ხშირად საუბრობენ სარდინიაში, სილვიო ბერლუსკონის ვილაში გამართულ მხიარულ-ეროტიულ თამაშზე, რომელის სცენარი დაახლოებით ამგვარი იყო:
სადილის შემდეგ იმართებოდა ცეკვა, რომლის დროსაც ყვიროდნენ "ბუნგა-ბუნგა"... გოგონები ნიღბების თანხლებით ცეკვავდნენ ეროტიულ ცეკვას ან სტრიპტიზს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მათ მკერდს ან სხვა ინტიმურ ადგილებს ეხებოდა. საღამო სრულდებოდა იმით, რომ ბერლუსკონი ირჩევდა ერთ ან რამდენიმე გოგონას, სხვა მონაწილე გოგონებს კი ფულით ან საჩუქრებით ემშვიდობებოდა...
წარმოგიდგენთ სილვიო ბერლუსკონის ქალებთან დაკავშირებულ ყველაზე გახმაურებულ თავგადასავლებს წლების მიხედვით.
ვერონიკა ლარიო
ვერონიკა ლარიო სილვიო ბერლუსკონის მეორე ცოლია. წყვილს ერთად სამი შვილი შეეძინა. ვერონიკა, რომელიც პოლიტიკოსთან 19 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, დაშორების შემდეგ მედიასთან ამბობს, რომ სილვიო ბერლუსკონი "სექსით შეპყრობილია".
სასამართლო დავა, რომელიც წყვილს შორის 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ბერლუსკონისთვის უსიამოვნო გადაწყვეტილებით დასრულდა - მას ყოფილი ცოლისთვის, სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, წელიწადში 36 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს...
ეველინა მანა
ეველინა 2005 წელს პრიალა ჟურნალის ყდაზე აღმოჩნდა. ამის შემდეგ სილვიო ბერლუსკონიმ თავად, პირადად დაურეკა ლამაზმანს და შეხვედრა სთხოვა. მათი პირველი პაემანი სილვიოს სარდინიაზე არსებულ ვილაში შედგა. ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ გოგონა სილვიოსთან დაშორების შემდეგ ამტკიცებდა, რომ მისგან ფული არასდროს აუღია, და რომ მათ შორის არსებული გრძნობა ჭეშმარიტი იყო.
მანასა და ბერლუსკონის ურთიერთობა 2009 წელს დასრულდა. მაშინ იტალიის პრემიერი ცოლს ეყრებოდა. იმავე პერიოდს დაემთხვა პოლიტიკოსის დედის გარდაცვალებაც.
"ყურებამდე ვიყავი შეყვარებული...ვუთხარი, რომ ერთად უნდა ვყოფილიყავით. ის ფანტასტიკური და ძალიან მამაკაცურია. ჩვენ ლამაზი და სუფთა ურთიერთობა გვქონდა.
არასოდეს შევხვედრივარ მის მსგავს მამაკაცს. რთულია ისეთი კაცის პოვნა, რომელიც შეძლებს ისეთივე კარგი იყოს საწოლში, როგორიც იტალიიის პრემიერ-მინისტრია" - განაცხადა ბერლუსკონის საყვარელმა.