27 ივლისის სტიქიის გამო, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში, 15 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ირაკლი კუჭავას თქმით, გზა პრაქტიკულად წაღებულია:
"ძველ პარამეტრებში გზის აღდგენა შეუძლებელია. კომისიამ უკვე აღწერა და 300 მეტრი გზა ახლიდან არის გასაკეთებელი" , - ამბობს კუჭავა.
გამგებელს არა აქვს პასუხი კითხვაზე, როდის გაიყვანენ ახალ გზას.