პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მღვდელს საკუთარ ეკლესიაში გადაღებული პორნოფილმი აჩუქეს
მღვდელს საკუთარ ეკლესიაში გადაღებული პორნოფილმი აჩუქეს

ავ­სტრა­ლი­ა­ში, ჰერ­ში­გის სა­ეკ­ლე­სიო კო­მუ­ნა­ში, რო­გორც მღვდე­ლი იუ­წყე­ბა, წირ­ვის შემ­დეგ მას­თან მრევ­ლი­დან ერთ-ერთი პირი მი­ვი­და და გა­დას­ცა დის­კი, რო­მელ­ზეც ვი­დეო იყო ჩა­წე­რი­ლი. რო­დე­საც მღვდელ­მა ვი­დეო ჩარ­თო, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ის, რაც მას გა­დას­ცეს პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ფილ­მი იყო, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც ყუ­რე­ბა გა­ნაგ­რძო, რათა გა­ერ­კვია, რას ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ეს უც­ნა­უ­რი სა­ჩუ­ქა­რი, მა­ლე­ვე აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ დე­კო­რა­ცი­ე­ბი ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და.

რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ, მღვდე­ლი სკა­მი­დან წა­მოხ­ტა, რად­გან მიხ­ვდა, რომ პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ფილ­მი მის ეკ­ლე­სი­ა­ში იყო გა­და­ღე­ბუ­ლი. მან ვი­დეო კი­დევ ერთხელ ნახა და სა­ბო­ლო­ოდ დარ­წმუნ­და, რომ გა­და­სა­ღე­ბი მო­ე­და­ნი ეკ­ლე­სი­ა­ში იყო გა­მარ­თუ­ლი.

მღვდე­ლი და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ე­შუ­რა პო­ლი­ცი­ა­ში. მას შემ­დეგ, რაც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ეკ­ლე­სი­ის და პორ­ნო­ფილ­მის დე­კო­რა­ცი­ე­ბი შე­ა­და­რეს, მათ მო­უხ­დათ იმის აღი­ა­რე­ბა, რომ მღვდე­ლი მარ­თა­ლი იყო.

პო­ლი­ცია გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს, რომ გა­არ­კვი­ოს, რო­გორ შეძ­ლეს მსა­ხი­ო­ბებ­მა და გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა შე­უმ­ჩნევ­ლად ეკ­ლე­სი­ა­ში შეს­ვლა და იქ ფილ­მის გა­და­ღე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია topnews.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

მღვდელს საკუთარ ეკლესიაში გადაღებული პორნოფილმი აჩუქეს

მღვდელს საკუთარ ეკლესიაში გადაღებული პორნოფილმი აჩუქეს

ავსტრალიაში, ჰერშიგის საეკლესიო კომუნაში, როგორც მღვდელი იუწყება, წირვის შემდეგ მასთან მრევლიდან ერთ-ერთი პირი მივიდა და გადასცა დისკი, რომელზეც ვიდეო იყო ჩაწერილი. როდესაც მღვდელმა ვიდეო ჩართო, აღმოაჩინა, რომ ის, რაც მას გადასცეს პორნოგრაფიული ფილმი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ყურება განაგრძო, რათა გაერკვია, რას ემსახურებოდა ეს უცნაური საჩუქარი, მალევე აღმოაჩინა, რომ დეკორაციები ძალიან ნაცნობად გამოიყურებოდა.

რამდენიმე წამის შემდეგ, მღვდელი სკამიდან წამოხტა, რადგან მიხვდა, რომ პორნოგრაფიული ფილმი მის ეკლესიაში იყო გადაღებული. მან ვიდეო კიდევ ერთხელ ნახა და საბოლოოდ დარწმუნდა, რომ გადასაღები მოედანი ეკლესიაში იყო გამართული.

მღვდელი დაუყოვნებლივ გაეშურა პოლიციაში. მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა ეკლესიის და პორნოფილმის დეკორაციები შეადარეს, მათ მოუხდათ იმის აღიარება, რომ მღვდელი მართალი იყო.

პოლიცია გამოძიებას აწარმოებს, რომ გაარკვიოს, როგორ შეძლეს მსახიობებმა და გადამღებმა ჯგუფმა შეუმჩნევლად ეკლესიაში შესვლა და იქ ფილმის გადაღება.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს