პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2007 წლის 4 ნოემბრის თათბირზე სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშშია საუბარი
2007 წლის 4 ნოემბრის თათბირზე სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშშია საუბარი

2007 წლის 4 ნო­ემ­ბრის თათ­ბირ­ზე, რო­მელ­ზეც მო­მი­ტინ­გე­ე­ბის დაშ­ლა და­ი­გეგ­მა, 2008 წლის სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის სა­პარ­ლა­მენ­ტო ან­გა­რიშ­შია სა­უ­ბა­რი.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის 2008 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო ან­გა­რიშ­ში სა­უ­ბა­რია 2007 წლის მე­ო­რე ნა­ხევ­რის შე­ფა­სე­ბა­ზე.

"მი­უ­ხე­და­ვად არა­ერ­თი მი­მარ­თვი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის­გან ვერ მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი ჩვენს მო­თხოვ­ნა­ზე - შე­იქ­მნას პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სია, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ძი­ებს 2007 წლის 4 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს შს მი­ნის­ტრის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტა­რე­ბუ­ლი თათ­ბი­რის მა­სა­ლებს. თათ­ბირ­ზე, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ მა­შინ­დე­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლი, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი, შსს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე დათა ახა­ლა­ია და სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, და­ი­გეგ­მა საპ­რო­ტეს­ტო მი­ტინ­გე­ბის მო­ნა­წი­ლე­თა ცე­მის, მათ­თვის ნარ­კო­ტი­კე­ბის ჩა­დე­ბი­სა თუ სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით დევ­ნის პო­ლი­ტი­კა. კი­დევ ერთხელ ვა­ცხა­დებ - მზად ვარ, კო­მი­სი­ას წარ­ვუდ­გი­ნო ამ თათ­ბირ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. პარ­ლა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნა და 4 ნო­ემ­ბრის თათ­ბი­რის გა­მო­ძი­ე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რათა ერთხელ და სა­მუ­და­მოდ გა­ე­ცეს პა­სუ­ხი კი­თხვას - რა­ტომ მი­ი­ღო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვამ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კის ხა­სი­ა­თი და ვინ გეგ­მავს და ახორ­ცი­ე­ლებს ამ პო­ლი­ტი­კას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ან­გა­რიშ­ში.

მა­შინ­დე­ლი სა­ხალ­ხო დამ­ცვლის, სო­ზარ სუ­ბა­რის ანაგ­რი­ში მოხ­ვდა პრო­კუ­რა­ტუ­რის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბა­შიც, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის, გიგი უგუ­ლა­ვას, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის­თვის ბრა­ლის წარ­დგე­ნას ეხე­ბა. პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხდე­ბას და­მა­ტე­ბუ­ლი აქვს თათ­ბი­რის დროს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ წარ­მოთ­ქმუ­ლი ფრა­ზე­ბი. "თათ­ბირ­ზე სა­უ­ბა­რი იყო, რომ ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭე­რი ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის უნდა "მი­ე­ხე­და" ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის ყო­ფილ უფ­როსს და იმ­ჟა­მად თავ­დაც­ვის მი­ნისტრს და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს. ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა თათ­ბი­რის დროს წა­მოს­თქვა შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის ფრა­ზე­ბი: "გა­ლა­ხუ­ლი კაცი სა­ქარ­თვე­ლო­ში არის ჩმო­რი და მა­შინ­ვე კარ­გავს გავ­ლე­ნას, ჯგუ­ფე­ბი შექ­მე­ნით, ცე­მეთ, თირკმე­ლებ­ში ურტყით, და­ი­ჭი­რეთ, გად­მო­ი­ბი­რეთ, ნარ­კო­ტი­კე­ბი ჩა­უ­დეთ, გა­რეთ ერთი ახა­ლა­ია მი­ხე­დავს, შიგ­ნით მე­ო­რე დახ­ვდე­ბა." თათ­ბირ­ზე ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ გა­ცე­მუ­ლი და­ვა­ლე­ბა - ადა­მი­ა­ნე­ბის და­ში­ნე­ბის, ცე­მი­სა და და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხებ სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნილ იქნა 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, რო­დე­საც გა­ი­ცა ბრძა­ნე­ბა აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის თა­ო­ბა­ზე", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღეს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის ყო­ფილ­მა გუ­ბერ­ნა­ტორ­მა, ვა­სილ მაღ­ლა­ფე­რი­ძემ პრო­კუ­რა­ტუ­რას 7 ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მის­ცა ჩვე­ნე­ბა.

"ეს იყო 2007 წლის ნო­ემ­ბრის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. 2007 წლის 5 ნო­ემ­ბერს ამის შე­სა­ხებ წე­რი­ლო­ბი­თი ჩვე­ნე­ბა მი­ვე­ცი მა­შინ­დელ სა­ხალ­ხო დამ­ცველს. სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ამის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა პრე­სით, მათ შო­რის პარ­ლა­მენ­ტში და სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნას ითხოვ­და. შემ­დეგ ეს ჩვე­ნე­ბა ითარ­გმნა და გა­და­ე­ცათ სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, მათ შო­რის თო­მას ჰა­მერ­ბერს, პი­ტერ სემ­ნებს და სხვა მა­ღა­ლი რან­გის დიპ­ლო­მა­ტებს. სწო­რედ ეს მო­ვუ­ყე­ვი მე ორი კვი­რის წინ პრო­კუ­რა­ტუ­რას, რო­დე­საც 8 წლის შემ­დეგ მი­ზან­შე­წო­ნი­ლად ჩათ­ვა­ლა, რომ ამ საქ­მეს დაბ­რუ­ნე­ბო­და. მკი­თხეს, და­ვა­დას­ტუ­რებ­დი თუ არა, რაც მე თა­ვის დრო­ზე სა­ხალ­ხო დამ­ცველს ვუ­თხა­რი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, და­ვა­დას­ტუ­რებ­დი", - გა­ნა­ცხა­და მაღ­ლა­ფე­რი­ძემ. სა­ვა­რა­უ­დოდ მაღ­ლა­ფე­რი­ძე სწო­რედ სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის­თვის 4 ნო­ემ­ბრის თათ­ბი­რის შე­სა­ხებ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სა­უბ­რობ­და.

2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის მა­სობ­რი­ვად დარ­ბე­ვის, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" შეჭ­რი­სა და ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის მი­ტა­ცე­ბის საქ­მე­ებ­ზე დღეს ბრა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­უ­ყე­ნეს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­სა და გიგი უგუ­ლა­ვას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

2007 წლის 4 ნოემბრის თათბირზე სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშშია საუბარი

2007 წლის 4 ნოემბრის თათბირზე სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშშია საუბარი

2007 წლის 4 ნოემბრის თათბირზე, რომელზეც მომიტინგეების დაშლა დაიგეგმა, 2008 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშშია საუბარი.

სახალხო დამცველის 2008 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბარია 2007 წლის მეორე ნახევრის შეფასებაზე.

"მიუხედავად არაერთი მიმართვისა, საქართველოს პარლამენტისგან ვერ მივიღეთ პასუხი ჩვენს მოთხოვნაზე - შეიქმნას პარლამენტის საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიძიებს 2007 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული თათბირის მასალებს. თათბირზე, რომელსაც ესწრებოდნენ მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი, შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე დათა ახალაია და სხვა მაღალი თანამდებობის პირები, დაიგეგმა საპროტესტო მიტინგების მონაწილეთა ცემის, მათთვის ნარკოტიკების ჩადებისა თუ სხვადასხვა მეთოდებით დევნის პოლიტიკა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ - მზად ვარ, კომისიას წარვუდგინო ამ თათბირთან დაკავშირებული მტკიცებულებები. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა და 4 ნოემბრის თათბირის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაეცეს პასუხი კითხვას - რატომ მიიღო ადამიანის უფლებების დარღვევამ მიზანმიმართული პოლიტიკის ხასიათი და ვინ გეგმავს და ახორციელებს ამ პოლიტიკას", - აღნიშნულია ანგარიშში.

მაშინდელი სახალხო დამცვლის, სოზარ სუბარის ანაგრიში მოხვდა პროკურატურის გუშინდელ განცხადებაშიც, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილის, ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ადეიშვილისთვის ბრალის წარდგენას ეხება. პროკურატურის განცხდებას დამატებული აქვს თათბირის დროს ვანო მერაბიშვილის მიერ წარმოთქმული ფრაზები. "თათბირზე საუბარი იყო, რომ ოპოზიციის მხარდამჭერი ბიზნესმენებისთვის უნდა "მიეხედა" ფინანსური პოლიციის ყოფილ უფროსს და იმჟამად თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს. ვანო მერაბიშვილმა თათბირის დროს წამოსთქვა შემდეგი შინაარსის ფრაზები: ,,გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას, ჯგუფები შექმენით, ცემეთ, თირკმელებში ურტყით, დაიჭირეთ, გადმოიბირეთ, ნარკოტიკები ჩაუდეთ, გარეთ ერთი ახალაია მიხედავს, შიგნით მეორე დახვდება." თათბირზე ივანე მერაბიშვილის მიერ გაცემული დავალება - ადამიანების დაშინების, ცემისა და დაპატიმრების შესახებ სისრულეში მოყვანილ იქნა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაიცა ბრძანება აქციის დარბევის თაობაზე", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დღეს ცნობილი გახდა, რომ მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა, ვასილ მაღლაფერიძემ პროკურატურას 7 ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით მისცა ჩვენება.

"ეს იყო 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით. 2007 წლის 5 ნოემბერს ამის შესახებ წერილობითი ჩვენება მივეცი მაშინდელ სახალხო დამცველს. სახალხო დამცველმა ამის შესახებ ისაუბრა პრესით, მათ შორის პარლამენტში და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა. შემდეგ ეს ჩვენება ითარგმნა და გადაეცათ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მათ შორის თომას ჰამერბერს, პიტერ სემნებს და სხვა მაღალი რანგის დიპლომატებს. სწორედ ეს მოვუყევი მე ორი კვირის წინ პროკურატურას, როდესაც 8 წლის შემდეგ მიზანშეწონილად ჩათვალა, რომ ამ საქმეს დაბრუნებოდა. მკითხეს, დავადასტურებდი თუ არა, რაც მე თავის დროზე სახალხო დამცველს ვუთხარი. რასაკვირველია, დავადასტურებდი", - განაცხადა მაღლაფერიძემ. სავარაუდოდ მაღლაფერიძე სწორედ სახალხო დამცველისთვის 4 ნოემბრის თათბირის შესახებ მიწოდებულ ინფორმაციაზე საუბრობდა.

2007 წლის 7 ნოემბრის აქციის მასობრივად დარბევის, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმეებზე დღეს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს მიხეილ სააკაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, დავით კეზერაშვილს, ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ