საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5 მცდარი ისტორიული ფაქტი, რომელიც ყველას სიმართლე გონია
5 მცდარი ისტორიული ფაქტი, რომელიც ყველას სიმართლე გონია

აინშტა­ი­ნი სტუ­დენ­ტო­ბი­სას მა­თე­მა­ტი­კა­ში ჩა­იჭ­რა

ეს ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე ინ­სპი­რა­ცი­უ­ლი ის­ტო­რი­აა ყვე­ლა ბავ­შვის­თვის, ვინც და­ბალ ნიშ­ნებს იღებს. თუმ­ცა სუ­ლაც არ შე­ე­ფე­რე­ბა სი­მარ­თლეს. კი, ალ­ბერტ აინშტა­ი­ნი დიდი სი­ბე­ჯი­თით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და და არც სა­უ­კე­თე­სო ნიშ­ნე­ბი ყავ­და. მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ მა­თე­მა­ტი­კა­ში ვერ ერ­კვე­ო­და. მა­თე­მა­ტი­კის გა­მოც­და მან წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რა, ჩა­იჭ­რა ბო­ტა­ნი­კა­ში, ზო­ო­ლო­გი­ა­ში და ენობ­რივ მო­თხოვ­ნი­ლე­ბა­ში. პა­ტა­რა ალ­ბერ­ტი უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან თავ­მო­ბეზ­რე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა საგ­ნით, გარ­და მა­თე­მა­ტი­კი­სა.

ვან გოგ­მა სა­კუ­თა­რი ყური მო­იჭ­რა

მე-19 სა­უ­კუ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი მხატ­ვა­რი ვინ­სენტ ვან გოგი ცნო­ბი­ლია, რომ მთლად ჭკუ­ა­დამ­ჯდა­რი არ იყო. სიბ­რა­ზის შე­ტე­ვი­სას მან სა­კუ­თა­რი მარ­ცხე­ნა ყური ბას­რი სა­მარ­თებ­ლით მო­იჭ­რა და სის­ხლი­ა­ნი სა­ჩუ­ქა­რი ფრანგ მე­ძავს გა­უგ­ზავ­ნა. მაგ­რამ რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ეს ჰი­პო­თე­ზა სი­მარ­თლეს? 2009 წელს გერ­მა­ნელ­მა ხე­ლოვ­ნე­ბის ის­ტო­რი­კო­სებ­მა და­ან­გრი­ეს ეს მითი თა­ვი­ანთ წიგნ­ში - "დუ­მი­ლის აღ­თქმა", სა­დაც წე­რენ, რომ ვან გოგს ახლო მე­გო­ბარ­მა და მე­ტო­ქემ პოლ გო­გენ­მა მო­აჭ­რა ყური. 1888 წელს გო­გენს და ვან გოგს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც ყუ­რის გა­რე­შე დარ­ჩა ვინ­სენ­ტი. ორი­ვე მხატ­ვარ­მა ფიცი დადო, რომ ამ სა­ი­დუმ­ლოს არ გათ­ქვამ­დნენ, ამას­თან გო­გენ­მა მო­ი­გო­ნა მე­ძა­ვის ის­ტო­რია, რომ ვან გოგი უფრო შეშ­ლი­ლი წარ­მო­ჩე­ნი­ლი­ყო.

ვან გოგი ნამ­დვი­ლად გა­ნიც­დი­და პე­რი­ო­დულ სიბ­რა­ზის შე­ტე­ვებს და იტან­ჯე­ბო­და ძლი­ე­რი დეპ­რე­სი­ით, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ერთი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ ამე­რი­კელ­მა მიკ­რო­ბი­ო­ლოგ­მა და­ად­გი­ნა, რომ ვან გოგს მე­ტა­ბო­ლუ­რი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ქონ­და და არა ნევ­რო­ლო­გი­უ­რი.

ნა­პო­ლე­ო­ნი ძა­ლი­ან და­ბა­ლი იყო

პირ­ვე­ლი, რაც ნა­პო­ლე­ო­ნის შე­სა­ხებ ადა­მი­ანს გო­ნე­ბა­ში მოს­დის, არის ცნო­ბა, რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­ლე­ნი­ა­ნი და ძლე­ვა­მო­სი­ლი ფი­გუ­რა ის­ტო­რი­ა­ში, ზედ­მე­ტად და­ბა­ლი იყო. დღეს ტერ­მი­ნიც კი არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი სი­მაღ­ლე ეთა­კი­ლე­ბათ - "ნა­პო­ლე­ო­ნის კომ­პლექ­სი". მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ის­ტო­რი­ულ წიგ­ნებ­ში ნა­პო­ლე­ო­ნის სი­მაღ­ლე 1 მეტ­რი და 60 სან­ტი­მეტ­რი სა­ხელ­დე­ბო­და, მაგ­რამ ეს ხდე­ბო­და იმის გამო, რომ ფრან­გუ­ლი "ფუტი" და ინ­გლი­სუ­რი "ფუტი" დიდი ხანი ერთი და იგი­ვე ეგო­ნათ.

მას შემ­დეგ, რაც ზუს­ტად იქნა გა­ან­გა­რი­შე­ბუ­ლი სიგ­რძის სა­ზო­მი ერ­თე­უ­ლი, დად­გინ­და, რომ ნა­პო­ლე­ო­ნი 1 მეტ­რი და 70 სან­ტი­მეტ­რი სი­მაღ­ლის ყო­ფი­ლა. რა თქმა უნდა, ეს მას სა­კა­ლათ­ბურ­თო გუნდში მოხ­ვედ­რის­თვის ვერ გა­მო­ად­გე­ბო­და, მაგ­რამ გა­მო­დის, რომ ნა­პო­ლე­ო­ნი 5 სან­ტი­მეტ­რით მა­ღა­ლი ყო­ფი­ლა საფ­რან­გე­თის ყო­ფილ პრე­ზი­დენტ ნი­კო­ლა სარ­კო­ზი­ზე და ერთი თა­ვით მა­ღა­ლი რუ­სე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ დი­მიტ­რი მედ­ვე­დევ­ზე.

ნი­უ­ტონ­მა მი­ზი­დუ­ლო­ბის კა­ნო­ნი თავ­ში ვაშ­ლის და­ცე­მის შემ­დეგ გა­მო­ი­გო­ნა

1666 წელს კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტი შავი ჭი­რის გამო და­ი­ხუ­რა, ისა­აკ ნი­უ­ტონ­მა შვე­ბუ­ლე­ბა აიღო და თა­ვის სახ­ლში, ლინ­კოლნშირ­ში გა­ემ­გზავ­რა. ნი­უ­ტო­ნის პირ­ვე­ლი ბი­ოგ­რა­ფი უი­ლი­ამ სტაკ­ლი წერს, რომ რო­დე­საც ისი­ნი ჩაის მი­ირ­თმევ­დნენ ვაშ­ლის ხის ქვეშ, ნი­უ­ტონ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ზუს­ტად ასეთ ად­გი­ლას მო­უ­ვი­და 60 წლის წინ მი­ზი­დუ­ლო­ბის კა­ნო­ნის იდეა თავ­ში. სი­ნამ­დვი­ლე­ში არა­ნა­ი­რი ვაშ­ლი თავ­ში მას არ და­ცე­მია, ეს ის­ტო­რია დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ლა­მა­ზე­ბუ­ლი გა­და­ე­ცა თა­ო­ბი­დან-თა­ო­ბებს.

ვი­კინ­გე­ბი რქი­ან ჩა­ფხუ­ტებს ატა­რებ­დნენ

ძნე­ლია იმის თქმა, პირ­ვე­ლად ვინ და­ი­წყო ამ არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით ის­ტო­რი­ის მო­ყო­ლა. მაგ­რამ მთა­ვა­რი "დამ­ნა­შა­ვის" ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია: პრო­ფე­სო­რი კარლ ემილ დოპ­ლე­რი, კოს­ტუ­მე­ბის მხატ­ვა­რი რი­ხარდ ვაგ­ნე­რის ეპი­კუ­რი ოპე­რის "ნი­ბე­ლუნ­გე­ბის ბეჭ­დე­ბის" სულ პირ­ვე­ლი წარ­მოდ­გე­ნა. დე-ფაქ­ტო ვი­კინ­გე­ბის ჩა­ფხუ­ტებ­ზე მან რქე­ბი მი­ა­მაგ­რა.

რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და ვი­კინ­გე­ბის ჩა­ფხუ­ტე­ბი სი­ნამ­დვი­ლე­ში? ამა­ზე და­ზუს­ტე­ბით პა­უ­ხი არ არ­სე­ბობს. არ­ქე­ო­ლო­გებს მხო­ლოდ ერთი ჩა­ფხუ­ტი აქვთ არ­მო­ჩე­ნი­ლი, მომრგვა­ლე­ბუ­ლი რკი­ნის თავ­სა­ბუ­რა­ვი, ცხვი­რის და­სა­ცა­ვი აბ­ჯრით, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი რქე­ბის ნაკ­ვა­ლე­ვი მას­ზე არ არ­მო­უ­ჩე­ნი­ათ. რო­გორც ჩანს, კარლ დოპ­ლერ­მა შთა­გო­ნე­ბა ვი­კინ­გე­ბამ­დე პე­რი­ო­დის სამ­ხრეთ ევ­რო­პუ­ლი ჩა­ფხუ­ტე­ბი­დან აიღო, რო­დე­საც რქებს რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლე­ბი­სას უმაგ­რებ­დნენ თავ­სა­ბუ­რა­ვებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია howstuffworks.com-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

5 მცდარი ისტორიული ფაქტი, რომელიც ყველას სიმართლე გონია

5 მცდარი ისტორიული ფაქტი, რომელიც ყველას სიმართლე გონია

აინშტაინი სტუდენტობისას მათემატიკაში ჩაიჭრა

ეს ალბათ, ყველაზე ინსპირაციული ისტორიაა ყველა ბავშვისთვის, ვინც დაბალ ნიშნებს იღებს. თუმცა სულაც არ შეეფერება სიმართლეს. კი, ალბერტ აინშტაინი დიდი სიბეჯითით არ გამოირჩეოდა და არც საუკეთესო ნიშნები ყავდა. მაგრამ არა იმიტომ, რომ მათემატიკაში ვერ ერკვეოდა. მათემატიკის გამოცდა მან წარმატებით ჩააბარა, ჩაიჭრა ბოტანიკაში, ზოოლოგიაში და ენობრივ მოთხოვნილებაში. პატარა ალბერტი უბრალოდ, ძალიან თავმობეზრებული იყო ყველა საგნით, გარდა მათემატიკისა.

ვან გოგმა საკუთარი ყური მოიჭრა

მე-19 საუკუნის გამორჩეული მხატვარი ვინსენტ ვან გოგი ცნობილია, რომ მთლად ჭკუადამჯდარი არ იყო. სიბრაზის შეტევისას მან საკუთარი მარცხენა ყური ბასრი სამართებლით მოიჭრა და სისხლიანი საჩუქარი ფრანგ მეძავს გაუგზავნა. მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს ჰიპოთეზა სიმართლეს? 2009 წელს გერმანელმა ხელოვნების ისტორიკოსებმა დაანგრიეს ეს მითი თავიანთ წიგნში - ”დუმილის აღთქმა”, სადაც წერენ, რომ ვან გოგს ახლო მეგობარმა და მეტოქემ პოლ გოგენმა მოაჭრა ყური. 1888 წელს გოგენს და ვან გოგს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ყურის გარეშე დარჩა ვინსენტი. ორივე მხატვარმა ფიცი დადო, რომ ამ საიდუმლოს არ გათქვამდნენ, ამასთან გოგენმა მოიგონა მეძავის ისტორია, რომ ვან გოგი უფრო შეშლილი წარმოჩენილიყო.

ვან გოგი ნამდვილად განიცდიდა პერიოდულ სიბრაზის შეტევებს და იტანჯებოდა ძლიერი დეპრესიით, მისი გარდაცვალებიდან ერთი საუკუნის შემდეგ ამერიკელმა მიკრობიოლოგმა დაადგინა, რომ ვან გოგს მეტაბოლური გაღიზიანება ქონდა და არა ნევროლოგიური.

ნაპოლეონი ძალიან დაბალი იყო

პირველი, რაც ნაპოლეონის შესახებ ადამიანს გონებაში მოსდის, არის ცნობა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და ძლევამოსილი ფიგურა ისტორიაში, ზედმეტად დაბალი იყო. დღეს ტერმინიც კი არსებობს ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარი სიმაღლე ეთაკილებათ - "ნაპოლეონის კომპლექსი”. მრავალი წლის განმავლობაში ისტორიულ წიგნებში ნაპოლეონის სიმაღლე 1 მეტრი და 60 სანტიმეტრი სახელდებოდა, მაგრამ ეს ხდებოდა იმის გამო, რომ ფრანგული ”ფუტი” და ინგლისური ”ფუტი” დიდი ხანი ერთი და იგივე ეგონათ.

მას შემდეგ, რაც ზუსტად იქნა გაანგარიშებული სიგრძის საზომი ერთეული, დადგინდა, რომ ნაპოლეონი 1 მეტრი და 70 სანტიმეტრი სიმაღლის ყოფილა. რა თქმა უნდა, ეს მას საკალათბურთო გუნდში მოხვედრისთვის ვერ გამოადგებოდა, მაგრამ გამოდის, რომ ნაპოლეონი 5 სანტიმეტრით მაღალი ყოფილა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზიზე და ერთი თავით მაღალი რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევზე.

ნიუტონმა მიზიდულობის კანონი თავში ვაშლის დაცემის შემდეგ გამოიგონა

1666 წელს კემბრიჯის უნივერსიტეტი შავი ჭირის გამო დაიხურა, ისააკ ნიუტონმა შვებულება აიღო და თავის სახლში, ლინკოლნშირში გაემგზავრა. ნიუტონის პირველი ბიოგრაფი უილიამ სტაკლი წერს, რომ როდესაც ისინი ჩაის მიირთმევდნენ ვაშლის ხის ქვეშ, ნიუტონმა აღნიშნა, რომ ზუსტად ასეთ ადგილას მოუვიდა 60 წლის წინ მიზიდულობის კანონის იდეა თავში. სინამდვილეში არანაირი ვაშლი თავში მას არ დაცემია, ეს ისტორია დროთა განმავლობაში შელამაზებული გადაეცა თაობიდან-თაობებს.

ვიკინგები რქიან ჩაფხუტებს ატარებდნენ

ძნელია იმის თქმა, პირველად ვინ დაიწყო ამ არასწორი ინტერპრეტაციით ისტორიის მოყოლა. მაგრამ მთავარი "დამნაშავის" ვინაობა ცნობილია: პროფესორი კარლ ემილ დოპლერი, კოსტუმების მხატვარი რიხარდ ვაგნერის ეპიკური ოპერის "ნიბელუნგების ბეჭდების" სულ პირველი წარმოდგენა. დე-ფაქტო ვიკინგების ჩაფხუტებზე მან რქები მიამაგრა.

როგორ გამოიყურებოდა ვიკინგების ჩაფხუტები სინამდვილეში? ამაზე დაზუსტებით პაუხი არ არსებობს. არქეოლოგებს მხოლოდ ერთი ჩაფხუტი აქვთ არმოჩენილი, მომრგვალებული რკინის თავსაბურავი, ცხვირის დასაცავი აბჯრით, მაგრამ არანაირი რქების ნაკვალევი მასზე არ არმოუჩენიათ. როგორც ჩანს, კარლ დოპლერმა შთაგონება ვიკინგებამდე პერიოდის სამხრეთ ევროპული ჩაფხუტებიდან აიღო, როდესაც რქებს რელიგიური რიტუალებისას უმაგრებდნენ თავსაბურავებს.

მომზადებულია howstuffworks.com-ს მიხედვით

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ