პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აფასებს ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებას
როგორ აფასებს ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებას

ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბას შე­თი­თხნილ და ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბულ საქ­მედ მი­იჩ­ნევს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ადე­იშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ოთარ კა­ხი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით, თუ კი ადე­იშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად ახალ ბრალ­დე­ბა­ზე პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არ იც­ვლე­ბა იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც იმ­ყო­ფე­ბა.

ამას­თან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს პა­ტიმ­რო­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის ორი საქ­მე­ზე აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი – ცი­ხე­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბი­სა და "ქარ­თუ" ბან­კის საქ­მე­ზე.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ადე­იშ­ვი­ლი უნ­გრეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა, სა­დაც პო­ლი­ტი­კუ­რი თავ­შე­სა­ფა­რი ითხო­ვა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა. საქ­მე ეხე­ბა 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, მო­მი­ტინ­გე­თა მა­სობ­რი­ვად დარ­ბე­ვას, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შეჭ­რას და არ­კა­დი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ქო­ნე­ბის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვად ხელ­ში ჩაგ­დე­ბას. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად, ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნეს ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს, ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს, თავ­დაც­ვის ყო­ფილ მი­ნისტრს და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს და თბი­ლი­სის ყო­ფილ მერს გიგი უგუ­ლა­ვას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

როგორ აფასებს ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებას

როგორ აფასებს ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებას

ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებას შეთითხნილ და ფალსიფიცირებულ საქმედ მიიჩნევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ადეიშვილის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, თუ კი ადეიშვილს აღკვეთის ღონისძიებად ახალ ბრალდებაზე პატიმრობა შეეფარდა, მისი მდგომარეობა არ იცვლება იმ ქვეყანაში, სადაც იმყოფება.

ამასთან, როგორც ცნობილია, ზურაბ ადეიშვილს პატიმრობა სისხლის სამართლის ორი საქმეზე აქვს შეფარდებული – ციხეში პატიმრების წამებისა და "ქართუ" ბანკის საქმეზე.

არსებული ინფორმაციით, ადეიშვილი უნგრეთში იმყოფება, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენა. საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას. მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ბრალი წარუდგინეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორს ზურაბ ადეიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს და თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ