საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ისეთი კეთილსურნელება აგდით, როგორც დედაჩემს ჰქონდა სიცოცხლეში" - ისტორია, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ
"ისეთი კეთილსურნელება აგდით, როგორც დედაჩემს ჰქონდა სიცოცხლეში" - ისტორია, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ

წა­ი­კი­თხეთ მე­გობ­რე­ბო, გან­სა­კუთ­რე­ბით მას­წავ­ლებ­ლე­ბო: სას­წავ­ლო წლის და­სა­წყი­ში, მე­ექ­ვსე კლა­სის საკ­ლა­სო დამ­რი­გე­ბე­ლი ქალი იდგა თა­ვის ყო­ფი­ლი მე­ხუ­თეკ­ლა­სე­ლე­ბის წინ. მან თვა­ლი მო­ავ­ლო მო­წა­ფე­ებს და უთხრა, რომ ისი­ნი ყვე­ლა­ნი თა­ნაბ­რად უყ­ვარ­და და მო­ხა­რუ­ლი იყო, რომ კვლავ ერ­თად ხე­დავ­და მათ. მაგ­რამ ეს იყო სიც­რუა, რად­გა­ნაც, წინა მერ­ხზე იჯდა მო­ბუ­ზუ­ლი ბიჭი, რო­მე­ლიც მას­წავ­ლე­ბელ ქალს არ უყ­ვარ­და. მან იგი სხვა ყვე­ლა და­ნარ­ჩენ მო­წა­ფე­ებ­თან ერ­თად გა­სულ სას­წავ­ლო წელს გა­იც­ნო. მან ჯერ კი­დევ მა­შინ შე­ამ­ჩნია, რომ ბიჭი არ თა­მა­შობ­და სხვა ბავ­შვებ­თან, ეცვა ჭუ­ჭყი­ა­ნი ტან­საც­მე­ლი და ისე­თი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი ას­დი­ო­და, თით­ქოს ტანი არას­დროს და­ე­ბა­ნა. თან­და­თან მას­წავ­ლე­ბელს სა­ერ­თოდ შეს­ძულ­და ეს ყმაწ­ვი­ლი. შეს­ძულ­და ისე, რომ უკვე მისი და­ნახ­ვაც კი აღარ შე­ეძ­ლო. ერთხე­ლაც სას­წავ­ლო ნა­წი­ლის გამ­გემ თხო­ვა დამ­რი­გე­ბელს და­ე­წე­რა და­ხა­სი­ა­თე­ბა ყვე­ლა მის მო­წა­ფე­ზე, დღი­დან მათი სკო­ლა­ში შეს­ვლი­სა. როცა ჯერი სა­ძულ­ველ მო­წა­ფე­ზე მიდ­გა, მას­წავ­ლე­ბე­ლი გან­ცვიფ­რე­ბა­ში ჩა­ვარ­და. ბი­ჭის პირ­ვე­ლი კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი წერ­და: "ეს არის ბრწყინ­ვა­ლე ყმაწ­ვი­ლი, სხივმფე­ნი ღი­მი­ლით. სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს სუფ­თად და პირ­ნათ­ლად. ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბაა იყო მის გვერ­დით". მე­ო­რე კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი წერ­და: "ეს არის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მო­წა­ფე, რო­მე­ლიც უყ­ვართ თა­ნაკ­ლა­სე­ლებს, მაგ­რამ მას აქვს ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბი: მისი დედა უკურ­ნე­ბე­ლი სე­ნით არის და­ა­ვა­დე­ბუ­ლი". მე­სა­მე კლა­სის მას­წავ­ლე­ბე­ლი წერ­და: "დე­დის სიკ­ვდილ­მა სა­შინ­ლად იმოქ­მე­და ბიჭ­ზე. იგი ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლობს, მაგ­რამ მის­მა მა­მამ ყო­ველ­გვა­რი ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა მის მი­მართ და ამან კი, შე­იძ­ლე­ბა გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლად იმოქ­მე­დოს ბავ­შვის სწავ­ლა­ზე და სა­ერ­თოდ მის მო­მა­ვალ­ზე". მე­ო­თხე კლა­სის მას­წავ­ლე­ბელს ჩა­ე­წე­რა:" ბიჭი თა­ვის თავ­შია ჩა­კე­ტი­ლი, არ ავ­ლენს ინ­ტე­რესს სწავ­ლი­სად­მი, თით­ქმის არ ყავს მე­გობ­რე­ბი და ხში­რად პირ­და­პირ მერ­ხზე იძი­ნებს". და­ხა­სი­ა­თე­ბე­ბის წა­კი­თხვის შემ­დეგ მას­წავ­ლე­ბე­ლი სირ­ცხვილ­მა შე­ი­პყრო. ეს სირ­ცხვი­ლის გრძნო­ბა მას­წავ­ლე­ბელს კი­დევ უფრო გა­უძ­ლი­ერ­და, რო­დე­საც სა­ა­ხალ­წლო დღე­სას­წა­ულ­ზე მო­წა­ფე­ებ­მა მას, სხვა­დას­ხვა ლა­მა­ზად შე­ფუ­თუ­ლი სა­ჩუქ­რე­ბი მი­არ­თვეს, მა­შინ როცა არა­საყ­ვა­რე­ლი მო­წა­ფის სა­ჩუ­ქა­რი შეხ­ვე­უ­ლი იყო ყა­ვის­ფერ, უხეშ ქა­ღალ­დში. ზო­გი­ერ­თმა მო­წა­ფემ სი­ცი­ლიც კი და­ი­წყო, რო­დე­საც მას­წავ­ლე­ბელ­მა ამ შეკ­ვრის­გან სა­მა­ჯუ­რი, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე თვა­ლი აკ­ლდა და სუ­ნა­მოს ნა­ხე­ვა­რად ცა­რი­ე­ლი ფლა­კო­ნი ამო­ი­ღო. მაგ­რამ მას­წავ­ლე­ბელ­მა ბავ­შვებს სი­ცი­ლი შე­ა­წყვე­ტი­ნა: - ო, რა მშვე­ნი­ე­რი სა­მა­ჯუ­რია! - და გახ­სნა რა ფლა­კო­ნი, ცო­ტა­ო­დე­ნი სუ­ნა­მო მა­ჯა­ზე და­ის­ხუ­რა. იმ დღეს ბიჭი შე­ყოვ­ნდა გაკ­ვე­თი­ლე­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, მას­წავ­ლე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და და ჩუ­მად უთხრა: - დღეს თქვენ, ისე­თი კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბა აგ­დით, რო­გორც დე­და­ჩემს ჰქონ­და სი­ცო­ცხლე­ში. რო­დე­საც ბიჭი წა­ვი­და, მას­წავ­ლე­ბე­ლი მწა­რედ აქ­ვი­თინ­და. ამ დღი­დან მან უარი თქვა მხო­ლოდ ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა აეხ­სნა მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის და გა­და­წყვი­ტა ბავ­შვე­ბის­თვის ასე­ვე სი­კე­თე, თა­ნაგ­რძნო­ბა და ურ­თი­ერთ სიყ­ვა­რუ­ლი ეს­წავ­ლე­ბი­ნა.

გაგ­რძე­ლე­ბა

"ისეთი კეთილსურნელება აგდით, როგორც დედაჩემს ჰქონდა სიცოცხლეში" - ისტორია, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ

"ისეთი კეთილსურნელება აგდით, როგორც დედაჩემს ჰქონდა სიცოცხლეში" - ისტორია, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ წაიკითხავთ

წაიკითხეთ მეგობრებო, განსაკუთრებით მასწავლებლებო: სასწავლო წლის დასაწყიში, მეექვსე კლასის საკლასო დამრიგებელი ქალი იდგა თავის ყოფილი მეხუთეკლასელების წინ. მან თვალი მოავლო მოწაფეებს და უთხრა, რომ ისინი ყველანი თანაბრად უყვარდა და მოხარული იყო, რომ კვლავ ერთად ხედავდა მათ. მაგრამ ეს იყო სიცრუა, რადგანაც, წინა მერხზე იჯდა მობუზული ბიჭი, რომელიც მასწავლებელ ქალს არ უყვარდა. მან იგი სხვა ყველა დანარჩენ მოწაფეებთან ერთად გასულ სასწავლო წელს გაიცნო. მან ჯერ კიდევ მაშინ შეამჩნია, რომ ბიჭი არ თამაშობდა სხვა ბავშვებთან, ეცვა ჭუჭყიანი ტანსაცმელი და ისეთი არასასიამოვნო სუნი ასდიოდა, თითქოს ტანი არასდროს დაებანა. თანდათან მასწავლებელს საერთოდ შესძულდა ეს ყმაწვილი. შესძულდა ისე, რომ უკვე მისი დანახვაც კი აღარ შეეძლო. ერთხელაც სასწავლო ნაწილის გამგემ თხოვა დამრიგებელს დაეწერა დახასიათება ყველა მის მოწაფეზე, დღიდან მათი სკოლაში შესვლისა. როცა ჯერი საძულველ მოწაფეზე მიდგა, მასწავლებელი განცვიფრებაში ჩავარდა. ბიჭის პირველი კლასის მასწავლებელი წერდა: "ეს არის ბრწყინვალე ყმაწვილი, სხივმფენი ღიმილით. საშინაო დავალებებს ასრულებს სუფთად და პირნათლად. ერთი სიამოვნებაა იყო მის გვერდით". მეორე კლასის მასწავლებელი წერდა: "ეს არის არაჩვეულებრივი მოწაფე, რომელიც უყვართ თანაკლასელებს, მაგრამ მას აქვს ოჯახური პრობლემები: მისი დედა უკურნებელი სენით არის დაავადებული". მესამე კლასის მასწავლებელი წერდა: "დედის სიკვდილმა საშინლად იმოქმედა ბიჭზე. იგი ყველანაირად ცდილობს, მაგრამ მისმა მამამ ყოველგვარი ინტერესი დაკარგა მის მიმართ და ამან კი, შეიძლება გამოუსწორებელად იმოქმედოს ბავშვის სწავლაზე და საერთოდ მის მომავალზე". მეოთხე კლასის მასწავლებელს ჩაეწერა:" ბიჭი თავის თავშია ჩაკეტილი, არ ავლენს ინტერესს სწავლისადმი, თითქმის არ ყავს მეგობრები და ხშირად პირდაპირ მერხზე იძინებს". დახასიათებების წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი სირცხვილმა შეიპყრო. ეს სირცხვილის გრძნობა მასწავლებელს კიდევ უფრო გაუძლიერდა, როდესაც საახალწლო დღესასწაულზე მოწაფეებმა მას, სხვადასხვა ლამაზად შეფუთული საჩუქრები მიართვეს, მაშინ როცა არასაყვარელი მოწაფის საჩუქარი შეხვეული იყო ყავისფერ, უხეშ ქაღალდში. ზოგიერთმა მოწაფემ სიცილიც კი დაიწყო, როდესაც მასწავლებელმა ამ შეკვრისგან სამაჯური, რომელსაც რამდენიმე თვალი აკლდა და სუნამოს ნახევარად ცარიელი ფლაკონი ამოიღო. მაგრამ მასწავლებელმა ბავშვებს სიცილი შეაწყვეტინა: - ო, რა მშვენიერი სამაჯურია! - და გახსნა რა ფლაკონი, ცოტაოდენი სუნამო მაჯაზე დაისხურა. იმ დღეს ბიჭი შეყოვნდა გაკვეთილების დამთავრების შემდეგ, მასწავლებელს მიუახლოვდა და ჩუმად უთხრა: - დღეს თქვენ, ისეთი კეთილსურნელება აგდით, როგორც დედაჩემს ჰქონდა სიცოცხლეში. როდესაც ბიჭი წავიდა, მასწავლებელი მწარედ აქვითინდა. ამ დღიდან მან უარი თქვა მხოლოდ ენა და ლიტერატურა აეხსნა მოსწავლეებისათვის და გადაწყვიტა ბავშვებისთვის ასევე სიკეთე, თანაგრძნობა და ურთიერთ სიყვარული ესწავლებინა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია