მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საპნის ოპერების" ეკონომიკური ხიბლი - რაშია სერიალების კომერციული საიდუმლო?
"საპნის ოპერების" ეკონომიკური ხიბლი - რაშია სერიალების კომერციული საიდუმლო?

სე­რი­ა­ლე­ბის გა­რე­შე თა­ნა­მედ­რო­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის არ­სე­ბო­ბა თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სე­რი­ა­ლებს ბევ­რი აკ­რი­ტი­კებს, ბევ­რიც მი­იჩ­ნევს, რომ "საპ­ნის ოპე­რის" გა­და­ღე­ბა­ში ფულს არ ჩა­დებ­და, მათი პო­პუ­ლა­რო­ბა მა­ინც არ იკ­ლებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში სე­რი­ა­ლე­ბის ბუმი "იზა­უ­რა­თი" და­ი­წყო და მგზნე­ბა­რე სამ­ხრეთ ამე­რი­კუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბით გაგ­რძელ­და. ბოლო ხა­ნებ­ში კი, ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლის გული თურ­ქულ­მა სე­რი­ა­ლებ­მა და­ი­პყრო. მარ­თა­ლია, ე.წ. საპ­ნის ოპე­რე­ბი უფრო ქალ­თა აუ­დი­ტო­რი­ას იზი­დავს, მაგ­რამ არ­სე­ბობს მა­მა­კაც­თა აუ­დი­ტო­რი­ა­ზე გათ­ვლი­ლი დე­ტექ­ტი­უ­რი ჟან­რის სე­რი­ა­ლე­ბი. ერთი სი­ტყვით, სე­რი­ა­ლებს აქვს ის იდუ­მა­ლი, ამო­უხ­სნე­ლი ხიბ­ლი, რო­მე­ლიც მა­ყუ­რე­ბელ­თა ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას იზი­დავს და კო­მერ­ცი­უ­ლად მომ­გე­ბი­ა­ნია ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის­თვი­საც.

"სე­რი­ა­ლე­ბის შე­ძე­ნა საკ­მა­ოდ ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ფა­სე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლია: ერთი და იგი­ვე სე­რი­ა­ლი შე­იძ­ლე­ბა სხვა­დას­ხვა ფა­სად შე­ი­ძი­ნოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნამ, ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ენა­ზე, რომ­ლი­თაც სა­უბ­რო­ბენ სე­რი­ალ­ში და ა.შ... რაც უფრო გავ­რცე­ლე­ბუ­ლია ეს ენა, მით უფრო ძვი­რია სე­რი­ა­ლი. ერთი სე­რი­ის ფასი 150 დო­ლა­რი­დან იწყე­ბა და 2 400-2 500 დო­ლარ­საც აღ­წევს, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც მო­ლა­პა­რა­კე­ბის მი­ხედ­ვით წყდე­ბა. 150 დო­ლა­რი საკ­მა­ოდ და­ბა­ლი ხა­რის­ხის სე­რი­ა­ლის ფა­სია. სხვა­თა შო­რის, ზო­გი­ერ­თი სე­რი­ა­ლის ეპი­ზო­დი ანუ ერთი სე­რია, შე­იძ­ლე­ბა 100 დო­ლა­რა­დაც იყი­დო, მაგ­რამ ეს კი­დევ უფრო და­ბა­ლი დო­ნის სე­რი­ა­ლე­ბია. ყვე­ლა­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი სამ­ხრეთ ამე­რი­კუ­ლი სე­რი­ა­ლის ერთი ეპი­ზო­დი 200 დო­ლა­რი ღირს, ყვე­ლა­ზე ძვი­რი­სა კი - 500 დო­ლა­რი.

რა მო­გე­ბა მო­აქვს სე­რი­ა­ლებს? - მათ მიერ მო­ტა­ნი­ლი მო­გე­ბა არის რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ასე­ვე სხვა სა­ხის - რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი მა­ყუ­რე­ბე­ლი მო­ი­ზი­დოს და არ­ხის პო­პუ­ლა­რო­ბა გა­ზარ­დოს. სე­რი­ა­ლი - მა­სებ­ზე გათ­ვლი­ლი პრო­დუქ­ტია, ამი­ტომ მისი წყა­ლო­ბით შე­იძ­ლე­ბა არ­ნა­ხუ­ლად გა­ი­ზარ­დოს არ­ხის მა­ყუ­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბა. ამი­ტომ, ისე­თი არ­ხე­ბი, რო­გო­რი­ცაა "რუს­თა­ვი 2", ან "იმე­დი", მი­ნი­მუმ ხუთ სე­რი­ალს მა­ინც უშ­ვე­ბენ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამით ისი­ნი დრო­ის ყვე­ლა მო­ნაკ­ვეთ­ში იზი­და­ვენ მა­ყუ­რე­ბელს. ზო­გი­ერ­თი არხი ახერ­ხებს სე­რი­ა­ლი­სა­გან მო­გე­ბა ნა­ხოს, ზოგი - მხო­ლოდ და­ნა­ხარჯს იღებს, ზოგი კი - სა­ერ­თოდ ვერ იღებს ვე­რა­ნა­ირ მო­გე­ბას, თუმ­ცა მთა­ვა­რი მა­ინც არა­პირ­და­პი­რი მო­გე­ბაა - ანუ არ­ხის ცნო­ბა­დო­ბი­სა და მა­ყუ­რებ­ლის რი­ცხვის ზრდა". - ამ­ბობს BPN-თან სა­უბ­რი­სას ერთ-ერთი ტე­ლე­ვი­ზი­ის პრო­დი­უ­სე­რი, რო­მელ­მაც მი­ზეზ­თა გამო სა­ჯა­როდ ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა.

ისიც არ უნდა და­ვი­ვი­წყოთ, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლი ყო­ველ­თვის იზი­დავს რეკ­ლა­მას, რომ­ლის ფა­სიც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და ეს სე­რი­ო­ზუ­ლი მო­გე­ბაა ნე­ბის­მი­ე­რი ტე­ლე­ვი­ზი­ი­სათ­ვის. რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, სას­პონ­სო­რო რეკ­ლა­მის პა­კე­ტი მთე­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 20 ათა­სი დო­ლა­რიც კი შე­იძ­ლე­ბა ღირ­დეს: სას­პონ­სო­რო რეკ­ლა­მე­ბის ფასი 5 ათა­სი დო­ლა­რი­დან იწყე­ბა და 20 ათას დო­ლა­რამ­დე ადის. ზო­გი­ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ერ­თწუ­თი­ა­ნი რეკ­ლა­მა 300 დო­ლა­რი ღირს, ზოგ არხზე კი - 400-500 დო­ლარს აღ­წევს. ისიც უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ სე­რი­ა­ლის შეს­ყიდ­ვაც ძვი­რი ჯდე­ბა და მის გახ­მო­ვა­ნე­ბა­ზეც საკ­მა­ოდ დიდი თან­ხა იხარ­ჯე­ბა. თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი ყვე­ლა­ზე ძვი­რია, ასე­ვე ძვი­რია ამე­რი­კუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბიც. სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ამე­რი­კუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი "გაქ­ცე­ვა" და "ლოს­ტი" იყო. რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, ამ სე­რი­ა­ლის ერთი ეპი­ზო­დი 1500 დო­ლა­რი ღირ­და. ახა­ლი თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლის ერთი ეპი­ზო­დის ფასი კი ზოგ­ჯერ 2400 დო­ლარ­საც აღ­წევს.

იხი­ლეთ სტა­ტია სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

"საპნის ოპერების" ეკონომიკური ხიბლი - რაშია სერიალების კომერციული საიდუმლო?

"საპნის ოპერების" ეკონომიკური ხიბლი - რაშია სერიალების კომერციული საიდუმლო?

სერიალების გარეშე თანამედროვე ტელევიზიის არსებობა თითქმის წარმოუდგენელია. მიუხედავად იმისა, რომ სერიალებს ბევრი აკრიტიკებს, ბევრიც მიიჩნევს, რომ "საპნის ოპერის" გადაღებაში ფულს არ ჩადებდა, მათი პოპულარობა მაინც არ იკლებს. საქართველოში სერიალების ბუმი "იზაურათი" დაიწყო და მგზნებარე სამხრეთ ამერიკული სერიალებით გაგრძელდა. ბოლო ხანებში კი, ჩვენი მაყურებლის გული თურქულმა სერიალებმა დაიპყრო. მართალია, ე.წ. საპნის ოპერები უფრო ქალთა აუდიტორიას იზიდავს, მაგრამ არსებობს მამაკაცთა აუდიტორიაზე გათვლილი დეტექტიური ჟანრის სერიალები. ერთი სიტყვით, სერიალებს აქვს ის იდუმალი, ამოუხსნელი ხიბლი, რომელიც მაყურებელთა ფართო აუდიტორიას იზიდავს და კომერციულად მომგებიანია ტელევიზიებისთვისაც.

"სერიალების შეძენა საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. ფასებიც განსხვავებულია: ერთი და იგივე სერიალი შეიძლება სხვადასხვა ფასად შეიძინოს სხვადასხვა ქვეყანამ, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ტერიტორიაზე, ენაზე, რომლითაც საუბრობენ სერიალში და ა.შ... რაც უფრო გავრცელებულია ეს ენა, მით უფრო ძვირია სერიალი. ერთი სერიის ფასი 150 დოლარიდან იწყება და 2 400-2 500 დოლარსაც აღწევს, თუმცა, საბოლოოდ ყველაფერი მაინც მოლაპარაკების მიხედვით წყდება. 150 დოლარი საკმაოდ დაბალი ხარისხის სერიალის ფასია. სხვათა შორის, ზოგიერთი სერიალის ეპიზოდი ანუ ერთი სერია, შეიძლება 100 დოლარადაც იყიდო, მაგრამ ეს კიდევ უფრო დაბალი დონის სერიალებია. ყველაზე იაფფასიანი სამხრეთ ამერიკული სერიალის ერთი ეპიზოდი 200 დოლარი ღირს, ყველაზე ძვირისა კი - 500 დოლარი.

რა მოგება მოაქვს სერიალებს? - მათ მიერ მოტანილი მოგება არის როგორც ფინანსური, ასევე სხვა სახის - რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მოიზიდოს და არხის პოპულარობა გაზარდოს. სერიალი - მასებზე გათვლილი პროდუქტია, ამიტომ მისი წყალობით შეიძლება არნახულად გაიზარდოს არხის მაყურებელთა რაოდენობა. ამიტომ, ისეთი არხები, როგორიცაა "რუსთავი 2", ან "იმედი", მინიმუმ ხუთ სერიალს მაინც უშვებენ დღის განმავლობაში. ამით ისინი დროის ყველა მონაკვეთში იზიდავენ მაყურებელს. ზოგიერთი არხი ახერხებს სერიალისაგან მოგება ნახოს, ზოგი - მხოლოდ დანახარჯს იღებს, ზოგი კი - საერთოდ ვერ იღებს ვერანაირ მოგებას, თუმცა მთავარი მაინც არაპირდაპირი მოგებაა - ანუ არხის ცნობადობისა და მაყურებლის რიცხვის ზრდა". - ამბობს BPN-თან საუბრისას ერთ-ერთი ტელევიზიის პროდიუსერი, რომელმაც მიზეზთა გამო საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა.

ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ პოპულარული სერიალი ყოველთვის იზიდავს რეკლამას, რომლის ფასიც საკმაოდ მაღალია და ეს სერიოზული მოგებაა ნებისმიერი ტელევიზიისათვის. როგორც გავარკვიეთ, სასპონსორო რეკლამის პაკეტი მთელი თვის განმავლობაში 20 ათასი დოლარიც კი შეიძლება ღირდეს: სასპონსორო რეკლამების ფასი 5 ათასი დოლარიდან იწყება და 20 ათას დოლარამდე ადის. ზოგიერთ ტელევიზიაში ერთწუთიანი რეკლამა 300 დოლარი ღირს, ზოგ არხზე კი - 400-500 დოლარს აღწევს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სერიალის შესყიდვაც ძვირი ჯდება და მის გახმოვანებაზეც საკმაოდ დიდი თანხა იხარჯება. თურქული სერიალები ყველაზე ძვირია, ასევე ძვირია ამერიკული სერიალებიც. საქართველოში ყველაზე წარმატებული ამერიკული სერიალები "გაქცევა" და "ლოსტი" იყო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ სერიალის ერთი ეპიზოდი 1500 დოლარი ღირდა. ახალი თურქული სერიალის ერთი ეპიზოდის ფასი კი ზოგჯერ 2400 დოლარსაც აღწევს.

იხილეთ სტატია სრულად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება