სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მაია დობორჯგინიძემ და გოგა ბარბაქაძემ ახალშეძენილი გოგონას სახელზე იკამათეს
მაია დობორჯგინიძემ და გოგა ბარბაქაძემ ახალშეძენილი გოგონას სახელზე იკამათეს

მაია დო­ბორჯგი­ნი­ძი­სა და გოგა ბარ­ბა­ქა­ძის ოჯახს იმ დროს ვეს­ტუმ­რეთ, რო­დე­საც მა­მი­კო პა­ტა­რა ბარ­ბა­რეს აძი­ნებ­და. ცოტა ხნის წინ წყვილს მე­ო­რე შვი­ლი შე­ე­ძი­ნა, სა­ხე­ლის შერ­ჩე­ვა­ზე ბევ­რი იფიქ­რეს, ბო­ლოს კი ბარ­ბა­რე და­არ­ქვეს. ამ პა­ტა­რა ქალ­ბა­ტო­ნის გარ­და, რო­მელ­მაც მთე­ლი ოჯა­ხის ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა, ჩვენს რეს­პონ­დენტს 8 წლის გაბ­რი­ე­ლი ჰყავს, რო­მე­ლიც წელს სკო­ლა­ში შე­დის.

- ბარ­ბა­რე 19 მა­ისს და­ი­ბა­და. დრო­ზე ადრე მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას, 38 კვი­რის ვი­ყა­ვი, როცა გაჩ­ნდა. საკ­მა­ოდ მძი­მე ორ­სუ­ლო­ბა მქონ­და, გაბ­რი­ელ­ზეც არ ვი­ყა­ვი ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ შრო­მი­სუ­ნა­რი­ა­ნი მა­ინც გახ­ლდით, აქ­ტი­უ­რო­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი მქონ­და ტოქ­სი­კო­ზი და სხვა პრობ­ლე­მე­ბი, რა­მაც ნა­ად­რე­ვი მშო­ბი­ა­რო­ბა გა­მო­იწ­ვია.

- ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად იმ­შო­ბი­ა­რე?

- არა, პირ­ვე­ლი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რად გა­ვა­ჩი­ნე, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი სა­კე­ის­რო კვე­თა დამ­ჭირ­და. მთე­ლი ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი სახ­ლში გა­ვა­ტა­რე და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ყვე­ლა­ნა­ირ საქ­მეს ჩა­მოვ­შორ­დი. ძა­ლი­ან შე­მი­წყო ხელი თე­ატ­რა­ლურ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა, სა­დაც რე­ჟი­სორ ან­დრო ენუ­ქი­ძეს­თან ასის­ტენ­ტად ვმუ­შა­ობ, პე­და­გო­გი­ურ საქ­მი­ა­ნო­ბას ვე­წე­ვი, პირ­ვე­ლი კურ­სი ჰყავ­და და ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო იყო მათ­თან მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ვერ მო­ვა­ხერ­ხე გას­ვლა. ამას­თან ერ­თად, თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში ბა­ტონ­მა ავთო ვარ­სი­მაშ­ვილ­მა ჩემ გამო სპექ­ტაკ­ლი "ვალ­სი ძი­ლის წინ~ რე­პერ­ტუ­ა­რი­დან მოხ­სნა, მარ­თა­ლია, ჩე­მამ­დე იყო გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი ამ სპექ­ტაკ­ლთან და­კავ­ში­რე­ბით, შემ­დეგ მოგ­ვარ­და და შე­იძ­ლე­ბო­და დაბ­რუ­ნე­ბა, მაგ­რამ ბა­ტონ­მა ავ­თომ გა­და­წყვი­ტა, რომ ჩემს გას­ვლამ­დე შე­ე­ჩე­რე­ბი­ნა. მე და მა­რი­ამ ჯო­ლო­გუ­ას გვაქვს სტუ­დია, რომ­ლის­თვი­საც ასე­ვე ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ­დი. და­წყე­ბუ­ლი მქონ­და სპექ­ტაკ­ლის დად­გმა თა­ვი­სუ­ფალ თე­ატ­რში, მაგ­რამ ესეც გა­ვა­ჩე­რე, მოკ­ლედ, მთე­ლი ფეხ­მძი­მო­ბა ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თე გარ­და სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და მუც­ლად­მყო­ფი შვი­ლის მოვ­ლი­სა.

სექ­ტემ­ბრი­დან უკვე ვა­პი­რებ სახ­ლი­დან გას­ვლას, შე­იძ­ლე­ბა, ბო­ლომ­დე ფორ­მა­ში არ ვიყო, მაგ­რამ რო­მე­ლი­მე სამ­სა­ხურ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა დავ­ბრუნ­დე, იმე­დია, ბარ­ბა­რე ხელს შე­მი­წყობს და ძი­ძას­თან უპ­რობ­ლე­მოდ დარ­ჩე­ბა.

- ბავ­შვს სა­ხე­ლი ვინ შე­ურ­ჩია?

- ამა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ფიქ­რეთ, ბოლო წუ­თამ­დე ბავ­შვს სა­ხე­ლი არ ჰქონ­და, ბევ­რი ვიმ­სჯე­ლეთ. ორ­სუ­ლო­ბი­სას სქე­სი არც გაბ­რი­ე­ლის შემ­თხვე­ვა­ში გაგ­ვი­გია და არც ბარ­ბა­რე­სი, გო­გო­ნა რომ და­ი­ბა­და, დიდი სი­ურპრი­ზი იყო.

სა­ხე­ლის დარ­ქმე­ვი­სას ბარ­ბა­რე­სა და კე­სა­რი­ას შო­რის უნდა გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა არ­ჩე­ვა­ნი, მე და გო­გამ ამა­ზე ვი­კა­მა­თეთ, ვერ ვი­ღებ­დით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ბავ­შვი სამი დღის და­ბა­დე­ბუ­ლი იყო და სა­ხე­ლი კი­დევ არ ჰქონ­და, გოგა სა­ბუ­თე­ბის შე­სავ­სე­ბად მი­დი­ო­და, რომ და­მი­რე­კა, მი­თხრა, ახლა თუ არ მე­ტყვი, რა ჩა­ვა­წე­რი­ნო, ბავ­შვს სა­ხე­ლი არ ექ­ნე­ბაო, ვუ­თხა­რი, ბარ­ბა­რე-მეთ­ქი და 5 წუთ­ში მი­რე­კავს, ეგებ, კე­სა­რია სჯობ­სო (იცი­ნის). ბო­ლოს მა­ინც ბარ­ბა­რე და­ვარ­ქვით და ვფიქ­რობ, კარ­გი არ­ჩე­ვა­ნია, მაგ­რამ ახლა და­ძა­ხე­ბა­ზეა დიდი ამ­ბა­ვი, მე და ჩე­მი­ა­ნე­ბი ბარ­ბა­რას ვე­ძა­ხით, გოგა - ბარ­ბა­რეს, თან მე­უბ­ნე­ბა, ბავ­შვი წე­რია ბარ­ბა­რედ და ასე­ვე უნდა და­უ­ძა­ხო­თო, თუმ­ცა პრინ­ცი­პი ერ­თია და მერე ეს პა­ტა­რა გოგო გა­და­წყვეტს, რო­მე­ლი ფორ­მა უფრო მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა მის­თვის.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მაია დობორჯგინიძემ და გოგა ბარბაქაძემ ახალშეძენილი გოგონას სახელზე იკამათეს

მაია დობორჯგინიძემ და გოგა ბარბაქაძემ ახალშეძენილი გოგონას სახელზე იკამათეს

მაია დობორჯგინიძისა და გოგა ბარბაქაძის ოჯახს იმ დროს ვესტუმრეთ, როდესაც მამიკო პატარა ბარბარეს აძინებდა. ცოტა ხნის წინ წყვილს მეორე შვილი შეეძინა, სახელის შერჩევაზე ბევრი იფიქრეს, ბოლოს კი ბარბარე დაარქვეს. ამ პატარა ქალბატონის გარდა, რომელმაც მთელი ოჯახის ცხოვრება თავდაყირა დააყენა, ჩვენს რესპონდენტს 8 წლის გაბრიელი ჰყავს, რომელიც წელს სკოლაში შედის.

- ბარბარე 19 მაისს დაიბადა. დროზე ადრე მოევლინა ქვეყანას, 38 კვირის ვიყავი, როცა გაჩნდა. საკმაოდ მძიმე ორსულობა მქონდა, გაბრიელზეც არ ვიყავი ნაკლებად, მაგრამ შრომისუნარიანი მაინც გახლდით, აქტიურობით გამოვირჩეოდი, ამ შემთხვევაში კი მქონდა ტოქსიკოზი და სხვა პრობლემები, რამაც ნაადრევი მშობიარობა გამოიწვია.

- ფიზიოლოგიურად იმშობიარე?

- არა, პირველი ფიზიოლოგიურად გავაჩინე, ამ შემთხვევაში კი საკეისრო კვეთა დამჭირდა. მთელი ორსულობის პერიოდი სახლში გავატარე და შეიძლება ითქვას, რომ ყველანაირ საქმეს ჩამოვშორდი. ძალიან შემიწყო ხელი თეატრალურმა უნივერსიტეტმა, სადაც რეჟისორ ანდრო ენუქიძესთან ასისტენტად ვმუშაობ, პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი, პირველი კურსი ჰყავდა და ძალიან საპასუხისმგებლო იყო მათთან მუშაობა, მაგრამ ვერ მოვახერხე გასვლა. ამასთან ერთად, თავისუფალ თეატრში ბატონმა ავთო ვარსიმაშვილმა ჩემ გამო სპექტაკლი `ვალსი ძილის წინ~ რეპერტუარიდან მოხსნა, მართალია, ჩემამდე იყო გარკვეული პრობლემები ამ სპექტაკლთან დაკავშირებით, შემდეგ მოგვარდა და შეიძლებოდა დაბრუნება, მაგრამ ბატონმა ავთომ გადაწყვიტა, რომ ჩემს გასვლამდე შეეჩერებინა. მე და მარიამ ჯოლოგუას გვაქვს სტუდია, რომლისთვისაც ასევე ვერაფერს ვაკეთებდი. დაწყებული მქონდა სპექტაკლის დადგმა თავისუფალ თეატრში, მაგრამ ესეც გავაჩერე, მოკლედ, მთელი ფეხმძიმობა ვერაფერი გავაკეთე გარდა საკუთარი თავისა და მუცლადმყოფი შვილის მოვლისა.

სექტემბრიდან უკვე ვაპირებ სახლიდან გასვლას, შეიძლება, ბოლომდე ფორმაში არ ვიყო, მაგრამ რომელიმე სამსახურში აუცილებლად უნდა დავბრუნდე, იმედია, ბარბარე ხელს შემიწყობს და ძიძასთან უპრობლემოდ დარჩება.

- ბავშვს სახელი ვინ შეურჩია?

- ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, ბოლო წუთამდე ბავშვს სახელი არ ჰქონდა, ბევრი ვიმსჯელეთ. ორსულობისას სქესი არც გაბრიელის შემთხვევაში გაგვიგია და არც ბარბარესი, გოგონა რომ დაიბადა, დიდი სიურპრიზი იყო.

სახელის დარქმევისას ბარბარესა და კესარიას შორის უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი, მე და გოგამ ამაზე ვიკამათეთ, ვერ ვიღებდით გადაწყვეტილებას. ბავშვი სამი დღის დაბადებული იყო და სახელი კიდევ არ ჰქონდა, გოგა საბუთების შესავსებად მიდიოდა, რომ დამირეკა, მითხრა, ახლა თუ არ მეტყვი, რა ჩავაწერინო, ბავშვს სახელი არ ექნებაო, ვუთხარი, ბარბარე-მეთქი და 5 წუთში მირეკავს, ეგებ, კესარია სჯობსო (იცინის). ბოლოს მაინც ბარბარე დავარქვით და ვფიქრობ, კარგი არჩევანია, მაგრამ ახლა დაძახებაზეა დიდი ამბავი, მე და ჩემიანები ბარბარას ვეძახით, გოგა - ბარბარეს, თან მეუბნება, ბავშვი წერია ბარბარედ და ასევე უნდა დაუძახოთო, თუმცა პრინციპი ერთია და მერე ეს პატარა გოგო გადაწყვეტს, რომელი ფორმა უფრო მისაღები იქნება მისთვის.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება