მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემაც მისცა

მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემაც მისცა

ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ვასილ მაღლაფერიძემაც მისცა.

ამის შესახებ გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გუშინ ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს. რაც შეეხება უგულავასადმი ბრალდებას, ადვოკატის შეფასებით, ეს არ არის სამართლებრივი დოკუმენტი, არამედ არის საზოგადოებაში გავრცელებული აზრები და მოსაზრებები, რაღაც ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც 2007 წლის 7 ნოემბრისა და შემდეგ "იმედის" ცნობილ მოვლენებს უკავშირდება.

ბექა ბასილაიას თქმით, ბევრი გარემოება არის ბუნდოვანი, მაგალითად, როდესაც საუბარია, რომ მერაბიშვილმა რაღაც განაცხადა თათბირზე. მისი განცხადებით, ბრალდებაში ერთადერთი მითითებულია, თითქოს ამ შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნატორები და დადგენილებაში აღიშნულია ვასილ მაღლაფერიძის ჩვენება.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება მთავარ პროკურატურაში გუშინ გაკეთდა.უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივად დარბენას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრას და არკადი პატარკაციშვილოის ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას.

მიხეილ სააკაშვილთან ერთად ბრალდების შესახებ დადგენილებები გამოტანილია შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, ყოფილი გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილისა და თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას მიმართ.

გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს ბრალი ე.წ. მატროსოვის ციხეში უკვე წარედგინათ. მიხეილ სააკაშვილის მსგავსად, ბრალს დაუსწრებლად წარუდგენენ ზურაბ ადეიშვილსა და დავით კეზერაშვილს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ