოდა. იცოდა ჩემმა მოადგილემ სოფო ხორგუანმა, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიგა გიორგაძემ. იცოდა ვასიკოს მოადგილემ, თარჯიმანმა. ხოლო 8-ში ეს დოკუმენტი ძალიან მაღალი დონის უცხოელ დიპლომატებს გადავეცი", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემაც მისცა.

ნახეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა