5 რამ, რაც მთვარის შესახებ არ იცით

5 რამ, რაც მთვარის შესახებ არ იცით

 

1. მთვარის დაბნელების დროს, როდესაც დედამიწა მთვარის და მზის შუა ჩაივლის, ერთადერთი მზის შუქი, რომელიც მთვარეს წვდება დედამიწის ატმოსფეროს გავლით ხვდება მთვარეზე. ატმოსფერო ფილტრავს და გარდაქმნის მზის სხივს და მხოლოდ წითელ შეფერილობას ტოვებს. ამიტომ ჩანს ხოლმე მთვარე წითლად. დედამიწის ატმოსფერო რომ არ არსებობდეს, მთვარე სრულიად შავი იქნებოდა დაბნლებისას.

2. მთვარის ის მონაკვეთი, რომელიც დედამიწიდან არ ჩანს და რომელსაც მთვარის ბნელ მხარეს უწოდებენ სულაც არ არის ბნელი. მთვარე დიდი რაოდენობით მზის შუქს იღებს. მზის დაბნელების დროს, როდესაც მთვარე დედამიწის და მზის შუაშია, მთვარის ”ბნელი” მხარე 100% განათებულია. სავსე მთვარიანობა და მთვარის დაბნელება ის ორი შემთხვევაა, როდესაც ”ბნელი” მხარე მართლაც ჩაბნელებულია.

3. ხომალდ აპოლო 14-ს კოსმონავტმა სტიუარტ რუსამ მგზავრობაში უჩვეულო ტვირთი წაიღო: ხის თესლი. ყოფილი ამერიკის ტყის დაცვის თანამშრომელმა რუსამ 400-500 თესლი წაიღო მთვარეზე და უკან დაბრუნებულმა მთელი ამერიკის ირგვლივ დარგო მთვარეზე ნამყოფი თესლი. ასე რომ, ”მთვარის ხეები” დღესაც ხარობს დედამიწაზე და არანაირი უარყოფითი ეფექტი არ ჰქონია მათ მგზავრობას და დედამიწაზე დარგვას.

4. ყოველ წელიწადს მთვარე დედამიწას დაახლოებით 4 სანტიმეტრით შორდება. ამას იწვევს ”ტალღების მძლავრი მოქროლვა” რაც წარმოიქმნება დედამიწის ოკეანეების მთვარისადმი გრავიტაციური მიზიდულობისას. ტალღები დედამიწის ბრუნვის გამო აწვებიან მთვარეს და წარმოიქმნება ენერგია, რომელიც აღწევს მთვარემდე და წევს მას უფრო მაღალ ორბიტაზე.

5. მთვარე უფრო დიდი ჩანს, როდესაც ახლო ჰორიზონტიდან უყურებ. ეს ატმოსფერული ეფექტი არაა, მთვარეს სურათი რომ გადაუღოთ, ის იმ ზომის დარჩება, რამხელაცაა, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად დიდი ჩანს ჰორიზონტიდან. როგორც ჩანს, ყველაფერი ჩვენი გონების ბრალია, მაგრამ რა ქმნის ამ ილუზიას, საბოლოოდ დადასტურებული არაა. ზოგს სჯერა, რომ გონება ტყუვდება ისეთი ობიექტებით, როგორიცაა ხეები, შენობები და მათ ფონზე მთვარე დიდ ზომას იღებს, მაგრამ თვითმფრინავის პილოტები, რომელთაც წინ არანაირი ობიექტი არ ეჩრებათ მთვარის გარდა, მაინც დიდი ზომისას ხედავენ. არსებობს ალტერნატიული თეორია, რომელიც ამბობს, რომ ჩვენი ტვინი ცას გუმბათისებურ საფარველად აღიქვამს, ამიტომ ჰორიზონტზე უფრო დიდად ჩანს ყველაფერი, ვიდრე მიწის ზევით ახედვისას. პოტენციური ახსნა მრავალი არსებობს, მაგრამ საბოლოო დასკვნამდე მეცნიერები ჯერ არ მისულან.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს