დავით ნარმანია - სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მერია მხარდაჭერას გაუწევს

 დავით ნარმანია - სოლიდური სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს მერია მხარდაჭერას გაუწევს

თბილისის არჩეული მერი დავით ნარმანია მეუღლესთან ერთად ბერი ანდრიას ფონდის სარეაბილიტაციო სახლის პრეზენტაციას დაესწრო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დავით ნარმანიას პრესსამსახურიდან აცნობეს, პრეზენტაციას, ასევე, ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, პარლამენტის წევრები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები.

სარეაბილიტაციო სახლი სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის შეიქმნა და იქ სხვადასხვა პერიოდულობით 27 ბავშვი გადის რეაბილიტაციას.

როგორც დავით ნარმანიამ სახლის პრეზენტაციაზე განაცხადა, თბილისის მერია სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებს მხარდაჭერას გაუწევს. "მე აქამდეც ძალიან ხშირად სხვადასხვა ფორმით ვმონაწილეობდი ამ ბავშვების მხარდამჭერ აქციებში, თუმცა, ახლა ვიღებ ვალდებულებას, რომ მათზე თბილისის მერიამ იზრუნოს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

პრეზენტაციაზე თბილისის მერი და აშშ-ს ელჩი სარეაბილიტაციო სახლის საპატიო წევრებად აირჩიეს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა