Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ანი მოროტაძის კომენტარი ვანო მერაბიშვილთან გადაღებულ ფოტოზე
ანი მოროტაძის კომენტარი ვანო მერაბიშვილთან გადაღებულ ფოტოზე

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­ცი­რე­სო­ბის წევ­რი, ანი მი­რო­ტა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტოს ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მელ­ზეც ის ყო­ფილ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან ერ­თად არის გა­და­ღე­ბუ­ლი. დე­პუ­ტა­ტი ფო­ტოს ის­ტო­რი­ას იხ­სე­ნებს.

"ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში სა­ინ­ტე­რე­სო ფოტო გავ­რცელ­და, სა­დაც მე ვარ აღ­ბეჭ­დი­ლი შს მა­შინ­დელ მი­ნის­ტრ, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან ერ­თად.

ფო­ტოც სა­ინ­ტე­რე­სოა, რად­გან მისი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ამ დრომ­დე არა­ფე­რი ვი­ცო­დი და ის ამ­ბა­ვიც, რაც ამ ფო­ტოს უკავ­შირ­დე­ბა.

ეს ფაქ­ტი იმ­დე­ნად კარ­გად მახ­სოვს, რომ მეს­ხი­ე­რე­ბი­დან არა­სო­დეს წა­მეშ­ლე­ბა.

ეს ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლი უნდა იყოს 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის დას­რუ­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, რო­დე­საც მე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო "პირWელის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ვი­ყა­ვი და აქ­ტი­უ­რად ვი­ყა­ვი ჩარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. კარ­გად მახ­სოვს, რომ მე, რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნელს, შსს-დან და­მი­რე­კეს და მე­ო­რე დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში - ორ­თა­ჭა­ლა­ში და­მი­ბა­რეს, სა­დაც, რო­გორც იქ მი­სულ­მა გა­ვარ­კვიე, და­ბა­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მე­დი ყვე­ლა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბის, ისე უცხო­უ­რი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი - ძი­რი­თა­დად ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბი და წამ­ყვა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. ზუს­ტი ციფ­რის და­სა­ხე­ლე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ 100-მდე ჟურ­ნა­ლის­ტი მი­ვე­დით იმ დღეს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში. იქ გა­ვი­გეთ, რომ უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით ჩვენს ჯა­რის­კა­ცებ­თან შე­სახ­ვედ­რად, რად­გან მათ­თან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შეხ­ვედ­რა და მხარ­და­ჭე­რის გა­მო­ცხა­დე­ბა, პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო. რა თქმა უნდა, ამის წი­ნა­აღ­მდეგ არა­ვინ წა­სუ­ლა და მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბით გა­ვემ­გზავ­რეთ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლის­კენ და გზა­ში გა­ვარ­კვი­ეთ, რომ ეს და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლი იყო კა­რა­ლე­თი. ად­გი­ლი სა­დაც, დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი იყო ჩვე­ნი ჯარი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, შევ­ხვდით ჯა­რის­კა­ცებს და იქვე გა­ვი­გეთ, რომ შე­საძ­ლებ­ლო­ბა გვქონ­და შევ­ხვედ­რო­დით და გავ­სა­უბ­რე­ბო­დით შს მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს. შე­სა­ბა­მი­სად, წაგ­ვიყ­ვა­ნეს იქ, სა­დაც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და შს სა­მი­ნის­ტროს სხვა მა­შინ­დე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი გვე­ლო­დე­ბოდ­ნენ. მარ­თა­ლი გი­თხრათ, ის გა­რე­მო, რაც და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე დაგ­ვხვდა, ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან გაშ­ლი­ლი იყო სუფ­რა და შეხ­ვედ­რა უნდა მომ­ხდა­რი­ყო სწო­რედ სუფ­რას­თან. ეს, რა თქმა უნდა, ასე­თი შეხ­ვედ­რის­თვის სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­ტი არ იყო, მაგ­რამ არ შე­ვიმ­ჩნი­ეთ და და­ვე­ლო­დეთ დროს, რო­დე­საც სა­უბ­რის და­წყე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვე­ცე­მო­და.

ბუ­ნებ­რი­ვია, და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი, რო­მე­ლიც 3 სა­ათ­ზე მეტ ხანს გაგ­რძელ­და და საკ­მა­ოდ მწვა­ვე კი­თხვა-პა­სუ­ხის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. სხვა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც ომს და ამ ომის­გან გა­მოწ­ვე­ულ სა­ში­ნე­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბო­და, კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ პრონ­ცი­პუ­ლად აყე­ნებ­დნენ ჩემი კო­ლე­გე­ბი ომში და­ღუ­პუ­ლი ბი­ჭე­ბის გვა­მე­ბის შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნის სა­კითხს. სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ემახ­სოვ­რე­ბა, რო­გორ გარ­თულ­და მათი გა­მოყ­ვა­ნა კონ­ფლიქ­ტის ზო­ნი­დან და რო­გორ იყ­ვე­ნენ ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლე­ბი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბი და უშუ­ა­ლოდ ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქის უზარ­მა­ზა­რი ძა­ლის­ხმე­ვით მო­ხერ­ხდა ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცე­ბის გვა­მე­ბის გა­მოყ­ვა­ნა და დაკ­რძალ­ვა.

გა­მი­ჭირ­დე­ბა ყვე­ლა იმ კი­თხვის გახ­სე­ნე­ბა, რაც მა­შინ იქ და­ის­ვა, მაგ­რამ სა­უ­ბა­რი რომ მწვა­ვე იყო, ეს კარ­გად მახ­სოვს. დას­რულ­და შეხ­ვედ­რა, და ჩვენ ზუს­ტად ისე დავ­ბრუნ­დით კა­რა­ლე­თი­დან თბი­ლის­ში, რო­გორც ჩა­ვე­დით. ეს იყო ჩემი პირ­ვე­ლი და ბოლო შეხ­ვედ­რა მა­შინ­დელ შს მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­თან.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვა­ცხა­დებ, რომ ჩვენ - მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის არ­ცერთ წარ­მო­მად­გე­ნელს, ფოტო და ვი­დე­ო­გა­და­ღე­ბის­თვის სა­ჭი­რო აპა­რა­ტუ­რა თან არ გვქონ­და. არც დიქ­ტო­ფო­ნი, რომ რა­ი­მე ჩაგ­ვე­წე­რა. არც ის მახ­სოვს, ვინ­მემ გა­და­ი­ღო თუ არა ეს ფო­ტო­ე­ბი ღიად. რო­გორც ჩანს, ფა­რუ­ლად გა­და­ი­ღეს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და არ­ქივ­ში შე­ი­ნა­ხეს, "სა­ჭი­რო­ე­ბი­სა­მებრ" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბი­სათ­ვის. თუმ­ცა, ამ ფო­ტო­ე­ბის ღიად გა­და­ღე­ბა და გავ­რცე­ლე­ბაც რომ მომ­ხდა­ი­ყო, არც ეს იყო, პრობ­ლე­მა, რად­გან ეს შეხ­ვედ­რა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შემ­დგა­რი­ყო და კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის გა­ცე­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო!!!!!! ჟურ­ნა­ლის­ტებს კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი უნდა მიგ­ვე­ღო, რად­გან ჩვენ გვქონ­და მძი­მე ომი. ომი, რო­მელ­მაც შე­ი­წი­რა ჯა­რის­კა­ცე­ბი, ბავ­შვე­ბი, ქა­ლე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი და რის შე­დე­გა­დაც ჩვენ და­მა­ტე­ბით დავ­კარ­გეთ ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. თუმ­ცა, რამ­დე­ნად უნდა მომ­ხდა­რი­ყო ეს შეხ­ვედ­რა გაშ­ლი­ლი სუფ­რის ფონ­ზე, ჩვენ­თვის, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის რომ ეკი­თხათ, ვე­ტყო­დით, რომ ეს ფორ­მა­ტი მი­უ­ღე­ბე­ლი იყო!

მე არ ვიცი, რო­გორ მოხ­ვდა ეს ფოტო მათ ხელ­ში, ვინც გა­ავ­რცე­ლა. ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი არ არის, რო­გორც მოხ­ვდა, მაგ­რამ რა პრობ­ლე­მაა?! - იმ არ­ქივ­ში იმ დღეს გა­და­ღე­ბუ­ლი სხვა ფო­ტო­ე­ბიც იქ­ნე­ბა და თუ მათი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბაც მოხ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცხა­დი გახ­დე­ბა, რამ­დე­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი იდგა მა­შინ მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე და რო­გორ და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­დნენ ისი­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ებს, თუ რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად; რა­ტომ ვერ ავი­ცი­ლეთ თა­ვი­დან ეს ომი და თუ ვერ ავი­ცი­ლეთ, რა­ტომ არ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ კონ­ფლიქ­ტის ზო­ნი­დან ბავ­შვე­ბი, მო­ხუ­ცე­ბი და ქა­ლე­ბი; რა­ტომ დავ­კარ­გეთ კი­დევ ასზე მეტი სო­ფე­ლი და ა.შ.

მე მა­ში­ნაც ვა­მა­ყობ­დი, რომ ვი­ყა­ვი ჟურ­ნა­ლის­ტი და ახ­ლაც ვა­მა­ყობ, რომ ეს პრო­ფე­სი მაქვს! მა­ში­ნაც ვა­მა­ყობ­დი და ახ­ლაც ვა­მა­ყობ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე სი­ცო­ცხლი­სუ­ნა­რი­ა­ნე­ბი და გა­უ­ტეხ­ლე­ბი არი­ან ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ახ­ლაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და სულ ვე­ლო­დე­ბი იმ დღეს, რო­დე­საც მე­დია, იმ სა­ში­ნე­ლი 9-წლი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი წნე­ხი­სა­გან სა­ბო­ლო­ოდ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ულ და ევ­რო­პულ ქვე­ყა­ნა­ზე, სა­კუ­თარ ავ­ტოგ­რაფს გა­ა­ფორ­მებს!

ანი მი­რო­ტა­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი", - წერს მი­რო­ტა­ძე.

ანი მოროტაძის კომენტარი ვანო მერაბიშვილთან გადაღებულ ფოტოზე

ანი მოროტაძის კომენტარი ვანო მერაბიშვილთან გადაღებულ ფოტოზე

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ანი მიროტაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს ეხმაურება, რომელზეც ის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილთან ერთად არის გადაღებული. დეპუტატი ფოტოს ისტორიას იხსენებს.

"ინტერნეტსივრცეში საინტერესო ფოტო გავრცელდა, სადაც მე ვარ აღბეჭდილი შს მაშინდელ მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან ერთად.

ფოტოც საინტერესოა, რადგან მისი არსებობის შესახებ ამ დრომდე არაფერი ვიცოდი და ის ამბავიც, რაც ამ ფოტოს უკავშირდება.

ეს ფაქტი იმდენად კარგად მახსოვს, რომ მესხიერებიდან არასოდეს წამეშლება.

ეს ფოტო გადაღებული უნდა იყოს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებიდან რამდენიმე დღეში, როდესაც მე საინფორმაციო სააგენტო "პირWელის" ხელმძღვანელი ვიყავი და აქტიურად ვიყავი ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობაში. კარგად მახსოვს, რომ მე, როგორც საინფორმაციო სააგენტოს ხელმძღვანელს, შსს-დან დამირეკეს და მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში - ორთაჭალაში დამიბარეს, სადაც, როგორც იქ მისულმა გავარკვიე, დაბარებულები ვიყავით, როგორც საქართველოში მოქმედი ყველა საინფორმაციო საშუალების, ისე უცხოური მედიის წარმომადგენლები - ძირითადად ხელმძღვანელი პირები და წამყვანი ჟურნალისტები. ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება, მაგრამ 100-მდე ჟურნალისტი მივედით იმ დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. იქ გავიგეთ, რომ უნდა წავსულიყავით ჩვენს ჯარისკაცებთან შესახვედრად, რადგან მათთან ჟურნალისტების შეხვედრა და მხარდაჭერის გამოცხადება, პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო. რა თქმა უნდა, ამის წინააღმდეგ არავინ წასულა და მიკროავტობუსებით გავემგზავრეთ დანიშნულების ადგილისკენ და გზაში გავარკვიეთ, რომ ეს დანიშნულების ადგილი იყო კარალეთი. ადგილი სადაც, დისლოცირებული იყო ჩვენი ჯარი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, შევხვდით ჯარისკაცებს და იქვე გავიგეთ, რომ შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით და გავსაუბრებოდით შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს. შესაბამისად, წაგვიყვანეს იქ, სადაც ვანო მერაბიშვილი და შს სამინისტროს სხვა მაშინდელი მაღალჩინოსნები გველოდებოდნენ. მართალი გითხრათ, ის გარემო, რაც დანიშნულების ადგილზე დაგვხვდა, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან გაშლილი იყო სუფრა და შეხვედრა უნდა მომხდარიყო სწორედ სუფრასთან. ეს, რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრისთვის საუკეთესო ფორმატი არ იყო, მაგრამ არ შევიმჩნიეთ და დაველოდეთ დროს, როდესაც საუბრის დაწყების შესაძლებლობა მოგვეცემოდა.

ბუნებრივია, დავიწყეთ საუბარი, რომელიც 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და საკმაოდ მწვავე კითხვა-პასუხის ფონზე მიმდინარეობდა. სხვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, რომელიც ომს და ამ ომისგან გამოწვეულ საშინელებებს უკავშირდებოდა, კარგად მახსოვს, როგორ პრონციპულად აყენებდნენ ჩემი კოლეგები ომში დაღუპული ბიჭების გვამების შემთხვევის ადგილიდან გამოყვანის საკითხს. საზოგადოებას კარგად ემახსოვრება, როგორ გართულდა მათი გამოყვანა კონფლიქტის ზონიდან და როგორ იყვენენ ამ საქმეში ჩართულები სასულიერო პირები და უშუალოდ ჩვენი პატრიარქის უზარმაზარი ძალისხმევით მოხერხდა ქართველი ვაჟკაცების გვამების გამოყვანა და დაკრძალვა.

გამიჭირდება ყველა იმ კითხვის გახსენება, რაც მაშინ იქ დაისვა, მაგრამ საუბარი რომ მწვავე იყო, ეს კარგად მახსოვს. დასრულდა შეხვედრა, და ჩვენ ზუსტად ისე დავბრუნდით კარალეთიდან თბილისში, როგორც ჩავედით. ეს იყო ჩემი პირველი და ბოლო შეხვედრა მაშინდელ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან.

სრული პასუხისმგებლობით და კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩვენ - მედიასაშუალებების არცერთ წარმომადგენელს, ფოტო და ვიდეოგადაღებისთვის საჭირო აპარატურა თან არ გვქონდა. არც დიქტოფონი, რომ რაიმე ჩაგვეწერა. არც ის მახსოვს, ვინმემ გადაიღო თუ არა ეს ფოტოები ღიად. როგორც ჩანს, ფარულად გადაიღეს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებმა და არქივში შეინახეს, "საჭიროებისამებრ" გამოქვეყნებისათვის. თუმცა, ამ ფოტოების ღიად გადაღება და გავრცელებაც რომ მომხდაიყო, არც ეს იყო, პრობლემა, რადგან ეს შეხვედრა აუცილებლად უნდა შემდგარიყო და კითხვებზე პასუხების გაცემა აუცილებელი იყო!!!!!! ჟურნალისტებს კითხვებზე პასუხი უნდა მიგვეღო, რადგან ჩვენ გვქონდა მძიმე ომი. ომი, რომელმაც შეიწირა ჯარისკაცები, ბავშვები, ქალები, მოხუცები და რის შედეგადაც ჩვენ დამატებით დავკარგეთ ტერიტორიები. თუმცა, რამდენად უნდა მომხდარიყო ეს შეხვედრა გაშლილი სუფრის ფონზე, ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის რომ ეკითხათ, ვეტყოდით, რომ ეს ფორმატი მიუღებელი იყო!

მე არ ვიცი, როგორ მოხვდა ეს ფოტო მათ ხელში, ვინც გაავრცელა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორც მოხვდა, მაგრამ რა პრობლემაა?! - იმ არქივში იმ დღეს გადაღებული სხვა ფოტოებიც იქნება და თუ მათი გამოქვეყნებაც მოხდება, საზოგადოებისათვის ცხადი გახდება, რამდენი ჟურნალისტი იდგა მაშინ მოწოდების სიმაღლეზე და როგორ დაჟინებით ითხოვდნენ ისინი ინფორმაციებს, თუ რა მოხდა რეალურად; რატომ ვერ ავიცილეთ თავიდან ეს ომი და თუ ვერ ავიცილეთ, რატომ არ გამოვიყვანეთ კონფლიქტის ზონიდან ბავშვები, მოხუცები და ქალები; რატომ დავკარგეთ კიდევ ასზე მეტი სოფელი და ა.შ.

მე მაშინაც ვამაყობდი, რომ ვიყავი ჟურნალისტი და ახლაც ვამაყობ, რომ ეს პროფესი მაქვს! მაშინაც ვამაყობდი და ახლაც ვამაყობ, რომ საქართველოში ყველაზე სიცოცხლისუნარიანები და გაუტეხლები არიან ჟურნალისტები და ახლაც დარწმუნებული ვარ და სულ ველოდები იმ დღეს, როდესაც მედია, იმ საშინელი 9-წლიანი ნაციონალური წნეხისაგან საბოლოოდ გათავისუფლდება და საქართველოზე, როგორც დემოკრატიულ და ევროპულ ქვეყანაზე, საკუთარ ავტოგრაფს გააფორმებს!

ანი მიროტაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი", - წერს მიროტაძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს