კინორეჟისორ გოგა ოსეფაშვილის ნამუშევრები ინტერნტსივრცეში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა და ის პერიოდულად ახერხებს, რომ მიიპყროს საზოგადოების ყურადღება. თემატიკა, რომელზეც მოკლემეტრაჟიან ფილმებს იღებს, ყოველთვის ერთმანეთისგა განსხვავებულია. ზოგიერთ მათგანში იუმორი, ზოგში კი სოციალური ყოფა და ურთიერთობის პრობლემებია წარმოდგენილი...
ამჯერად ქსელში დიდი დაინტერესება გამოიწვია მისმა მორიგმა მოკლემეტრაჟიანმა ფილმმა, სახელწოდებით "მგონი, დღესაც არ გვექნება სექსი", რომელშიც ახალგაზრდა რეჟისორიერთი კონკრეტული წყვილის შესახებ მოგვითხრობს. მასში ნაჩვენებია წყვილის ერთმანეთის და სქესობრივი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება...
ვიდეო, მიუხედავად იუმორისტული შინაარსისა, ბევრ წყვილს დააფიქრებს...