კონფლიქტები
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ არ გინდა კაზანტიპი, უნდა დაივიწყო ჯიპი და დააგდო ცოტა ღიპი" - მღვდელმონაზონი კაზანტიპის მოწინააღმდეგეებს უპირისპირდება
"თუ არ გინდა კაზანტიპი, უნდა დაივიწყო ჯიპი და დააგდო ცოტა ღიპი" - მღვდელმონაზონი კაზანტიპის მოწინააღმდეგეებს უპირისპირდება

მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ილია ვა­შა­კი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის, კა­ზან­ტი­პის გარ­შე­მო ატე­ხილ ხმა­ურს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"რა კა­ზან­ტი­პი, რის კა­ზან­ტი­პი??? რა ატმი კურ­კი ტოლა, რა ჭერ­მი კურ­კი ტოლა??? ჯერ რაც გა­უ­კა­ზან­ტი­პე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში იმას მივ­ხე­დოთ. კა­ზან­ტი­პი 10 დღე იქ­ნე­ბა და წავა და მთე­ლი დი­ი­ი­ი­ი­დი კა­ზან­ტი­პი რომ გვრჩე­ბა აქ მო­სავ­ლე­ლი, იმას მივ­ხე­დოთ.

ყვე­ლა­ზე მაგ­რად ამათ­მა და­ა­რეკ­ლა­მეს ეს კა­ზან­ტი­პი. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი სარ­წმუ­ნო­ე­ბის აშ­კა­რად გა­ღუნ­ვა-გა­უ­კუღ­მარ­თე­ბის ფაქ­ტე­ბი გვაქვს თვალ­წინ. სტა­ლი­ნის ხა­ტე­ბი და­წე­რეს. ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვი­ლი ცო­ცხალ წმინ­და­ნად შე­რა­ცხეს. ზე­დამ­ხედ­ვე­ლე­ბი ხვრე­ლებ­ში არი­ან მი­მა­ლუ­ლი. თავ­ზე გვექ­ცე­ვა ყვე­ლა­ფე­რი. რა ეკა­ზან­ტი­პე­ბათ?! კა­ზან­ტი­პით ტი­პო­ბენ რა. ამა­თი ლო­გი­კით ფი­ლარ­მო­ნი­აც უნდა და­ვან­გრი­ოთ, ცირ­კიც, თე­ატ­რე­ბიც... ვინ არი­ან ეს გიჟ­თა გი­ჟე­ბი?! ეს უტვი­ნო დევ­გა­რე­უ­ლე­ბი?! აბა ერთი კა­ზან­ტიპ­მა კი­დევ ერთი 25000000 ზედ და­უ­მა­ტოს, თუ ამო­ი­ღე­ბენ ხმას? მა­გა­რი უნი­ჭო და უტვი­ნო "ნა­რო­დი" ვართ რა. ღმერ­თმა ყვე­ლას გვიშ­ვე­ლოს.

თუ არ გინ­და კა­ზან­ტი­პი,

უნდა იყო კაი ტიპი.

უნდა და­ი­ვი­წყო ჯიპი

და და­აგ­დო ცოტა ღიპი.

მე წირ­ვა-ლოც­ვე­ბით დავ­კავ­დე­ბი.. ვი­საც ეკ­ლე­სი­ა­ში გინ­დათ მი­დით ეკ­ლე­სი­ა­ში,ვი­საც კა­ზან­ტი­პი გირ­ჩევ­ნი­ათ მე უძ­ლუ­რი ვარ ღვთი­სა­გან ბო­ძე­ბუ­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება წა­გარ­თვათ.

ხორ­ცი, გინა თევ­ზი, გინა სხვა რა­ი­მე საკ­ვე­ბი რო­დე­საც ქვაბ­ში იხარ­შე­ბა, დუ­ღი­ლის ჟამს, მას ვერც ბუზი, ვერც არ­წი­ვი და ვერც ლომი ვერ ეკა­რე­ბა. დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რა ცე­ცხლით და­ცულ უნდა იყოს, რათა დუ­ღილ­მა არ მი­ი­კა­როს სხვა რა­ი­მე მავ­ნე­ბე­ლი. რო­დე­საც კი ცე­ცხლი მიქ­რე­ბა და ქვა­ბი გა­ცივ­დე­ბა, ყვე­ლაფ­რი­სათ­ვის წვდო­მა­დი გახ­დე­ბა იგი, დათ­ვი, ტურა, მგე­ლი, მელა და ა.შ. ბო­ლოს სულ უსუ­სუ­რი მატ­ლიც კი და­ე­პატ­რო­ნე­ბა მას.

დუ­ღი­ლი - ლოც­ვაა, დუ­ღი­ლი - სიყ­ვა­რუ­ლია ერ­თურ­თი­სა. სხვა­თა სიყ­ვა­რუ­ლი და თვის­თა ცოდ­ვა­თა აღ­ქმა კი ის მე­ცე­ცხლუ­რო­ბაა, რო­მე­ლიც დუ­ღი­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რას გვა­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნებს. უგ­ნუ­რე­ბაა ის, რომ ხან მი­ვაქ­ცი­ოთ ცე­ცხლს ყუ­რა­დღე­ბა და ხა­ნაც (ხან­გრძლი­ვად) ცე­ცხლი ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე დავ­ტო­ვოთ.

და თუ ჩვენ ამას შევ­ძლებთ ვერც კა­ზან­ტი­პი მოგ­ვე­კა­რე­ბა, ვერც სო­დო­მუ­რი ლე­გი­ო­ნი და ვერც რო­მე­ლი­მე სხვა რა­ი­მე მტა­ცე­ბე­ლი", - წერს მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი.

შე­გახ­სე­ნებთ, ბიზ­ნეს­მე­ნი ლე­ვან ვა­სა­ძე, ზვი­ად ტო­მა­რა­ძე და სოსო მან­ჯა­ვი­ძე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს "კა­ზან­ტი­პის" ფეს­ტი­ვა­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პე­ტი­ცი­ით მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც პე­ტი­ცი­ა­შია ნათ­ქვა­მი, ფეს­ტი­ვა­ლი ემ­სა­ხუ­რე­ბა გარ­ყვნი­ლე­ბის და­ნერგვას და მი­მარ­თუ­ლია ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

გარ­და ამი­სა, ორი დღის წინ მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ას­თან "კა­ზან­ტი­პის" ფეს­ტი­ვა­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ა­ზე სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად მრევ­ლიც იმ­ყო­ფე­ბო­და.

"კა­ზან­ტი­პის" ფეს­ტი­ვა­ლის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცი­ა­ზე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე პე­ტი­ცია წა­ი­კი­თხეს, რის შემ­დე­გაც პე­ტი­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რე­ბი შეგ­როვ­და.

ფეს­ტი­ვა­ლის წი­ნა­აღ­მდე­გია სა­პატ­რი­არ­ქოც. "ფეს­ტი­ვალ "კა­ზან­ტიპ­ში" ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მისი მხარ­და­ჭე­რა უმ­ძი­მე­სი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის­თვი­საც და ცალ­კე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის­თვი­საც", - აღ­ნიშ­ნუ­ლია სა­პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე: "კა­ზან­ტი­პი" და საფრ­თხე­ე­ბი: ლე­ვან ვა­სა­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას "ჯგუ­ფურ გახ­რწნი­ლე­ბა­სა" და ნარ­კო­ტი­კე­ბის მა­სობ­რივ მოხ­მა­რე­ბა­ზე აფრ­თხი­ლებს

სა­პატ­რი­არ­ქოს სპე­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა "კა­ზან­ტი­პის" ფეს­ტი­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"თუ არ გინდა კაზანტიპი, უნდა დაივიწყო ჯიპი და დააგდო ცოტა ღიპი" - მღვდელმონაზონი კაზანტიპის მოწინააღმდეგეებს უპირისპირდება

"თუ არ გინდა კაზანტიპი, უნდა დაივიწყო ჯიპი და დააგდო ცოტა ღიპი" - მღვდელმონაზონი კაზანტიპის მოწინააღმდეგეებს უპირისპირდება

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე მუსიკალური ფესტივალის, კაზანტიპის გარშემო ატეხილ ხმაურს ეხმაურება.

"რა კაზანტიპი, რის კაზანტიპი??? რა ატმი კურკი ტოლა, რა ჭერმი კურკი ტოლა??? ჯერ რაც გაუკაზანტიპებულია საქართველოში იმას მივხედოთ. კაზანტიპი 10 დღე იქნება და წავა და მთელი დიიიიიდი კაზანტიპი რომ გვრჩება აქ მოსავლელი, იმას მივხედოთ.

ყველაზე მაგრად ამათმა დაარეკლამეს ეს კაზანტიპი. მართლმადიდებლური სარწმუნოების აშკარად გაღუნვა-გაუკუღმართების ფაქტები გვაქვს თვალწინ. სტალინის ხატები დაწერეს. ნიკოლოზ მაქარაშვილი ცოცხალ წმინდანად შერაცხეს. ზედამხედველები ხვრელებში არიან მიმალული. თავზე გვექცევა ყველაფერი. რა ეკაზანტიპებათ?! კაზანტიპით ტიპობენ რა. ამათი ლოგიკით ფილარმონიაც უნდა დავანგრიოთ, ცირკიც, თეატრებიც... ვინ არიან ეს გიჟთა გიჟები?! ეს უტვინო დევგარეულები?! აბა ერთი კაზანტიპმა კიდევ ერთი 25000000 ზედ დაუმატოს, თუ ამოიღებენ ხმას? მაგარი უნიჭო და უტვინო "ნაროდი" ვართ რა. ღმერთმა ყველას გვიშველოს.

თუ არ გინდა კაზანტიპი,

უნდა იყო კაი ტიპი.

უნდა დაივიწყო ჯიპი

და დააგდო ცოტა ღიპი.

მე წირვა-ლოცვებით დავკავდები.. ვისაც ეკლესიაში გინდათ მიდით ეკლესიაში,ვისაც კაზანტიპი გირჩევნიათ მე უძლური ვარ ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნება წაგართვათ.

ხორცი, გინა თევზი, გინა სხვა რაიმე საკვები როდესაც ქვაბში იხარშება, დუღილის ჟამს, მას ვერც ბუზი, ვერც არწივი და ვერც ლომი ვერ ეკარება. დუღილის ტემპერატურა ცეცხლით დაცულ უნდა იყოს, რათა დუღილმა არ მიიკაროს სხვა რაიმე მავნებელი. როდესაც კი ცეცხლი მიქრება და ქვაბი გაცივდება, ყველაფრისათვის წვდომადი გახდება იგი, დათვი, ტურა, მგელი, მელა და ა.შ. ბოლოს სულ უსუსური მატლიც კი დაეპატრონება მას.

დუღილი - ლოცვაა, დუღილი - სიყვარულია ერთურთისა. სხვათა სიყვარული და თვისთა ცოდვათა აღქმა კი ის მეცეცხლურობაა, რომელიც დუღილის ტემპერატურას გვანარჩუნებინებს. უგნურებაა ის, რომ ხან მივაქციოთ ცეცხლს ყურადღება და ხანაც (ხანგრძლივად) ცეცხლი ყურადღების გარეშე დავტოვოთ.

და თუ ჩვენ ამას შევძლებთ ვერც კაზანტიპი მოგვეკარება, ვერც სოდომური ლეგიონი და ვერც რომელიმე სხვა რაიმე მტაცებელი", - წერს მღვდელმონაზონი.

შეგახსენებთ, ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ზვიად ტომარაძე და სოსო მანჯავიძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს "კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო პეტიციით მიმართავენ. როგორც პეტიციაშია ნათქვამი, ფესტივალი ემსახურება გარყვნილების დანერგვას და მიმართულია ტრადიციული ღირებულებების წინააღმდეგ.

გარდა ამისა, ორი დღის წინ მთავრობის კანცელარიასთან "კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციაზე სასულიერო პირებთან ერთად მრევლიც იმყოფებოდა.

"კაზანტიპის" ფესტივალის საწინააღმდეგო აქციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელზე პეტიცია წაიკითხეს, რის შემდეგაც პეტიციაზე ხელმოწერები შეგროვდა.

ფესტივალის წინააღმდეგია საპატრიარქოც. "ფესტივალ "კაზანტიპში" ნებისმიერი სახით მონაწილეობა და მისი მხარდაჭერა უმძიმესი შედეგების მომტანი იქნება ქვეყნისთვისაც და ცალკეული პიროვნებებისთვისაც", - აღნიშნულია საპატრიარქის განცხადებაში, რომელიც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა.

იხილეთ ასევე: "კაზანტიპი" და საფრთხეები: ლევან ვასაძე მოსახლეობას "ჯგუფურ გახრწნილებასა" და ნარკოტიკების მასობრივ მოხმარებაზე აფრთხილებს

საპატრიარქოს სპეციალური განცხადება "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"