კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკელ სენატორთა ჯგუფი - საქართველოს ლიდერები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა
ამერიკელ სენატორთა ჯგუფი - საქართველოს ლიდერები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნა­ტო­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენტ, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის სის­ხლის სა­მარ­თლებ­რივ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის გამო იმედ­გაც­რუ­ე­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ. ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სე­ნა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც აშშ-ის სე­ნა­ტის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე გავ­რცელ­და.

ამე­რი­კის სე­ნა­ტო­რე­ბი ჯონ მა­კ­კე­ი­ნი, ბენ კარ­დი­ნი, ჯინ შა­ი­ნი და ჯიმ რიში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბის მრა­ვა­ლი ლი­დე­რის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბას.

"ჩვენ ვართ უკი­დუ­რე­სად იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი და შე­წუ­ხე­ბუ­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი­სა და ყო­ფი­ლი მთავ­რო­ბის არა­ერ­თი ლი­დე­რის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის და­წყე­ბის გამო.

პრე­ზი­დენ­ტი სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი მთავ­რო­ბა არ იყო უნაკ­ლო, ნე­ბის­მი­ე­რი დე­მოკ­რა­ტი­ი­სათ­ვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია თა­ვი­ან­თი კა­ნო­ნე­ბის დაც­ვა, თუმ­ცა სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა არ შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს პო­ლი­ტი­კუ­რი ია­რა­ღი და ეროვ­ნუ­ლი გახ­ლე­ჩის წყა­რო, გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო დღეს­დღე­ო­ბით ბევ­რი მძი­მე გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეა. ჩვენ და ბევ­რი სხვა მო­ვუ­წო­დებ­დით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს და სხვა ქარ­თველ ლი­დე­რებს, რომ ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნათ მო­მა­ვალ­ზე და არა წარ­სულ­ზე, რომ ქვე­ყა­ნა წა­ეყ­ვა­ნათ წინ და არა უკან. თით­ქმის შე­უძ­ლე­ბე­ლია მივ­ხვდეთ რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა ამ მი­ზანს მთავ­რო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­სა­მარ­თლოს წი­ნა­შე წარ­დგეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ლი­დე­რე­ბი კარ­გად უნდა და­ფიქ­რდნენ, რა მი­მარ­თუ­ლე­ბით მიჰ­ყავთ თა­ვი­ან­თი ქვე­ყა­ნა. დღე­ვან­დე­ლი ქმე­დე­ბა და მისი მსგავ­სი სხვა ქმე­დე­ბე­ბი და­მა­ტე­ბით არა­სა­ჭი­რო გა­მოწ­ვე­ვებს წარ­მო­შობს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის წინ წა­საყ­ვა­ნად", - ნათ­ქვა­მია სე­ნა­ტო­რე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს ბრალს ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­რუდ­გენს და სა­სა­მარ­თლოს მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბად პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს, - ამის შე­სა­ხებ პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა და­მა­ტე­ბით გან­მარ­ტე­ბას აკე­თებს. რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბის გა­მო­ტა­ნი­დან ბრა­ლი წარ­დგე­ნი­ლი უნდა იქ­ნეს 24 სა­ათ­ში.

"იმის­თვის, რომ სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის მიგ­ვე­ცა გო­ნივ­რუ­ლი ვადა სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბის და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის­თვის, რაც აშ­კა­რად გარ­თულ­დე­ბო­და 24 სა­ა­თი­ა­ნი ვა­დის და­წე­სე­ბით, სწო­რედ ამი­ტომ მისი და­ბა­რე­ბა მოხ­და რამ­დე­ნი­მე დღით ადრე მოწ­მის სტა­ტუ­სით, რაც არ წარ­მო­ად­გენს არც საპ­რო­ცე­სო კო­დექ­სის და არც მისი უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას. ამ ეტაპ­ზე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მი­მართ უკვე გა­მო­ტა­ნი­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მის შე­სა­ხებ და მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს და მის ოჯახს გა­ეგ­ზავ­ნე­ბა უწყე­ბა ბრალ­დე­ბის წარ­სად­გე­ნად გა­მო­ცხა­დე­ბის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თავს არი­დებს სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო­ში გა­მო­ცხა­დე­ბას, მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, მის ოჯახს ეძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბა ად­ვო­კა­ტის აყ­ვა­ნის, რო­მელ­საც ჩა­ბარ­დე­ბა დად­გე­ნი­ლე­ბა და ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნა მოხ­დე­ბა ად­ვო­კა­ტის მეშ­ვე­ო­ბით", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ანა­ლო­გი­უ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის და ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის მი­მარ­თაც, რომ­ლე­ბიც ასე­ვე თავს არი­დე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნე მე­რა­ბიშ­ვილს და გი­ორ­გი უგუ­ლა­ვას, მათ­თვის ბრალ­დე­ბის წარ­დგე­ნა მოხ­დე­ბა სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. "ბრალ­დე­ბის და­უს­წრებ­ლად ად­ვო­კა­ტის­თვის წარ­დგე­ნის შემ­დგომ პრო­კუ­რა­ტუ­რა შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თავს სა­სა­მარ­თლოს და­უს­წრებ­ლად აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე", - აცხა­დე­ბენ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ამერიკელ სენატორთა ჯგუფი - საქართველოს ლიდერები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა

ამერიკელ სენატორთა ჯგუფი - საქართველოს ლიდერები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის გამო იმედგაცრუებას გამოხატავენ. ამის შესახებ ნათქვამია სენატორების განცხადებაში, რომელიც აშშ-ის სენატის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ამერიკის სენატორები ჯონ მაკკეინი, ბენ კარდინი, ჯინ შაინი და ჯიმ რიში ეხმაურებიან საქართველოს პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ყოფილი მთავრობის მრავალი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას.

"ჩვენ ვართ უკიდურესად იმედგაცრუებული და შეწუხებული მთავარი პროკურატურის მიერ ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი მთავრობის არაერთი ლიდერის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების გამო.

პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა არ იყო უნაკლო, ნებისმიერი დემოკრატიისათვის მნიშვნელოვანია თავიანთი კანონების დაცვა, თუმცა სამართლებრივი დევნა არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური იარაღი და ეროვნული გახლეჩის წყარო, განსაკუთრებით, როდესაც საქართველო დღესდღეობით ბევრი მძიმე გამოწვევის წინაშეა. ჩვენ და ბევრი სხვა მოვუწოდებდით პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა ქართველ ლიდერებს, რომ ფოკუსირება მოეხდინათ მომავალზე და არა წარსულზე, რომ ქვეყანა წაეყვანათ წინ და არა უკან. თითქმის შეუძლებელია მივხვდეთ რამდენად შეესაბამება ამ მიზანს მთავრობის გადაწყვეტილება, რომ წინა ხელისუფლების უმეტესობა სასამართლოს წინაშე წარდგეს.

საქართველოს ლიდერები კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა. დღევანდელი ქმედება და მისი მსგავსი სხვა ქმედებები დამატებით არასაჭირო გამოწვევებს წარმოშობს ჩვენი ურთიერთობის წინ წასაყვანად", - ნათქვამია სენატორების ერთობლივ განცხადებაში.

პროკურატურა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს და სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს, - ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა დამატებით განმარტებას აკეთებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდების შესახებ დადგენილების გამოტანიდან ბრალი წარდგენილი უნდა იქნეს 24 საათში.

"იმისთვის, რომ საზღვარგარეთ მყოფ მიხეილ სააკაშვილისთვის მიგვეცა გონივრული ვადა სურვილის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადების და საგამოძიებო ორგანოსთან თანამშრომლობისთვის, რაც აშკარად გართულდებოდა 24 საათიანი ვადის დაწესებით, სწორედ ამიტომ მისი დაბარება მოხდა რამდენიმე დღით ადრე მოწმის სტატუსით, რაც არ წარმოადგენს არც საპროცესო კოდექსის და არც მისი უფლებების დარღვევას. ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის მიმართ უკვე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და მთავარი პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილს და მის ოჯახს გაეგზავნება უწყება ბრალდების წარსადგენად გამოცხადების თაობაზე, მაგრამ ვინაიდან მიხეილ სააკაშვილი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მის ოჯახს ეძლევა საშუალება ადვოკატის აყვანის, რომელსაც ჩაბარდება დადგენილება და ბრალდების წარდგენა მოხდება ადვოკატის მეშვეობით", - აცხადებენ პროკურატურაში.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანალოგიური პროცედურები განხორციელდება დავით კეზერაშვილის და ზურაბ ადეიშვილის მიმართაც, რომლებიც ასევე თავს არიდებენ გამოძიებას.

რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს და გიორგი უგულავას, მათთვის ბრალდების წარდგენა მოხდება საპატიმრო დაწესებულებაში. "ბრალდების დაუსწრებლად ადვოკატისთვის წარდგენის შემდგომ პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გამოყენების თაობაზე", - აცხადებენ პროკურატურაში.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა