ზაფხულია, ცხელა და ნებისმიერი ადამიანი თავისებურად ცდილობს, დაისვენოს. ზოგი უხცოეთში მიემგზავრება, ზოგი კი ჩვენს კურორტებზე ატარებს შვებულებას. ვიღაცები უკვე ჩამოვიდნენ და ვიღაცებიც აწი აპირებენ გამგზავრებას. არიან ისეთები, ვინც ქალაქიდან ჯერ ვერ ახერხებს გასვლას და თბილისში იქმნის მიკროკლიმატს. ასეთთა შორის აღმოჩდნენ ცნობილი ქართველებიც - მაკა შალიკაშვილი, ქრისტინე იმედაძე, კრისტი ყიფშიძე და გიორგი დემეტრაძე. დიახ, ამ ადამიანების საცურაო კოსტიუმებში გადაღებული ფოტო მაკა შალიკაშვილის "ფეისბუქ-გვერდზე" ვიპოვეთ და ამ თემის დასაკონკრეტებლად თავად მაკას შევეხმიანეთ:
- ეგ ფოტო გადაღებულია თბილისის ერთ-ერთი ცნობილი სასტუმროს აუზზე. გადასარევი სიტუაციაა იქ და მშვენივრად ვისვენებთ...
- ის ადამიანები, ვინც ამ ფოტოზე ხართ აღბეჭდილები, მგონი, ახლო მეგობრები არ ხართ...
- ძალიან კარგი დამოკიდებულება მაქვს ამ ადამიანებთან, მიყვარს და მომწონს მათთან ურთერთობა, მით უმეტეს, ვინც ფოტოზე არიან, მათ ხშირად ვხვდები სხვადასხვა შეკრებაზე. ყოველთვის კარგი გამარჯობა, მოკითხვა და საუკეთესო სურვილები გვაქვს ერთმანეთთან. აუზზეც რომ შევხვდით, ძალიან გაგვიხარდა და მოგვწონს ასე ერთად დროის გატარება.
- აბონემენტი გაქვთ და მუდმივად დადიხართ იქ, თუ ერთჯერადად იყავით?
- მუდმივად დავდივართ. ახლა დემეც (გიორგი დემეტრაძე) შეიძენს აბონემენტეს. იმ დღეს პირველად მოვიდა, გვნახა, როგორი კარგი გოგოები ვართ იქ (სიცილით ამბობს), როგორ კარგად ვერთობით და გადაწყვიტა, შემოგვიერთდეს, რომ უფრო გამყარდეს ჩვენი ურთიერთობა.
- თბილისში, ასე, სასტუმროს აუზზე აპირებთ ცხელი ზაფხულის გატარებას?
- რატომაც არა. გადასარევად ვერთობით. სხვაგან რატომ უნდა წავიდე?
- გიორგი დემეტრაძეს მანამდე იცნობდი?
- კი, ფოტოზე ვინც ვართ, ყველას ვიცნობ. ჩემთვის ვინმეს გაცნობა პრობლემა არ არის. კომუნიკაბელური ვარ და მათთან კომფურტულად ვგრძნობ თავს... თითოეული წარმატებულია. ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა მომწონს. რა სჯობს ბედნიერების, გახარებულების გვერდით ყოფნას? დაბოღმილები ძალიან "მგრუზავენ"...
- რაზე საუბრობთ, ერთმანეთს რას უზიარებთ?
- ყველანაირ თემაზე ვლაპარაკობთ, რადგანაც იქ ყოფნა მთელი დღე გვიწევს.
- აუზზე შაბათ-კვირას დადიხართ?
- არა, კვირის ყველა დღეს და ასე გაგრძელდება მთელი ზაფხული. რაც არ არის ცუდი... ახლა კიდევ ისეთი გახარებული ვარ, სასწაული საათების მაღაზიაში, სასწაულ საათებს მჩუქნის ზემფირა მდივანი. მერე ამ ოქროსფერი საათით "გავამარიაჟებ" ჩემს "ზაგარს". ძალიან ლამაზია.
ლალი ფაცია