მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი თარგამაძე: პროკურატურის მხრიდან პირველად ჩემი დაკითხვა მოხდა სულ რაღაც 3 კვირის წინ
გიორგი თარგამაძე: პროკურატურის მხრიდან პირველად ჩემი დაკითხვა მოხდა სულ რაღაც 3 კვირის წინ

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" დარ­ბე­ვის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ერთ-ერთი მოწ­მე არ­ხის მა­შინ­დე­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძეა.

რო­გორც თარ­გა­მა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, საქ­მე­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რამ ის 3 კვი­რის წინ და­კი­თხა. "მე "ტე­ლე­ი­მე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტთა ჯგუფ­თან ერ­თად გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ცნო­ბი­ლი ვარ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად, თუმ­ცა, რაც არ უნდა უც­ნა­უ­რად ჟღერ­დეს, პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან პირ­ვე­ლად ჩემი და­კი­თხვა მოხ­და სულ რა­ღაც 3 კვი­რის წინ. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ჩემს გარ­და კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნია და­კი­თხუ­ლი, რო­მე­ლიც არ­ხის დარ­ბე­ვის უშუ­ა­ლო თვითმხილ­ვე­ლია", - აღ­ნიშ­ნა თარ­გა­მა­ძემ.

"იმე­დის" სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი მო­ხა­რუ­ლია, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დარ­ბე­ვის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სიბ­რტყი­დან რო­გორც იქნა სა­მარ­თლებ­რივ სიბ­რტყე­შიც გა­და­ვი­და.

"როცა მე 2007 წლის 7 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს, სტუ­დი­ა­ში ვამ­ბობ­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და, ქვეც­ნო­ბი­ე­რად ვგუ­ლის­ხმობ­დი სწო­რედ იმას, რომ მომ­ხდა­რის გამო, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ეს ჩა­ი­დი­ნეს, მო­უ­წევ­დათ პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­გე­ბა, ჩემი აზ­რით, მო­მენ­ტა­ლუ­რად დად­გა, იმი­ტომ, რომ მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბა არა მარ­ტო ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­და­ნაც მწვა­ვედ და კრი­ტი­კუ­ლად შე­ფას­და და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სრუ­ლი დე­ლე­გი­ტი­მა­ცია და­ი­წყო სწო­რედ იმ მო­მენ­ტში. და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი იყო უკვე პრო­ცე­სი, რომ ეს მი­სუ­ლი­ყო ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე. მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, დღე­ვან­დელ დღემ­დე ეს პრო­ცე­სი მა­ინც იყო მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი. ახლა უკვე პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ბტყი­დან ის სა­მარ­თლებ­რივ სიბ­რტყე­შიც გა­და­ვი­და, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია", - აღ­ნიშ­ნა თარ­გა­მა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

გიორგი თარგამაძე: პროკურატურის მხრიდან პირველად ჩემი დაკითხვა მოხდა სულ რაღაც 3 კვირის წინ

გიორგი თარგამაძე: პროკურატურის მხრიდან პირველად ჩემი დაკითხვა მოხდა სულ რაღაც 3 კვირის წინ

ტელეკომპანია "იმედის" დარბევის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ერთ-ერთი მოწმე არხის მაშინდელი საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი თარგამაძეა.

როგორც თარგამაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქმეზე პროკურატურამ ის 3 კვირის წინ დაკითხა. "მე "ტელეიმედის" ჟურნალისტთა ჯგუფთან ერთად გამოძიების მიერ ცნობილი ვარ დაზარალებულად, თუმცა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, პროკურატურის მხრიდან პირველად ჩემი დაკითხვა მოხდა სულ რაღაც 3 კვირის წინ. რამდენადაც ვიცი, ჩემს გარდა კიდევ ბევრი ადამიანია დაკითხული, რომელიც არხის დარბევის უშუალო თვითმხილველია", - აღნიშნა თარგამაძემ.

"იმედის" საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსი მოხარულია, რომ ტელეკომპანიის დარბევის საქმესთან დაკავშირებული პროცესი პოლიტიკური სიბრტყიდან როგორც იქნა სამართლებრივ სიბრტყეშიც გადავიდა.

"როცა მე 2007 წლის 7 ნოემბერს, საღამოს, სტუდიაში ვამბობდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ქვეცნობიერად ვგულისხმობდი სწორედ იმას, რომ მომხდარის გამო, ადამიანებს, რომლებმაც ეს ჩაიდინეს, მოუწევდათ პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პოლიტიკური პასუხისგება, ჩემი აზრით, მომენტალურად დადგა, იმიტომ, რომ მაშინდელი ხელისუფლების ქმედება არა მარტო ქართული საზოგადოების, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც მწვავედ და კრიტიკულად შეფასდა და შეიძლება ითქვას, რომ სააკაშვილის ხელისუფლების სრული დელეგიტიმაცია დაიწყო სწორედ იმ მომენტში. დანარჩენი ყველაფერი იყო უკვე პროცესი, რომ ეს მისულიყო ლოგიკურ დასასრულამდე. მაგრამ მიუხედავად ამისა, დღევანდელ დღემდე ეს პროცესი მაინც იყო მხოლოდ პოლიტიკური. ახლა უკვე პოლიტიკური სიბტყიდან ის სამართლებრივ სიბრტყეშიც გადავიდა, რაც მისასალმებელია", - აღნიშნა თარგამაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა