კასპის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, სოფელ მეტეხთან, მდინარე მტკვარში 49 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. სოფელ მეტეხში მცხოვრები გიორგი სეხნიაშვილის ძებნა 27 ივლისს დაიწყო.
თავდაპირველი ვერსიით, საქმე უბედურ შემთხვევად კვალიფიცირდება.
"ნასვამი შესულა წყალში და დამხრჩვალა. სოფელში საქონელს მწყემსავდა. სამაშველო სამსახურის მიერ გვამი სოფლის სიახლოვეს, მდინარე მტკვრის ფსკერზე იქნა ნაპოვნი", - აცხადებენ სამაშველო სამსახურში.
წყარო: qartli.ge