პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გვანცა დარასელია: ''ადრე მაგიდაზეც ავსულვარ საცეკვაოდ, მაგრამ ახლა აღარ ავალ...''
გვანცა დარასელია: ''ადრე მაგიდაზეც ავსულვარ საცეკვაოდ, მაგრამ ახლა აღარ ავალ...''

გვან­ცა და­რა­სე­ლი­ას­თან პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ სწო­რედ ჩვენს ჟურ­ნალ­ში და­ი­ბეჭ­და, "მის სა­ქარ­თვე­ლოს"კი­დევ ერთ მო­ნა­წი­ლე თა­მუ­ნა ნემ­სიწ­ვე­რი­ძეს­თან ერ­თად, კონ­კურ­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჩავ­წე­რეთ, მას მერე გვან­ცამ თა­ვი­სი პო­პუ­ლა­რო­ბა ას­მა­გად გა­იმ­ყა­რა და ახლა "რუს­თა­ვი 2"-ის ერთ-ერთი სა­ხეა.

ამ­ბობს, რომ ყო­ველ­თვის უნ­დო­და, ხალ­ხის­თვის ცნო­ბი­ლი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გამ­ხდა­რი­ყო, ეს საქ­მე კი ჟურ­ნა­ლის­ტი­კაა. გა­რეგ­ნო­ბა­ზე აქ­ცენ­ტის გა­კე­თე­ბა კი არას­დროს უყ­ვარ­და და ამი­ტო­მაც არ გაჰ­ყვა მო­დე­ლის პრო­ფე­სი­ას.

პო­პუ­ლა­რო­ბის და­დე­ბით და უარ­ყო­ფით ეფექ­ტებ­ზე სა­ინ­ტე­რე­სოდ გვე­სა­უბ­რა.

- მახ­სოვს ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ინ­ტერ­ვიუ, 2007 წელს. მას მერე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­დი. თუ ფიქ­რობ­დი მა­შინ, რომ ასეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევ­დი?

- არა. შე­იძ­ლე­ბა, არა­ვინ და­ი­ჯე­როს, მაგ­რამ მა­შინ ამა­ზე არ მი­ფიქ­რია. "მის სა­ქარ­თვე­ლო­ზე"დე­დის სურ­ვი­ლით მი­ვე­დი. 17 წლის ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან პა­ტა­რა გოგო და არც არა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი. არ ვი­ცო­დი, რა მინ­დო­და. ამ კონ­კურ­სამ­დე, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტი, ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი ინგა გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა­ში, სა­დაც სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ზე დის­კუ­სია გა­ი­მარ­თა. მახ­სოვს, თე­ო­ნა თა­ვარ­თქი­ლა­ძემ გა­მო­მარ­ჩია სხვებს შო­რის და თქვა, რომ ასე­თი გო­გო­ნე­ბი უნდა მი­დი­ოდ­ნენ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სებ­ზე. ეტყო­ბა, დე­დის სურ­ვილ­თან ერ­თად, ესეც აღ­მოჩ­ნდა ერ­თგვა­რი სტი­მუ­ლი, რომ "მის სა­ქარ­თვე­ლო­ზე"მივ­სუ­ლი­ყა­ვი. თე­ო­ნას­თან ერ­თად, სხვა, ჩემ­თვის უც­ნობ­მა ადა­მი­ა­ნებ­მაც მირ­ჩი­ეს ამ კონ­კურ­სზე გას­ვლა.

გა­აზ­რე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ მქო­ნია, რომ ამ კონ­კურ­სით პო­პუ­ლა­რუ­ლი გავ­ხდე­ბო­დი. თა­ნაც, ცოტა პრო­ტეს­ტის გრძნო­ბაც მქონ­და. მინ­დო­და, წარ­მა­ტე­ბის­თვის ჩემი პრო­ფე­სი­ით მი­მეღ­წია, "ნა­ტა­ლი­ში"კი ვი­რი­ცხე­ბო­დი მო­დე­ლად, მაგ­რამ ამ მხრივ ჩემი კა­რი­ე­რა არ გან­მი­ვი­თა­რე­ბია. ბევ­რჯერ შევ­ჯა­ხე­ბი­ვარ ცხოვ­რე­ბა­ში და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას - კონ­კურ­სი­დან მო­სუ­ლი გოგო რას გა­ა­კე­თებ­სო. კონ­კურ­სის შემ­დეგ, რო­გორც "მის ინ­ტე­ლექ­ტი", ერთ-ერთ სე­რი­ო­ზულ კომ­პა­ნი­ა­ში მი­მიწ­ვი­ეს სტა­ჟი­რე­ბა­ზე. იქ ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მე, რომ რა­ღა­ცე­ბი და­მემ­ტკი­ცე­ბი­ნა და და­ვამ­ტკი­ცე, რად­გან სტა­ჟი­რე­ბა გა­მი­ხან­გრძლი­ვეს. ამან თავ­და­ჯე­რე­ბა შემ­მა­ტა.

პა­ტა­რა რომ ვი­ყა­ვი, თავს ლა­მა­ზად არ მი­ვიჩ­ნევ­დი. ვერ ვი­ტყვი, რომ ბავ­შვო­ბა­ში გა­მორ­ჩე­უ­ლი გახ­ლდით. რომ წა­მო­ვი­ზარ­დე და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი გა­მიჩ­ნდნენ, თან­და­თან მერე გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ რა­ღა­ცა­ში იყო საქ­მე.

გა­რეგ­ნო­ბა არას­დროს არა­ფერ­ში გა­მო­მი­ყე­ნე­ბია. ჩემ­თვის ყო­ველ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რო­გორ გავ­ხდე­ბო­დი ცნო­ბი­ლი. ბევ­რი ცნო­ბი­ლი სახე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხალ­ხის ლან­ძღვით გახ­და, მაგ­რამ ეს დრო­ე­ბი­თია. მინ­დო­და სტა­ბი­ლუ­რი პო­პუ­ლა­რო­ბა და სუფ­თა რე­პუ­ტა­ცია. გულ­წრფე­ლად რომ გი­თხრა, ჩემს მთა­ვარ მიღ­წე­ვად მი­ვიჩ­ნევ იმას, რომ პო­პუ­ლა­რო­ბას არ შე­ვუც­ვლი­ვარ. არ შე­მიც­ვლია სა­მე­გობ­რო წრე, არც ზო­გა­დად ჩემი ცხოვ­რე­ბა. ესაა მთა­ვა­რი და არა ის, რამ­დე­ნი დღე ვჩან­ვარ ტე­ლე­ვი­ზი­ით.

- რა ის­წავ­ლე პო­პუ­ლა­რო­ბის შე­დე­გად?

- ადრე გა­მოც­დი­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად ბევრ რა­მე­ზე ვთან­ხმდე­ბო­დი, ვის­წავ­ლე სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი. შე­საძ­ლოა, ვი­ღა­ცამ ამის გამო იფიქ­როს, რომ თავ­ში აგი­ვარ­და, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეა - სა­კუ­თა­რი თავი შენ უნდა და­ა­ფა­სო, პირ­ველ რიგ­ში. საქ­ველ­მოქ­მე­დო პრო­ექ­ტებ­ზე უარს არ ვამ­ბობ, მაგ­რამ ზო­გა­დად, ვცდი­ლობ, ჩემი ნიშა მქონ­დეს.

- ფულს შო­უ­ლობ შენი პო­პუ­ლა­რო­ბით?

- ვერ და­ვი­წუ­წუ­ნებ. ვერ ვი­ტყვი, რომ ჩემი შრო­მა გან­სხვავ­დე­ბა ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის­გან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი თუ სხვა რე­სურ­სით. ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა თქვას, რომ ტე­ლე­სა­ხეს უფრო მეტი ეკუთ­ვნის, მაგ­რამ ვის­თან და­ვი­წუ­წუ­ნო? იმ ადა­მი­ან­თან, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მის შემ­დეგ, მე რომ ვდგე­ბი, მა­გი­დას წმენ­დს? სა­ქარ­თვე­ლო­ში ამა­ზე ლა­პა­რა­კი ძა­ლი­ან უხერ­ხუ­ლია. ლოს-ან­ჯე­ლეს­ში რომ ვცხოვ­რობ­დე, შე­საძ­ლოა, ძა­ლი­ან მე­წუ­წუ­ნა.

არ მიყ­ვარს, როცა მე­კი­თხე­ბი­ან, რამ­დე­ნი მაქვს ხელ­ფა­სი, რად­გან ვი­ღა­ცის­თვის შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რია, ვი­ღა­ცის­თვის - ძა­ლი­ან ცოტა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ოჯა­ხი ჩემს ხარ­ჯზე რომ არ­სე­ბობ­დეს, არ მე­ყო­ფო­და, მაგ­რამ ღმერ­თის მად­ლო­ბე­ლი ვარ, რომ ასე არ არის. ისიც ვიცი, რომ სხვა ჩემს კო­ლე­გას, "რუს­თა­ვი 2"-ზე არ ვამ­ბობ, მის გა­რეთ, ჩემ­ზე მეტი ხელ­ფა­სი აქვს, მაგ­რამ როცა საქ­მე გიყ­ვარს, ბევრ რა­მე­ზე ხუ­ჭავ თვალს. თუმ­ცა კი­დევ ვამ­ბობ, სა­წუ­წუ­ნო არა­ფე­რი მაქვს. სხვას ვე­რა­ფერს გა­ვა­კე­თებ, შე­საძ­ლოა, ბევ­რად მეტი შე­მომ­თა­ვა­ზონ სხვა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში, მაგ­რამ არა მგო­ნია, დავ­თან­ხმდე.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

გვანცა დარასელია: ''ადრე მაგიდაზეც ავსულვარ საცეკვაოდ, მაგრამ ახლა აღარ ავალ...''

გვანცა დარასელია: ''ადრე მაგიდაზეც ავსულვარ საცეკვაოდ, მაგრამ ახლა აღარ ავალ...''

გვანცა დარასელიასთან პირველი ინტერვიუ სწორედ ჩვენს ჟურნალში დაიბეჭდა, ''მის საქართველოს''კიდევ ერთ მონაწილე თამუნა ნემსიწვერიძესთან ერთად, კონკურსის დასრულების შემდეგ ჩავწერეთ, მას მერე გვანცამ თავისი პოპულარობა ასმაგად გაიმყარა და ახლა ''რუსთავი 2''-ის ერთ-ერთი სახეა.

ამბობს, რომ ყოველთვის უნდოდა, ხალხისთვის ცნობილი საქმიდან გამომდინარე გამხდარიყო, ეს საქმე კი ჟურნალისტიკაა. გარეგნობაზე აქცენტის გაკეთება კი არასდროს უყვარდა და ამიტომაც არ გაჰყვა მოდელის პროფესიას.

პოპულარობის დადებით და უარყოფით ეფექტებზე საინტერესოდ გვესაუბრა.

- მახსოვს ჩვენი პირველი ინტერვიუ, 2007 წელს. მას მერე ძალიან პოპულარული გახდი. თუ ფიქრობდი მაშინ, რომ ასეთ წარმატებას მიაღწევდი?

- არა. შეიძლება, არავინ დაიჯეროს, მაგრამ მაშინ ამაზე არ მიფიქრია. ''მის საქართველოზე''დედის სურვილით მივედი. 17 წლის ვიყავი, ძალიან პატარა გოგო და არც არაფერზე ვფიქრობდი. არ ვიცოდი, რა მინდოდა. ამ კონკურსამდე, როგორც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი, ვმონაწილეობდი ინგა გრიგოლიას გადაცემაში, სადაც სილამაზის კონკურსებზე დისკუსია გაიმართა. მახსოვს, თეონა თავართქილაძემ გამომარჩია სხვებს შორის და თქვა, რომ ასეთი გოგონები უნდა მიდიოდნენ სილამაზის კონკურსებზე. ეტყობა, დედის სურვილთან ერთად, ესეც აღმოჩნდა ერთგვარი სტიმული, რომ ''მის საქართველოზე''მივსულიყავი. თეონასთან ერთად, სხვა, ჩემთვის უცნობმა ადამიანებმაც მირჩიეს ამ კონკურსზე გასვლა.

გააზრებული ნამდვილად არ მქონია, რომ ამ კონკურსით პოპულარული გავხდებოდი. თანაც, ცოტა პროტესტის გრძნობაც მქონდა. მინდოდა, წარმატებისთვის ჩემი პროფესიით მიმეღწია, ''ნატალიში''კი ვირიცხებოდი მოდელად, მაგრამ ამ მხრივ ჩემი კარიერა არ განმივითარებია. ბევრჯერ შევჯახებივარ ცხოვრებაში დამოკიდებულებას - კონკურსიდან მოსული გოგო რას გააკეთებსო. კონკურსის შემდეგ, როგორც ''მის ინტელექტი'', ერთ-ერთ სერიოზულ კომპანიაში მიმიწვიეს სტაჟირებაზე. იქ ძალიან ბევრი ვიშრომე, რომ რაღაცები დამემტკიცებინა და დავამტკიცე, რადგან სტაჟირება გამიხანგრძლივეს. ამან თავდაჯერება შემმატა.

პატარა რომ ვიყავი, თავს ლამაზად არ მივიჩნევდი. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობაში გამორჩეული გახლდით. რომ წამოვიზარდე და თაყვანისმცემლები გამიჩნდნენ, თანდათან მერე გავაცნობიერე, რომ რაღაცაში იყო საქმე.

გარეგნობა არასდროს არაფერში გამომიყენებია. ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, როგორ გავხდებოდი ცნობილი. ბევრი ცნობილი სახე პოპულარული ხალხის ლანძღვით გახდა, მაგრამ ეს დროებითია. მინდოდა სტაბილური პოპულარობა და სუფთა რეპუტაცია. გულწრფელად რომ გითხრა, ჩემს მთავარ მიღწევად მივიჩნევ იმას, რომ პოპულარობას არ შევუცვლივარ. არ შემიცვლია სამეგობრო წრე, არც ზოგადად ჩემი ცხოვრება. ესაა მთავარი და არა ის, რამდენი დღე ვჩანვარ ტელევიზიით.

- რა ისწავლე პოპულარობის შედეგად?

- ადრე გამოცდილების შესაძენად ბევრ რამეზე ვთანხმდებოდი, ვისწავლე საკუთარი თავის ფასი. შესაძლოა, ვიღაცამ ამის გამო იფიქროს, რომ თავში აგივარდა, მაგრამ საქართველოში ასეა - საკუთარი თავი შენ უნდა დააფასო, პირველ რიგში. საქველმოქმედო პროექტებზე უარს არ ვამბობ, მაგრამ ზოგადად, ვცდილობ, ჩემი ნიშა მქონდეს.

- ფულს შოულობ შენი პოპულარობით?

- ვერ დავიწუწუნებ. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი შრომა განსხვავდება ბანკის თანამშრომლის საქმიანობისგან ინტელექტუალური თუ სხვა რესურსით. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ტელესახეს უფრო მეტი ეკუთვნის, მაგრამ ვისთან დავიწუწუნო? იმ ადამიანთან, რომელიც გადაცემის შემდეგ, მე რომ ვდგები, მაგიდას წმენდს? საქართველოში ამაზე ლაპარაკი ძალიან უხერხულია. ლოს-ანჯელესში რომ ვცხოვრობდე, შესაძლოა, ძალიან მეწუწუნა.

არ მიყვარს, როცა მეკითხებიან, რამდენი მაქვს ხელფასი, რადგან ვიღაცისთვის შეიძლება, ბევრია, ვიღაცისთვის - ძალიან ცოტა. რასაკვირველია, ოჯახი ჩემს ხარჯზე რომ არსებობდეს, არ მეყოფოდა, მაგრამ ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ასე არ არის. ისიც ვიცი, რომ სხვა ჩემს კოლეგას, ''რუსთავი 2''-ზე არ ვამბობ, მის გარეთ, ჩემზე მეტი ხელფასი აქვს, მაგრამ როცა საქმე გიყვარს, ბევრ რამეზე ხუჭავ თვალს. თუმცა კიდევ ვამბობ, საწუწუნო არაფერი მაქვს. სხვას ვერაფერს გავაკეთებ, შესაძლოა, ბევრად მეტი შემომთავაზონ სხვა საქმიანობაში, მაგრამ არა მგონია, დავთანხმდე.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება