მსოფლიო
პოლიტიკა

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 01:51-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 05:52-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული: აჩქარება, ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ხელსაყრელია ავეჯის და უძრავი ქონების შეძენა. შეიძინეთ სურსათი და საყოფაცხოვრებო ნივთები. უმჯობესია თავი შეიკავოთ ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების ჭამისგან.
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''სამეფო კარის თამაშების'' ვარსკვლავმა შესაძლოა, ქართულ ფილმში ითამაშოს - ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღებები იწყება
''სამეფო კარის თამაშების'' ვარსკვლავმა შესაძლოა, ქართულ ფილმში ითამაშოს  - ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღებები იწყება

რე­ჟი­სო­რი ნი­კო­ლოზ ხო­მა­სუ­რი­ძე მო­რიგ მას­შტა­ბურ პრო­ექ­ტზე მუ­შა­ობს. დიდ­გო­რის ბრძო­ლის შემ­დეგ რე­ჟი­სორ­მა გა­და­წყვი­ტა, კვლავ ის­ტო­რი­ულ თე­მა­ზე ემუ­შა­ვა და ამ­ჯე­რად ყუ­რა­დღე­ბა უკ­ვდავ პო­ე­მა "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ზე" შე­ა­ჩე­რა. ამ­ჯე­რად ტრე­ი­ლე­რის გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­დაც სხვა მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. რე­ჟი­სორს ერთ-ერთი მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლად "სა­მე­ფო კა­რის თა­მა­შე­ბის" გმი­რი ჯე­ი­სონ მო­მოა წარ­მო­უდ­გე­ნია.

- ნი­კო­ლოზ, "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" გა­და­ღე­ბის იდეა რო­გორ და­ი­ბა­და?

- ჯერ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ტრე­ი­ლე­რი გა­და­ვი­ღეთ, სა­დაც ტა­რი­ე­ლის ბრძო­ლაა ასა­ხუ­ლი. მალე გა­და­ვი­ღებთ ტა­რი­ე­ლის ნეს­ტან-და­რე­ჯან­თან ქა­ჯე­თის ცი­ხე­ში შეხ­ვედ­რას და იმ ვერ­სი­ა­ში უკვე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა, რო­გო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის ფილ­მი შე­იძ­ლე­ბა, რომ გა­მო­ვი­დეს. მერე გვექ­ნე­ბა ინ­ვეს­ტო­რებ­თან შეხ­ვედ­რა, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე უცხო­ეთ­ში.

- გა­და­წყვე­ტი­ლი გაქვთ, მთა­ვარ რო­ლებს ვინ შე­ას­რუ­ლე­ბენ?

- რაც გა­და­ვი­ღეთ, ქარ­თუ­ლი მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი არი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი. გა­და­წყვე­ტი­ლი გვაქვს, უცხო­ელ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა შე­ას­რუ­ლონ მთა­ვა­რი რო­ლე­ბი.

- უცხო­ე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან ვის შეს­თა­ვა­ზებთ მი­უ­ზიკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- ამა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია. ახლა მიმ­დი­ნა­რე­ობს ვარ­ჯი­ში თუ რამ­დე­ნად კარ­გად გა­ვარ­თვმევთ თავს ასე­თი მას­შტა­ბუ­რი ფილ­მის გა­და­ღე­ბას.

- მა­ინ­ცდა­მა­ინც მი­უ­ზიკ­ლის გა­და­ღე­ბა რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ?

- პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი კარ­გად და პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას გა­ვუ­წევთ "ვე­ფხის­ტყა­ო­სანს", ქარ­თულ ცეკ­ვას და კულ­ტუ­რას.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

''სამეფო კარის თამაშების'' ვარსკვლავმა შესაძლოა, ქართულ ფილმში ითამაშოს - ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღებები იწყება

''სამეფო კარის თამაშების'' ვარსკვლავმა შესაძლოა, ქართულ ფილმში ითამაშოს  - ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღებები იწყება

რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძე მორიგ მასშტაბურ პროექტზე მუშაობს. დიდგორის ბრძოლის შემდეგ რეჟისორმა გადაწყვიტა, კვლავ ისტორიულ თემაზე ემუშავა და ამჯერად ყურადღება უკვდავ პოემა ''ვეფხისტყაოსანზე'' შეაჩერა. ამჯერად ტრეილერის გადაღებები მიმდინარეობს, სადაც სხვა მსახიობები არიან დაკავებულები. რეჟისორს ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლად ''სამეფო კარის თამაშების'' გმირი ჯეისონ მომოა წარმოუდგენია.

- ნიკოლოზ, ''ვეფხისტყაოსნის'' გადაღების იდეა როგორ დაიბადა?

- ჯერ მხოლოდ რამდენიმე ტრეილერი გადავიღეთ, სადაც ტარიელის ბრძოლაა ასახული. მალე გადავიღებთ ტარიელის ნესტან-დარეჯანთან ქაჯეთის ციხეში შეხვედრას და იმ ვერსიაში უკვე წარმოდგენილი იქნება, როგორი მიმართულების ფილმი შეიძლება, რომ გამოვიდეს. მერე გვექნება ინვესტორებთან შეხვედრა, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

- გადაწყვეტილი გაქვთ, მთავარ როლებს ვინ შეასრულებენ?

- რაც გადავიღეთ, ქართული მოცეკვავეები არიან დაკავებული. გადაწყვეტილი გვაქვს, უცხოელმა მსახიობებმა შეასრულონ მთავარი როლები.

- უცხოელი მსახიობებიდან ვის შესთავაზებთ მიუზიკლში მონაწილეობას?

- ამაზე საუბარი ნაადრევია. ახლა მიმდინარეობს ვარჯიში თუ რამდენად კარგად გავართვმევთ თავს ასეთი მასშტაბური ფილმის გადაღებას.

- მაინცდამაინც მიუზიკლის გადაღება რატომ გადაწყვიტეთ?

- პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართული ცეკვა იქნება წარმოდგენილი კარგად და პოპულარიზაციას გავუწევთ ''ვეფხისტყაოსანს'', ქართულ ცეკვას და კულტურას.

იხილეთ სტატია სრულად